სარძევე ჯირკვლის კიბო დოცეტაქსელი დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან ერთად ნაჩვენებია პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისთვის: სარძევე ჯირკვლის ოპერაბელური კიბო ლიმფური კვანძების ჩართულობით სარძევე ჯირკვლის ოპერაბელური კიბო ლიმფური კვანძების ჩართულობის გარეშე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დოცეტაქსელი (docetaxel)
- ფორმა და შეფუთვა
- 80მგ/4მლ 4მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- AqVida GmbH, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ტაქსანები
- ATC კოდი
- L01CD02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041079
- რეგისტრირებულია
- 23 მაისი 2024, მოქმედებს 23 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „AVERSI-RATIONAL“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აქვიდოქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სარძევე ჯირკვლის კიბო
დოცეტაქსელი დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან ერთად ნაჩვენებია პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისთვის:
სარძევე ჯირკვლის ოპერაბელური კიბო ლიმფური კვანძების ჩართულობით
სარძევე ჯირკვლის ოპერაბელური კიბო ლიმფური კვანძების ჩართულობის გარეშე.
სარძევე ჯირკვლის ოპერაბელური კიბოს ლიმფური კვანძების ჩართულობის გარეშე მქონე პაციენტების შემთხვევაში, ადიუვანტური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ქიმიოთერაპია ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის პირველადი თერაპიის საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით (იხ. თავი 5.1).
დოცეტაქსელი დოქსორუბიცინთან კომბინაციაში ნაჩვენებია ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ციტოტოქსიკური თერაპია ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
დოცეტაქსელი მონოთერაპიის სახით ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ჩაუტარდათ ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს წარუმატებელი ციტოტოქსიკური თერაპია. წინმსწრები ქიმიოთერაპია უნდა მოიცავდეს ანტრაციკლინს ან მაალკილირებელ საშუალებას.
დოცეტაქსელი ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში ნაჩვენებია იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ სარძევე ჯირკვლის მეტასტაზური კიბო HER-2-ს ჭარბი ექსპრესიით და რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია მეტასტაზური პროცესის გამო.
დოცეტაქსელი კაპეციტაბინთან კომბინაციაში ნაჩვენებია ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის წარუმატებლობის შემდეგ. წინმსწრები თერაპია უნდა მოიცავდეს ანტრაციკლინს.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო
დოცეტაქსელი ნაჩვენებია ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ, წინმსწრები ქიმიოთერაპიის წარუმატებლობის შემდეგ.
დოცეტაქსელი ცისპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია არაოპერაბელური ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ, პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია ამ მდგომარეობისთვის.
პროსტატის სიმსივნე
დოცეტაქსელი პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში ნაჩვენებია მეტასტაზური კასტრაციისადმი მდგრადი პროსტატის კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
დოცეტაქსელი ანდროგენ-დეპრივაციულ თერაპიასთან (ADT) კომბინაციაში, პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად ან მის გარეშე, ნაჩვენებია მეტასტაზური ჰორმონმგრძნობიარე პროსტატის კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
კუჭის ადენოკარცინომა
დოცეტაქსელი ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან ერთად ნაჩვენებია კუჭის მეტასტაზური ადენოკარცინომის, მათ შორის გასტროეზოფაგური შეერთების ადენოკარცინომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია მეტასტაზურ პროცესთან დაკავშირებით.
თავისა და კისრის კიბო
დოცეტაქსელი ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან კომბინაციაში ნაჩვენებია ინდუქციური მკურნალობისთვის თავისა და კისრის ადგილობრივად გავრცელებული ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას მქონე პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
აქვიდოქსის შეყვანა ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ.
ჩვეულებრივი დოზა
დოზა დამოკიდებულია თქვენს წონაზე და ზოგად მდგომარეობაზე. თქვენი ექიმი გამოთვლის თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობს კვადრატულ მეტრებში (მ²) და დაადგენს დოზას, რომელიც უნდა მიიღოთ.
გამოყენების გზა და მეთოდი
აქვიდოქსის შეყვანა ხდება ინფუზიის სახით ერთ-ერთ ვენაში (ინტრავენურად). ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, რომლის დროსაც თქვენ იქნებით საავადმყოფოში.
მიღების სიხშირე
თქვენ ჩვეულებრივ მიიღებთ ინფუზიას 3 კვირაში ერთხელ.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა და დოზირების სიხშირე თქვენი სისხლის ანალიზის, ზოგადი მდგომარეობის და აქვიდოქსზე თქვენი რეაქციის მიხედვით. კერძოდ, შეატყობინეთ ექიმს თუ გაქვთ დიარეა, წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, ცხელება და წარუდგინეთ მას სისხლის ანალიზის შედეგები. ეს ინფორმაცია საშუალებას მისცემს ექიმს გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა დოზის შემცირება.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დოცეტაქსელის ან აქვიდოქსის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
სიფრთხილის ზომები
აქვიდოქსით ყოველი მკურნალობის წინ თქვენ ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი მკურნალობისთვის აუცილებელი სისხლის უჯრედების რაოდენობის და ღვიძლის ფუნქციის დასადგენად. სისხლის თეთრი უჯრედების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გამოგივლინდეთ თანმხლები ცხელება ან ინფექცია.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ გამოგივლინდათ ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა მუცლის არეში, დიარეა, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, სისხლი განავალში ან ცხელება. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის სერიოზული ტოქსიკურობის პირველი ნიშნები, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური. ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს ეს ჩივილები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანექთანს, თუ გაქვთ მხედველობის პრობლემები. თუ თქვენ გაქვთ მხედველობის პრობლემები, კერძოდ, მხედველობის დაბინდვა, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ თვალის და მხედველობის გამოკვლევა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები პაკლიტაქსელით მკურნალობის დროს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ გაქვთ პრობლემები გულის მხრივ.
თუ თქვენ გაქვთ ფილტვების მწვავე დაავადებები ან ფილტვების პრობლემების გაუარესება (ცხელება, ქოშინი ან ხველა), დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ექიმმა შეიძლება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მკურნალობა.
აქვიდოქსის მიღებამდე 1 დღით ადრე თქვენ ჩაგიტარდებათ პერორალური კორტიკოსტეროიდის, როგორიცაა დექსამეტაზონი, მიღების სახით, რომელიც გაგრძელდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 დღის განმავლობაში, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ზოგიერთი არასასურველი ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს აქვიდოქსის ინფუზიის შემდეგ, კერძოდ: ალერგიული რეაქციები და სითხის შეკავება (ხელების, ფეხების, ტერფების შეშუპება ან წონის მომატება).
მკურნალობის დროს შეიძლება დაგენიშნოთ სხვა მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სისხლის უჯრედების სათანადო რაოდენობა.
არსებობს შეტყობინებები დოცეტაქსელით მკურნალობის დროს კანის მძიმე დაავადებების, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP):
SJS/TEN-ის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ბუშტუკებს, აქერცვლას ან სისხლდენას კანზე (ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირის, სასქესო ორგანოების, ხელების და ტერფების ჩათვლით) გამონაყარით ან მის გარეშე. ამავდროულად, შეიძლება გქონდეთ გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან კუნთების ტკივილი.
AGEP-ის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს წითელ, ქერცლიან, ფართოდ გავრცელებულ გამონაყარს შეშუპებულ კანზე გამონაყარით (კანის ნაკეცების, ტანისა და ზედა კიდურების ჩათვლით) და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება.
თუ თქვენ გამოგივლინდათ კანის მძიმე რეაქციები ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციების ჩათვლით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე აქვიდოქსით მკურნალობის დაწყებამდე.
აქვიდოქსი შეიცავს ალკოჰოლს. მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ალკოჰოლზე დამოკიდებული, გაქვთ ეპილეფსია ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ასევე იხილეთ თავი "აქვიდოქსი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)" ქვემოთ.
აქვიდოქსის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის გაცემული ექიმის დანიშნულების გარეშე. იმიტომ, რომ აქვიდოქსმა სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში შეიძლება არ გამოავლინოს მოსალოდნელი ეფექტი და შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ალკოჰოლმა, რომელიც შეედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება შეცვალოს სხვა მედიკამენტების მოქმედება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ალკოჰოლის რაოდენობამ ამ სამკურნალო საშუალებაში შეიძლება შეცვალოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება.
ინ ვიტრო კვლევების მიხედვით, დოცეტაქსელის მეტაბოლიზმი შეიძლება შეიცვალოს იმ ნაერთების ერთდროული მიღებით, რომლებიც ინდუცირდება, ინჰიბირდება ან მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-3A-ს მიერ (და ამით შეიძლება თრგუნავს ამ ფერმენტს კონკურენტულად), როგორიცაა ციკლოსპორინი, კეტოკონაზოლი და ერითრომიცინი. შედეგად, სიფრთხილეა საჭირო ამ მედიკამენტებით ერთდროულად მკურნალობისას, ვინაიდან არსებობს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების პოტენციალი.
CYP3A4 ინჰიბიტორებთან კომბინაციის შემთხვევაში დოცეტაქსელის გვერდითი რეაქციების გამოვლინება შეიძლება გაიზარდოს მეტაბოლიზმის შემცირების შედეგად. თუ CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორის (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლარითრომიცინი, ინდინავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, რიტონავირი, საქვინავირი, ტელითრომიცინი და ვორიკონაზოლი) ერთდროული გამოყენების თავიდან აცილება შეუძლებელია, მკაცრი კლინიკური მეთვალყურეობა უნდა იყოს გარანტირებული და დოცეტაქსელის დოზის კორექცია შეიძლება იყოს მიზანშეწონილი CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორით მკურნალობის დროს (იხ. თავი 4.4). ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში 7 პაციენტია მონაწილეობით დოცეტაქსელის ერთდროული მიღება ძლიერ CYP3A4 ინჰიბიტორთან კეტოკონაზოლთან ერთად იწვევდა დოცეტაქსელის კლირენსის მნიშვნელოვან შემცირებას 49%-ით. დოცეტაქსელის ფარმაკოკინეტიკა პრედნიზონის თანდასწრებით შესწავლილი იყო პაციენტებში პროსტატის მეტასტაზური კიბოთი. დოცეტაქსელი მეტაბოლიზდება CYP3A4-ით და ცნობილია, რომ პრედნიზონი იწვევს CYP3A4-ის ინდუცირებას. პრედნიზონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი დოცეტაქსელის ფარმაკოინეტიკაზე არ დაფიქსირებულა.
დოცეტაქსელს ახასიათებს პლაზმის ცილებთან ძლიერი შეკავშირება (>95%). მიუხედავად იმისა, რომ დოცეტაქსელის შესაძლო ინ ვივო ურთიერთქმედება ერთდროულად მიღებულ სამკურნალო საშუალებებთან ოფიციალურად არ არის გამოკვლეული, ინ ვიტრო ურთიერთქმედება ცილებთან მჭიდროდ შეკავშირებულ საშუალებებთან, როგორიცაა ერითრომიცინი, დიფენჰიდრამინი, პროპრანოლოლი, პროპაფენონი, ფენიტოინი, სალიცილატი, სულფამეტოქსაზოლი და ნატრიუმის ვალპროატი არ მოქმედებს დოცეტაქსელის პლაზმის ცილებთან შეკავშირებაზე. გარდა ამისა, დექსამეტაზონი არ მოქმედებს დოცეტაქსელის ცილებთან შეკავშირებაზე.
დოცეტაქსელი არ ახდენს გავლენას დიგიტოქსინის შეკავშირებაზე.
დოცეტაქსელის, დოქსორუბიცინის და ციკლოფოსფამიდის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლებოდა ერთდროული მიღების დროს. ერთი უკონტროლო კვლევის შეზღუდული მონაცემები მიუთითებს დოცეტაქსელსა და კარბოპლატინს შორის ურთიერთქმედებაზე. დოცეტაქსელთან კომბინაციაში კარბოპლატინის კლირენსი იყო დაახლოებით 50%-ით მეტი, ვიდრე ადრე დარეგისრირებული მნიშვნელობები კარბოპლატინით მონოთერაპიის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი წამლის მიიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
აქვიდოქსი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მკაფიუდ არის დანიშნული ექიმის მიერ.
ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში არ უნდა დაორსულდეთ და უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი, რადგან აქვიდოქსი შეიძლება საშიში იყოს მუცლად მყოფი ბავშვისთვის. თუ ორსულობა დადგინდა მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
აქვიდოქსით მკურნალობის დროს არ შიძლება ძუძუთი კვება.
მამაკაცებს, რომლებიც მკურნალობენ აქვიდოქსით, უნდა მიეცეს რჩევა არ დაგეგმონ შვილოსნობა მკურნალობის პერიოდში და 6 თვის განმავლობაში მკუნალობის შემდეგ და მკურნალობის დაწყებამდე გაიარონ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის შესახებ, რადგან დოცეტაქსელმა შეიძლება იმოქმედოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიკური დანადგაების მართვის უნარზე. შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას იქონიებს მოახდინოს ავტომობილის მართვის, ხელსაწყოების გამოყენების ან მექანიკურ დანადგაებთან მუშაობის უნარზე (იხილეთ თავ ი4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). თუ განგივითარდათ ზემოაღნიშნული მდგომარეობები, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიკურ დანადგაები ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან განხილვის გარეშე.
აქვიდოქსი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლი)
ფლაკონი 1 მლ:
სამკურნალო საშუალება შეიცავს 50 მოც% ეთანოლს (ალკოჰოლს) - 395 მგ-მდე (0,5 მლ) თითო ფლაკონში, რაც ექვივალენტურია 10 მლ ლუდის ან 4 მლ ღვინის.
ფლაკონი 4 მლ:
სამკურნალო საშუალება შეიცავს 50 მოც% ეთანოლს (ალკოჰოლს) - 1580 მგ-მდე (2 მლ) თითო ფლაკონში, რაც ექვივალენტურია 40 მლ ლუდის ან 17 მლ ღვინის.
საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანებისთვის.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ორსული ან მეძუძური ქალები, ბავშვები და მაღალი რისკის ჯგუფები, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
ამ პრეპარატში ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს თავის და ზურგის ტვინს).
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თქვენი ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს და აგიხსნით თქვენი მკურნალობის პოტენციურ რისკებსა და სარგებელს.
მხოლოდ აქვიდოქსის მიღების შემთხვევაში ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა ისეთი გვერდითი მობლენები, როგორც სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, დიარეა და დაღლილობის შეგრძნება.
აქვიდოქსის გვერდითი ეფექტების სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს აქვიდოქსის სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად მიღებისას.
საავადმყოფოში ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტპაციენტში):
სიწითლე, რეაქციები კანის მხრივ, ქავილი,
შებოჭილობა გულმკერდის არეში; სუნთქვის გაძნელება,
ცხელება ან შემცივნება,
ზურგის ტკივილი,
დაბალი არტერიული წნევა.
შეიძლება განვითარდეს უფრო მძიმე რეაქციები.
თუ თქვენ გქონდათ ალერგიული რეაქცია პაკლიტაქსელზე, შესაძლოა გქონდეთ ალერგიული რეაქცია დოცეტაქსელზეც, რომელიც შეიძლება უფრო მძიმე იყოს.
მკურნალობის დროს საავადმყოფოს პერსონალი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას. დაუყოვნებლივ აცნობეთ მათ, თუ შეამჩნევთ ასეთ რეაქციას.
აქვიდოქსის ინფუზიებს შორის შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები, რომელთა სიხშირე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატების კომბინაციაზე.
ძალიან ხშირი ( შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს):
ინფექციები, სისხლის წითელი უჯრედების (ანემია) ან ლეიკოციტების (რომლებიც მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
ცხელება: თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს
ზემოთ აღწერილი ალერგიული რეაქციები
მადის დაქვეითება (ანორექსია)
უძილობა
დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება ან ტკივილი სახსრებში ან კუნთებში
თავის ტკივილი
გემოს შეგრძნების ცვლილება
თვალის ანთება ან თვალების გაძლიერებული ცრემლდენა
ლიმფური დრენაჟის დარღვევით გამოწვეული შეშუპება
ქოშინი
სურდო; ყელის და ცხვირის ანთება; ხველა
სისხლდენა ცხვირიდან
წყლულები პირის ღრუში
დარღვევები კუჭის მხრივ, მათ შორის გულისრევა, ღებინება და დიარეა, ყაბზობა
მუცლის ტკივილი
საჭმლის მონელების დარღვევა
თმის ცვენა: უმეტეს შემთხვევაში ნორმალური თმის ზრდა უნდა აღდგეს. ზოგიერთ შემთხვევაში (სიხშირე უცნობია) აღინიშნა მუდმივი ალოპეცია
ხელისგულების ან ტერფების სიწითლე და შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა (ასე შეიძლება მოხდეს ხელებზე, სახეზე ან სხეულზე)
ცვლილება ფრჩხილების ფერში, რამაც შეიძლება მისი გაყოფა გამოიწვიოს
კუნთების ტკივილები; ზურგის ტკივილი ან ძვლის ტკივილი
მენსტრუაციის ციკლის ცვლილება ან არარსებობა
ხელების, ფეხების, ტერფების შეშუპება
დაღლილობა; ან გრიპის მსგავსი სიმპტომები
წონის მომატება ან დაკლება
ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.
ხშირი ( შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 პაციენტს):
პირის ღრუს კანდიდოზი
გაუწყლოება
თავბრუსხვევა
სმენის დაქვეითება
არტერიული წნევის დაქვეითება; არარეგულარული ან აჩქარებული გულისცემა
გულის უკმარისობა
ეზოფაგიტი
პირის სიმშრალე
გაძნელებული ან მტკივნეული ყლაპვა
სისხლდენა
ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების ზრდა (რაც მოითხოვს რეგულარულ სისხლის ანალიზებს)
სისხლში შაქრის დონის მატება (დიაბეტი)
სისხლში კალიუმის, კალციუმის და/ან ფოსფატის შემცირება.
არახშირი ( შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 პაციენტს):
გულის წასვლა
კანის რეაქციები ინექციის ადგილზე, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება
თრომბოზი
მწვავე მიელოიდური ლეიკემია და მიელოდისპლასტიკური სინდრომი (სისხლის კიბო) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ დოცეტაქსელს კიბოს სამკურნალო ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
იშვიათი ( შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 პაციენტს):
მსხვილი და წვრილი ნაწლავის ანთება, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს (სიხშირე უცნობია); ნაწლავის პერფორაცია.
სიხშირე უცნობია ( არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების ანთება, რომელიც იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას. ფილტვების ანთება ასევე შეიძლება განვითარდეს როდესაც დოცეტაქსელი ინიშნება რადიოთერაპიასთან ერთად)
პნევმონია (ფილტვის ინფექცია)
ფილტვის ფიბროზი (ფილტვების ნაწიბურები და გამკვრივება ქოშინით)
მხედველობის დაბინდვა თვალის ბადურის შეშუპების გამო (ცისტოიდური მაკულარული შეშუპება)
სისხლში ნატრიუმის და/ან მაგნიუმის დონის დაქვეითება (ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა)
პარკუჭოვანი არითმია ან პარკუჭოვანი ტაქიკარდია (გამოიხატება როგორც არარეგულარული და/ან სწრაფი გულისცემა, ძლიერი ქოშინი, თავბრუსხვევა და/ან გულისცემა). ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი შეიძლება იყოს სერიოზული. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს
რეაქციები წინა ინექციის ადგილზე
არაჰოჯკინის ლიმფომა (კიბო, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას) და სხვა სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ დოცეტაქსელს კიბოს საწინააღმდეგო ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) (ბუშტუკები, აქერცვლა ან სისხლდენა კანის ნებისმიერ ადგილას (მათ შორის ტუჩები, თვალები, პირი, ცხვირი, სასქესო ორგანოები, ხელები ან ფეხები) გამონაყარით ან მის გარეშე. ამავდროულად, შეიძლება გქონდეთ გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან კუნთების ტკივილი.)
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) (წითელი, ქერცლიანი ფართოდ გავრცელებული გამონაყარი შეშუპებული კანის ქვეშ (კანის ნაკეცების, ტანის და ზედა კიდურების ჩათვლით) და ბუშტუკებით, რასაც თან ახლავს ცხელება).
სიმსივნის ლიზისის სინდრომი არის სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზში ისეთი ცვლილებებით, როგორიცაა შარდმჟავას, კალიუმის, ფოსფორის დონის მატება და კალციუმის დონის დაქვეითება; და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კრუნჩხვა, თირკმელების უკმარისობა (შარდის მცირე რაოდენობა და მუქი შეფერილობა) და გულის რითმის დარღვევა. თუ გამოგივლინდათ არნიშნული მოვლენები, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
მიოზიტი (კუნთების ანთება - გაცხელება, სიწითლე და შეშუპება - რაც იწვევს კუნთების ტკივილს და სისუსტეს)
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამდანართ ფურცელში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
როგორ შეინახოთ აქვიდოქსი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე კოლოფზე და ფლაკონის ეტიკეტზე „ვარგისიანობის ვადის“ (EXP.) შემდეგ. ვადის გასვლის თარიღში იგულიხმeბა თვის ბოლო დღე.
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გაიყინოთ.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს იმ მედიკამენტების განადგურება, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ჭარბი დოზა
დაფიქსირდა დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა. დოცეტაქსელის ჭარბი დოზირების საწინააღმდეგო ანტიდოტი ცნობილი არ არის. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სპეციალიზებულ განყოფილებაში და უნდა ხდებოდეს სასიცოცხლო ფუნქციების მკაცრი მონიტორინგი.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გამწვავება. დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია პირველადი გართულებები, როგორიცაა ძვლის ტვინის დათრგუნვა, პერიფერიული ნეიროტოქსიკურობა და მუკოზიტი. პაციენტს უნდა დაენიშნოს თერაპიული G-CSF რაც შეიძლება მალე დოზის გადაჭარბების აღმოჩენის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული სხვა შესაბამისი სიმპტომური ზომები.
შემადგენლობა
რას წარმოედგენს და რისთვის გამოიყენება აქვიდოქსი
ამ პრეპარატის დასახელებაა აქვიდოქსი. მისი გავრცელებული სახელია დოცეტაქსელი. დოცეტაქსელი არის სუბსტანცია, რომელიც მიიღება ურთხელის ხის წიწვებისგან.
დოცეტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ტაქსოიდები.
აქვიდოქსი ინიშნება ექიმის მიერ სარძევე ჯირკვლის კიბოს, ფილტვის კიბოს სპეციალური ფორმების (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო), პროსტატის კიბოს, კუჭის კიბოს ან თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ:
სარძევე ჯირკვლის გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის აქვიდოქსი შეიძლება დაინიშნოს ცალკე ან დოქსორუბიცინთან, ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან ერთად.
სარძევე ჯირკვლის ადრეული სტადიის კიბოს მკურნალობისთვის ლიმფური კვანძების ჩართულობით ან მის გარეშე, აქვიდოქსი შეიძლება დაინიშნოს დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან ერთად.
ფილტვის კიბოს მკურნალობისთვის, აქვიდოქსი შეიძლება დაინიშნოს ცალკე ან ცისპლატინთან ერთად.
პროსტატის კიბოს სამკურნალოდ აქვიდოქსი ინიშნება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად.
კუჭის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ აქვიდოქსი ინიშნება ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან ერთად.
თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ აქვიდოქსი ინიშნება ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან ერთად.
შენახვის პირობები
გაუხსნელი ფლაკონი
დოზა 20 მგ/1 მლ: 18 თვე
დოზა 80 მგ/4 მლ: 2 წელი
ფლაკონის გახსნის შემდეგ
თითოეული ფლაკონი არის ერთჯერადი გამოყენებისთვის. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, პასუხისმგებლობა გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს და, როგორც წესი, არ აღემატება 24 საათს 2-დან 8 °C-მდე ტემპერატურაზე.
ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 4 კვირის განმავლობაში 2-დან 8 °C-მდე ტემპერატურაზე.
საინფუზიო პაკეტში დამატების შემდეგ
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, პასუხისმგებლობა გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს და, როგორც წესი, არ აღემატება 24 საათს 2-დან 8 °C-მდე ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განზავება ხდება კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია პოლიოლეფინის პაკეტებში 72 საათის განმავლობაში 2-დან 8 °C-ზე და 8 საათის განმავლობაში 25 °C-მდე ტემპერატურაზე.
დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარი ზეგაჯერებულია, ამიტომ შეიძლება დროთა განმავლობაში კრისტალიზდეს. კრისტალების გაჩენის შემთხვევაში ხსნარის გამოყენება დაუშვებელია და საჭიროა მისი განადგურება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გაყინოთ.
განზავებული სამკურნალო პროდუქტის შენახვის პირობების შესახებ იხილეთ თავი 6.3.
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
გამჭვირვალე მინის (ტიპი I) ფლაკონი ქლორბუთილის რეზინის საცობით, ალუმინის ხუფით და პლასტიკრი Flip-off ტიპის თავსახურით, რომელიც შეიცავს 1 მლ კონცენტრატს.
გამჭვირვალე მინის (ტიპი I) ფლაკონი ქლორბუთილის რეზინის საცობით, ალუმინის ხუფით და პლასტიკრი Flip-off ტიპის თავსახურით, რომელიც შეიცავს 4 მლ კონცენტრატს.
თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავებისას
დოცეტაქსელი არის ანტინეოპლასტიური პრეპარატი და, ისევე როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხსნარების გამოყენებისა და მომზადების დროს. რეკომენდირებულია ხელთათმანების გამოყენება.
თუ კონცენტრატი ან საინფუზიო ხსნარი მოხვდება კანთან კონტაქტში, დაუყოვნებლივ, კარგად ჩამოიბანეთ იგი საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კარგად ჩამოიბანეთ იგი წყლით.
მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის
საინფუზიო ხსნარის მომზადება
არ გამოიყენოთ სხვა დოცეტაქსელის შემცველი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შედგება 2 ფლაკონისგან (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
აქვიდოქსი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს 1 მლ (20 მგ/1 მლ).
აქვიდოქსი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად, შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს 4 მლ (80 მგ/4 მლ).
აქვიდოქსი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ საჭიროებს წინასწარ განზავებას გამხსნელით და მზად არის საინფუზიო ხსნარში დასამატებლად.
თითოეული ფლაკონი ერთჯერადი გამოყენებისაა და უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ.
თუ ფლაკონები ინახებოდა მაცივარში, გამოყენების წინ გააჩერეთ დოცეტაქსელის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად კონცენტრატის საჭირო რაოდენობის შეფუთვა 20-25 °C ტემპერატურაზე.
შეიძლება საჭირო გახდეს კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენება პაციენტისთვის საჭირო დოზის მისაღებად.
ასეპტიკურ პირობებში ამოიღეთ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობა კალიბრირებული შპრიცის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია 21 G ნემსით.
სამკურნალო საშუალების ყოველი მილილიტრი შეიცავს 20 მგ დოცეტაქსელს.
დოცეტაქსელის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო მოცულობა უნდა იქნას შეყვანილი ერთჯერადი ინექციის სახით (ერთი შეშხურება) საინფუზიო პაკეტში ან ფლაკონში, რომელიც შეიცავს 5% გლუკოზის ხსნარს ან 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის 250 მლ საინფუზიო ხსნარს.
თუ პაციენტისთვის საჭირო დოზა აჭარბებს დოცეტაქსელის 190 მგ-ს, გამოიყენეთ საინფუზიო ხსნარის უფრო დიდი მოცულობა ისე, რომ დოცეტაქსელის კონცენტრაცია არ აღემატებოდეს 0,74 მგ/მლ.
შეანჯღრიეთ საინფუზიო პაკეტი ან ფლაკონი რყევითი მოძრაობით.
ხსნარი საინფუზიო პაკეტში/ფლაკონში უნდა იქნას გამოყენებული 8 საათის განმავლობაში 25°C-მდე ტემპერატურაზე, პაციენტისთვის ინფუზიის ერთი საათის ჩათვლით.
მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტის დრო ძალიან მცირეა, სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია მხოლოდ ისეთი მილების და შეყვანის კომპლექტების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს PVC -ს.
როგორც ყველა პარენტერალური პროდუქტის შემთხვევაში, აქვიდოქსის კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად გამოყენებამდე საჭიროა ხსნარის ვიზუალური დათვალიერება. გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი, ნაწილაკების გარეშე.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
სავაჭრო უფლებების მფლობელი
სავაჭრო უფლებების მფლობელი
ავერსი-რაციონალი შპს.
33, დავით კობახიძეს ქ., თბილისი, 0198 საქართველო
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტაქსანები, ATC კოდი: L01CD02
მოქმედების მექანიზმი
დოცეტაქსელი არის ანტინეოპლასტიური საშუალება, რომელიც მოქმედებს ტუბულინის შეკრების ხელშეწყობით სტაბილურ მიკროტუბულებში და ამით აფერხებს მათ დაშლას, რაც იწვევს თავისუფალი ტუბულინის შესამჩნევ შემცირებას. დოცეტაქსელის შეერთება მიკროტუბულებთან არ ცვლის პროტოფილამენტების რაოდენობას.
დოცეტაქსელი ინ ვიტრო არღვევს მიკროტუბულურ ქსელებს უჯრედებში, რაც აუცილებელია უჯრედების სასიცოცხლო მიტოზური და ინტერფაზური ფუნქციებისთვის.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
დოცეტაქსელი ავლენს ციტოტოქსიკურ აქტივობას ინ ვიტრო თაგვისა და ადამიანის სიმსივნური უჯრედების სხვადასხვა ხაზების და ახლად ამოკვეთილი ადამიანის სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ კლონოგენურ ანალიზებში. დოცეტაქსელი აღწევს მაღალ უჯრედშიდა კონცენტრაციას, უჯრედში ხანგრძლივი რეზიდენციით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ დოცეტაქსელი აქტიურია ზოგიერთ, მაგრამ არა ყველა, p-გლიკოპროტეინის გამომყოფ უჯრედული ხაზების მიმართ, რომელებიც კოდირებულია წამლისმიერი პოლირეზისტენტობის გენით. ინ ვივო დოცეტაქსელი არის გრაფიკისგან დამოუკიდებელი და ავლენს ექსპერიმენტული სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრს თაგვისა და ადამიანის ნამყენი სიმსივნეების წინააღმდეგ.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ძუძუს კიბო
დოცეტაქსელი დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში: ადიუვანტური თერაპია
პაციენტებში საოპერაციო კვანძ-დადებითი სარძევე ჯირკვლის კიბოთი (TAX 316)
მრავალცენტრიანი ღია რანდომიზებული კვლევის მონაცემები ადასტურებს დოცეტაქსელის გამოყენებას ოპერაბელური კვანძდადებითი სარძევე ჯირკვლის კიბოთი და KPS ≥ 80% 18-დან 70 წლამდე პაციენტების ადიუვანტური მკურნალობის დროს. დადებითი ლიმფური კვანძების რაოდენობის მიხედვით სტრატიფიკაციის შემდეგ (1-3, 4+), 1491 პაციენტი რანდომიზირებული იყო ან 75 მგ/მ2 დოცეტაქსელის მისაღებად 50 მგ/მ2 დოქსორუბიცინის და 500 მგ/მ2 ციკლოფოსფამიდის (TAC ჯგუფი) მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ან 50 მგ/მ2 დოქსორუბიცინის, რომელსაც მოჰყვება 500 მგ/მ2 ფტორურაცილი და 500 მგ/მ2 ციკლოსფოსფამიდი (FAC ჯგუფი). ორივე რეჟიმი ინიშნებოდა 3 კვირაში ერთხელ 6 ციკლის განმავლობაში. დოცეტაქსელი შეჰყავდათ 1-საათიანი ინფუზიის სახით, ყველა სხვა სამკურნალო პროდუქტი მიცემული იყო ინტრავენური ბოლუსის სახით პირველ დღეს. G-CSF შეყვანილი იყო, როგორც მეორადი პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ გართულებული ნეიტროპენია (ფებრილური ნეიტროპენია, გახანგრძლივებული ნეიტროპენია, ან ინფექცია). TAC-ის ჯგუფიდან პაციენტებმა მიიღეს ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა 500 მგ ციპროფლოქსაცინით პერორალურად ორჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში, ყოველი ციკლის მე-5 დღიდან დაწყებული, ან ექვივალენტი. ორივე ჯგუფში, ქიმიოთერაპიის ბოლო ციკლის შემდეგ, პაციენტები დადებითი ესტროგენის და/ან პროგესტერონის რეცეპტორებით იღებდნენ 20 მგ ტამოქსიფენს ყოველდღიურად 5 წლამდე განმავლობაში. დამხმარე რადიაციული თერაპია დაინიშნა მონაწილე დაწესებულებებში არსებული გაიდლაინების მიხედვით და ჩაუტარდა პაციენტების 69%-ს, რომლებიც იღებდნენ TAC-ს და პაციენტების 72%-ს, რომლებიც იღებდნენ FAC-ს. ჩატარდა ორი შუალედური და ერთი საბოლოო ანალიზი. პირველი შუალედური ანალიზი დაგეგმილი იყო კვლევაში მონაწილეთა ნახევრის რეგისტრაციის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ. მეორე შუალედური ანალიზი გაკეთდა მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა 400 DFS მოვლენა მთლიანობაში, რამაც გამოიწვია შემდგომი დაკვირვების მედიანა 55 თვის გამნავლობაში. საბოლოო ანალიზი ჩატარდა, როდესაც ყველა პაციენტმა მიაღწია შემდგომი დაკვირვების ვიზიტს 10 წლის შემდეგ (თუ მათ არ ჰქონდათ DFS მოვლენა ან არ დატოვეს დაკვირვება უფრო ადრე). ურეციდივო გადარჩენა (DFS) იყო პირველადი ეფექტურობის ძირითადი კრიტერიუმი და საერთო გადარჩენა (OS) იყო მეორადი ეფექტურობის ძირითადი კრიტერიუმი.
საბოლოო ანალიზი ჩატარდა 96 თვის რეალური მედიანური დაკვირვებით. ნაჩვენები იყო მნიშვნელოვნად უფრო გრძელი ურეციდივო რემისია TAC ჯგუფისთვის FAC ჯგუფთან შედარებით. 10 წლის განმავლობაში რეციდივების სიხშირე შემცირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ TAC-ს, მათთან შედარებით, ვინც იღებდა FAC (39% 45%-ის წინააღმდეგ შესაბამისად), ე.ი. აბსოლუტური რისკის შემცირება 6%-ით (p = 0.0043). საერთო გადარჩენა 10 წლის განმავლობაში ასევე მნიშვნელოვნად ჭარბობდა TAC-ით მკურნალობის დროს, FAC-თან შედარებით (76% 69%-ის წინააღმდეგ, შესაბამისად), ანუ სიკვდილის რისკის აბსოლუტური შემცირება 7%-ით (p = 0.002). საერთო გადარჩენა 10 წლის განმავლობაში ასევე მნიშვნელოვნად ჭარბობდა TAC-ით FAC-თან შედარებით (76% 69%-ის წინააღმდეგ შესაბამისად) მკურნალობისას, ე.ი. სიკვდილის რისკის აბსოლუტური შემცირება 7%-ით (p = 0.002). ვინაიდან 4+ კვანძის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული სარგებელი არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი DFS-სა და OS-ზე, TAC-ისთვის დადებითი სარგებელი/რისკის თანაფარდობა 4+ კვანძის მქონე პაციენტებში ბოლომდე არ იყო ნაჩვენები საბოლოო ანალიზში.
საერთო ჯამში, კვლევის შედეგები აჩვენებს დადებითი სარგებლი/რისკის თანაფარდობას TAC-ით მკურნალობისას FAC-თან შედარებით.
გაანალიზებული იყო TAC-ით ნამკურნალები პაციენტების ქვეჯგუფები პერსპექტიულად განსაზღვრული ძირითადი პროგნოზული ფაქტორების მიხედვით:
ურეციდივო გადარჩენა
საერთო გადარჩენა
პაციენტის ქვეჯგუფი
პაციენტების რაოდენობა
საფრთხის კოეფიციენტი*
95 % CI
p =
საფრთხის კოეფიციენტი*
95 % CI
p =
დადებითი კვანზების
რაოდენობა
სულ
745
- 80
- 68-0.93
- 0043
- 74
- 61-0.90
- 0020
1-3
467
- 72
- 58-0.91
- 0047
- 62
- 46-0.82
- 0008
4+
278
- 87
- 70-1.09
- 2290
- 87
- 67-1.12
- 2746
- 1-ზე ნაკლები საშიშროების თანაფარდობა მიუთითებს, რომ TAC ასოცირდება უფრო გრძელ ურეციდივო და საერთო გადარჩენას, FAC-თან შედარებით.
პაციენტები საოპერაციო კვანძ-უარყოფითი სარძევე ჯირკვლის კიბოთი, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ქიმიოთერაპია (GEICAM 9805)
მრავალცენტრიანი ღია რანდომიზებული კვლევის მონაცემები ადასტურებს დოცეტაქსელის გამოყენებას იმ პაციენტების ადიუვანტური მკურნალობისთვის, რომლებსაც აქვთ ოპერაბელური კვანძ-უარყოფითი სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ქიმიოთერაპია. 1060 პაციენტი იყო რანდომიზებული, რომ მიეღოთ 75 მგ/მ2 დოცეტაქსელი 50 მგ/მ2 დოქსორუბიცინის და 500 მგ/მ2 ციკლოფოსფამიდის მიღებიდან 1 საათის შემდეგ (539 პაციენტი TAC ჯგუფში), ან 50 მგ/მ2 დოქსორუბიცინი, რასაც მოჰყვება 500 მგ/მ2 ფტორურაცილი და 500 მგ/მ2 ციკლოსფოსფამიდი (521 პაციენტი FAC ჯგუფში), ადიუვანტური მკურნალობის სახით საოპერაციო კვანძ-უარყოფითი სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებისთვის, რეციდივის მაღალი რისკით 1998 წლის სენტ გალენის კრიტერიუმების მიხედვით (სიმსივნე > 2 სმ და/ან უარყოფითი ER და PR და/ან მაღალი ჰისტოლოგიური/ბირთვული ხარისხი (ხარისხი 2-დან 3-მდე) და/ან ასაკი < 35 წელი). ორივე რეჟიმი გამოყენებული იყო 3 კვირაში ერთხელ 6 ციკლის განმავლობაში. დოცეტაქსელი შეჰყავდათ 1 საათიანი ინფუზიის სახით, ყველა სხვა სამკურნალო პროდუქტი შეჰყავდათ ინტრავენურად ყოველი სამი კვირის 1-ლ დღეს. პირველადი პროფილაქტიკური G-CSF გახდა სავალდებულო TAC ჯგუფში 230 პაციენტის რანდომიზების შემდეგ. მე-4 ხარისხის ნეიტროპენია, ფებრილური ნეიტროპენია და ნეიტროპენიული ინფექცია შემცირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პირველად G-CSF პროფილაქტიკას (იხ. თავი 4.8). ორივე ჯგუფში, ქიმიოთერაპიის ბოლო ციკლის შემდეგ, პაციენტები ER+ და/ან PgR+ სიმსივნეებით იღებდნენ 20 მგ ტამოქსიფენს ერთხელ დღეში 5 წლამდე ვადით. დამხმარე რადიაციული თერაპია ჩატარდა მონაწილე დაწესებულებებში არსებული გაიდლაინების მიხედვით და ჩაუტარდა პაციენტების 57.3%-ს, რომლებიც იღებდნენ TAC-ს და პაციენტების 51.2%-ს, რომლებმაც მიიღეს FAC.
ჩატარდა ერთი პირველადი და ერთი განახლებული ანალიზი. პირველადი ანალიზი გაკეთდა, როდესაც ყველა პაციენტს ჰქონდა შემდგომი დაკვირვება 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (დაკვირვების საშუალო დრო 77 თვე). განახლებული ანალიზი ჩატარდა, როდესაც ყველა პაციენტმა მიაღწია 10-წლიან (მედიანური დაკვირვების დრო 10 წელი და 5 თვე) შემდგომი დაკვირვების ვიზიტს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ ჰქონდათ DFS მოვლენა ან არ დატოვეს დაკვირვება უფრო ადრე).
ურეციდივო გადარჩენა (DFS) იყო პირველადი ეფექტურობის ძირითადი კრიტერიუმი და საერთო გადარჩენა (OS) იყო მეორადი ეფექტურობის ძირითადი კრიტერიუმი.
მედიანური დაკვირვების დროს 77 თვის განმავლობაში, გამოვლინდა მნიშვნელოვნად უფრო გრძელი ურეციდივო გადარჩენა TAC ჯგუფისთვის FAC ჯგუფთან შედარებით. TAC-ით მკურნალ პაციენტებს ჰქონდათ 32%-ით შემცირებული რეციდივის რისკი მათთან შედარებით, ვინც მკურნალობდა FAC (საფრთხის თანაფარდობა = 0,68, 95 % CI (0,49-0,93), p = 0,01). მედიანური დაკვირვების დროს 10 წელი და 5 თვე, TAC-ით ნამკურნალებ პაციენტებს ჰქონდათ 16.5%-ით შემცირებული რეციდივის რისკი იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მკურნალობდნენ FAC-ით (საფრთხის კოეფიციენტი = 0.84, 95% CI (0.65-1.08), p = 0.1646). DFS მონაცემები არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც დაკავშირებული იყო დადებით ტენდენციასთან TAC-ის სასარგებლოდ.
მეთვალყურეობის მედიანური დროით 77 თვე, საერთო გადარჩენა (OS) უფრო გრძელი იყო TAC-ის ჯგუფში TAC-ით ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ სიკვდილის რისკის 24%-ით შემცირება FAC-თან შედარებით (საფრთხის კოეფიციენტი = 0.76, 95% CI (0.46-1.26, p = 0.29). თუმცა, OS-ის განაწილება მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა 2 ჯგუფს შორის.
მედიანური დაკვირვების დროს 10 წელი და 5 თვე, TAC-ით ნამკუნალებ პაციენტებს ჰქონდათ სიკვდილის რისკი 9%-ით შემცირებული FAC-ით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით (საფრთხის კოეფიციენტი = 0,91, 95 % CI (0,63-1,32)). გადარჩენის მაჩვენებელი იყო 93.7 % TAC ჯგუფში და 91.4 % FAC ჯგუფში, 8 წლიანი შემდგომი დაკვირვების დროს, და 91.3 % TAC ჯგუფში და 89 % FAC ჯგუფში, 10 წლიანი შემდგომი დაკვირვებისდროს.
დადებითი სარგებლის რისკის კოეფიციენტი TAC-ისთვის FAC-თან შედარებით უცვლელი დარჩა.
TAC-ით ნამკურნალები პაციენტების ქვეჯგუფები პერსპექტიულად განსაზღვრული ძირითადი პროგნოზული ფაქტორების მიხედვით გაანალიზებული იყო პირველად ანალიზში (77 თვის შემდგომი მედიანური პერიოდის განმავლობაში) (იხ. ცხრილი ქვემოთ):
ქვეჯგუფის ანალიზები-ადიუვანტური თერაპია პაციენტებში კვანძ-უარყოფითი სარძევე ჯირკვლის კიბოს შესწავლით (მკურნალობის-განზრახვის ანალიზი)
პაციენტის ქვეჯგუფი
პაციენტების რაოდენობა TAC ჯგუფში
დაავადების გარეშე გადარჩენა
საფრთხის კოეფიციენტი *
95 % CI
საერთო
539
- 68
- 49-0.93
ასაკობრივი კატეგორია 1
< 50 წლის
≥ 50 წლის
260
279
- 67
- 67
- 43-1.05
- 43-1.05
ასაკობრივი კატეგორია 2
< 35 წლის
≥ 35 წლის
42
497
- 31
- 73
- 11-0.89
- 52-1.01
ჰორმონალური რეცეპტორების სტატუსი
ნეგატიური
პოზიტიური
195
344
- 70
- 62
- 45-1.1
- 4-0.97
სიმსივნის ზომა
≤ 2 სმ
> 2 სმ
285
254
- 69
- 68
- 43-1.1
- 45-1.04
ჰისტოლოგიური ხარისხი
1 ხარისხი (მოიცავს ხარისხს, რომელიც არ არის შეფასებული)
2 ხარისხი
3 ხარისხი
64
216
259
- 79
- 77
- 59
- 24-2.6
- 46-1.3
- 39-0.9
მენოპაუზის მდგომარეობა
მენოპაუზის წინა პერიოდი
მენოპაუზის შემდგომ პერიოდი
285
254
- 64
- 72
- 40-1.0
- 47-1.12
- საშიშროების კოეფიციენტი (TAC/FAC) 1-ზე ნაკლები მიუთითებს, რომ TAC ასოცირდება უფრო ხანგრძლივ ურეციდივო გადარჩენასთან FAC-თან შედარებით.
კვლევითი ქვეჯგუფის ანალიზები ურეციდივოთ გადარჩენილი პაციენტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ 2009 წლის სენტ-გალენის ქიმიოთერაპიის კრიტერიუმებს - (ITT პოპულაცია) ჩატარდა და წარმოდგენილია ქვემოთ.
ქვეჯგუფი TAC (n=539) FAC (n=521) ს აფრთხის p-მნიშვნელობა კოეფიციენტი
(TAC/FAC)
(95 % CI)
ქიმიოთერაპიის შედარებითი ჩვენების დამაკმაყოფილებელიa
არა
18/214
26/227
- 796
- 4593
(8.4 %)
(11.5 %)
(0.434-1.459)
კი
48/325
69/294
- 606
- 0072
(14.8 %)
(23.5 %)
(0.42-0.877)
TAC = დოცეტაქსელი, დოქსორუბიცინი და ციკლოფოსფამიდი
FAC = 5-ფტორურაცილი, დოქსორუბიცინი და ციკლოფოსპამიდი
CI = ნდობის ინტერვალი
ER = ესტროგენის რეცეპტორი
PR = პროგესტერონის რეცეპტორი
a ER/PR-უარყოფითი ან მე-3 ხარისხის ან სიმსივნის ზომა >5 სმ
საფრთხის სავარაუდო თანაფარდობა იყო კოქსის პროპორციული საშიშროების მოდელი მკურნალობის ჯგუფის, როგორც ფაქტორის, გამოყენებით.
დოცეტაქსელი, როგორც ერთჯერადი აგენტი
ორ რანდომიზებულ III ფაზის შედარებით კვლევაში, მათ შორის სულ 326 პაციენტის მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოთი ალკილაციით ან 392 პაციენტის ანთრაციკლინის დეფიციტით, დოცეტაქსელი გამოიყენებოდა რეკომენდებული დოზით და რეჟიმით 100 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში.
ალკილირების უკმარისობის მქონე პაციენტებში დოცეტაქსელი შედარებული იყო დოქსორუბიცინთან (75 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში). საერთო გადარჩენის დროზე ზემოქმედების გარეშე (დოცეტაქსელი 15 თვე დოქსორუბიცინის 14 თვის წინააღმდეგ, p = 0.38) ან დაავადების პროგრესირებამდე დრო (დოცეტაქსელი 27 კვირა დოქსორუბიცინის 23 კვირის წინააღმდეგ, p = 0.54), დოცეტაქსელი ზრდიდა რეაგირების სიჩქარეს (52% 37%-ის წინააღმდეგ, p = 0.01) და ამცირებდა რეაგირების დროს (12 კვირა 23-ის წინააღმდეგ, p = 0.007). სამმა პაციენტმა (2%), რომლების მკურნალობდნენ დოცეტაქსელით შეწყვიტა მკურნალობა სითხის შეკავების გამო, ხოლო დოქსორუბიცინის ჯგუფში 15 პაციენტმა (9%) შეწყვიტა მკურნალობა გულის ტოქსიკურობის გამო (ფატალური შეგუბებითი უკმარისობის სამი შემთხვევა).
ანტრაციკლინის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოცეტაქსელი შეადარეს მიტომიცინ C-სა და ვინბლასტინის კომბინაციას (12 მგ/მ2 ყოველ 6 კვირაში და 6 მგ/მ2 ყოველ 3 კვირაში). დოცეტაქსელის შემთხვევაში გაიზარდა რეაგირების მაჩვენებელი (33% 12%-ის წინააღმდეგ, p <0.0001), გახანგრძლივდა დრო პროგრესირებამდე (19 კვირა 11 კვირის წინააღმდეგ, p = 0.0004) და გახანგრძლივდა საერთო გადარჩენა (11 თვე 9 თვის წინააღმდეგ, p = 0.01).
ამ ორი III ფაზის კვლევის დროს, დოცეტაქსელის უსაფრთხოების პროფილი შეესაბამებოდა უსაფრთხოების პროფილს, რომელიც დაფიქსირდა II ფაზის კვლევებში (იხ. თავი 4.8).
ღია მულტიცენტრული, რანდომიზებული, III ფაზის კვლევა ჩატარდა დოცეტაქსელით მონოთერაპიის შესადარებლად პაკლიტაქსელთან პროგრესირებადი ძუძუს კიბოს მკურნალობისას პაციენტებში, რომელთა წინა თერაპია მოიცავდა ანტრაციკლინებს. სულ 449 პაციენტი იყო რანდომიზირებული, რათა მიეღოთ მონოთერაპია 100 მგ/მ2 დოცეტაქსელით 1 საათიანი ინფუზიის სახით, ან 175 მგ/მ2 პაკლიტაქსელი, 3 საათიანი ინფუზიის სახით. ორივე რეჟიმი ტარდებოდა ყოველ 3 კვირაში ერთხელ.
გავლენის გარეშე პირველად საბოლოო წერტილზე, პასუხის საერთო სიხშირეზე (32% 25%,-ის წინააღმდეგ p = 0.10) დოცეტაქსელი ახანგრძლივებს მედიანურ დროს პროგრესირებამდე (24.6 კვირა 15.6 კვირის წინააღმდეგ; p <0.01) და მედიანურ გადარჩენას (15.3 თვე 12.7 თვის წინააღმდეგ; p = 0.03).
მეტი 3-4 ხარისხის გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა დოცეტაქსელით მონოთერაპიის (55.4%) დროს პაკლიტაქსელთან შედარებით (23.0%).
დოცეტაქსელი დოქსორუბიცინთან კომბინაციაში
ერთი მსხვილი რანდომიზებული III ფაზის კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 429 ადრე არანამკურნალევი მეტასტაზური დაავადების მქონე პაციენტი, ჩატარდა დოქსორუბიცინით (50 მგ/მ2) დოცეტაქსელთან (75 მგ/მ2) (AT ჯგუფი) კომბინაციაში, დოქსორუბიცინით (60 მგ/მ2) ციკლოფოსფამიდთან (600 მგ/მ2) (AC ჯგუფი) კომბინაციის წინააღმდეგ. ორივე რეჟიმი ტარდებოდა ყოველი 3 კვირის 1 დღეს.
პროგრესამდე დრო (TTP) მნიშვნელოვნად გრძელი იყო AT ჯგუფში AC ჯგუფთან შედარებით, p = 0.0138. მედიანური TTP იყო 37.3 კვირა (95 % CI: 33.4–42.1) AT ჯგუფში და 31.9 კვირა (95 % CI: 27.4–36.0) AC ჯგუფში.
რეაგირების საერთო კოეფიციენტი (ORR) მნიშვნელოვნად მაღალი იყო AT ჯგუფში AC ჯგუფთან შედარებით, p = 0.009. ORR იყო 59,3 % (95 % CI: 52,8–65,9) AT ჯგუფში 46,5 % (95 % CI: 39,8–53,2) AC ჯგუფში.
ამ კვლევაში AT ჯგუფმა აჩვენა მძიმე ნეიტროპენიის (90%-ი 68.6%-ის წინააღმდეგ), ფებრილური ნეიტროპენიის (33.3%-ი 10%-ის წინააღმდეგ), ინფექციის (8%-ი 2.4%-ის წინააღმდეგ), დიარეის (7.5%-ი 1.4%-ის წინააღმდეგ), ასთენიის (8.5%-ი 2.4%-ის წინააღმდეგ) და ტკივილის (2.8%-ი 0%-ის წინააღმდეგ) უფრო მეტი შემთხვევა ვიდრე AC ჯგუფმა. მეორეს მხრივ, AC ჯგუფმა აჩვენა მძიმე ანემიის უფრო მაღალი სიხშირე (15,8%-ი 8,5%-ის წინააღმდეგ), ვიდრე AT ჯგუფმა, და გარდა ამისა, მძიმე გულის ტოქსიკურობის უფრო მაღალი სიხშირე: გულის შეგუბებითი უკმარისობა (3.8%-ი 2.8%-ის წინააღმდეგ), LVEF აბსოლუტური შემცირება ≥20% (13.1%-ი 6.1%-ის წინააღმდეგ), LVEF აბსოლუტური შემცირება ≥30 % (6.2%-ი 1.1%-ის წინააღმდეგ). ტოქსიკური სიკვდილი დაფიქსირდა 1 პაციენტში AT ჯგუფში (გულის შეგუბებითი უკმარისობა) და 4 პაციენტში AC ჯგუფში (1 სეპტიური შოკის გამო და 3 გულის შეგუბებითი უკმარისობის გამო).
ორივე ჯგუფში, EORTC კითხვარით შეფასებული ცხოვრების ხარისხი შედარებადი და სტაბილური იყო მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების დროს.
დოცეტაქსელი ტრასტუზუმაბთან კომბინაციაში
დოცეტაქსელი ტრასტუზუმაბთან ერთად შესწავლილი იყო მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას, რომელთა სიმსივნე ზედმეტად გამოყოფდა HER2-ს და რომლებსაც ადრე არ მიუღიათ ქიმიოთერაპია მეტასტაზური დაავადების სამკურნალოდ. ას ოთხმოცდაექვსი პაციენტი რანდომიზირებული იყო დოცეტაქსელის მისაღებად (100 მგ/მ2) ტრასტუზუმაბთან ერთად ან მის გარეშე; პაციენტთა 60%-მა მიიღო მანამდე ანტრაციკლინზე დაფუძნებული ადიუვანტური ქიმიოთერაპია. დოცეტაქსელი პლუს ტრასტუზუმაბი ეფექტური იყო პაციენტებში, მიუხედავად იმისა იღებდნენ თუ არა ისინი ადრე დამხმარე ანტრაციკლინებს. მთავარი ტესტის მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა HER2 პოზიტივის დასადგენად ამ მნიშვნელოვან კვლევაში იყო იმუნოჰისტოქიმია (IHC). პაციენტთა უმცირესობას ტესტირება ჩაუტარდა ფლუორესცენციის in-situ ჰიბრიდიზაციის (FISH) გამოყენებით. ამ კვლევაში პაციენტთა 87%-ს ჰქონდა დაავადება, რომელიც იყო IHC 3+, ხოლო პაციენტების 95%-ს ჰქონდა დაავადება, რომელიც იყო IHC 3+ და/ან FISH დადებითი.
ეფექტურობის შედეგები შეჯამებულია შემდეგ ცხრილში:
პარამეტრი
დოცეტაქსელი პლუს ტრასტუზუმაბი 1 n = 92
დოცეტაქსელი1 n = 94
რეაგირების მაჩვენებელი (95 % CI)
61 %
(50-71)
34 %
(25-45)
რეაგირების საშუალო ხანგრძლივობა (თვეები) (95 % CI)
- 4
(9.2-15.0)
- 1
(4.4-6.2)
საშუალო TTP (თვე) (95 % CI)
- 6
(7.6-12.9)
5-7
(5.0-6.5)
საშუალო გადარჩენა (თვეები)(95 % CI)
- 52 (26.8-ne)
- 12
(17.6-28.9)
TTP = დრო პროგრესირებამდე; “ne” მიუთითებს, რომ მისი შეფასება შეუძლებელია ან ჯერ არ იყო მიღწეული.
1 სრული საანალიზო ნაკრები (მკურნალობის განზრახვა)
2 სავარაუდო საშუალო გადარჩენა
დოცეტაქსელი კაპეციტაბინთან ერთად
ერთი მულტიცენტრული, რანდომიზებული, კონტროლირებადი III ფაზის კლინიკური კვლევის მონაცემები მხარს უჭერს დოცეტაქსელის გამოყენებას კაპეციტაბინთან ერთად ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის წარუმატებლობის შემდეგ, ანტრაციკლინის ჩათვლით. ამ კვლევაში, 255 პაციენტი რანდომიზირებული იყო დოცეტაქსელით (75 მგ/მ2 1 საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით ყოველ კვირაში) და კაპეციტაბინით (1250 მგ/მ2 ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 1 კვირიანი დასვენების პერიოდი) მკურნალობაზე. 256 პაციენტი რანდომიზირებული იყო მხოლოდ დოცეტაქსელით მკურნალობაზე (100 მგ/მ2 1 საათიანი ინტრავენური ინფუზიის სახით ყოველ 3 კვირაში). გადარჩენა უფრო მაღალი იყო დოცეტაქსელის + კაპეციტაბინის კომბინირებულ ჯგუფში (p = 0.0126). საშუალო გადარჩენა იყო 442 დღე (დოცეტაქსელი + კაპეციტაბინი) 352 დღის წინააღმდეგ (მხოლოდ დოცეტაქსელი). მთლიანი ობიექტური რეაგირების მაჩვენებლები სრულიად რანდომიზირებულ პოპულაციაში (მკვლევარის შეფასება) იყო 41.6 % (დოცეტაქსელი + კაპეციტაბინი) 29.7 % წინააღმდეგ (მხოლოდ დოცეტაქსელი); p = 0.0058. პროგრესირებამდე დაავადების დრო უფრო მაღალი იყო დოცეტაქსელი + კაპეციტაბინის კომბინირებულ ჯგუფში (p <0.0001). პროგრესირების მედიანური დრო იყო 186 დღე (დოცეტაქსელი + კაპეციტაბინი) 128 დღის წინააღმდეგ (მხოლოდ დოცეტაქსელი).
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო
პაციენტები, რომლებიც ადრე იღებდნენ ქიმიოთერაპიასთან სხივურ თერაპიასთან ერთად ან მის გარეშე
III ფაზის კვლევაში, ადრე ნამკურნალებ პაციენტებში, პროგრესის დრო (12.3 კვირა 7 კვირის წინააღმდეგ) და საერთო გადარჩენა მნიშვნელოვნად გრძელი იყო 75 მგ/მ2 დოცეტაქსელისთვის საუკეთესო დამხმარე მკურნალობასთან (BSC) შედარებით. 1-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი ასევე მნიშვნელოვნად გრძელი იყო დოცეტაქსელის ჯგუფში (40%) BSC-სთან (16%) შედარებით. ნაკლებად გამოიყენებოდა მორფინული ტკივილგამაყუჩებელი (p <0.01), არამორფინული ანალგეტიკები (p <0.01), სხვა დაავადებასთან დაკავშირებული მედიკამენტები (p = 0.06) და რადიოთერაპია (p <0.01) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ 75 მგ/მ2 დოცეტაქსელით BSC-ით მკურნალობასთან შედარებით.
რეაგირების საერთო კოეფიციენტი იყო 6.8% შესაფასებელ პაციენტებში და რეაგირების საშუალო ხანგრძლივობა იყო 26.1 კვირა.
დოცეტაქსელი პლატინის პრეპარატებთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იღებდნენ ქიმიოთერაპიას
III ფაზის კვლევაში 1218 პაციენტი არარეზექტირებადი IIIB ან IV NSCLC სტადიით, KPS-ით 70% ან მეტი, და რომლებიც ადრე არ იღებდნენ ქიმიოთერაპიას ამ მდგომარეობის სამკურნალოდ, რანდომიზებულნი იყვნენ ან დოცეტაქსელზე (T) 75 მგ/მ2, როგორც 1 საათიანი ინფუზია, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვება ცისპლატინი (Cis) 75 მგ/მ2 30-60 წუთის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში (TCis), დოცეტაქსელი 75 მგ/მ2 1 საათიანი ინფუზიის სახით კარბოპლატინთან კომბინაციაში (AUC 6 მგ/მლ. წთ) 30-60 წუთის განმავლობაში ყოველ 3 კვირაში, ან ვინორელბინი (V) 25 მგ/მ2 შეყვანილი 6-10 წუთის განმავლობაში 1, 8, 15, 22 დღეებში, რასაც მოჰყვება ცისპლატინი 100 მგ/მ2, შეყვანილი ციკლის 1 დღეს, რომელიც მეორდება ყოველ 4 კვირაში (VCis).
გადარჩენის მონაცემები, მედიანური დრო პროგრესირებამდე და რეაგირების სიხშირე კვლევის ორი ჯგუფისთვის ილუსტრირებულია შემდეგ ცხრილში:
TCis n = 408
VCis n = 404
სტატისტიკური ანალიზი
საერთო გადარჩენა (პირველადი საბოლოო წერტილი):
საშუალო გადარჩენა (თვეები)
1-წლის გადარჩენა (%)
2-წლის გადარჩენა (%)
- 3
46
21
- 1
41
14
საფრთხის კოეფიციენტი: 1.122
[97.2 % CI: 0.937; 1.342]*
მკურნალობის განსხვავება: 5.4 % [95 % CI: …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
დანართი ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის
აქვიდოქსი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
დოცეტაქსელი
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. თავი 4.
რას მოიცავს ეს დანართი-ფურცელი
რას წარმოედგენს და რისთვის გამოიყენება აქვიდოქსი
რა უნდა იცოდეთ აქვიდოქსის მიღებამდე.
როგორ გამოვიყენოთ აქვიდოქსი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ შეინახოთ აქვიდოქსი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოედგენს და რისთვის გამოიყენება აქვიდოქსი
ამ პრეპარატის დასახელებაა აქვიდოქსი. მისი გავრცელებული სახელია დოცეტაქსელი. დოცეტაქსელი არის სუბსტანცია, რომელიც მიიღება ურთხელის ხის წიწვებისგან.
დოცეტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ტაქსოიდები.
აქვიდოქსი ინიშნება ექიმის მიერ სარძევე ჯირკვლის კიბოს, ფილტვის კიბოს სპეციალური ფორმების (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო), პროსტატის კიბოს, კუჭის კიბოს ან თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ:
სარძევე ჯირკვლის გავრცელებული კიბოს მკურნალობისთვის აქვიდოქსი შეიძლება დაინიშნოს ცალკე ან დოქსორუბიცინთან, ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან ერთად.
სარძევე ჯირკვლის ადრეული სტადიის კიბოს მკურნალობისთვის ლიმფური კვანძების ჩართულობით ან მის გარეშე, აქვიდოქსი შეიძლება დაინიშნოს დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან ერთად.
ფილტვის კიბოს მკურნალობისთვის, აქვიდოქსი შეიძლება დაინიშნოს ცალკე ან ცისპლატინთან ერთად.
პროსტატის კიბოს სამკურნალოდ აქვიდოქსი ინიშნება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან ერთად.
კუჭის მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ აქვიდოქსი ინიშნება ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან ერთად.
თავისა და კისრის კიბოს სამკურნალოდ აქვიდოქსი ინიშნება ცისპლატინთან და 5-ფტორურაცილთან ერთად.
რა უნდა იცოდეთ აქვიდოქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ აქვიდოქსი
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დოცეტაქსელის ან აქვიდოქსის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
თუ თქვენი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აქვიდოქსით ყოველი მკურნალობის წინ თქვენ ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი მკურნალობისთვის აუცილებელი სისხლის უჯრედების რაოდენობის და ღვიძლის ფუნქციის დასადგენად. სისხლის თეთრი უჯრედების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გამოგივლინდეთ თანმხლები ცხელება ან ინფექცია.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ გამოგივლინდათ ტკივილი ან მომატებული მგრძნობელობა მუცლის არეში, დიარეა, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, სისხლი განავალში ან ცხელება. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის სერიოზული ტოქსიკურობის პირველი ნიშნები, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური. ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს ეს ჩივილები.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანექთანს, თუ გაქვთ მხედველობის პრობლემები. თუ თქვენ გაქვთ მხედველობის პრობლემები, კერძოდ, მხედველობის დაბინდვა, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროთ თვალის და მხედველობის გამოკვლევა.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ გქონიათ ალერგიული რეაქციები პაკლიტაქსელით მკურნალობის დროს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ გაქვთ პრობლემები გულის მხრივ.
თუ თქვენ გაქვთ ფილტვების მწვავე დაავადებები ან ფილტვების პრობლემების გაუარესება (ცხელება, ქოშინი ან ხველა), დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ექიმმა შეიძლება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მკურნალობა.
აქვიდოქსის მიღებამდე 1 დღით ადრე თქვენ ჩაგიტარდებათ პერორალური კორტიკოსტეროიდის, როგორიცაა დექსამეტაზონი, მიღების სახით, რომელიც გაგრძელდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 დღის განმავლობაში, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ზოგიერთი არასასურველი ეფექტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს აქვიდოქსის ინფუზიის შემდეგ, კერძოდ: ალერგიული რეაქციები და სითხის შეკავება (ხელების, ფეხების, ტერფების შეშუპება ან წონის მომატება).
მკურნალობის დროს შეიძლება დაგენიშნოთ სხვა მედიკამენტები, რომლებიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სისხლის უჯრედების სათანადო რაოდენობა.
არსებობს შეტყობინებები დოცეტაქსელით მკურნალობის დროს კანის მძიმე დაავადებების, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP):
SJS/TEN-ის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ბუშტუკებს, აქერცვლას ან სისხლდენას კანზე (ტუჩების, თვალების, პირის ღრუს, ცხვირის, სასქესო ორგანოების, ხელების და ტერფების ჩათვლით) გამონაყარით ან მის გარეშე. ამავდროულად, შეიძლება გქონდეთ გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან კუნთების ტკივილი.
AGEP-ის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს წითელ, ქერცლიან, ფართოდ გავრცელებულ გამონაყარს შეშუპებულ კანზე გამონაყარით (კანის ნაკეცების, ტანისა და ზედა კიდურების ჩათვლით) და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება.
თუ თქვენ გამოგივლინდათ კანის მძიმე რეაქციები ზემოთ ჩამოთვლილი რეაქციების ჩათვლით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე აქვიდოქსით მკურნალობის დაწყებამდე.
აქვიდოქსი შეიცავს ალკოჰოლს. მიმართეთ ექიმს, თუ ხართ ალკოჰოლზე დამოკიდებული, გაქვთ ეპილეფსია ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ასევე იხილეთ თავი "აქვიდოქსი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს)" ქვემოთ.
აქვიდოქსის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის გაცემული ექიმის დანიშნულების გარეშე. იმიტომ, რომ აქვიდოქსმა სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში შეიძლება არ გამოავლინოს მოსალოდნელი ეფექტი და შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
ალკოჰოლმა, რომელიც შეედის პრეპარატის შემადგენლობაში, შეიძლება შეცვალოს სხვა მედიკამენტების მოქმედება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
ნებისმიერი წამლის მიიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
აქვიდოქსი არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი მკაფიუდ არის დანიშნული ექიმის მიერ.
ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდში არ უნდა დაორსულდეთ და უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი, რადგან აქვიდოქსი შეიძლება საშიში იყოს მუცლად მყოფი ბავშვისთვის. თუ ორსულობა დადგინდა მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს.
აქვიდოქსით მკურნალობის დროს არ შიძლება ძუძუთი კვება.
მამაკაცებს, რომლებიც მკურნალობენ აქვიდოქსით, უნდა მიეცეს რჩევა არ დაგეგმონ შვილოსნობა მკურნალობის პერიოდში და 6 თვის განმავლობაში მკუნალობის შემდეგ და მკურნალობის დაწყებამდე გაიარონ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციის შესახებ, რადგან დოცეტაქსელმა შეიძლება იმოქმედოს მამაკაცის ნაყოფიერებაზე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
პრეპარატში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიკური დანადგაების მართვის უნარზე. შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას იქონიებს მოახდინოს ავტომობილის მართვის, ხელსაწყოების გამოყენების ან მექანიკურ დანადგაებთან მუშაობის უნარზე (იხილეთ თავ ი4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). თუ განგივითარდათ ზემოაღნიშნული მდგომარეობები, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მექანიკურ დანადგაები ექიმთან, ექთანთან ან ფარმაცევტთან განხილვის გარეშე.
აქვიდოქსი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლი)
ფლაკონი 1 მლ:
სამკურნალო საშუალება შეიცავს 50 მოც% ეთანოლს (ალკოჰოლს) - 395 მგ-მდე (0,5 მლ) თითო ფლაკონში, რაც ექვივალენტურია 10 მლ ლუდის ან 4 მლ ღვინის.
ფლაკონი 4 მლ:
სამკურნალო საშუალება შეიცავს 50 მოც% ეთანოლს (ალკოჰოლს) - 1580 მგ-მდე (2 მლ) თითო ფლაკონში, რაც ექვივალენტურია 40 მლ ლუდის ან 17 მლ ღვინის.
საზიანოა ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანებისთვის.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ორსული ან მეძუძური ქალები, ბავშვები და მაღალი რისკის ჯგუფები, როგორიცაა ღვიძლის დაავადების ან ეპილეფსიის მქონე პაციენტები.
ამ პრეპარატში ალკოჰოლის რაოდენობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს თავის და ზურგის ტვინს).
როგორ გამოვიყენოთ აქვიდოქსი
აქვიდოქსის შეყვანა ხდება სამედიცინო პერსონალის მიერ.
ჩვეულებრივი დოზა
დოზა დამოკიდებულია თქვენს წონაზე და ზოგად მდგომარეობაზე. თქვენი ექიმი გამოთვლის თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობს კვადრატულ მეტრებში (მ²) და დაადგენს დოზას, რომელიც უნდა მიიღოთ.
გამოყენების გზა და მეთოდი
აქვიდოქსის შეყვანა ხდება ინფუზიის სახით ერთ-ერთ ვენაში (ინტრავენურად). ინფუზია გაგრძელდება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, რომლის დროსაც თქვენ იქნებით საავადმყოფოში.
მიღების სიხშირე
თქვენ ჩვეულებრივ მიიღებთ ინფუზიას 3 კვირაში ერთხელ.
ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა და დოზირების სიხშირე თქვენი სისხლის ანალიზის, ზოგადი მდგომარეობის და აქვიდოქსზე თქვენი რეაქციის მიხედვით. კერძოდ, შეატყობინეთ ექიმს თუ გაქვთ დიარეა, წყლულები პირის ღრუში, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, ცხელება და წარუდგინეთ მას სისხლის ანალიზის შედეგები. ეს ინფორმაცია საშუალებას მისცემს ექიმს გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა დოზის შემცირება.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თქვენი ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს და აგიხსნით თქვენი მკურნალობის პოტენციურ რისკებსა და სარგებელს.
მხოლოდ აქვიდოქსის მიღების შემთხვევაში ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა ისეთი გვერდითი მობლენები, როგორც სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, წყლულები პირის ღრუში, დიარეა და დაღლილობის შეგრძნება.
აქვიდოქსის გვერდითი ეფექტების სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს აქვიდოქსის სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად მიღებისას.
საავადმყოფოში ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტპაციენტში):
სიწითლე, რეაქციები კანის მხრივ, ქავილი,
შებოჭილობა გულმკერდის არეში; სუნთქვის გაძნელება,
ცხელება ან შემცივნება,
ზურგის ტკივილი,
დაბალი არტერიული წნევა.
შეიძლება განვითარდეს უფრო მძიმე რეაქციები.
თუ თქვენ გქონდათ ალერგიული რეაქცია პაკლიტაქსელზე, შესაძლოა გქონდეთ ალერგიული რეაქცია დოცეტაქსელზეც, რომელიც შეიძლება უფრო მძიმე იყოს.
მკურნალობის დროს საავადმყოფოს პერსონალი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას. დაუყოვნებლივ აცნობეთ მათ, თუ შეამჩნევთ ასეთ რეაქციას.
აქვიდოქსის ინფუზიებს შორის შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები, რომელთა სიხშირე დამოკიდებულია მიღებული პრეპარატების კომბინაციაზე.
ძალიან ხშირი ( შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს):
ინფექციები, სისხლის წითელი უჯრედების (ანემია) ან ლეიკოციტების (რომლებიც მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
ცხელება: თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს
ზემოთ აღწერილი ალერგიული რეაქციები
მადის დაქვეითება (ანორექსია)
უძილობა
დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება ან ტკივილი სახსრებში ან კუნთებში
თავის ტკივილი
გემოს შეგრძნების ცვლილება
თვალის ანთება ან თვალების გაძლიერებული ცრემლდენა
ლიმფური დრენაჟის დარღვევით გამოწვეული შეშუპება
ქოშინი
სურდო; ყელის და ცხვირის ანთება; ხველა
სისხლდენა ცხვირიდან
წყლულები პირის ღრუში
დარღვევები კუჭის მხრივ, მათ შორის გულისრევა, ღებინება და დიარეა, ყაბზობა
მუცლის ტკივილი
საჭმლის მონელების დარღვევა
თმის ცვენა: უმეტეს შემთხვევაში ნორმალური თმის ზრდა უნდა აღდგეს. ზოგიერთ შემთხვევაში (სიხშირე უცნობია) აღინიშნა მუდმივი ალოპეცია
ხელისგულების ან ტერფების სიწითლე და შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა (ასე შეიძლება მოხდეს ხელებზე, სახეზე ან სხეულზე)
ცვლილება ფრჩხილების ფერში, რამაც შეიძლება მისი გაყოფა გამოიწვიოს
კუნთების ტკივილები; ზურგის ტკივილი ან ძვლის ტკივილი
მენსტრუაციის ციკლის ცვლილება ან არარსებობა
ხელების, ფეხების, ტერფების შეშუპება
დაღლილობა; ან გრიპის მსგავსი სიმპტომები
წონის მომატება ან დაკლება
ზედა სასუნთქი გზების ინფექცია.
ხშირი ( შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1 პაციენტს):
პირის ღრუს კანდიდოზი
გაუწყლოება
თავბრუსხვევა
სმენის დაქვეითება
არტერიული წნევის დაქვეითება; არარეგულარული ან აჩქარებული გულისცემა
გულის უკმარისობა
ეზოფაგიტი
პირის სიმშრალე
გაძნელებული ან მტკივნეული ყლაპვა
სისხლდენა
ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების ზრდა (რაც მოითხოვს რეგულარულ სისხლის ანალიზებს)
სისხლში შაქრის დონის მატება (დიაბეტი)
სისხლში კალიუმის, კალციუმის და/ან ფოსფატის შემცირება.
არახშირი ( შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 პაციენტს):
გულის წასვლა
კანის რეაქციები ინექციის ადგილზე, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება
თრომბოზი
მწვავე მიელოიდური ლეიკემია და მიელოდისპლასტიკური სინდრომი (სისხლის კიბო) შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ დოცეტაქსელს კიბოს სამკურნალო ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
იშვიათი ( შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 პაციენტს):
მსხვილი და წვრილი ნაწლავის ანთება, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს (სიხშირე უცნობია); ნაწლავის პერფორაცია.
სიხშირე უცნობია ( არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):
ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ფილტვების ანთება, რომელიც იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას. ფილტვების ანთება ასევე შეიძლება განვითარდეს როდესაც დოცეტაქსელი ინიშნება რადიოთერაპიასთან ერთად)
პნევმონია (ფილტვის ინფექცია)
ფილტვის ფიბროზი (ფილტვების ნაწიბურები და გამკვრივება ქოშინით)
მხედველობის დაბინდვა თვალის ბადურის შეშუპების გამო (ცისტოიდური მაკულარული შეშუპება)
სისხლში ნატრიუმის და/ან მაგნიუმის დონის დაქვეითება (ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა)
პარკუჭოვანი არითმია ან პარკუჭოვანი ტაქიკარდია (გამოიხატება როგორც არარეგულარული და/ან სწრაფი გულისცემა, ძლიერი ქოშინი, თავბრუსხვევა და/ან გულისცემა). ამ სიმპტომებიდან ზოგიერთი შეიძლება იყოს სერიოზული. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს
რეაქციები წინა ინექციის ადგილზე
არაჰოჯკინის ლიმფომა (კიბო, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას) და სხვა სიმსივნეები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ დოცეტაქსელს კიბოს საწინააღმდეგო ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) (ბუშტუკები, აქერცვლა ან სისხლდენა კანის ნებისმიერ ადგილას (მათ შორის ტუჩები, თვალები, პირი, ცხვირი, სასქესო ორგანოები, ხელები ან ფეხები) გამონაყარით ან მის გარეშე. ამავდროულად, შეიძლება გქონდეთ გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება ან კუნთების ტკივილი.)
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) (წითელი, ქერცლიანი ფართოდ გავრცელებული გამონაყარი შეშუპებული კანის ქვეშ (კანის ნაკეცების, ტანის და ზედა კიდურების ჩათვლით) და ბუშტუკებით, რასაც თან ახლავს ცხელება).
სიმსივნის ლიზისის სინდრომი არის სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზში ისეთი ცვლილებებით, როგორიცაა შარდმჟავას, კალიუმის, ფოსფორის დონის მატება და კალციუმის დონის დაქვეითება; და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა კრუნჩხვა, თირკმელების უკმარისობა (შარდის მცირე რაოდენობა და მუქი შეფერილობა) და გულის რითმის დარღვევა. თუ გამოგივლინდათ არნიშნული მოვლენები, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
მიოზიტი (კუნთების ანთება - გაცხელება, სიწითლე და შეშუპება - რაც იწვევს კუნთების ტკივილს და სისუსტეს)
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ თქვენ განგივითარდათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანექთანს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამდანართ ფურცელში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
როგორ შეინახოთ აქვიდოქსი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარე კოლოფზე და ფლაკონის ეტიკეტზე „ვარგისიანობის ვადის“ (EXP.) შემდეგ. ვადის გასვლის თარიღში იგულიხმeბა თვის ბოლო დღე.
ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
არ გაიყინოთ.
არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს იმ მედიკამენტების განადგურება, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
აქტიური ნივთიერებაა დოცეტაქსელი. კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს 20 მგ დოცეტაქსელს.
სხვა ინგრედიენტები: პოლისორბატი 80, უწყლო ეთანოლი (იხ. თავი 2) და ლიმონმჟავა.
აქვიდოქსის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
აქვიდოქსი კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსმზადებლად არის გამჭვირვალე, ყვითელიდან მოყავისფრო-მოყვითალო ფერამდე ზეთოვანი ხსნარი.
თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს 1 მლ კონცენტრატით (20 მგ დოცეტაქსელი).
თითოეული კოლოფი შეიცავს ერთ ფლაკონს 4 მლ კონცენტრატით (80 მგ დოცეტაქსელი).
ყველა ზომის შეფუთვა არ არის ხელმისაწვდომი ბაზარზე.
გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პრეპარატის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N°3 რეცეპტით.
სავაჭრო უფლებების მფლობელი
შპს ავერსი-რაციონალი.
თბილისი, 0198 საქართველო, დავით კობახიძის ქ. 33
მწარმოებელი:
შპს აქვიდა, ვერკშტრასე 21
23942 დასოვ, გერმანია
ბაზარზე რეალიზაციის ნებართვის გამცემი:
შპს აქვიდა
კაიზერ-ვილჰელმის ქ. 89
20355 ჰამბურგი, გერმანია
დანართი ფურცელის ბოლო განახლება 06/2023
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის:
აქვიდოქსი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მომზადების ინსტრუქცია
აქვიდოქსის საინფუზიო ხსნარის მომზადებამდე მნიშვნელოვანია, რომ სრულად გაეცნოთ ამ სახელმძღვანელოს შინაარსს.
რეკომენდაციები უსაფრთხო გამოყენებისთვის
დოცეტაქსელი არის ანტინეოპლასტიური პრეპარატი და, ისევე როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნაერთების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხსნარების გამოყენებისა და მომზადების დროს. რეკომენდირებულია ხელთათმანების გამოყენება.
თუ კონცენტრატი ან საინფუზიო ხსნარი მოხვდება კანთან კონტაქტში, დაუყოვნებლივ, კარგად ჩამოიბანეთ იგი საპნითა და წყლით. ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კარგად ჩამოიბანეთ იგი წყლით.
მომზადება ინტრავენური შეყვანისთვის
საინფუზიო ხსნარის მომზადება
არ გამოიყენოთ სხვა დოცეტაქსელის შემცველი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შედგება 2 ფლაკონისგან (კონცენტრატი და გამხსნელი) ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აქვიდოქსი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს 1 მლ (20 მგ/1 მლ).
აქვიდოქსი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად შეიცავს მხოლოდ 1 ფლაკონს 4 მლ (80 მგ/4 მლ).
აქვიდოქსი 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად არ საჭიროებს წინასწარ გაზავებას გამხსნელით და მზად არის საინფუზიო ხსნარში დასამატებლად.
თითოეული ფლაკონი არის ერთჯერადი გამოყენებისთვის. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით კონცენტრატი უნდა იქნას გამოყენებული გახსნისთანავე. თუ პრეპარატი დაუყოვნებლივ არ იქნა გამოყენებული, პასუხისმგებლობა გამოყენებამდე შენახვის დროსა და პირობებზე ეკისრება მომხმარებელს და, როგორც წესი, არ აღემატება 24 საათს 2-დან 8 °C ტემპერატურაზე.
ფლაკონის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა პირველი გახსნის შემდეგ ნაჩვენებია 4 კვირის განმავლობაში 2-დან 8 °C -მდე.
შეიძლება საჭირო გახდეს კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ერთზე მეტი ფლაკონის გამოყენება პაციენტისთვის საჭირო დოზის მისაღებად.
ასეპტიკურ პირობებში ამოიღეთ კონცენტრატის საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად საჭირო რაოდენობა კალიბრირებული შპრიცის გამოყენებით, რომელიც აღჭურვილია 21 G ნემსით.
აქვიდოქსი 20 მგ/1 მლ ფლაკონში დოცეტაქსელის კონცენტრაცია შეადგენს 20 მგ/მლ. აქვიდოქსი 80 მგ/4 მლ ფლაკონში დოცეტაქსელის კონცენტრაცია შეადგენს 20 მგ/მლ.
შემდეგ შეიყვანეთ ერთჯერადი ინექციის სახით (ერთი შეშხურება) საინფუზიო პაკეტში ან ფლაკონში, რომელიც შეიცავს 5% გლუკოზის ხსნარს ან 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის 250 მლ საინფუზიო ხსნარს. თუ საჭირო დოზა აჭარბებს დოცეტაქსელის 190 მგ-ს, გამოიყენეთ საინფუზიო ხსნარის უფრო დიდი მოცულობა ისე, რომ დოცეტაქსელის კონცენტრაცია არ აღემატებოდეს 0,74 მგ/მლ.
შეანჯღრიეთ საინფუზიო პაკეტი ან ფლაკონი რყევითი მოძრაობით.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, რეკონსტრუქცია/განზავება უნდა მოხდეს კონტროლირებად და ასეპტიკურ პირობებში და საინფუზიო ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ. თუ პრეპარატი არ იქნა გამოყენებული დაუყოვნებლივ, შენახვის პირობებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს და, როგორც წესი, ის არ აღემატება 24 საათს 2-დან 8 °C ტემპერატურაზე.
გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია პოლიოლეფინის პარკებში 72 საათის განმავლობაში 2-დან 8°C-მდე და 8 საათის განმავლობაში 25°C-მდე ტემპერატურაზე. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტის დრო ძალიან მცირეა, სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია მხოლოდ ისეთი მილების და შეყვანის კომპლექტების გამოყენება, რომლებიც არ შეიცავს PVC -ს.
აქვიდოქსი საინფუზიო ხსნარი არის ზეგაჯერებული და შეიძლება დროთა განმავლობაში კრისტალიზდეს. კრისტალები გაჩენის შემთხვევაში, ხსნარის გამოყენება დაუშვებელია და იგი უნდა განადგურდეს.
როგორც ყველა პარენტერალური პროდუქტის შემთხვევაში, საინფუზიო ხსნარი გამოყენებამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს, იმ შემთხვევაში თუ ხსნარი შეიცავს ნალექს, იგი უნდა განადგურდეს.
განადგურება:
განზავებისა და შეყვანისთვის გამოყენებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს სტანდარტული პროცედურების შესაბამისად. არ გადააგდოთ მედიკამენტები კანალიზაციაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


