პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

ატორვასტატინი

Atorvastatin

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

ატორვასტატინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სტატინებს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში ლიპიდების (ცხიმების) დონის მარეგულირებელ პრეპარატებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ატორვასტატინი (atorvastatin)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
მწარმოებელი
CP Pharmaceuticals Ltd, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
C10AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-025622
რეგისტრირებულია
26 ივნისი 2018, მოქმედებს 26 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაატორვასტატინი და სხვა წამალი ერთად

ატორვასტატინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ატორვასტატინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სტატინებს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში ლიპიდების (ცხიმების) დონის მარეგულირებელ პრეპარატებს. ატორვასტატინი გამოიყენება სისხლში ლიპიდების, როგორიცაა ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, დონის დასაქვეითებლად, როცა მხოლოდ დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობითა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი არ იძლევა სათანადო შედეგს. ატორვასტატინი, ასევე, გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან გულის დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფს, მაშინაც კი, როცა ქოლესტერინის დონე სისხლში ნორმალურია. მკურნალობის დროს რეკომენდებულია დაბალი ქოლესტერინის შემცველობის დიეტის დაცვა.

მიღების წესი და დოზირება

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტაზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის პერიოდშიც.

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში და 10 წელზე ასაკის ზემოთ ბავშვებში შეადგენს 10 მგ ატორვასტატინის ტაბლეტს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ. დოზის კორექცია უნდა მოხდეს ინტერვალით: 4 ან მეტი კვირა. ატორვასტატინის ტაბლეტების მაქსიმალური დოზა მოზრდილებში არის 80 მგ ერთხელ დღეში და ბავშვებში - 20 მგ ერთხელ დღეში.

ატორვასტატინის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად და მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. სასურველია ტაბლეტის მიღება ერთსა და იმავე დროს.

ატორვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

საჭიროა ექიმთა კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ატორვასტატინის ტაბლეტების მოქმედების ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია.

ატორვასტატინის ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით ატორვასტატინის ტაბლეტების ჭარბი დოზის (დღიურ დოზაზე მეტი) მიღებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა.

ატორვასტატინის ტაბლეტების დოზის გამოტოვებისას:

დოზის გამოტოვებისას საჭიროა შემდეგი დოზის მიღება დანიშნულების მიხედვით.

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ატორვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტა

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ატორვასტატინის, სისხლში ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ღვიძლზე;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები;

თუ პაციენტი რეპროდუქციული ასაკის ქალია და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებებს;

თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან გეგმავს ფეხმძიმობას;

ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხილის ზომები

ატორვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტი იღებს ან იღებდა მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ფუზიდინის მჟავას (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ), პერორალურად ან ინექციის სახით უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში. ფუზიდინის მჟავისა და ატორვასტატინის ტაბლეტების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მძიმე დაავადება (რაბდომიოლიზი);

თუ პაციენტს გადატანილი აქვს ჰემორაგიული ინსულტი (თავის ტვინში სისხლჩაქცევა), ან თავის ტვინში აღენიშნება სითხით სავსე ჯიბეები გადატანილი ინსულტის შედეგად;

თუ პაციენტს თირკმელების პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

თუ პაციენტს აღენიშნებოდა კუნთების განმეორებით ან აუხსნელი ხასიათის ტკივილები, პირად ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება კუნთების დაავადებები;

თუ პაციენტს ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა მედიკამენტებით (სხვა “სტატინებით” ან “ფიბრატებით”) მკურნალობის დროს აღენიშნებოდა კუნთების პრობლემები;

თუ პაციენტი რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა;

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ

პაციენტს სუნთქვის მძიმე უკმარისობა აქვს.

კუნთების სისუსტე

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ კუნთების სისუსტე მუდმივი ხასიათისაა. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევების ჩატარება დიაგნოზის დასასმელად და დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა სამკურნალოდ.

ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, საჭიროა სისხლის ანალიზების შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარება. კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების, ე.წ. რაბდომიოლიზის, განვითარების რისკი იზრდება სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად მიღების დროს (პარაგრაფი 2 “სხვა მედიკამენტები და ატორვასტატინის ტაბლეტები”).

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, თუ მას აქვს დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფშია. დიაბეტის განვითარების რისკი მოიცავს სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალ დონეს, ჭარბ წონასა და მაღალ არტერიულ წნევას

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

ატორვასტატინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე როგორც, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ატორვასტატინზე. ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოვლინდეს ერთ-ერთი ან ორივე მედიკამენტის მოქმედების ეფექტურობის დაქვეითებით. გარდა ამისა, შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების ან მათი სიმძიმის რისკი, მათ შორის რაბდომიოლიზის განვითარების რისკი (დეტალური ინფორმაცია მოცემულია მე-4 პარაგრაფში):

თუ პაციენტს ესაჭიროება ფუზიდინის მჟავის პერორალურად მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როდის უნდა განახლდეს ატორვასტატინით მკურნალობა. ატორვასტატინისა და ფუზიდინის მჟავის ერთდროულმა მიღებამ იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და ტკივილი (ე.წ. რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. მე-4 პარაგრაფი.

მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემის მოქმედებას, მაგ.: ციკლოსპორინი;

გარკვეული ანტიიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ.: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი, რიფამპინი, ფუზიდინის მჟავა;

ლიპიდების დონის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტები, მაგ.: გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, ქოლესტიპოლი;

კალციუმის არხის ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის ან მაღალი არტერიული წნევის დროს, მაგ.: ამლოდიპინი, დილტიაზემი; გულის რიტმის მარეგულირებელი პრეპარატები, მაგ.: დიგოქსინი, ვერაპამილი, ამიოდარონი;

აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირის/რიტონავირის კომბინაცია და ა.შ.;

სხვა მედიკამენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ატორვასტატინთან, მათ შორის ეზეტიმიბი (აქვეითებს ქოლესტერინის დონეს), ვარფარინი (აქვეითებს სისხლის შედედებას), პერორალური კონტრაცეპტივები, სტირიპენტოლი (ეპილეფსიის სამკურნალო ანტიკონვულსანტი), ციმეტიდინი (გამოიყენება გულძმარვისა და პეპტიური წყლულის დროს), ფენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი), კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის დროს), ანტაციდები (ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდები, გამოიყენება დისპეფსიის დროს) და ბოცეპრევირი (გამოიყენება C ჰეპატიტის დროს;)

ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები: კრაზანა;

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ატორვასტატინის მიღების წესი მოცემულია მე-3 პარაგრაფში.

საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინება:

გრეიფრუტის წვენი

არ არის რეკომენდებული დღეში ერთ ან ორ პატარა ჭიქაზე მეტი გრეიფრუტის წვენის მიღება, რადგან გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ატორვასტატინის ეფექტზე.

ალკოჰოლი

არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს. დეტალები მოცემულია მე-2 პარაგრაფში: “რა უნდა იცოდეს პაციენტმა ატორვასტატინის ტაბლეტების მიღებამდე”.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

არ შეიძლება ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის დროს.

არ შეიძლება ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება შესაძლო ფეხმძიმობის დროს, თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეპციის საიმედო საშუალებებს.

არ შეიძლება ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება ძუძუთი კვების დროს.

ატორვასტატინის ტაბლეტების უსაფრთხოება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ჩევულებრივ, ამ მედიკამენტს არ აქვს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას მოახდენენ მართვის უნარზე. ასეთ შემთხვევებში არ არის მიზანშეწონილი ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი იშვიათი, მაგრამ სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენა, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებას:

იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-დან 10-მდე პაციენტში:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ენისა და ხორხის შეშუპებას და შედეგად, სუნთქვის გაძნელებას;

მძიმე დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის შესივებითა და აქერცვლით, კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნითა და ცხელებით. კანზე შეიძლება განვითარდეს მოვარდისფრო-წითელი ერითემატოზული ლაქები, განსაკუთრებით, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, რომლებიც ბუშტუკებად გარდაიქმნება.

კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა ან ტკივილი და ამავდროულად, ცუდად ყოფნის შეგრძნება და მაღალი ცხელება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დესტრუქციით. კუნთების პათოლოგიური დესტრუქცია ატორვასტატინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ხშირად თავისით არ გადის, შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება.

ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

უეცრად განვითარებული სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, რომლებიც შეიძლება ღვიძლის დაზიანების შედეგი იყოს. ამ დროს საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.

ატორვასტატინის ტაბლეტების სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში) მოიცავს:

ცხვირის გასავლების ანთება, ყელის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან;

ალერგიული რექციები

შაქრის დონის მომატება სისხლში (თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, საჭიროა სისხლის შაქრის კონტროლი), სისხლში კრეატინკინაზის დონის მატება;

თავის ტკივილი;

გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა;

სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი;

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები.

არახშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-დან 1-10 პაციენტში) მოიცავს:

ანორექსია (მადის დაკარგვა), წონაში მატება, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, საჭიროა სისხლის შაქრის კონტროლი);

ღამის კოშმარები, უძილობა;

თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელისა და ფეხის თითებში, ტკივილისა და შეხების გრძნობის დაქვეითება, გემოვნების შეცვლა, მეხსიერების დაკარგვა;

მხედველობის დაბინდვა;

ყურებში ან თავში ხმაურის შეგრძნება;

ღებინება, ბოყინი, მუცლის ტკივილი ზედა და ქვედა ნაწილში, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რომელიც მულის ტკივილს იწვევს);

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);

გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა;

კისრის ტკივილი, კუნთების სისუსტე;

სისუსტე, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გულმკერდის ტკივილი, კოჭების შეშუპება, ტემპერატურის მომატება;

შარდში ლეიკოციტების არსებობა.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში) მოიცავს:

მხედველობის დარღვევა;

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები;

ქოლესტაზი (კანისა და სკლერების სიყვითლე);

მყესების დაზიანება

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10,000-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

ალერგიული რეაქცია – სიმპტომები მოიცავს უეცრად განვითარებულ ხმაურიან სუნთქვას, გულმკერდის არეში ტკივილს ან მოჭერის შეგრძნებას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, კოლაფსს;

სმენის დაკარგვა;

გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებსა და ქალებში).

შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ზოგიერთი სტატინების (იმავე ტიპის მედიკამენტების) მიღების დროს:

სექსუალური დარღვევები;

დეპრესია;

სუნთქვის პრობლემები, მათ შორის, მუდმივი ხასიათის ხველა და/ან სუნთქვის უკმარისობა ან ცხელება;

დიაბეტი, უფრო ხშირად ვითარდება სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალი დონის, ჭარბწონიანობისა და მაღალი არტერიული წნევის დროს. ამ მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

გაერთიანებული სამეფო: ყვითელი ბარათის სქემა

ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდია: HPRA ფარმაკოზედამხედველობა

ერლსფორტ ტერასა, IRL - დუბლინი 2;

ტელ.: +353 1 6764971; ფაქსი: +353 1 6762517;

ვებ-გვერდი: www.hpra.ie

ელ-ფოსტა: medsafetyhpra.ie

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია ატორვასტატინის ტაბლეტების გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ატორვასტატინის აპკით შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს

აქტიური ნივთიერებაა ატორვასტატინი.

თითოეული 10 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით);

თითოეული 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით);

თითოეული 40 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით);

თითოეული 80 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით);

ატორვასტატინის აპკით შემოგარსული ტაბლეტების დამხმარე ნივთიერებებია:

ნატრიუმის ლაურილის სულფატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის უწყლო კარბონატი, მანიტოლი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.

ატორვასტატინის აპკიანი გარსი შეიცავს ჰიპრომელოზას, მიკროკრისტალურ ცელულოზას და სტეარის მჟავას.

ატორვასტატინის ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა:

ატორვასტატინის აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, ოვალური, ორმხრივამობურცული ტაბლეტები. ცალ მხარეს აღნიშნულია 10, 20, 40 ან 80 და მეორე მხარე სადაა.

ატორვასტატინის ტაბლეტები, თითოეული დოზირების ფორმით, მოთავსებულია ბლისტერებზე და შეფუთვა შეიცავს 28 ტაბლეტს.

A

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Wockhardt UK Ltd, Ash Road North,

Wrexham, LL 13 9 UF, UK

ვოკჰარდტ იუ ქეი ლტდ, ეშ როუდ ნორსი,

ვრექსჰემი, LL 13 9 UF, გაერთიანებული სამეფო

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ატორვასტატინი 10 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ატორვასტატინი 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ატორვასტატინი 40 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ატორვასტატინი 80 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

Atorvastatine

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას, საჭიროა მიმართვა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის გადაცემა. ეს შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ატორვასტატინის ტაბლეტები და მათი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ატორვასტატინის ტაბლეტების მიღებამდე;

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ატორვასტატინის ტაბლეტების შენახვის წესი;

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ატორვასტატინის ტაბლეტები და მათი გამოყენება

ატორვასტატინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სტატინებს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში ლიპიდების (ცხიმების) დონის მარეგულირებელ პრეპარატებს. ატორვასტატინი გამოიყენება სისხლში ლიპიდების, როგორიცაა ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, დონის დასაქვეითებლად, როცა მხოლოდ დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობითა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი არ იძლევა სათანადო შედეგს. ატორვასტატინი, ასევე, გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებიც მიეკუთვნებიან გულის დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფს, მაშინაც კი, როცა ქოლესტერინის დონე სისხლში ნორმალურია. მკურნალობის დროს რეკომენდებულია დაბალი ქოლესტერინის შემცველობის დიეტის დაცვა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ატორვასტატინის ტაბლეტების მიღებამდე

დაუშვებელია ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ატორვასტატინის, სისხლში ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი);

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ღვიძლზე;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები;

თუ პაციენტი რეპროდუქციული ასაკის ქალია და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებებს;

თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან გეგმავს ფეხმძიმობას;

ძუძუთი კვების დროს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ატორვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტი იღებს ან იღებდა მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ფუზიდინის მჟავას (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ), პერორალურად ან ინექციის სახით უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში. ფუზიდინის მჟავისა და ატორვასტატინის ტაბლეტების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მძიმე დაავადება (რაბდომიოლიზი);

თუ პაციენტს გადატანილი აქვს ჰემორაგიული ინსულტი (თავის ტვინში სისხლჩაქცევა), ან თავის ტვინში აღენიშნება სითხით სავსე ჯიბეები გადატანილი ინსულტის შედეგად;

თუ პაციენტს თირკმელების პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

თუ პაციენტს აღენიშნებოდა კუნთების განმეორებით ან აუხსნელი ხასიათის ტკივილები, პირად ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება კუნთების დაავადებები;

თუ პაციენტს ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა მედიკამენტებით (სხვა “სტატინებით” ან “ფიბრატებით”) მკურნალობის დროს აღენიშნებოდა კუნთების პრობლემები;

თუ პაციენტი რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა;

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ

პაციენტს სუნთქვის მძიმე უკმარისობა აქვს.

კუნთების სისუსტე

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ კუნთების სისუსტე მუდმივი ხასიათისაა. შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევების ჩატარება დიაგნოზის დასასმელად და დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა სამკურნალოდ.

ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, საჭიროა სისხლის ანალიზების შემოწმება, რათა თავიდან იქნას აცილებული კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარება. კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების, ე.წ. რაბდომიოლიზის, განვითარების რისკი იზრდება სხვა გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად მიღების დროს (პარაგრაფი 2 “სხვა მედიკამენტები და ატორვასტატინის ტაბლეტები”).

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, თუ მას აქვს დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფშია. დიაბეტის განვითარების რისკი მოიცავს სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალ დონეს, ჭარბ წონასა და მაღალ არტერიულ წნევას

სხვა მედიკამენტები და ატორვასტატინის ტაბლეტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

ატორვასტატინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე, ისევე როგორც, სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ატორვასტატინზე. ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოვლინდეს ერთ-ერთი ან ორივე მედიკამენტის მოქმედების ეფექტურობის დაქვეითებით. გარდა ამისა, შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების ან მათი სიმძიმის რისკი, მათ შორის რაბდომიოლიზის განვითარების რისკი (დეტალური ინფორმაცია მოცემულია მე-4 პარაგრაფში):

თუ პაციენტს ესაჭიროება ფუზიდინის მჟავის პერორალურად მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როდის უნდა განახლდეს ატორვასტატინით მკურნალობა. ატორვასტატინისა და ფუზიდინის მჟავის ერთდროულმა მიღებამ იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და ტკივილი (ე.წ. რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. მე-4 პარაგრაფი.

მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემის მოქმედებას, მაგ.: ციკლოსპორინი;

გარკვეული ანტიიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ.: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი, რიფამპინი, ფუზიდინის მჟავა;

ლიპიდების დონის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტები, მაგ.: გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, ქოლესტიპოლი;

კალციუმის არხის ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის ან მაღალი არტერიული წნევის დროს, მაგ.: ამლოდიპინი, დილტიაზემი; გულის რიტმის მარეგულირებელი პრეპარატები, მაგ.: დიგოქსინი, ვერაპამილი, ამიოდარონი;

აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირის/რიტონავირის კომბინაცია და ა.შ.;

სხვა მედიკამენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ატორვასტატინთან, მათ შორის ეზეტიმიბი (აქვეითებს ქოლესტერინის დონეს), ვარფარინი (აქვეითებს სისხლის შედედებას), პერორალური კონტრაცეპტივები, სტირიპენტოლი (ეპილეფსიის სამკურნალო ანტიკონვულსანტი), ციმეტიდინი (გამოიყენება გულძმარვისა და პეპტიური წყლულის დროს), ფენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი), კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის დროს), ანტაციდები (ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდები, გამოიყენება დისპეფსიის დროს) და ბოცეპრევირი (გამოიყენება C ჰეპატიტის დროს;)

ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები: კრაზანა;

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ატორვასტატინის მიღების წესი მოცემულია მე-3 პარაგრაფში.

საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინება:

გრეიფრუტის წვენი

არ არის რეკომენდებული დღეში ერთ ან ორ პატარა ჭიქაზე მეტი გრეიფრუტის წვენის მიღება, რადგან გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ატორვასტატინის ეფექტზე.

ალკოჰოლი

არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს. დეტალები მოცემულია მე-2 პარაგრაფში: “რა უნდა იცოდეს პაციენტმა ატორვასტატინის ტაბლეტების მიღებამდე”.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

არ შეიძლება ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის დროს.

არ შეიძლება ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება შესაძლო ფეხმძიმობის დროს, თუ პაციენტი არ იყენებს კონტრაცეპციის საიმედო საშუალებებს.

არ შეიძლება ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება ძუძუთი კვების დროს.

ატორვასტატინის ტაბლეტების უსაფრთხოება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ჩევულებრივ, ამ მედიკამენტს არ აქვს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას მოახდენენ მართვის უნარზე. ასეთ შემთხვევებში არ არის მიზანშეწონილი ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღების წესი

ატორვასტატინის ტაბლეტების მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტაზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის პერიოდშიც.

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში და 10 წელზე ასაკის ზემოთ ბავშვებში შეადგენს 10 მგ ატორვასტატინის ტაბლეტს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ. დოზის კორექცია უნდა მოხდეს ინტერვალით: 4 ან მეტი კვირა. ატორვასტატინის ტაბლეტების მაქსიმალური დოზა მოზრდილებში არის 80 მგ ერთხელ დღეში და ბავშვებში - 20 მგ ერთხელ დღეში.

ატორვასტატინის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად და მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. სასურველია ტაბლეტის მიღება ერთსა და იმავე დროს.

ატორვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

საჭიროა ექიმთა კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ატორვასტატინის ტაბლეტების მოქმედების ეფექტი ძალიან სუსტი ან ძლიერია.

ატორვასტატინის ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით ატორვასტატინის ტაბლეტების ჭარბი დოზის (დღიურ დოზაზე მეტი) მიღებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა.

ატორვასტატინის ტაბლეტების დოზის გამოტოვებისას:

დოზის გამოტოვებისას საჭიროა შემდეგი დოზის მიღება დანიშნულების მიხედვით.

არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ატორვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტა

დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან ან მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი იშვიათი, მაგრამ სერიოზული ხასიათის გვერდითი მოვლენა, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს წამლის მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებას:

იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-დან 10-მდე პაციენტში:

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ენისა და ხორხის შეშუპებას და შედეგად, სუნთქვის გაძნელებას;

მძიმე დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის შესივებითა და აქერცვლით, კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნითა და ცხელებით. კანზე შეიძლება განვითარდეს მოვარდისფრო-წითელი ერითემატოზული ლაქები, განსაკუთრებით, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, რომლებიც ბუშტუკებად გარდაიქმნება.

კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა ან ტკივილი და ამავდროულად, ცუდად ყოფნის შეგრძნება და მაღალი ცხელება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დესტრუქციით. კუნთების პათოლოგიური დესტრუქცია ატორვასტატინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ხშირად თავისით არ გადის, შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება.

ძალიან იშვიათი: აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში:

უეცრად განვითარებული სისხლდენა ან სისხლჩაქცევები, რომლებიც შეიძლება ღვიძლის დაზიანების შედეგი იყოს. ამ დროს საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.

ატორვასტატინის ტაბლეტების სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი გვერდითი მოვლენები (აღინიშნება 100-დან 1-10 პაციენტში) მოიცავს:

ცხვირის გასავლების ანთება, ყელის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან;

ალერგიული რექციები

შაქრის დონის მომატება სისხლში (თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, საჭიროა სისხლის შაქრის კონტროლი), სისხლში კრეატინკინაზის დონის მატება;

თავის ტკივილი;

გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა;

სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი;

ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური მაჩვენებლები.

არახშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-დან 1-10 პაციენტში) მოიცავს:

ანორექსია (მადის დაკარგვა), წონაში მატება, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, საჭიროა სისხლის შაქრის კონტროლი);

ღამის კოშმარები, უძილობა;

თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელისა და ფეხის თითებში, ტკივილისა და შეხების გრძნობის დაქვეითება, გემოვნების შეცვლა, მეხსიერების დაკარგვა;

მხედველობის დაბინდვა;

ყურებში ან თავში ხმაურის შეგრძნება;

ღებინება, ბოყინი, მუცლის ტკივილი ზედა და ქვედა ნაწილში, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რომელიც მულის ტკივილს იწვევს);

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);

გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა;

კისრის ტკივილი, კუნთების სისუსტე;

სისუსტე, ცუდად ყოფნის შეგრძნება, გულმკერდის ტკივილი, კოჭების შეშუპება, ტემპერატურის მომატება;

შარდში ლეიკოციტების არსებობა.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10,000-დან 1-10 პაციენტში) მოიცავს:

მხედველობის დარღვევა;

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები;

ქოლესტაზი (კანისა და სკლერების სიყვითლე);

მყესების დაზიანება

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10,000-დან 1-მდე პაციენტში) მოიცავს:

ალერგიული რეაქცია – სიმპტომები მოიცავს უეცრად განვითარებულ ხმაურიან სუნთქვას, გულმკერდის არეში ტკივილს ან მოჭერის შეგრძნებას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, კოლაფსს;

სმენის დაკარგვა;

გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებსა და ქალებში).

შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ზოგიერთი სტატინების (იმავე ტიპის მედიკამენტების) მიღების დროს:

სექსუალური დარღვევები;

დეპრესია;

სუნთქვის პრობლემები, მათ შორის, მუდმივი ხასიათის ხველა და/ან სუნთქვის უკმარისობა ან ცხელება;

დიაბეტი, უფრო ხშირად ვითარდება სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალი დონის, ჭარბწონიანობისა და მაღალი არტერიული წნევის დროს. ამ მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

გაერთიანებული სამეფო: ყვითელი ბარათის სქემა

ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

ირლანდია: HPRA ფარმაკოზედამხედველობა

ერლსფორტ ტერასა, IRL - დუბლინი 2;

ტელ.: +353 1 6764971; ფაქსი: +353 1 6762517;

ვებ-გვერდი: www.hpra.ie

ელ-ფოსტა: medsafetyhpra.ie

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ატორვასტატინის ტაბლეტების შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია ატორვასტატინის ტაბლეტების გამოყენება კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

ატორვასტატინის აპკით შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს

აქტიური ნივთიერებაა ატორვასტატინი.

თითოეული 10 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით);

თითოეული 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით);

თითოეული 40 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით);

თითოეული 80 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით);

ატორვასტატინის აპკით შემოგარსული ტაბლეტების დამხმარე ნივთიერებებია:

ნატრიუმის ლაურილის სულფატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის უწყლო კარბონატი, მანიტოლი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონი და მაგნიუმის სტეარატი.

ატორვასტატინის აპკიანი გარსი შეიცავს ჰიპრომელოზას, მიკროკრისტალურ ცელულოზას და სტეარის მჟავას.

ატორვასტატინის ტაბლეტების ფორმა და შეფუთვა:

ატორვასტატინის აპკით შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, ოვალური, ორმხრივამობურცული ტაბლეტები. ცალ მხარეს აღნიშნულია 10, 20, 40 ან 80 და მეორე მხარე სადაა.

ატორვასტატინის ტაბლეტები, თითოეული დოზირების ფორმით, მოთავსებულია ბლისტერებზე და შეფუთვა შეიცავს 28 ტაბლეტს.

A

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Wockhardt UK Ltd, Ash Road North,

Wrexham, LL 13 9 UF, UK

ვოკჰარდტ იუ ქეი ლტდ, ეშ როუდ ნორსი,

ვრექსჰემი, LL 13 9 UF, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

CP Pharmaceuticals Ltd, Ash Road North,

Wrexham, LL 13 9 UF, UK

სიპი ფარმაცეუტიკალს ლტდ, ეშ როუდ ნორსი,

ვრექსჰემი, LL 13 9 UF, გაერთიანებული სამეფო

სხვა ფორმატები:

გამოყენების ინსტრუქციის მოსასმენად ან ასლის მისაღებად ბრაილის შრიფტით, მსხვილი შრიფტით ან აუდიო ვერსიით, საჭიროა უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვა: 0800 198 500 (მხოლოდ გაერთიანებული სამეფოსათვის)

ინფორმაცია გაიცემა შემდეგ მედიკამენტებზე:

პროდუქტის სახელწოდება

რეგისტრაციის ნომერი

ატორვასტატინი 10 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

PL 29831/0467

ატორვასტატინი 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

PL 29831/0468

ატორვასტატინი 40 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

PL 29831/0469

ატორვასტატინი 80 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

PL 29831/0470

ამ მომსახურებას ბრმა პაიცენტებს უწევს სამეფო ეროვნული ინსტიტუტი.

ირლანდიის რესპუბლიკისათვის: +44 1978 669272

ინსტრუქციის შემოწმების უკანასკნელი თარიღია: 07/2016

ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ სახელმწიფოებში ლიცენზირებულია შემდეგი სახელწოდებით:

გაერთიანებული სამეფო და ირლანდია:

ატორვასტატინი 10 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ატორვასტატინი 20 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ატორვასტატინი 40 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

ატორვასტატინი 80 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა