პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

ბენდამუსტინი აკორდი

Bendamustine Accord

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

Bendamustine Accord არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ (ციტოტოქსიური მედიკამენტი). Bendamustine Accord გამოიყენება ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც გამოიყენება კიბოს ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმების სამკურნალოდ: - ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია იმ …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბენდამუსტინი (bendamustine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/4მლ (25მგ/მლ) 4მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5
მწარმოებელი
ACCORD HEALTHCARE LIMITED, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, აზოტური იპრიტის ანალოგები
ATC კოდი
L01AA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-040549
რეგისტრირებულია
22 მარტი 2024, მოქმედებს 7 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბენდამუსტინი აკორდი და სხვა წამალი ერთად

ბენდამუსტინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

Bendamustine Accord არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ (ციტოტოქსიური მედიკამენტი).

Bendamustine Accord გამოიყენება ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც გამოიყენება კიბოს ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმების სამკურნალოდ:

  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია იმ შემთხვევებში, სადაც ფლუდარაბინის კომბინაციური ქიმიოთერაპია არ არის ეფექტური,
  • არა-ჰოჩკინის ლიმფომა, რომელსაც არ ჰქონდა რეაქცია ან მხოლოდ ხანმოკლე რეაქცია ჰქონდა რიტუქსიმაბით მკურნალობაზე,
  • მიელომატოზის დროს, როდესაც თალიდომიდით ან ბორტეზომიბით მკურნალობა არაეფექტურია..

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი ყოველთვის ზუსტად ისე გამოიყენეთ, როგორც ექიმი ან ფარმაცევტი გეტყვით. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.

Bendamustine Accord შეყავთ ვენაში 30-60 წუთის განმავლობაში სხვადასხვა დოზით, ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში.

მკურნალობა არ უნდა დავიწყოთ, თუ ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების რაოდენობა დაეცა განსაზღვრული დონეების ქვემოთ.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს ამ რაოდენობებს რეგულარული ინტერვალებით.

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია

Bendamustine Accord 100 მგ თქვენი სხეულის კვადრატულ მეტრზე (თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით)

1+2 დღეს

გაიმეორეთ ციკლი 4 კვირაში 6 ჯერამდე

არა--ჰოჩკინის ლიმფომა

Bendamustine Accord 120 მგ თქვენი სხეულის კვადრატულ მეტრზე (თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით)

1 + 2 დღეს

გაიმეორეთ ციკლი 3 კვირის შემდეგ 6 ჯერამდე

გენერალიზებული პლაზმოციტომა

Bendamustine Accord 120 - 150 მგ თქვენი სხეულის კვადრატულ მეტრზე (თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით)

1 + 2 დღეს

პრედნიზონი 60 მგ თქვენი სხეულის კვადრატულ მეტრზე (თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით) ინექცის სახით ან პერორალურად

on Days 1 – 4

გაიმეორეთ ციკლი 4 კვირის შემდეგ სულ ცოტა 3-ჯერ

მკურნალობა უნდა დასრულდეს, თუ ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების რაოდენობა განსაზღვრულ დონეზე ქვემოთ ეცემა. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა მოიმატებს.

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თქვენი ღვიძლის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დოზის დაკორექტირება (30%-ით ღვიძლის ზომიერი დაზიანების შემთხვევაში). დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს გესაჭიროებათ, თუ არა დოზის დაკორექტირება.

შეყვანის მეთოდები

Bendamustine Accord-ით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ გამოცდილი ექიმის მიერ. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ Bendamustine Accord-ის ზუსტ დოზას და უნდა გამოიჩინოთ შესაბამისი სიფრთხილე.

თქვენი ექიმი შეასრულებს გადასხმას დანიშნულების შესაბამისად. გადასხმა ხდება ინტრავენურად ხანმოკლე ინფუზიის სახით 30-60 წუთს განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

Bendamustine Accord-ით მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე და როგორ რეაგირებს ორგანიზმი მკურნალობაზე.

Bendamustine Accord-ით მკურნალობასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

თუ დაგავიწყდათ Bendamustine Accordის მიღება

თუ Bendamustine Accord-ის დოზა გამოგრჩათ, თქვენი ექიმი შეინარჩუნებს ნორმალური დოზის განრიგს.

თუ შეწყვიტეთ Bendamustine Accord-ის გამოყენება

თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეწყდეს მკურნალობა ან მოხდეს თუ არა სხვა მედიკამენტზე გადასვლა.

თუ კიდევ გექნებათ კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდზე ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ შემადგენელზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • ძუძუთი კვებისას თუ აუცილებელია Bendamustine Accord-ით მკურნალობა, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება (იხ. სიფრთხილისა და უსაფრთხოების ზომები ძუძუთი კვებისას);
  • თუ ღვიძლის ძლიერი დისფუნქცია გაქვთ (ღვიძლის ფუნქციური უჯრედების დაზიანება);
  • თუ გაქვთ ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით განპირობებული კანის სიყვითლე ან თვალების გათეთრება (სიყვითლე);
  • თუ გაქვთ ძვლის ტვინის მძიმე დაზიანება (ძვლის ტვინის სუპრესია) და სერიოზული ცვლილებები ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში;
  • თუ გადაიტანეთ დიდი ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის დაწყებამდე 30-ზე ნაკლები დღის წინ;
  • თუ გაქვთ ინფექცია, განსაკუთრებით, თუ მას თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოციტოპენია);
  • კომბინაციაში ყვითელი ცხელების ვაქცინებთან.

სიფრთხილის და უსაფრთხოების ზომები

Bendamustine Accord-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:

  • როდესაც ძვლის ტვინს დაქვეითებული აქვს ერითროციტების ჩანაცვლების უნარი. Bendamustine Accord--ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეამოწმოთ ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა სისხლში, მკურნალობის ყოველი შემდგომი კურსის დაწყების წინ და მკურნალობებს შორის ინტერვალებშიც.
  • ინფექციების შემთხვევაში. უნდა გაესაუბროთ ექიმს, თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, მათ შორის ცხელება ან ფილტვისმიერი სიმპტომატიკა.
  • Bendamustine Accord-ით მკურნალობის პროცესში კანზე რეაქციების შემთხვევაში. კანზე რეაქციების სიმძიმე შესაძლოა გაძლიერდეს.
  • მტკივნეული ან მეწამული ფერის გამონაყარის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება და ბუშტები უჩნდება და/ან სხვა დაზიანებები თუ ჩნდება ლორწოვანზე (მაგ: პირის ღრუ და ტუჩები), განსაკუთრებით, თუ ადრე მსუბუქი მგრძნობელობა გქონდათ, სასუნთქი სისტემის ინფექცია (მაგ: ბრონქიტი) და/ან ცხელება.
  • გულის დაავადებების არსებობის შემთხვევაში (მაგ: გულის შეტევა, ტკივილი გულ-მკერდში, გულის რითმის მძიმე დარღვევები).
  • თუ შეამჩნევთ ტკივილს ფერდის არეში, სისხლს შარდში ან შარდის დაქვეითებულ რაოდენობას. როდესაც თქვენი დაავადება საკმაოდ მძიმეა, თქვენმა ორგანიზმმა შესაძლოა ვერ მოახერხოს მომაკვდავი კიბოს უჯრედის ნარჩენების სრულად გამოდევნა. ამას სიმსივნის ლიზისის სინდრომი ქვია და შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და გულის პრობლემები Bendamustine Accord -ის პირველი დოზის მიღებიდან 48 საათში. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაადგინოს, რომ თქვენი ჰიდრაცია ნორმაშია და მოგცეთ სხვა მედიკამენტი მისი თავიდან ასაცილებლად.
  • მძიმე ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. მკურნალობის პირველი ციკლის შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციოთ ინფუზიაზე რეაქციებს.

მკურნალობისას ან მის შემდეგ ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ან ვინმე შეგამჩნევთ: მეხსიერების დაკარგვას, აზროვნებაში გართულებებს, სიარულის გაძნელებას ან მხედველობის დაკარგვას - ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ტვინის ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული ინფექციით, რაც შესაძლოა ფატალური იყოს (პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია ან PML).

დაუკავშირდით ექიმს, თუ კანზე შეამჩნევთ რაიმე საეჭვო ცვლილებებს, რადგანაც, ამ მედიკამენტის მოხამრებისას, შესაძლოა, მომატებული იყოს გარკვეული ტიპის კიბოების რისკი (კანის არამელანომური კიბო)

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

თუ Bendamustine Accord გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც ძვლის ტვინში სისხლის ფორმირებაზე მოქმედებს, ძვლის ტვინზე ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს.

თუ Bendamustine Accord გამოიყენება სხვა მედიკამენტებტან კომბინაციაში, რომლებიც იმუნურ რეაქციაზე მოქმედებს, ეს ეფექტი შესაძლოა გააძლიეროს.

ციტოსტატიკურმა მედიკამენტებმა შესაძლოა შეამციროს ცოცხალი ვირუსის ვაქცინაციის ეფექტურობა (მაგ: ვირუსული ვაქცინაციის).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ შვილს, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ამ ფარმაცევტს.

ორსულობა

Bendamustine Accord--მა შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკური დარღვევები და ცხოველებზე კვლევებში აჩვენა მალფორმაციები. არ უნდა გამოიყენოთ Bendamustine Accord ორსულობის დროს, თუ ის ექიმის მიერ არ არის დანიშნული. მკურნალობის შემთხვევაში უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალობის პოტენციური გვერდითი ეფექტების შესახებ ახალშობილში და რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.

თუ შობადობის პოტენციალის მქონე ქალი ბრძანდებით, კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი უნდა გამოიყენოთ Bendamustine Accord-ით მკურნალობის დაწყებამდე და მის განმავლობაში. თუ ორსულობა დგება Bendamustine Accord--ით მკურნალობის პროცესში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს და უნდა გაიაროთ გენეტიკური კონსულტაცია.

ძუძუთი კვება

Bendamustine Accord არ უნდა მივცეთ პაციენტს ძუძუთი კვების პერიოდში. თუ Bendamustine Accord-ით მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, მაშინ ძუძუთი კვება უნდა შევწყვიტოთ.

ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნაყოფიერება

მამაკაცებს, რომლებიც იღებენ Bendamustine Accord--ს, უნდა ვურჩიოთ არ იფიქრონ მამობაზე მკურნალობის პერიოდში და 6 თვემდე მკურნალობის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიიღოთ რჩევა სპერმის შენახვასთან დაკავშირებთ, რადგანაც მკურნალობის შედეგად შესაძლოა პერმანენტული უნაყოფობა დადგეს.

თუ მამაკაცი ხართ, არ უნდა იფიქროთ მამობაზე Bendamustine Accord-ით მკურნალობის პერიოდში და 6 თვემდე მკურნალობის შემდეგ. არსებობს რისკი, რომ Bendamustine Accord-ით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა და შესაძლოა მოისურვოთ რჩევის მიღება სპერმის შენახვასთან დაკავშირებით მკურნალობის დაწყებამდე.

ავტომობილის და სხვადასხვა მექანიზმების მართვა

Bendamustine Accord-ს დიდი გავლენა აქვს მანქანისა და მექანიზმების მართვაზე. არ მართოთ მანქანა ან მექანიზმები გვერდითი ეფექტების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევა.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად Bendamustine Accord-მა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ ემართება ისინი. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე შესაძლოა განვითარდეს მას შემდეგ, რაც თქვენი ექიმი განახორციელებს სინჯებს.

ქსოვილის ნეკროზი აღინიშნება ძალიან იაშვიათად Bendamustine Accord-ის სისხლძარღვების გარეთ გაჟონვის შემდეგ. შედეგად, შესაძლოა, განვითარდეს ტკივილი და კანის ცუდად შეხორცებადი დეფექტები.

Bendamustine Accord--ის დოზის შემზღუდველი გვერდითი ეფექტი არის ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რაც მკურნალობის შემდეგ ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება. ძვლის ტვინის ფუნქციის სუპრესიამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობების შემცირება და შესაბამისად ინფექციის, ანემიის ან სისხლდენის განვითარების რისკის გაზრდა.

ძალიან ხშირი (შესაძლოა შეგვხვდეს 10 ადამიანიდან 1-ში):

თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობა (თქვენს ორგანიზმში დაავადებასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა)

სისხლის წითელი პიგმენტის რაოდენობის შემცირება (ჰემოგლობინი: ცილა სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც მიაქვს ჟანგბადი ქსოვილებამდე)

თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა (სისხლის უფერო უჯრედები, რომლებიც ეხმარება სისხლის შედედებას)

ინფექციები

გულისრევა

ღებინება

ლორწოვანის ანთება

სისხლში კრეატინინის მომატება (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი, რომელსაც წარმოქმნის კუნთები)

სისხლში შარდოვანის მომატება (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი)

ცხელება

დაღლილობა

თავის ტკივილი

ხშირი (შესაძლოა შეგვხვდეს 10-დან 1 ადამიანში):

სისხლდენა

მეტაბოლიზმის დარღვევა, რაც განპირობებულია კიბოს მომაკვდავი უჯრედის შიგთავსის გამოყოფით სისხლში

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაფერმკრთალება, სისუსტე და ქოშინი (ანემია)

ნეიტროფილების მცირე რაოდენობა (თეთრი უჯრედების დამახასიათებელი ტიპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციებთან საბრძოლველად)

ნეიტროფილების არანორმალურად დაბალი რაოდენობა (თეთრი უჯრედების ტიპი) სისხლში, რაც იწვევს ინფექციებისადმი მიდრეკილების გაძლიერებას (ნეიტროპენია)

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის ალერგიული ანთება (დერმატიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

ღვიძლის ფერმენტების AST/ALT მომატება (რაც შესაძლოა მიუთითებდეს ანთებაზე ან ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე)

ფერმენტ ალკალაინ ფოსფატაზას მომატება (ფერმენტი, რომელიც ძირითადად ღვიძლში და ძვლებში წარმოიქნება)

ნაღვლის პიგმენტის მომატება ( ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროცესში)

სისხლში კალიუმის დაბალი კონცენტრაციები (ნუტრიენტი, რომელიც აუცილებელია ნერვებისა და კუნთოვანი უჯრედების ფუქციონირებისთვის, მათ შორის თქვენს გულში)

გულის ფუნქციის დარღვევა (დისფუნქცია)

გულის რითმის დარღვევა (არითმია)

დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია)

ფილტვის ფუნციის დარღვევა

ფაღარათი

შეკრულობა

სტომატიტი

მადის დაკარგვა

თმის ცვენა

კანის ცვლილებები

გამოტოვებული მენსტრუაცია (ამენორეა)

ტკივილი

უძილობა

შემცივნება

დეჰიდრატაცია

თავბრუსხვევა

მქავანა გამონაყარი (ურტიკარია)

არახშირი (შესაძლოა შეგვხვდეს 100 ადამიანიდან 1-ში):

სითხის დაგროვება პერიკარდიუმის პარკში (სითხის გაჟონვა პერიკარდიუმის სივრცეში)

ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების არაეფექტური ფორმირება (ღრუბლისებრი ნივთიერება თქვნს ძვლებში, სადაც სისხლის უჯრედები წარმოიქნება)

მწვავე ლეიკემია

გულის შეტევა, ტკივილი გულ-მკერდში (მიოკარდიუმის ინფარქტი)

გულის უკმარისობა

იშვიათი (შესაძლოა შეგვხვდეს 1000 ადამიანიდან 1-ში):

სისხლის ინფექცია (სეფსისი)

ძლიერი ალერგიული ჰიპერსენსიტივობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები)

ანაფილაქსიური შოკის მსგავსი ნიშნები (ანაფილაქტოიდური რეაქციები)

ძილიანობა

ხმის დაკარგვა (აფონია)

მწვავე ცირკულატორული კოლაფსი (სისხლის ცირკულაციის დარღვევა ძირითადად კარდიოგენული წარმოშობის, რასაც თან ახლავს ჟანგბადის და სხვა საკვები ნივთიერებების მომარაგების და ტოქსინების მოცილების დარღვევა)

კანის გაწითლება (ერითემა)

კანის ანთება (დერმატიტი)

ქავილი

გამონაყარი კანზე (მაკულარული ეგზანთემა)

ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)

ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ცუდად გრძნობა ან გამოვლინდება თქვენი სისხლის ანალიზებში

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10000 ადამიანიდან 1--ში):

ფილტვების პირველადი ატიპიური ანთება (პნევმონია)

წითელი უჯრედების დაშლა

არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება კანზე რეაქციებით ან გამონაყარით (ანაფილაქსიური შოკი)

გემოვნების შეგრძნების დარღვევა

შეცვლილი შეგრძნებები (პარესთეზია)

საერთო სისუსტე და ტკივილი კიდურებში პერიფერიული ნეიროპათია

სერიოზული მდგომარეობა, რაც იწვევს ნერვული სისტემის სპეციფიური რეცეპტორების ბლოკადას

ნერვული სისტემის დაავადებები

კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)

თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი)

გულისცემის მომატებული სიხშირე (ტაქიკარდია)

ვენების ანთება (ფლებიტი)

ქსოვილების ფორმირება ფილტვებში (ფილტვების ფიბროზი)

საყლაპავის სისხლმდენი ანთება (ჰემორაგიული ესოფაგიტი)

სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან

უნაყოფობა

მრავალი ორგანოს დაზიანება

უცნობია (ხშირად შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემებიდან):

თირკმლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობა

არარეგულარული დ ხშირი გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია)

მტკივნეული წითელი ან მეწამული გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და უჩნდება ბუშტები და/ან სხვა დაზიანებები ჩნდება ლორწოვან მემბრანებზე (მაგ: პირის ღრუ და ტუჩები), კერძოდ, თუ ადრე გქონიათ სინათლეზე მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ: ბრონქიტი) და/ან ცხელება.

რიტუქსიმაბთან კომბინაციური თერაპიის დროს მედიკამენტოზური გამონაყარი

პნევმონიტი

სისხლდენა ფილტვებიდან

Bendamustine Accord-ით მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა სიმსივნეები (მიელოდისპლაზიური სინდრომი, მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი, ბრონქების კარცინომა). Bendamustine Accord-თან აშკარა კავშირი არ არის დადგენილი.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს (სიხშირე არ არის ცნობილი):

კანზე სერიოზული გამონაყარი, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი. ეს შესაძლოა გამოვლინდეს მოწითალო სამიზნეს მგავსი მაკულას ან მრგვალი ლაქის სახით ხშირად ბლისტერებით ცენტრში ტანზე, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე და შესაძლოა წინ უძღოდეს ცხელება და სურდოს მაგვარი სიმპტომები.

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხეულის სხვა ორგანოების ჩართულობა (მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია DRESS ან მედიკამენტებზე ჰიპერსენსიტიურობის სინდრომის სახელით).

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი საკმაოდ სერიოზული გახდა ან თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ გაქვთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს შესაძლოა აგრეთვე იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში არ არის ნახსენები. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ:

Polska Departament Monitorowania Niepożądanych Działań Produktów Leczniczych Urzędu Rejestracji Produktów Leczniczych, Wyrobów Medycznych i Produktów Biobójczych

Al. Jerozolimskie 181C PL-02 222 Warszawa

Tel.: + 48 22 49 21 301

Faks: + 48 22 49 21 309

Strona internetowa: HYPERLINK "https://smz.ezdrowie.gov.pl" https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდით ეფექტები ასევე შესაძლოა ეცნობოს გაყიდვებზე უფლებამოსილ ორგანოს. გვერდითი ეფექტების თაობაზე შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას მედიკამენტის უსფრთხოების თაობაზე.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდი.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).

4 მლ თითოეული ფლაკონი შეიცას 100 მგ ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტებია: ბუტილჰიდროქსიტოლუენი და მაკროგოლი 300.

როგორ გამოიყურება Bendamustine Accord და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე უფეროდან მოყვითალომდე ფერის ხსნარი ყვითელი შუშის ფლაკონში ქლორობუტილის რეზინის სახურავით და ალუმინის საფარობლით პლასტიკური გასახსნელით. ფლაკონები დაფარულია დამცავი გარსით.

Bendamustine Accord ხელმისაწვდომია პაკეტებში, რომლებიც შეიცავს 1 ან 5 ფლაკონს.

შესაძლოა ყველანაირი ზომის პაკეტები არ იყოს გაყიდვაში.

გაყიდვის უფლებამოსილების მქონე ორგანო

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Taśmowa 7

02-677 Warsaw

tel: +48 22 577 28 00

შენახვის პირობები

მოარიდეთ ეს მედიკამენტი ბავშვებს.

არ გამოიყენოთ ის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე. ვარგისიანობის თარიღი არის ვარგისიანობის ვადის თვის ბოლო დღე.

შეინახეთ და გადაიტანეთ (ტრანსპორტირება მოახდინეთ) მაცივარში (2 - 8°C). არ გაყინოთ.

არ გემოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ შეამჩნევთ რაიმე ნაწილაკებს ან თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე.

ფლაკონის გახსნის შემდეგ

ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური სტაბილურობა ნარჩუნდება 28 დღე 2 8°C-ზე.

გახსნის შემდეგ პროდუქტი ინახება მაქსიმუმ 28 დღე 2 - 8°C-ზე.

საინფუზიო ხსნარი

გაზავების შემდეგ ქიმური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 3.5 სთ 25 ºC-ზე და 2 დღე 2 8ºC--ზე პოლიეთილენის პარკებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიყენოთ. თუ დაუყოვნებლივ არ გამოვიყენებთ, შენახვის დრო, გამოყენების ჯერადობა და პირობები გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობის ქვეშაა.

მრვალდოზიანი ფლაკონიდან თითოეული დოზის ამოღებისას დაბინძურების რისკის მინიმალიზაცია მომხმარებლის პასუხისმგელობის ქვეშ არის. ჩაინიშნეთ პირველი დოზის ამოღების რიცხვი და დრო. გამოყენებებს შორის არ დააბალანსოთ პროდუქტის ხსნარი საინექციო წყლით ან რაიმე განხსნელით და დააბრუნეთ მრავალდოზიანი ფლაკონი რეკომენდებული შენახვის პირობებში 2 8°C-ზე.

არ გადაყაროთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საოჯახო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ მოიქცეთ იმ მედიკამენტთან მიმართებაში, რომელსაც აღარ გამოიყენებთ. ეს დაიცავს გარემოს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

Bendamustine Accord (ბენდამუსტინ აკორდი) 25 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდი

მედიკაკმენტის გამოყენებამდე ბოლომდე წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი, რადგან ის მოიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.

თუ კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენ დაგინიშნეს. არ გადასცეთ ის სხვას. მან შესაძლოა ავნოს მათ, მაშინაც კი თუ მათ იგივე სიმპტომები აქვთ, რაც თქვენ.

თუ რაიმე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედიცინის სპეციალისტს. საუბარია ნებისმიერ გვერდით მოვლენაზე, რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ფურცელში. იხ. განყოფილება 4.

რას მოიცავს წინამდებარე ინსტრუქცია

  • რა არის Bendamustine Accord და რისთვის გამოიყენება
  • რა უდნა იცოდეთ Bendamustine Accordის გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ Bendamustine Accord
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ შევინახოთ Bendamustine Accord
  • შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის Bendamustine Accord და რისთვის გამოიყენება ის

Bendamustine Accord არის მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ (ციტოტოქსიური მედიკამენტი).

Bendamustine Accord გამოიყენება ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც გამოიყენება კიბოს ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმების სამკურნალოდ:

  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია იმ შემთხვევებში, სადაც ფლუდარაბინის კომბინაციური ქიმიოთერაპია არ არის ეფექტური,
  • არა-ჰოჩკინის ლიმფომა, რომელსაც არ ჰქონდა რეაქცია ან მხოლოდ ხანმოკლე რეაქცია ჰქონდა რიტუქსიმაბით მკურნალობაზე,
  • მიელომატოზის დროს, როდესაც თალიდომიდით ან ბორტეზომიბით მკურნალობა არაეფექტურია..
  • რა უნდა იცოდეთ Bendamustine Accor-ის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ Bendamustine Accord:

  • თუ გაქვთ ალერგია ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდზე ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ შემადგენელზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • ძუძუთი კვებისას თუ აუცილებელია Bendamustine Accord-ით მკურნალობა, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება (იხ. სიფრთხილისა და უსაფრთხოების ზომები ძუძუთი კვებისას);
  • თუ ღვიძლის ძლიერი დისფუნქცია გაქვთ (ღვიძლის ფუნქციური უჯრედების დაზიანება);
  • თუ გაქვთ ღვიძლის ან სისხლის პრობლემებით განპირობებული კანის სიყვითლე ან თვალების გათეთრება (სიყვითლე);
  • თუ გაქვთ ძვლის ტვინის მძიმე დაზიანება (ძვლის ტვინის სუპრესია) და სერიოზული ცვლილებები ლეიკოციტებსა და თრომბოციტებში;
  • თუ გადაიტანეთ დიდი ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის დაწყებამდე 30-ზე ნაკლები დღის წინ;
  • თუ გაქვთ ინფექცია, განსაკუთრებით, თუ მას თან ახლავს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოციტოპენია);
  • კომბინაციაში ყვითელი ცხელების ვაქცინებთან.

სიფრთხილის და უსაფრთხოების ზომები

Bendamustine Accord-ის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:

  • როდესაც ძვლის ტვინს დაქვეითებული აქვს ერითროციტების ჩანაცვლების უნარი. Bendamustine Accord--ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეამოწმოთ ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა სისხლში, მკურნალობის ყოველი შემდგომი კურსის დაწყების წინ და მკურნალობებს შორის ინტერვალებშიც.
  • ინფექციების შემთხვევაში. უნდა გაესაუბროთ ექიმს, თუ გაქვთ ინფექციის ნიშნები, მათ შორის ცხელება ან ფილტვისმიერი სიმპტომატიკა.
  • Bendamustine Accord-ით მკურნალობის პროცესში კანზე რეაქციების შემთხვევაში. კანზე რეაქციების სიმძიმე შესაძლოა გაძლიერდეს.
  • მტკივნეული ან მეწამული ფერის გამონაყარის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება და ბუშტები უჩნდება და/ან სხვა დაზიანებები თუ ჩნდება ლორწოვანზე (მაგ: პირის ღრუ და ტუჩები), განსაკუთრებით, თუ ადრე მსუბუქი მგრძნობელობა გქონდათ, სასუნთქი სისტემის ინფექცია (მაგ: ბრონქიტი) და/ან ცხელება.
  • გულის დაავადებების არსებობის შემთხვევაში (მაგ: გულის შეტევა, ტკივილი გულ-მკერდში, გულის რითმის მძიმე დარღვევები).
  • თუ შეამჩნევთ ტკივილს ფერდის არეში, სისხლს შარდში ან შარდის დაქვეითებულ რაოდენობას. როდესაც თქვენი დაავადება საკმაოდ მძიმეა, თქვენმა ორგანიზმმა შესაძლოა ვერ მოახერხოს მომაკვდავი კიბოს უჯრედის ნარჩენების სრულად გამოდევნა. ამას სიმსივნის ლიზისის სინდრომი ქვია და შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და გულის პრობლემები Bendamustine Accord -ის პირველი დოზის მიღებიდან 48 საათში. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაადგინოს, რომ თქვენი ჰიდრაცია ნორმაშია და მოგცეთ სხვა მედიკამენტი მისი თავიდან ასაცილებლად.
  • მძიმე ალერგიული ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. მკურნალობის პირველი ციკლის შემდეგ ყურადღება უნდა მიაქციოთ ინფუზიაზე რეაქციებს.

მკურნალობისას ან მის შემდეგ ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ან ვინმე შეგამჩნევთ: მეხსიერების დაკარგვას, აზროვნებაში გართულებებს, სიარულის გაძნელებას ან მხედველობის დაკარგვას - ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ტვინის ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული ინფექციით, რაც შესაძლოა ფატალური იყოს (პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათია ან PML).

დაუკავშირდით ექიმს, თუ კანზე შეამჩნევთ რაიმე საეჭვო ცვლილებებს, რადგანაც, ამ მედიკამენტის მოხამრებისას, შესაძლოა, მომატებული იყოს გარკვეული ტიპის კიბოების რისკი (კანის არამელანომური კიბო)

სხვა მედიკამენტები და Bendamustine Accord

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

თუ Bendamustine Accord გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც ძვლის ტვინში სისხლის ფორმირებაზე მოქმედებს, ძვლის ტვინზე ზემოქმედება შესაძლოა გაძლიერდეს.

თუ Bendamustine Accord გამოიყენება სხვა მედიკამენტებტან კომბინაციაში, რომლებიც იმუნურ რეაქციაზე მოქმედებს, ეს ეფექტი შესაძლოა გააძლიეროს.

ციტოსტატიკურმა მედიკამენტებმა შესაძლოა შეამციროს ცოცხალი ვირუსის ვაქცინაციის ეფექტურობა (მაგ: ვირუსული ვაქცინაციის).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ შვილს, ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ამ ფარმაცევტს.

ორსულობა

Bendamustine Accord--მა შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკური დარღვევები და ცხოველებზე კვლევებში აჩვენა მალფორმაციები. არ უნდა გამოიყენოთ Bendamustine Accord ორსულობის დროს, თუ ის ექიმის მიერ არ არის დანიშნული. მკურნალობის შემთხვევაში უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალობის პოტენციური გვერდითი ეფექტების შესახებ ახალშობილში და რეკომენდებულია გენეტიკური კონსულტაცია.

თუ შობადობის პოტენციალის მქონე ქალი ბრძანდებით, კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი უნდა გამოიყენოთ Bendamustine Accord-ით მკურნალობის დაწყებამდე და მის განმავლობაში. თუ ორსულობა დგება Bendamustine Accord--ით მკურნალობის პროცესში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს და უნდა გაიაროთ გენეტიკური კონსულტაცია.

ძუძუთი კვება

Bendamustine Accord არ უნდა მივცეთ პაციენტს ძუძუთი კვების პერიოდში. თუ Bendamustine Accord-ით მკურნალობა აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, მაშინ ძუძუთი კვება უნდა შევწყვიტოთ.

ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნაყოფიერება

მამაკაცებს, რომლებიც იღებენ Bendamustine Accord--ს, უნდა ვურჩიოთ არ იფიქრონ მამობაზე მკურნალობის პერიოდში და 6 თვემდე მკურნალობის შემდეგ. მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიიღოთ რჩევა სპერმის შენახვასთან დაკავშირებთ, რადგანაც მკურნალობის შედეგად შესაძლოა პერმანენტული უნაყოფობა დადგეს.

თუ მამაკაცი ხართ, არ უნდა იფიქროთ მამობაზე Bendamustine Accord-ით მკურნალობის პერიოდში და 6 თვემდე მკურნალობის შემდეგ. არსებობს რისკი, რომ Bendamustine Accord-ით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა და შესაძლოა მოისურვოთ რჩევის მიღება სპერმის შენახვასთან დაკავშირებით მკურნალობის დაწყებამდე.

ავტომობილის და სხვადასხვა მექანიზმების მართვა

Bendamustine Accord-ს დიდი გავლენა აქვს მანქანისა და მექანიზმების მართვაზე. არ მართოთ მანქანა ან მექანიზმები გვერდითი ეფექტების არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა ან კოორდინაციის დარღვევა.

  • როგორ გამოვიყენოთ Bendamustine Accord

ეს მედიკამენტი ყოველთვის ზუსტად ისე გამოიყენეთ, როგორც ექიმი ან ფარმაცევტი გეტყვით. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ ხართ დარწმუნებული.

Bendamustine Accord შეყავთ ვენაში 30-60 წუთის განმავლობაში სხვადასხვა დოზით, ცალკე (მონოთერაპია) ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში.

მკურნალობა არ უნდა დავიწყოთ, თუ ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების რაოდენობა დაეცა განსაზღვრული დონეების ქვემოთ.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს ამ რაოდენობებს რეგულარული ინტერვალებით.

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია

Bendamustine Accord 100 მგ თქვენი სხეულის კვადრატულ მეტრზე (თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით)

1+2 დღეს

გაიმეორეთ ციკლი 4 კვირაში 6 ჯერამდე

არა--ჰოჩკინის ლიმფომა

Bendamustine Accord 120 მგ თქვენი სხეულის კვადრატულ მეტრზე (თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით)

1 + 2 დღეს

გაიმეორეთ ციკლი 3 კვირის შემდეგ 6 ჯერამდე

გენერალიზებული პლაზმოციტომა

Bendamustine Accord 120 - 150 მგ თქვენი სხეულის კვადრატულ მეტრზე (თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით)

1 + 2 დღეს

პრედნიზონი 60 მგ თქვენი სხეულის კვადრატულ მეტრზე (თქვენი სიმაღლისა და წონის მიხედვით) ინექცის სახით ან პერორალურად

on Days 1 – 4

გაიმეორეთ ციკლი 4 კვირის შემდეგ სულ ცოტა 3-ჯერ

მკურნალობა უნდა დასრულდეს, თუ ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების რაოდენობა განსაზღვრულ დონეზე ქვემოთ ეცემა. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა მოიმატებს.

ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თქვენი ღვიძლის დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს დოზის დაკორექტირება (30%-ით ღვიძლის ზომიერი დაზიანების შემთხვევაში). დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს გესაჭიროებათ, თუ არა დოზის დაკორექტირება.

შეყვანის მეთოდები

Bendamustine Accord-ით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ გამოცდილი ექიმის მიერ. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ Bendamustine Accord-ის ზუსტ დოზას და უნდა გამოიჩინოთ შესაბამისი სიფრთხილე.

თქვენი ექიმი შეასრულებს გადასხმას დანიშნულების შესაბამისად. გადასხმა ხდება ინტრავენურად ხანმოკლე ინფუზიის სახით 30-60 წუთს განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა

Bendamustine Accord-ით მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე და როგორ რეაგირებს ორგანიზმი მკურნალობაზე.

Bendamustine Accord-ით მკურნალობასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

თუ დაგავიწყდათ Bendamustine Accordის მიღება

თუ Bendamustine Accord-ის დოზა გამოგრჩათ, თქვენი ექიმი შეინარჩუნებს ნორმალური დოზის განრიგს.

თუ შეწყვიტეთ Bendamustine Accord-ის გამოყენება

თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის შეწყდეს მკურნალობა ან მოხდეს თუ არა სხვა მედიკამენტზე გადასვლა.

თუ კიდევ გექნებათ კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად Bendamustine Accord-მა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ ემართება ისინი. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმე შესაძლოა განვითარდეს მას შემდეგ, რაც თქვენი ექიმი განახორციელებს სინჯებს.

ქსოვილის ნეკროზი აღინიშნება ძალიან იაშვიათად Bendamustine Accord-ის სისხლძარღვების გარეთ გაჟონვის შემდეგ. შედეგად, შესაძლოა, განვითარდეს ტკივილი და კანის ცუდად შეხორცებადი დეფექტები.

Bendamustine Accord--ის დოზის შემზღუდველი გვერდითი ეფექტი არის ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რაც მკურნალობის შემდეგ ჩვეულებრივ ნორმას უბრუნდება. ძვლის ტვინის ფუნქციის სუპრესიამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობების შემცირება და შესაბამისად ინფექციის, ანემიის ან სისხლდენის განვითარების რისკის გაზრდა.

ძალიან ხშირი (შესაძლოა შეგვხვდეს 10 ადამიანიდან 1-ში):

თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობა (თქვენს ორგანიზმში დაავადებასთან მებრძოლი უჯრედების რაოდენობა)

სისხლის წითელი პიგმენტის რაოდენობის შემცირება (ჰემოგლობინი: ცილა სისხლის წითელ უჯრედებში, რომელსაც მიაქვს ჟანგბადი ქსოვილებამდე)

თრომბოციტების დაქვეითებული რაოდენობა (სისხლის უფერო უჯრედები, რომლებიც ეხმარება სისხლის შედედებას)

ინფექციები

გულისრევა

ღებინება

ლორწოვანის ანთება

სისხლში კრეატინინის მომატება (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი, რომელსაც წარმოქმნის კუნთები)

სისხლში შარდოვანის მომატება (ქიმიური ნარჩენი პროდუქტი)

ცხელება

დაღლილობა

თავის ტკივილი

ხშირი (შესაძლოა შეგვხვდეს 10-დან 1 ადამიანში):

სისხლდენა

მეტაბოლიზმის დარღვევა, რაც განპირობებულია კიბოს მომაკვდავი უჯრედის შიგთავსის გამოყოფით სისხლში

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაფერმკრთალება, სისუსტე და ქოშინი (ანემია)

ნეიტროფილების მცირე რაოდენობა (თეთრი უჯრედების დამახასიათებელი ტიპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციებთან საბრძოლველად)

ნეიტროფილების არანორმალურად დაბალი რაოდენობა (თეთრი უჯრედების ტიპი) სისხლში, რაც იწვევს ინფექციებისადმი მიდრეკილების გაძლიერებას (ნეიტროპენია)

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა კანის ალერგიული ანთება (დერმატიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია)

ღვიძლის ფერმენტების AST/ALT მომატება (რაც შესაძლოა მიუთითებდეს ანთებაზე ან ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე)

ფერმენტ ალკალაინ ფოსფატაზას მომატება (ფერმენტი, რომელიც ძირითადად ღვიძლში და ძვლებში წარმოიქნება)

ნაღვლის პიგმენტის მომატება ( ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის პროცესში)

სისხლში კალიუმის დაბალი კონცენტრაციები (ნუტრიენტი, რომელიც აუცილებელია ნერვებისა და კუნთოვანი უჯრედების ფუქციონირებისთვის, მათ შორის თქვენს გულში)

გულის ფუნქციის დარღვევა (დისფუნქცია)

გულის რითმის დარღვევა (არითმია)

დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია ან ჰიპერტენზია)

ფილტვის ფუნციის დარღვევა

ფაღარათი

შეკრულობა

სტომატიტი

მადის დაკარგვა

თმის ცვენა

კანის ცვლილებები

გამოტოვებული მენსტრუაცია (ამენორეა)

ტკივილი

უძილობა

შემცივნება

დეჰიდრატაცია

თავბრუსხვევა

მქავანა გამონაყარი (ურტიკარია)

არახშირი (შესაძლოა შეგვხვდეს 100 ადამიანიდან 1-ში):

სითხის დაგროვება პერიკარდიუმის პარკში (სითხის გაჟონვა პერიკარდიუმის სივრცეში)

ძვლის ტვინის მიერ სისხლის უჯრედების არაეფექტური ფორმირება (ღრუბლისებრი ნივთიერება თქვნს ძვლებში, სადაც სისხლის უჯრედები წარმოიქნება)

მწვავე ლეიკემია

გულის შეტევა, ტკივილი გულ-მკერდში (მიოკარდიუმის ინფარქტი)

გულის უკმარისობა

იშვიათი (შესაძლოა შეგვხვდეს 1000 ადამიანიდან 1-ში):

სისხლის ინფექცია (სეფსისი)

ძლიერი ალერგიული ჰიპერსენსიტივობის რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები)

ანაფილაქსიური შოკის მსგავსი ნიშნები (ანაფილაქტოიდური რეაქციები)

ძილიანობა

ხმის დაკარგვა (აფონია)

მწვავე ცირკულატორული კოლაფსი (სისხლის ცირკულაციის დარღვევა ძირითადად კარდიოგენული წარმოშობის, რასაც თან ახლავს ჟანგბადის და სხვა საკვები ნივთიერებების მომარაგების და ტოქსინების მოცილების დარღვევა)

კანის გაწითლება (ერითემა)

კანის ანთება (დერმატიტი)

ქავილი

გამონაყარი კანზე (მაკულარული ეგზანთემა)

ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი)

ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ცუდად გრძნობა ან გამოვლინდება თქვენი სისხლის ანალიზებში

ძალიან იშვიათი (შესაძლოა გამოვლინდეს 10000 ადამიანიდან 1--ში):

ფილტვების პირველადი ატიპიური ანთება (პნევმონია)

წითელი უჯრედების დაშლა

არტერიული წნევის სწრაფი დაქვეითება კანზე რეაქციებით ან გამონაყარით (ანაფილაქსიური შოკი)

გემოვნების შეგრძნების დარღვევა

შეცვლილი შეგრძნებები (პარესთეზია)

საერთო სისუსტე და ტკივილი კიდურებში პერიფერიული ნეიროპათია

სერიოზული მდგომარეობა, რაც იწვევს ნერვული სისტემის სპეციფიური რეცეპტორების ბლოკადას

ნერვული სისტემის დაავადებები

კოორდინაციის დარღვევა (ატაქსია)

თავის ტვინის ანთება (ენცეფალიტი)

გულისცემის მომატებული სიხშირე (ტაქიკარდია)

ვენების ანთება (ფლებიტი)

ქსოვილების ფორმირება ფილტვებში (ფილტვების ფიბროზი)

საყლაპავის სისხლმდენი ანთება (ჰემორაგიული ესოფაგიტი)

სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან

უნაყოფობა

მრავალი ორგანოს დაზიანება

უცნობია (ხშირად შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემებიდან):

თირკმლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობა

არარეგულარული დ ხშირი გულისცემა (წინაგულების ფიბრილაცია)

მტკივნეული წითელი ან მეწამული გამონაყარი, რომელიც ვრცელდება და უჩნდება ბუშტები და/ან სხვა დაზიანებები ჩნდება ლორწოვან მემბრანებზე (მაგ: პირის ღრუ და ტუჩები), კერძოდ, თუ ადრე გქონიათ სინათლეზე მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის ინფექციები (მაგ: ბრონქიტი) და/ან ცხელება.

რიტუქსიმაბთან კომბინაციური თერაპიის დროს მედიკამენტოზური გამონაყარი

პნევმონიტი

სისხლდენა ფილტვებიდან

Bendamustine Accord-ით მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა სიმსივნეები (მიელოდისპლაზიური სინდრომი, მწვავე მიელობლასტური ლეიკოზი, ბრონქების კარცინომა). Bendamustine Accord-თან აშკარა კავშირი არ არის დადგენილი.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს (სიხშირე არ არის ცნობილი):

კანზე სერიოზული გამონაყარი, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი. ეს შესაძლოა გამოვლინდეს მოწითალო სამიზნეს მგავსი მაკულას ან მრგვალი ლაქის სახით ხშირად ბლისტერებით ცენტრში ტანზე, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე და შესაძლოა წინ უძღოდეს ცხელება და სურდოს მაგვარი სიმპტომები.

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა, გადიდებული ლიმფური კვანძები და სხეულის სხვა ორგანოების ჩართულობა (მედიკამენტოზური რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, რომელიც ასევე ცნობილია DRESS ან მედიკამენტებზე ჰიპერსენსიტიურობის სინდრომის სახელით).

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი საკმაოდ სერიოზული გახდა ან თუ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ნახსენები წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ექიმს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ გაქვთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს შესაძლოა აგრეთვე იყოს ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში არ არის ნახსენები. ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ:

Polska Departament Monitorowania Niepożądanych Działań Produktów Leczniczych Urzędu Rejestracji Produktów Leczniczych, Wyrobów Medycznych i Produktów Biobójczych

Al. Jerozolimskie 181C PL-02 222 Warszawa

Tel.: + 48 22 49 21 301

Faks: + 48 22 49 21 309

Strona internetowa: HYPERLINK "https://smz.ezdrowie.gov.pl" https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდით ეფექტები ასევე შესაძლოა ეცნობოს გაყიდვებზე უფლებამოსილ ორგანოს. გვერდითი ეფექტების თაობაზე შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას მედიკამენტის უსფრთხოების თაობაზე.

  • როგორ შევინახოთ Bendamustine Accord

მოარიდეთ ეს მედიკამენტი ბავშვებს.

არ გამოიყენოთ ის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე. ვარგისიანობის თარიღი არის ვარგისიანობის ვადის თვის ბოლო დღე.

შეინახეთ და გადაიტანეთ (ტრანსპორტირება მოახდინეთ) მაცივარში (2 - 8°C). არ გაყინოთ.

არ გემოიყენოთ ეს მედიკამენტი თუ შეამჩნევთ რაიმე ნაწილაკებს ან თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე.

ფლაკონის გახსნის შემდეგ

ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური სტაბილურობა ნარჩუნდება 28 დღე 2 8°C-ზე.

გახსნის შემდეგ პროდუქტი ინახება მაქსიმუმ 28 დღე 2 - 8°C-ზე.

საინფუზიო ხსნარი

გაზავების შემდეგ ქიმური და ფიზიკური სტაბილურობა ნარჩუნდება 3.5 სთ 25 ºC-ზე და 2 დღე 2 8ºC--ზე პოლიეთილენის პარკებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა გამოვიყენოთ. თუ დაუყოვნებლივ არ გამოვიყენებთ, შენახვის დრო, გამოყენების ჯერადობა და პირობები გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობის ქვეშაა.

მრვალდოზიანი ფლაკონიდან თითოეული დოზის ამოღებისას დაბინძურების რისკის მინიმალიზაცია მომხმარებლის პასუხისმგელობის ქვეშ არის. ჩაინიშნეთ პირველი დოზის ამოღების რიცხვი და დრო. გამოყენებებს შორის არ დააბალანსოთ პროდუქტის ხსნარი საინექციო წყლით ან რაიმე განხსნელით და დააბრუნეთ მრავალდოზიანი ფლაკონი რეკომენდებული შენახვის პირობებში 2 8°C-ზე.

არ გადაყაროთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საოჯახო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ მოიქცეთ იმ მედიკამენტთან მიმართებაში, რომელსაც აღარ გამოიყენებთ. ეს დაიცავს გარემოს.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს Bendamustine Accord

აქტიური ნივთიერება არის ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდი.

საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).

4 მლ თითოეული ფლაკონი შეიცას 100 მგ ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდს (ბენდამუსტინ ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტებია: ბუტილჰიდროქსიტოლუენი და მაკროგოლი 300.

როგორ გამოიყურება Bendamustine Accord და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე უფეროდან მოყვითალომდე ფერის ხსნარი ყვითელი შუშის ფლაკონში ქლორობუტილის რეზინის სახურავით და ალუმინის საფარობლით პლასტიკური გასახსნელით. ფლაკონები დაფარულია დამცავი გარსით.

Bendamustine Accord ხელმისაწვდომია პაკეტებში, რომლებიც შეიცავს 1 ან 5 ფლაკონს.

შესაძლოა ყველანაირი ზომის პაკეტები არ იყოს გაყიდვაში.

გაყიდვის უფლებამოსილების მქონე ორგანო

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Taśmowa 7

02-677 Warsaw

tel: +48 22 577 28 00

მწარმოებელი/იმპორტიორი

Accord Healthcare Polska Sp. z o.o.

ul. Lutomierska 50,

95-200 Pabianice

წინამდებარე მედიკამენტი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში და გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდია) ქვემოთ მითითებული დასახელებებით:

წევრი ქვეყნის დასახელება

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ავსტრია

Bendamustine Accord 25 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

ბელგია

Bendamustine Accord 25 mg/ml, solution à diluer pour perfusion/ concentraat voor oplossing voor infusie / Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung

ბულგარეთი

Bendamustine Accord 25 mg/ml концентрат за инфузионен разтвор

ჩეხეთის რესპუბლიკა

Bendamustine Accord

კვიპროსი

Bendamustine Accord 25 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

დანია

Bendamustinhydrochlorid Accord

ესტონეთი

Bendamustine Accord

საფრანგეთი

Bendamustine Accord 25 mg/ml solution à diluer pour perfusion

ფინეთი

Bendamustine Accord 25 mg/ml infuusiokonsentraatti, liuosta varten

საბერძნეთი

Bendamustine Accord 25 mg / ml πυκνό διάλυμα για παρασκευή διαλύματος προς έγχυση

ესპანეთი

Bendamustina Accord 25 mg/ml concentrado para solución para perfusión

ნიდერლანდები

Bendamustine Accord 25 mg/ml concentraat voor oplossing voor infusie

ირლანდია

Bendamustine 25 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

ისლანდია

Bendamustine Accord 25 mg/ml innrennslisþykkni, lausn.

ლატვია

Bendamustine Accord 25 mg/ml koncentrāts infūziju šķīduma pagatavošanai

ლიტვა

Bendamustine Accord 25 mg/ml koncentratas infuziniam tirpalui

მალტა

Bendamustine 25 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

გერმანია

Bendamustine Accord 25 mg/ml Konzentrat zur Herstellung einer Infusionslösung (ENR No.: 7000246)

ნორვეგია

Bendamustine Accord

პოლონეთი

Bendamustine Accord

პორტუგალია

Bendamustine Accord 25 mg/ml concentrado para solução para perfusão

რუმინეთი

Bendamustină Accord 25 mg/ml concentrat pentru soluţie perfuzabilă

სლოვაკეთი

Bendamustine Accord 25 mg/ml infúzny koncentrát

სლოვენია

Bendamustin Accord 25 mg/ml koncentrat za raztopino za infundiranje

შვედეთი

Bendamustine Accord 25 mg/ml koncentrat till infusionsvätska, lösning

უნგრეთი

Bendamustine Accord 25 mg/ml koncentrátum oldatos infúzióhoz

გაერთიანებული სამეფო

Bendamustine Accord 25 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად (PL 20075/1397)

იტალია

Bendamustina Accord

ამ ინსტრუქციის ბოლო განახლება განხორციელდა 2022 წლის ოქტომბერში.

  • -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის:

სხვა მსგავსი ციტოტოქსიური ნივთიერებების მსგავსად ამ მედიკამენტზეც ვრცელდება მკაცრი უსაფრთხოების ზომები პოტენციური გენომის დამაზიანებელი და კიბოს გამომწვევი ეფექტის გამო. აიცილეთ ჩასუნთქვა და კანსა და ლორწოვან გარსებთან კონტაქტი Bendamustine Accord-თან მუშაობის დროს (ჩაიცვით ხელთათმანები, დამცავი სამოსი და შესაძლოა გამოიყენოთ ნიღაბი!). თუ სხეულის რომელიმე ნაწილი დაბინძურდა, ფრთხილად გაისუფთავეთ ის წყლით და საპნით და ამოიბანეთ თვალები 0.9%-იანი იზოტონური) მარილხსნარით. შესაძლებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია მუშაობა სპეციალურ უსაფრთხო სამუშაო მაგიდაზე (თანმიმდევრულად) ერთჯერადი შემწოვ ქაღალდზე, რომელიც არ ატარებს სითხეებს. დაბინძურებული ნივთები ციტოტოქსიური ნარჩენებია. გთხოვთ, შეასრულოთ თქვენი ქვეყნის მოთხოვნები ციტოტქსიური მასალების განადგურებასთან დაკავშირებით. ორსული პერსონალი არ უნდა მუშაობდეს ციტოტოქსიურ მასალასთან.

საინფუზიო ხსნარის კონცენტრატი უნდა გაზავდეს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით და შემდეგ შევიყვანოთ ინტრავენურად. გამოყენებულ უნდა იქნას ასეპტიკური ტექნკა.

  • გაზავება

საჭირო დოზა ასეპტიკურად ამოიღეთ Bendamustine Accord 25 მგ/მლ ფლაკონიდან. Bendamustine Accord 25 მგ/მლ-ის რეკომენდებული სრული დოზა გააზავეთ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით 500 მლ საბოლოო მოცულების მისაღებად.

პროდუქტის გაზავებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ბენდამუსტინის კონცენტრაცია (25მგ/მლ) უფრო მაღალია Bendamustine Accord-ში, ვიდრე ბენდამუსტინის ჩვეულებრივ კონცენტრატებში, რომლებიც მიიღება ბენდამუსტინის კონცენტრატის შემცველი სამედიცინო პროდუქტებიდან.

Bendamustine Accord 25 მგ/მლ უნდა გავაზავოთ 0.9% NaCl ხსნარით და არა სხვა რომელიმე საინექციო ხსნარით.

რეკომენდაციის თანახმად, გაზავება გვაძლევს გამჭვირვალედან მოყვითალომდე ფერის ხსნარს, რომელიც არ მოიცავს რაიმე ხილულ ნაწილაკს.

  • შეყვანის გზები

ხსნარის შეყვანა ხდება ინტრავენური ინფუზიით 30-60 წუთის განმავლობაში.

ფლაკონები არის მრავლობითი დოზის შემცველი.

პროდუქტი გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. თუ დათვალიერებისას გამოვლინდა ნაწილაკები ხსნარში ან ფერის ცვლილება, ეს მიუთითებს რომ პროდუქტი დაზიანებულია. ის არ უნდა გამოვიყენოთ.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენები უნდა მოვიშოროთ ადგილობრივი წესების შესაბამისად.

თუ შემთხვევით მოხდა ინექცია სისხლძარღვს გარეთ ქსოვილში (ექსტრავაზალური ინექცია), დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ. ნემსი უნდა ამოვიღოთ ხანმოკლე ასპირაციის შემდეგ. ამის შემდეგ დაზიანებული ქსოვილი უნდა გავაციოთ. მკლავი უნდა ავწიოთ. დამატებითი მკურნალობა, როგორიცაა კორტიკოსტეროიდების გამოყენება, არ გვაძლევს რაიმე სარგებელს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა