ბენდამუსტინ მედაკი 2,5მგ/მლ
Bendamustin medac 2,5mg/ml
ბენდამუსტინ მედაკი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (შემდგომში მოხსენიებულს როგორც ბენდამუსტინი). ბენდამუსტინი ესაა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ტიპის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ (ციტოტოქსიური მედიკამენტი). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბენდამუსტინი (bendamustine)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ფხვნილი 2,5მგ/მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- medac Gesellschaft für klinische Spezialpräparate mbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, აზოტური იპრიტის ანალოგები
- ATC კოდი
- L01AA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-026087
- რეგისტრირებულია
- 20 აგვისტო 2018, მოქმედებს 20 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
- GMP
- -
ბენდამუსტინ მედაკი 2,5მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბენდამუსტინ მედაკი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (შემდგომში მოხსენიებულს როგორც ბენდამუსტინი).
ბენდამუსტინი ესაა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ტიპის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ (ციტოტოქსიური მედიკამენტი).
ბენდამუსტინი გამოიყენებება ან მარტო (ეგრეთწოდებული მონოთერაპიის დროს) ან კომბინაციაში სხვა მედიკამენტებთან ერთად შემდეგი ტიპის სიმსივნური დაავადებების დროს:
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, როდესაც ქიმიოთერაპია ფლუდარაბინის კომბინაციით არაეფექტურია.
არაჰოჯკინის ლიმფომა, როდესაც რიტუქსიმაბით მკურნალობისას არაა ან მცირედაა გამოხატული ეფექტი.
მრავლობითი მიელომა, როდესაც მაღალი დოზებით ქიმიოთერაპია, შემდგომი აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით, მკურნალობა თალიდომიდით ან ბორტეზომიბით არაეფექტურია.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბენდამუსტინ მედაკის გამოყენების წინ?
მიღების წესი და დოზირება
ბენდამუსტინ მედაკის დანიშვნა შეუძლიათ მხოლოდ იმ ექიმებს, რომელთაც აქვთ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის შესაბამისი გამოცდილება. ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზას, მიიღებს უსაფრთხოების ზომებს. ექიმი დაგიმზადებთ ხსნარს, რომელიც ინიშნება მოკლევადიანი 30-60 წთ-იანი ინტრავენური ინფუზიის სახით.
მიღების გაგრძელება
როგორც წესი ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობის გაგრძელებას შეზღუდვა არ აქვს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და მკურნალობის რეაქციაზე.
თუ ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობასთან დაკავშირებით რამე გაწუხებთ ან კითხვები გაქვთ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ბენდამუსტინ მედაკის მიღება
თუ ბენდამუსტინ მედაკის შესაბამისი დოზის მიღება დაგავიწყდათ, თქვენი ექიმი როგორც წესი მკურნალობას გააგრძელებს ჩვეულებრივი სქემით.
თუ შეწყვიტეთ ბენდამუსტინ მედაკის მიღება
თქვენი ექიმი გადაწყვეტს უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა თუ სხვა პრეპარატით გააგრძელოთ.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ბენდამუსტინ მედაკის მიღებასთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ბენდამუსტინ მედაკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ შემდეგი გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია):
კანის სერიოზული დაზიანება, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით.
ისინი შეიძლება გამოვლინდნენ წითელი ფერის წრიული ფორმის ლაქების სახით ცენტრში ბუშტუკოვანი ელემენტით, კანის ექსფოლაციით, წყლულების წარმოქმნით პირის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების არეში, რომელთაც შეიძლება ერთვოდეს ცხელება და გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
გავრცელებადი გამონაყარი, ცხელება, გაზრდილი ლიმფური კვანძები და ცვლილებები სხვა ორგანოების მხრივ (პრეპარატზე რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, ასევე ცნობილია როგორც წამლით ინდუცირებული ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი ან DRESS - სინდრომი).
ქსოვილში (არაინტრავენური ინექციის) შემთხვევითი ინექციის დროს კანის ცვლილება (ნეკროზი) აღინიშნება იშვიათად. ინფუზიის დაწყების შემდეგ წვის შეგრძნება შეიძლება მიუთითებდეს კათეტერის ვენაში ვერ ჩადგმაზე. ამის შედეგი შეიძლება იყოს ტკივილი და კანის დაზიანების ცუდი შეხორცება. ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა წარმოადგენს დოზაზე დამოკიდებულ გვერდით მოვლენას. როგორც წესი, მკურნალობის დამთვარების შემდეგ ძვლის ტვინის ფუნქცია აღდგება. ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც თავისმხრივ გაზრდის ინფექციის, ანემიისა და სისხლდენის განვითარების რისკს.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს)
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)
ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)
ინფექციები
გულისრევა
პირღებინება
ლორწოვანი გარსების ანთება
სისხლში კრეატინინის დონის მომატება
სისხლში შარდოვანას დონის მომატება
ცხელება
დაღლილობა
თავის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)
სისხლდენები (ჰემორაგია)
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გამოწვეული მკვდარი სიმსივნური უჯრედების სისხლის მიმოქცევაში მოხვედრით (სიმსივნის ლიზისის სინდრომი)
ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება (ანემია)
ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია)
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის ანთება (დერმატიტი), ურტიკარია
ღვიძლის ენზიმების ასტ/ალტ რაოდენობის მომატება
ტუტე ფოსფატაზის რაოდენობის მომატება
ნაღვლის პიგმენტების რაოდენობის მომატება
სისხლში კალიუმის დაბალი მაჩვენებელი
გულის ფუნქციის დარღვევა (გულისცემა, სტენოკარდია)
არარეგულარული გულსიცემა (არითმია)
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია)
ღვიძლის დისფუნქცია
დიარეა
ყაბზობა
სტომატიტი
უმადობა
თმის ცვენა
ამენორეა
ტკივილი
ძილის დარღვევა
შემცივნება
დეჰიდრატაცია
თავბრუსხვევა
ქავილიანი გამონაყარი (ურტიკარია)
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში)
სითხის დაგროვება პერიკარდიუმში
სისხლის უჯრედების არასაკმარისი პროდუქცია (მიელოდისპლაზიური სინდრომი)
მწვავე ლეიკემია
მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი გულმკერდის არეში
გულის უკმარისობა
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე ადამიანში)
სეფსისი
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია)
ანაფილაქსიური რეაქციის მსგავსი ნიშნები (ანაფილაქტოიდური რეაქცია)
ძილიანობა
ხმის დაკარგვა (აფონია)
კოლაფსი
კანის სიწითლე (ერითემა)
კანის ანთება (დერმატიტი)
ქავილი (პრურიტუსი)
მაკულური ეგზანთემა
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და ცვილებები სისხლის საერთო ანალიზით
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე ადამიანში)
პირველადი ატიპიური პნევმონია
ერითროციტების დაშლა
არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება, ზოგჯერ დაკავშირებულია კანის რეაქციასთან ან გამონაყართან (ანაფილაქსიური შოკი)
გემოვნების დარღვევა
სენსორული დარღვევა (პარესთეზიები)
ტკივილი და დისკომფორტი სახსრების არეში (პერიფერიული ნეიროპათია)
ნერვული სისტემის დაავადებები (ანტიქოლინერგული სინდრომი)
ნევროლოგიური დარღვევები
კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)
თავის ტვინის გარსების ანთება (ენცეფალიტი)
გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია)
ვენის კედლის ანთება (ფლებიტი)
ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება (ფილტვის ფიბროზი)
საყლაპავი მილის სისხლმდენი ანთება (ჰემორაგიული ეზოფაგიტი)
კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა
უნაყოფობა
პოლიორგანული უკმარისობა
უცნობი (ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი)
ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა
არარეგულარული ხშირად აჩქარებული გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია)
მტკივნეული, გავრცელებადი წითელი ან მოვარდისფრო ფერის ბუშტუკოვანი ან სხვა ელემენტები, რომელიც გაჩნდა ლორწოვან გარსზე (მაგ. პირის ღრუში და ტუჩებზე), განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე იყო სინათლეზე მგრძნობელობის, სასუნთქი გზების ინფექციის (მაგ. ბრონქიტის) და/ან ცხელების ეპიზოდი
გამონაყარი რიტუქსიმაბით კომბინირებული თერაპიის დროს
პნევმონიტი
ფილტვებიდან სისხლდენა
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე.
ლაქტაციის დროს. თუ ძუძუთი კვების დროს საჭირო გახდა ბენდამუსტინით მკურნალობის დაწყება, უნდა შეწყდეს ლაქტაცია. (იხ. პუნქტი - ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა).
თუ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა გაქვთ (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა).
სიყვითლის დროს (კანის ან თვალის თეთრი ნაწილის ყვითელი შეფერილობა არის ღვიძლის ან სისხლის დაავადების შედეგი).
თუ ძვლის ტვინის ფუნქცია შეზღუდულია (ძვლის ტვინის დეპრესია), ხოლო ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა მკვეთრადაა შეცვლილი. თუ მკურნალობის დაწყებამდე ბოლო 30 დღის განმავლობაში ჩაგიტარდათ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა.
თუ ინფექცია გაქვთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თან ახლავს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოციტოპენია).
ყვითელი ცხელების ვაქცინაციასთან კომბინაციაში.
სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ბენდამუსტინ მედაკის მიღების დაიწყებთ,
თუ ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქცია შემცირებულია, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს ექიმის მიერ ბენდამუსტინით მკურნალობის დაწყებამდე, ყოველი შემდგომი მკურნალობის ეპიზოდის დაწყების დროს და მკურნალობის ეპიზოდებს შორის ინტერვალში.
ინფექციის შემთხვევაში. თუ შენიშნეთ ინფექციის ისეთი ნიშნები როგორიცაა, ცხელება ან სუნთქვის გაძნელება, მიმართეთ ექიმს.
გულის დაავადებების არსებობის შემთხვევაში (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი, გულმკერდის არეში ტკივილი, არითმია).
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ბენდამუსტინ მედაკის მიღების პერიოდში,
გულისრევისა და პირღებინების დაწყების შემთხვევაში. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ გულისრევის ინტენსივობის შესამცირებელი პრეპარატი (ანტიემეტიკური).
თირკმლის არეში ტკივილის, შარდში სისხლის გაჩენის ან შარდის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში. მძიმე დაავადების შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი ვერ შეძლებს სრულად გამოდევნოს სიმსივნის დაშლის პროდუქტები. ამან შეიძლება ბენდამუსტინ მედაკის პირველი მიღებიდან 48 საათში განავითაროს თირკმლის უკმარისობა და გულის პრობლემები (სიმსივნის ლიზისის სინდრომი). თქვენი ექიმი შეაფასებს თუ რამდენად კარგად ხართ ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი ამის თავიდან ასაცილებლად.
კანისმიერი რეაქცია ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობის დროს. კანისმიერი რეაქციის ინტენსივობა შეიძლება გაიზარდოს.
მტკივნეული, გავრცელებადი წითელი ან მოვარდისფრო ფერის ბუშტუკოვანი ან სხვა ელემენტები, რომელიც გაჩნდა ლორწოვან გარსზე (მაგ. პირის ღრუში და ტუჩებზე), განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე იყო სინათლეზე მგრძნობელობის, სასუნთქი გზების ინფექციის (მაგ. ბრონქიტის) და/ან ცხელების ეპიზოდი.
მძიმე ალერგიული რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის დროს.
პირველი პროცედურის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ინფუზიაზე ორგანიზმის რეაქციას.
მამაკაცები, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ბენდამუსტინ მედაკით, რეკომენდირებულია მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში თავი აარიდონ განაყოფიერებას. შესაძლო მუდმივი უნაყოფობის გამო, მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს სპერმის შენახვის თაობაზე რჩევების მისაღებად (იხ. პუნქტი -ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა).
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება.
ბენდამუსტინ მედაკის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატი.
გარკვეულ პრეპარტებს შეუძლიათ იმოქმედონ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდზე ან ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდმა მოახდინოს გავლენა სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. ურთიერთქმედება შეიძლება მოხდეს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდსა და შემდეგ პრეპარატებს შორის:
ბენდამუსტინ მედაკის კომბინაციამ იმ მედიკამენტებთან, რომლებიც ზღუდავენ ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნას, შესაძლოა გაზარდოს ძვლის ტვინზე მაინჰიბირებელი ზემოქმედება.
ბენდამუსტინ მედაკის კომბინაციამ იმ მედიკამენტებთან, რომლებიც ცვლიან თქვენს იმუნურ პასუხს, შესაძლოა გააძლიეროს ეს ეფექტი.
ციტოსტატიკებმა შესაძლოა შეამცირონ ცოცხალი ვაქცინების ეფექტი ვირუსული ინფექციების მიმართ. ამას გარდა, ზრდიან ინფექციის რისკს ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაციის შემდეგ (მაგ. ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინა).
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ვარაუდობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
ბენდამუსტინ მედაკმა შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკური ანომალიების განვითარება, ცხოველებზე კვლევის დროს გამოიწვია განვითარების ანომალიები. ბენდამუსტინ მედაკი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს, თუ რეკომენდირებული არ იქნა თქვენი ექიმის მიერ. თუ ხართ ორსული და იტარებთ ამ პრეპარატით მკურნალობას კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან ნაყოფზე შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკების შეფასების მიზნით. რეკომენდირებულია გენეტიკური კონსულტაცია.
ფერტილობა
ფერტილობის ასაკში მყოფმა ქალებმა ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა გამოიყენეონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. თუ დაორსულდით ბენდამუსტინ მედაკის მიღების პერიოდში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და გაიარეთ გენეტიკური კონსულტაცია.
მამაკაცები, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ბენდამუსტინ მედაკით, რეკომენდირებულია მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში თავი აარიდონ განაყოფიერებას. არსებობს ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობის შემდეგ უნაყოფობის განვითარების რისკი, ამიტომ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან სპერმის შენახვის თაობაზე.
ძუძუთი კვება
ბენდამუსტინ მედაკი არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს. თუ ლაქტაციის დროს აუცილებელია ბენდამუსტინ მედაკის მიღება, უნდა შეწყდეს ლაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ავტომანქანის მართვაზე. თუ შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევის ნიშნები არ მართოთ ავტომანქანა და სხვა მექანიზმები.
- როგორ მიიღოთ ბენდამუსტინ მედაკი?
ბენდამუსტინ მედაკი მიიღება სხვადასხვა დოზებით 30-60 წუთის განმავლობაში ინტრავენური გზით მონოთერაპიის სახით ან სხვა მედიაკამენტებთან კომბინაციაში.
მკურნალობის დაწყება არ შეიძლება თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების რაოდენობა განსაზღვრულ ნორმაზე დაბალია.
თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ამ მაჩვენებლებს.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
1 +2 დღეზე: ბენდამუსტინ მედაკი 100 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე (გამოთვლილი თქვენი სხეულის მასითა და სიგრძით).
მკურნალობის გამეორება 4 კვირიანი ინტერვალით 6 ციკლამდე.
არაჰოჯკინის ლიმფომა
1 +2 დღეზე: ბენდამუსტინ მედაკი 120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე (გამოთვლილი თქვენი სხეულის მასითა და სიგრძით).
მკურნალობის გამეორება 3 კვირიანი შუალედით მინიმუმ 6 ციკლი.
მრავლობითი მიელომა
1 +2 დღეზე: ბენდამუსტინ მედაკი 120-150 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე (გამოთვლილი თქვენი სხეულის მასითა და სიგრძით).
1-დან 4 დღემდე: მრედნიზოლონი 60 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე (გამოთვლილი თქვენი სხეულის მასითა და სიგრძით), ინტრავენურად ან პერორალურად.
მკურნალობის გამეორება 4 კვირიანი შუალედით მინიმუმ 3 ციკლი.
თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა განსაზღვრულ ნორმაზე მეტად შემცირდა მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია, როდესაც ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა ნორმას დაუბრუნდება.
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის შეზღუდვის დროს
ღვიძლის დისფუნქციის ხარისხის შესაბამისად შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (ღვიძლის ფუქციის ზომიერი დაქვეითების დროს - 30%-ის ფარგლებში). მძიმე ხარისხის ღვიძლის დისფუნქციის დროს ბენდამუსტინ მედაკის გამოყენება არ შეიძლება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს დოზის კორექცია საჭიროა არაა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დოზის კორექცია.
გვერდითი მოვლენები
თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ ექიმს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეგიძლიათ ასევე შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.
- როგორ უნდა შეინახოთ ბენდამუსტინ მედაკი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ბოლო ოთხი ციფრი წელს. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
შეინახეთ პრეპარატი მუყაოს კოლოფით, რათა დაიცვათ სინათლისგან.
მოქმედების ვადა გახსნის ან საინფუზიო ხსნარის მომზადების შემდეგ
საინფუზიო ხსნარი, მომზადებული ინსტურქციის ბოლოში აღწერილი მიხედვით, პოლიეთილენის შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე და 60%-მდე ტენიანობის პირობებში ინახება 3,5 საათის განმავლობაში, ხოლო მაცივარში 2 დღის განმავლობაში. ბენდამუსტინ მედაკი არ შეიცავს კონსერვანტებს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გამოყენება აღარ შეიძლება. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მომზადებული პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს გახსნისთანავე. თუ პრეპარატი არ იქნება გამოყენებული გახსნისთანავე პასუხისმგებლობა შენახვის დროსა და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს. თუ პრეპარტის მომზადება არ ხდება ასეპტიკურ გარემოში, არ შეიძლება მისი შენახვა 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში 2°C -დან 8°C-მდე.
მედიკამენტები არ გადაყაროთ დამდგარ წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.
შემადგენლობა
ბენდამუსტინ მედაკის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება - ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი.
1 ფლაკონი შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდი 1 H2O-ს სახით).
1 ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდი 1 H2O-ს სახით).
რეკონსტიტუციის შემდეგ კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 2,5 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერება - მანიტოლი (ევრ. ფარმ)
როგორ გამოიყურება ბენდამუსტინ მედაკი და შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან მოთეთრო ფერამდე ლიოფილიზირებული ფხვნილი მოთავსებული ყავისფერ მინის ამპულაში, რეზინის საცობითა და ალუმინის თავით.
25 მლ ფლაკონი I ტიპის მინისგან.
50 მლ ფლაკონი I ტიპის მინისგან.
ბენდამუსტინ მედაკი ხელმისაწვდომია 1, 5 და 10 ფლაკონიანი შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს და 1,5 ფლაკონიანი შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტებისთვის
ბენდამუსტინ მედაკი 2,5მგ/მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის მოსამზადებლად
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არაა მითითებული ამ ინსტრუაქციაში (იხილეთ მე-4 პუნქტი)
ინსტრუქციის შინაარსი
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ბენდამუსტინ მედაკი?
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბენდამუსტინ მედაკის გამოყენების წინ?
როგორ მიიღოთ ბენდამუსტინ მედაკი?
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
როგორ ინახება ბენდამუსტინ მედაკი?
შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ბენდამუსტინ მედაკი?
ბენდამუსტინ მედაკი არის პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (შემდგომში მოხსენიებულს როგორც ბენდამუსტინი).
ბენდამუსტინი ესაა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გარკვეული ტიპის სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ (ციტოტოქსიური მედიკამენტი).
ბენდამუსტინი გამოიყენებება ან მარტო (ეგრეთწოდებული მონოთერაპიის დროს) ან კომბინაციაში სხვა მედიკამენტებთან ერთად შემდეგი ტიპის სიმსივნური დაავადებების დროს:
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, როდესაც ქიმიოთერაპია ფლუდარაბინის კომბინაციით არაეფექტურია.
არაჰოჯკინის ლიმფომა, როდესაც რიტუქსიმაბით მკურნალობისას არაა ან მცირედაა გამოხატული ეფექტი.
მრავლობითი მიელომა, როდესაც მაღალი დოზებით ქიმიოთერაპია, შემდგომი აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციით, მკურნალობა თალიდომიდით ან ბორტეზომიბით არაეფექტურია.
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბენდამუსტინ მედაკის გამოყენების წინ?
არ მიიღოთ ბენდამუსტინ მედაკი:
თუ ხართ ალერგიული ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდზე ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ რომელიმე კომპონენტზე.
ლაქტაციის დროს. თუ ძუძუთი კვების დროს საჭირო გახდა ბენდამუსტინით მკურნალობის დაწყება, უნდა შეწყდეს ლაქტაცია. (იხ. პუნქტი - ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა).
თუ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა გაქვთ (ღვიძლის ფუნქციის დარღვევა).
სიყვითლის დროს (კანის ან თვალის თეთრი ნაწილის ყვითელი შეფერილობა არის ღვიძლის ან სისხლის დაავადების შედეგი).
თუ ძვლის ტვინის ფუნქცია შეზღუდულია (ძვლის ტვინის დეპრესია), ხოლო ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა მკვეთრადაა შეცვლილი. თუ მკურნალობის დაწყებამდე ბოლო 30 დღის განმავლობაში ჩაგიტარდათ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა.
თუ ინფექცია გაქვთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თან ახლავს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოციტოპენია).
ყვითელი ცხელების ვაქცინაციასთან კომბინაციაში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ბენდამუსტინ მედაკის მიღების დაიწყებთ,
თუ ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქცია შემცირებულია, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა უნდა გაკონტროლდეს ექიმის მიერ ბენდამუსტინით მკურნალობის დაწყებამდე, ყოველი შემდგომი მკურნალობის ეპიზოდის დაწყების დროს და მკურნალობის ეპიზოდებს შორის ინტერვალში.
ინფექციის შემთხვევაში. თუ შენიშნეთ ინფექციის ისეთი ნიშნები როგორიცაა, ცხელება ან სუნთქვის გაძნელება, მიმართეთ ექიმს.
გულის დაავადებების არსებობის შემთხვევაში (მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი, გულმკერდის არეში ტკივილი, არითმია).
გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ბენდამუსტინ მედაკის მიღების პერიოდში,
გულისრევისა და პირღებინების დაწყების შემთხვევაში. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ გულისრევის ინტენსივობის შესამცირებელი პრეპარატი (ანტიემეტიკური).
თირკმლის არეში ტკივილის, შარდში სისხლის გაჩენის ან შარდის რაოდენობის შემცირების შემთხვევაში. მძიმე დაავადების შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი ვერ შეძლებს სრულად გამოდევნოს სიმსივნის დაშლის პროდუქტები. ამან შეიძლება ბენდამუსტინ მედაკის პირველი მიღებიდან 48 საათში განავითაროს თირკმლის უკმარისობა და გულის პრობლემები (სიმსივნის ლიზისის სინდრომი). თქვენი ექიმი შეაფასებს თუ რამდენად კარგად ხართ ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დაგინიშნოთ სხვა პრეპარატი ამის თავიდან ასაცილებლად.
კანისმიერი რეაქცია ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობის დროს. კანისმიერი რეაქციის ინტენსივობა შეიძლება გაიზარდოს.
მტკივნეული, გავრცელებადი წითელი ან მოვარდისფრო ფერის ბუშტუკოვანი ან სხვა ელემენტები, რომელიც გაჩნდა ლორწოვან გარსზე (მაგ. პირის ღრუში და ტუჩებზე), განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე იყო სინათლეზე მგრძნობელობის, სასუნთქი გზების ინფექციის (მაგ. ბრონქიტის) და/ან ცხელების ეპიზოდი.
მძიმე ალერგიული რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის დროს.
პირველი პროცედურის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ ინფუზიაზე ორგანიზმის რეაქციას.
მამაკაცები, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ბენდამუსტინ მედაკით, რეკომენდირებულია მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში თავი აარიდონ განაყოფიერებას. შესაძლო მუდმივი უნაყოფობის გამო, მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს სპერმის შენახვის თაობაზე რჩევების მისაღებად (იხ. პუნქტი -ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა).
ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება.
ბენდამუსტინ მედაკის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ სხვა პრეპარატი.
გარკვეულ პრეპარტებს შეუძლიათ იმოქმედონ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდზე ან ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდმა მოახდინოს გავლენა სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. ურთიერთქმედება შეიძლება მოხდეს ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდსა და შემდეგ პრეპარატებს შორის:
ბენდამუსტინ მედაკის კომბინაციამ იმ მედიკამენტებთან, რომლებიც ზღუდავენ ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების წარმოქმნას, შესაძლოა გაზარდოს ძვლის ტვინზე მაინჰიბირებელი ზემოქმედება.
ბენდამუსტინ მედაკის კომბინაციამ იმ მედიკამენტებთან, რომლებიც ცვლიან თქვენს იმუნურ პასუხს, შესაძლოა გააძლიეროს ეს ეფექტი.
ციტოსტატიკებმა შესაძლოა შეამცირონ ცოცხალი ვაქცინების ეფექტი ვირუსული ინფექციების მიმართ. ამას გარდა, ზრდიან ინფექციის რისკს ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაციის შემდეგ (მაგ. ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინა).
ორსულობა, ძუძუთი კვება, ფერტილობა
თუ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ, ვარაუდობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ დაორსულებას პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
ბენდამუსტინ მედაკმა შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკური ანომალიების განვითარება, ცხოველებზე კვლევის დროს გამოიწვია განვითარების ანომალიები. ბენდამუსტინ მედაკი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს, თუ რეკომენდირებული არ იქნა თქვენი ექიმის მიერ. თუ ხართ ორსული და იტარებთ ამ პრეპარატით მკურნალობას კონსულტაცია უნდა გაიაროთ ექიმთან ნაყოფზე შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკების შეფასების მიზნით. რეკომენდირებულია გენეტიკური კონსულტაცია.
ფერტილობა
ფერტილობის ასაკში მყოფმა ქალებმა ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს უნდა გამოიყენეონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. თუ დაორსულდით ბენდამუსტინ მედაკის მიღების პერიოდში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და გაიარეთ გენეტიკური კონსულტაცია.
მამაკაცები, რომლებიც იტარებენ მკურნალობას ბენდამუსტინ მედაკით, რეკომენდირებულია მკურნალობის დროს და მკურნალობიდან 6 თვის განმავლობაში თავი აარიდონ განაყოფიერებას. არსებობს ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობის შემდეგ უნაყოფობის განვითარების რისკი, ამიტომ უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან სპერმის შენახვის თაობაზე.
ძუძუთი კვება
ბენდამუსტინ მედაკი არ უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების დროს. თუ ლაქტაციის დროს აუცილებელია ბენდამუსტინ მედაკის მიღება, უნდა შეწყდეს ლაქტაცია
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ავტომანქანის მართვაზე. თუ შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევის ნიშნები არ მართოთ ავტომანქანა და სხვა მექანიზმები.
- როგორ მიიღოთ ბენდამუსტინ მედაკი?
ბენდამუსტინ მედაკი მიიღება სხვადასხვა დოზებით 30-60 წუთის განმავლობაში ინტრავენური გზით მონოთერაპიის სახით ან სხვა მედიაკამენტებთან კომბინაციაში.
მკურნალობის დაწყება არ შეიძლება თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) და/ან თრომბოციტების რაოდენობა განსაზღვრულ ნორმაზე დაბალია.
თქვენი ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს ამ მაჩვენებლებს.
ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
1 +2 დღეზე: ბენდამუსტინ მედაკი 100 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე (გამოთვლილი თქვენი სხეულის მასითა და სიგრძით).
მკურნალობის გამეორება 4 კვირიანი ინტერვალით 6 ციკლამდე.
არაჰოჯკინის ლიმფომა
1 +2 დღეზე: ბენდამუსტინ მედაკი 120 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე (გამოთვლილი თქვენი სხეულის მასითა და სიგრძით).
მკურნალობის გამეორება 3 კვირიანი შუალედით მინიმუმ 6 ციკლი.
მრავლობითი მიელომა
1 +2 დღეზე: ბენდამუსტინ მედაკი 120-150 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე (გამოთვლილი თქვენი სხეულის მასითა და სიგრძით).
1-დან 4 დღემდე: მრედნიზოლონი 60 მგ/მ2 სხეულის ზედაპირზე (გამოთვლილი თქვენი სხეულის მასითა და სიგრძით), ინტრავენურად ან პერორალურად.
მკურნალობის გამეორება 4 კვირიანი შუალედით მინიმუმ 3 ციკლი.
თუ სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა განსაზღვრულ ნორმაზე მეტად შემცირდა მკურნალობა უნდა შეწყდეს. მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია, როდესაც ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობა ნორმას დაუბრუნდება.
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის შეზღუდვის დროს
ღვიძლის დისფუნქციის ხარისხის შესაბამისად შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია (ღვიძლის ფუქციის ზომიერი დაქვეითების დროს - 30%-ის ფარგლებში). მძიმე ხარისხის ღვიძლის დისფუნქციის დროს ბენდამუსტინ მედაკის გამოყენება არ შეიძლება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს დოზის კორექცია საჭიროა არაა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დოზის კორექცია.
მიღების წესი
ბენდამუსტინ მედაკის დანიშვნა შეუძლიათ მხოლოდ იმ ექიმებს, რომელთაც აქვთ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის შესაბამისი გამოცდილება. ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის დოზას, მიიღებს უსაფრთხოების ზომებს. ექიმი დაგიმზადებთ ხსნარს, რომელიც ინიშნება მოკლევადიანი 30-60 წთ-იანი ინტრავენური ინფუზიის სახით.
მიღების გაგრძელება
როგორც წესი ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობის გაგრძელებას შეზღუდვა არ აქვს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე და მკურნალობის რეაქციაზე.
თუ ბენდამუსტინ მედაკით მკურნალობასთან დაკავშირებით რამე გაწუხებთ ან კითხვები გაქვთ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ბენდამუსტინ მედაკის მიღება
თუ ბენდამუსტინ მედაკის შესაბამისი დოზის მიღება დაგავიწყდათ, თქვენი ექიმი როგორც წესი მკურნალობას გააგრძელებს ჩვეულებრივი სქემით.
თუ შეწყვიტეთ ბენდამუსტინ მედაკის მიღება
თქვენი ექიმი გადაწყვეტს უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა თუ სხვა პრეპარატით გააგრძელოთ.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ბენდამუსტინ მედაკის მიღებასთან დაკავშირებით, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ბენდამუსტინ მედაკმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ შემდეგი გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია):
კანის სერიოზული დაზიანება, სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით.
ისინი შეიძლება გამოვლინდნენ წითელი ფერის წრიული ფორმის ლაქების სახით ცენტრში ბუშტუკოვანი ელემენტით, კანის ექსფოლაციით, წყლულების წარმოქმნით პირის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების არეში, რომელთაც შეიძლება ერთვოდეს ცხელება და გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
გავრცელებადი გამონაყარი, ცხელება, გაზრდილი ლიმფური კვანძები და ცვლილებები სხვა ორგანოების მხრივ (პრეპარატზე რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, ასევე ცნობილია როგორც წამლით ინდუცირებული ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი ან DRESS - სინდრომი).
ქსოვილში (არაინტრავენური ინექციის) შემთხვევითი ინექციის დროს კანის ცვლილება (ნეკროზი) აღინიშნება იშვიათად. ინფუზიის დაწყების შემდეგ წვის შეგრძნება შეიძლება მიუთითებდეს კათეტერის ვენაში ვერ ჩადგმაზე. ამის შედეგი შეიძლება იყოს ტკივილი და კანის დაზიანების ცუდი შეხორცება. ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა წარმოადგენს დოზაზე დამოკიდებულ გვერდით მოვლენას. როგორც წესი, მკურნალობის დამთვარების შემდეგ ძვლის ტვინის ფუნქცია აღდგება. ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, რაც თავისმხრივ გაზრდის ინფექციის, ანემიისა და სისხლდენის განვითარების რისკს.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს)
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია)
ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)
ინფექციები
გულისრევა
პირღებინება
ლორწოვანი გარსების ანთება
სისხლში კრეატინინის დონის მომატება
სისხლში შარდოვანას დონის მომატება
ცხელება
დაღლილობა
თავის ტკივილი
ხშირი გვერდითი მოვლენები (უვითარდება 10 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებს)
სისხლდენები (ჰემორაგია)
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გამოწვეული მკვდარი სიმსივნური უჯრედების სისხლის მიმოქცევაში მოხვედრით (სიმსივნის ლიზისის სინდრომი)
ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიფერმკრთალე, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება (ანემია)
ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია)
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის ანთება (დერმატიტი), ურტიკარია
ღვიძლის ენზიმების ასტ/ალტ რაოდენობის მომატება
ტუტე ფოსფატაზის რაოდენობის მომატება
ნაღვლის პიგმენტების რაოდენობის მომატება
სისხლში კალიუმის დაბალი მაჩვენებელი
გულის ფუნქციის დარღვევა (გულისცემა, სტენოკარდია)
არარეგულარული გულსიცემა (არითმია)
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია)
ღვიძლის დისფუნქცია
დიარეა
ყაბზობა
სტომატიტი
უმადობა
თმის ცვენა
ამენორეა
ტკივილი
ძილის დარღვევა
შემცივნება
დეჰიდრატაცია
თავბრუსხვევა
ქავილიანი გამონაყარი (ურტიკარია)
ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-მდე ადამიანში)
სითხის დაგროვება პერიკარდიუმში
სისხლის უჯრედების არასაკმარისი პროდუქცია (მიელოდისპლაზიური სინდრომი)
მწვავე ლეიკემია
მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი გულმკერდის არეში
გულის უკმარისობა
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1.000-დან 1-მდე ადამიანში)
სეფსისი
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია)
ანაფილაქსიური რეაქციის მსგავსი ნიშნები (ანაფილაქტოიდური რეაქცია)
ძილიანობა
ხმის დაკარგვა (აფონია)
კოლაფსი
კანის სიწითლე (ერითემა)
კანის ანთება (დერმატიტი)
ქავილი (პრურიტუსი)
მაკულური ეგზანთემა
ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)
ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და ცვილებები სისხლის საერთო ანალიზით
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10.000-დან 1-მდე ადამიანში)
პირველადი ატიპიური პნევმონია
ერითროციტების დაშლა
არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება, ზოგჯერ დაკავშირებულია კანის რეაქციასთან ან გამონაყართან (ანაფილაქსიური შოკი)
გემოვნების დარღვევა
სენსორული დარღვევა (პარესთეზიები)
ტკივილი და დისკომფორტი სახსრების არეში (პერიფერიული ნეიროპათია)
ნერვული სისტემის დაავადებები (ანტიქოლინერგული სინდრომი)
ნევროლოგიური დარღვევები
კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)
თავის ტვინის გარსების ანთება (ენცეფალიტი)
გულისცემის აჩქარება (ტაქიკარდია)
ვენის კედლის ანთება (ფლებიტი)
ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება (ფილტვის ფიბროზი)
საყლაპავი მილის სისხლმდენი ანთება (ჰემორაგიული ეზოფაგიტი)
კუჭიდან ან ნაწლავიდან სისხლდენა
უნაყოფობა
პოლიორგანული უკმარისობა
უცნობი (ამჟამინდელი მონაცემებით სიხშირე არ არის ცნობილი)
ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა
არარეგულარული ხშირად აჩქარებული გულისცემა (წინაგულთა ფიბრილაცია)
მტკივნეული, გავრცელებადი წითელი ან მოვარდისფრო ფერის ბუშტუკოვანი ან სხვა ელემენტები, რომელიც გაჩნდა ლორწოვან გარსზე (მაგ. პირის ღრუში და ტუჩებზე), განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე იყო სინათლეზე მგრძნობელობის, სასუნთქი გზების ინფექციის (მაგ. ბრონქიტის) და/ან ცხელების ეპიზოდი
გამონაყარი რიტუქსიმაბით კომბინირებული თერაპიის დროს
პნევმონიტი
ფილტვებიდან სისხლდენა
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნიეთ გვერდითი მოვლენები შეატყობინეთ ექიმს. ეს ასევე ეხება იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შეგიძლიათ ასევე შემდეგ მისამართზე, Bundesinstitut für Arzneimittel und Medizinprodukte, Abt. Pharmakovigilanz, Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3, D-53175 Bonn, ვებ.გვერდი: www.bfarm.de. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის დაგროვებაში.
- როგორ უნდა შეინახოთ ბენდამუსტინ მედაკი?
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაზე. პირველი ორი ციფრი აღნიშნავს თვეს, ბოლო ოთხი ციფრი წელს. ვადის გასვლის დღედ მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო რიცხვი.
შეინახეთ პრეპარატი მუყაოს კოლოფით, რათა დაიცვათ სინათლისგან.
მოქმედების ვადა გახსნის ან საინფუზიო ხსნარის მომზადების შემდეგ
საინფუზიო ხსნარი, მომზადებული ინსტურქციის ბოლოში აღწერილი მიხედვით, პოლიეთილენის შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე და 60%-მდე ტენიანობის პირობებში ინახება 3,5 საათის განმავლობაში, ხოლო მაცივარში 2 დღის განმავლობაში. ბენდამუსტინ მედაკი არ შეიცავს კონსერვანტებს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გამოყენება აღარ შეიძლება. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მომზადებული პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნეს გახსნისთანავე. თუ პრეპარატი არ იქნება გამოყენებული გახსნისთანავე პასუხისმგებლობა შენახვის დროსა და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს. თუ პრეპარტის მომზადება არ ხდება ასეპტიკურ გარემოში, არ შეიძლება მისი შენახვა 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში 2°C -დან 8°C-მდე.
მედიკამენტები არ გადაყაროთ დამდგარ წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. არასაჭირო მედიკამენტების მოშორების გზების შესახებ იკითხეთ ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომები გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
ბენდამუსტინ მედაკის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება - ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი.
1 ფლაკონი შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდი 1 H2O-ს სახით).
1 ფლაკონი შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდი 1 H2O-ს სახით).
რეკონსტიტუციის შემდეგ კონცენტრატის 1 მლ შეიცავს 2,5 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერება - მანიტოლი (ევრ. ფარმ)
როგორ გამოიყურება ბენდამუსტინ მედაკი და შეფუთვის შიგთავსი
თეთრიდან მოთეთრო ფერამდე ლიოფილიზირებული ფხვნილი მოთავსებული ყავისფერ მინის ამპულაში, რეზინის საცობითა და ალუმინის თავით.
25 მლ ფლაკონი I ტიპის მინისგან.
50 მლ ფლაკონი I ტიპის მინისგან.
ბენდამუსტინ მედაკი ხელმისაწვდომია 1, 5 და 10 ფლაკონიანი შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს და 1,5 ფლაკონიანი შეფუთვის სახით, რომელიც შეიცავს 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდს.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
მედაკი, სპეციალიზირებული კლინიკური პროდუქციის საზოგადოება
თეატრის ქუჩა 6
22880 ვედელი
გერმანია
ეს პრეპარატი ხელმისაწვდომია ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში შემდეგი დასახელებით:
ბელგია Bendamustine medac 2,5 mg/ml poeder voor concentraat voor o plossing voor infusie
დანია Bendamedac 2,5 mg/ml
გერმანია Bendamustin medac 2,5 mg/ml Pulver für ein Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung
საფრანგეთი Bendamustine medac 2,5 mg/ml poudre pour solution à diluer pour perfusion
ისლანდია Bendamustine medac 2,5 mg/ml
იტალია Bendamustina medac
ლიტვა Bendamustine medac 2,5 mg/ml milteliai infuzinio tirpalo koncentratui
ნიდერლანდები Bendamustine HCl medac 2,5 mg/ml, poeder voor concentraat voor oplossing voor infusie
შვედეთი Bendamustine medac 2,5 mg/ml
გაერთიანებული სამეფო Bendamustine hydrochloride 2.5 mg/ml Powder for concentrate for solutionfor infusion
ბოლო ცვლილებები ამ ინსტრუქციაში შეტანილია 04.2018-ში.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის:
როგორც სხვა მსგავსი ციტოტოქსიური პრეპარატების შემთხვევაში, პრეპარატი მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების მკაცრ დაცვას ექიმებისა და სხვა სამედიცინო პერსონაალის მიერ, მისი პოტენციური მუტაციური და კანცეროგენული მოქმედების გამო.
ბენდამუსტინთან მუშაობის დროს მოერიდეთ მის ჩასუნთქვას, კანთან ან ლორწოვანთან კონტაქტს (გამოიყენეთ ხელთათმანები, სპეციალური ტანსაცმელი და საჭიროების შემთხვევაში დამცავი ნიღაბი!). სხეულის დაბინძურებული ნაწილები საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს წყლითა და საპნით, თვალები უნდა გასუფთადეს 0,9%-იანი (იზოტონური) ფიზიოლოგიური ხსნარით. შესაძლებლობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია პროცედურის ჩატარება სპეციალურ უსაფრთხო გარემოში (ჰაერის ლამინარული ნაკადით) სითხის გაუმტარი, აბსორბირებადი ერთჯერადი საფარით. კონტამინირებული ნივთები წარმოადგენენ ციტოსტატიურ ნარჩენებს. დაიცავით ციტოსტატიური ნივთიერებების უტილიზაციის ქვეყანაში განსაზღვრული წესები. ორსულ სამედიცინო პერსონალს ეკრძალება ციტოსტატიურ მედიკამენტებთან მუშაობა.
მზა, მოხმარებისთვის განკუთვნილი საინფუზიო ხსნარი მომზადებული უნდა იყოს ბენდამუსტინ მედაკის ფლაკონის შიგთავსის ინფუზიისთვის განკუთვნილ სითხეში გახსნის გზით:
კონცენტრატის მომზადება
ბენდამუსტინ მედაკის ფლაკონში მოთავსებული 25 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი იხსნება 10 მლ-ში შენჯღრევის გზით.
ბენდამუსტინ მედაკის ფლაკონში მოთავსებული 100 მგ ბენდამუსტინის ჰიდროქლორიდი იხსნება 40 მლ-ში შენჯღრევის გზით.
საინფუზიო ხსნარის მომზადება
გამჭვირვალე ხსნარის მიღების შემდეგ (დაახლოებით 5-10 წუთში) ბენდამუსტინ მედაკის მთლიანი დოზა უნდა გაიხსნას 0,9% (იზოტონურ) ფიზიოლოგიურ ხსნარში დაახლოებით 500 მლ საინფუზიო ხსნარის მისაღებად. ბენდამუსტინ მედაკი არ შეიძლება განზავდეს სხვა საინფუზიო ან საინექციო ხსნარში. ბენდამუსტინ მედაკი არ უნდა შეერიოს სხვა საინფუზიო ნივთიერებებს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


