აპო-ატორვასტატინი
ᴾᴿAPO-ATORVASTATIN
აპო-ატორვასტატინი გამოიყენება ცხოვრების წესის ცვლილებასთან ერთად, დიეტის ჩათვლით, ქოლესტერინისა და სხვა ცხიმების (როგორიცაა, ტრიგლიცერიდები) დონის დასაქვეითებლად სისხლში: მოზრდილებში სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონით; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ატორვასტატინი (atorvastatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №100 პირველადი შეფუთვით
- მწარმოებელი
- APOTEX INC., კანადა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C10AA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039305
- რეგისტრირებულია
- 11 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 11 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აპო-ატორვასტატინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აპო-ატორვასტატინი გამოიყენება ცხოვრების წესის ცვლილებასთან ერთად, დიეტის ჩათვლით, ქოლესტერინისა და სხვა ცხიმების (როგორიცაა, ტრიგლიცერიდები) დონის დასაქვეითებლად სისხლში:
მოზრდილებში სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონით;
10-დან 18 წლამდე ასაკის ბიჭებსა და გოგონებში (მესტრუაციის დაწყების შემდეგ) ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიი. ეს გენეტიკური მდგომარეობაა, როცა სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ერთ-ერთი მშობლიდან მემკვიდრეობით გადაეცემა შვილს. ასეთ ბავშვებს, დიეტაზე ყოფნის მიუხედავად, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე აქვთ და აღენიშნებათ:
კარდიოვასკულარული ნაადრევი დაავადების (გულისა და სისხლძარღვების პრობლემები) ოჯახური ანამნეზი; ან
ორი ან მეტი კარდიოვასკულარუილი რისკფაქტორი, რომელიც განისაზღვრები ექიმის მიერ/
აპო-ატორვასტატინი ასეევე გამოიყენება გულის შეტევის რისკის შესამცირებლად მოზრდილებში, რომლებსა აღენიშნებათ:
გულის კორონარების დაავადება. ამ დროს გულის არტერიები ვიწროვდება და არ ხდება გულის საკმარისი რაოდენობით სისხლით მომარაგება. ეს გამოწვეულია არტერიების კედლებში ფოლაქის (ცხიმოვანი დეპოზიტების) განვითარებით;
მაღალი არტერიული წნევა, როცა არ არის გულის კორონარული დაავადების ნიშნები, მაგრამ აღინიშნება სამი ან მეტი რისკფაქტორი, რომელიც განისაზღვრები ექიმის მიერ.
აპო-ატორვასტატინი ინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნებათ:
მე-2 ტიპის დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა, როცა არ არის გულის კორონარული დაავადების ნიშნები, მაგრამ აღინიშნება სხვა რისკფაქტორები, რომლებიც განისაზღვრება ექიმის მიერ.
აპო-ატორვასტატინი წარმოადგენს მკურნალობის მხოლოდ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ექიმი შეარჩევს პაციენტთან ერთად, მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. პაციენტის ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ექიმმა შეიძლება გასცეს შემდეგი რეკომენდაციები:
დიეტის შეცვლა
წონის კონტროლი;
ქოლესტერინისა და ნაჯერი ცხიმების მიღების შემცირება;
კვების რაციონში ბოჭკოების გაზრდა;
ფიზიკური ვარჯიში, რომელიც შეესაბამება პაციენტს;
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ან თავის არიდება იმ ადგილებისთვის, სადაც ეწევიან;
ალკოჰოლისთვის თავის დანებება, ან მისი მცირე რაოდენობით მიღება.
საჭიროა ექიმის ინსტრუქციების ყურადღებით დაცვა.
როგორ მოქმედებს აპო-ატორვასტატინი?
აპო-ატორვასტატინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. "სტატინებს", უფრო კონკრეტულად მათ უწოდებენ HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს. სტატინები ბლოკავენ ფერმენტ HMG-CoA რედუქტაზას ღვიძლში, რომელიც მონაწილეობს ქოლესტერინის მეტაბოლიზმის რეგულაციის პროცესში ორგანიზმში. აპო-ატორვასტატინი გამოიყენება ცხოვრების წესის ცვლილებასთან ერთად, რითიც ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ქოლესტერინის დონის კონტროლს.
აპო-ატორვასტატინი ორგანიზმს ეხმარება, რომ:
შეამციროს სისხლში LDL (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) (ცუდი) ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და სხვა ცხიმების რაოდენობა;
გაზარდოს HDL (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) (კარგი) ქოლესტერინის დონე;
შეამციროს საერთო ქოლესტერინი/HDL-ქოლესტერინის შეფარდება (TC-HDL-C შეფარდება). აღნიშნული წარმოადგენს ბალანსს კარგსა და ცუდ ქოლესტერინს შორის.
აპო-ატორვასტატინი ასევე ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნებათ:
კარდიოვასკულარული პრობლემების განვითარების მრავლობითი რისკ-ფაქტორი;
გულის კორონარული დაავადება.
მიღების წესი და დოზირება
აპო-ატორვასტატინის მიღება უნდა მოხდეს:
ზუსტად სამედიცინო სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით;
ერთხელ დღეში;
უმჯობესია საღამოს;
საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის მიღება აპო-ატორვასტატინის მიღების დროს. გრეიფრუტის წვენი ზრდის აპო-ატორვასტატინის დონეს სისხლში და უფრო მეტად მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების განვითარება.
დაცული უნდა იქნას ექიმისა მიერ რეკომენდებული დიეტის, ვარჯიშისა და წონის კონტროლის გეგმა აპო-ატორვასტატინის მიღების დროს.
რეკომენდებული დოზაა:
აპო-ატორვასტატინის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და/ან სისხლში ქოლესტერინის დონეზე. ექიმმა დოზა შეიძლება შეცვალოს აპო-ატორვასტატინით მკურნალობაზე პასუხის მიხედვით.
სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევა
მოზრდილები:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში, იმის მიხედვით, თუ რამდენად უნდა დაქვეითდეს ქოლესტერინი;
პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ სისხლში ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვან დაქვეითებას (45%-ზე მეტად), მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 40 მგ-ით ერთხელ დღეში;
აპო-ატორვასტატინის დოზის ინტერვალი შეიძლება იყოს 10-80 მგ ერთხელ დღეში;
მაქსიმალური დოზაა 80 მგ/დღეში.
ბავშვები და მოზარდები (10-დან 18 წლამდე ასაკის):
რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში;
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში.
მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის პრევენცია
მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 10-80 მგ ერთხელ დღეში.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია აპო-ატორვასტატინის რომელიმე ინგრედიენტის ან შეფუთვის მიმართ;
თუ პაციენტს ღვიძლის აქტიური დაავადება აქვს ან აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიით ღვიძლის ფერმენტების მომატება;
ფეხმიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტი იღებს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა: ტელაპრევირი, ბოცეპრევირი, გლეკაპრევირი/პიბრენტაზვირი, ელბასვირი/გრაზოპრევირი, სიმპრევირი, ველპატაზვირი/სოფოსბუვირი, ლედიპასვირი/სოფოსბუვირი;
თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისათვის.
აპო-ატორვასტატინის მიღებამდე საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული გვერდითი მოვლენები და პრეპარატი სწორად იქნას მიღებული. ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან პრობლემების შესახებ, მათ შორის:
თუ პაციენტი იღებდა ქოლესტერინის დამწევ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა:
სტატინები, როგორიცაა ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვასტატინი, პრავასტატინი, როზუვასტატინი ან სიმვასტატინი;
ფიბრატები, როგორიცაა: გემფიბროზილი, ფენოფიბრატი და ბეზაფიბრატი;
ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა).
თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან მინიინსულტი;
თუ პაციენტი ამჟამად იღებს რომელიმე სხვა მედიკამენტს;
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტი 65 წელს ზემოთაა;
თუ პაციენტი რეგულარულად იღებს სამ ან მეტ ალკოჰოლურ სასმელს ყოველდღიურად;
თუ პაციენტს კუნთების პათოლოგიების ოჯახური ანამნეზი აქვს;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუნთების პრობლემები (ტკივილი, დაჭიმულობა), რომლებიც განვითარდა მედიკამენტების მიღების შემდეგ, როგორიცაა: ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვასტატინი, პრავასტატინი, როზუვასტატინი ან სიმვასტატინი;
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
ჭარბი ფიზიკური დატვირთვის დროს;
თუ პაციენტს დიაბეტი აქვს;
თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჩაუტარდა ოპერაცია ან აღენიშნებოდა ქსოვილის სხვა ტრავმა;
თუ პაციენტი თავს სუსტად ან შეუძლოდ გრძნობს.
სხვა გაფრთხილებები, რომლის შესახებ უნდა იცოდეს პაციენტმა:
აპო-ატორვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოა სერიოზული გვერდითი ეფექტი, მათ შორის:
ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე):
შეიძლება გამოიწვიოს მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარება;
სამედიცინო სპეციალისტმა უნდა მოახდინოს სისხლში შაქრის დონის რეგულარული მონიტორინგი და შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია მკურნალობის დროს;
დიაბეტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი აპო-ატორვასტატინის მიღების დროს და ექიმს უნდა ეცნობოს რაიმე უჩვეულო შედეგების შესახებ.
ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა);
ალერგიული რეაქციები.
ამ და სხვა მძიმე გვერდითი მოვლენების შესახებ იხ. ქვემოთ ცხრილში მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა.
ფეხმძიმობა:
აპო-ატორვასტატინი არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის დროს. მან შეუძლია ავნოს ნაყოფს. სამედიცინო სპეციალისტმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს პოტენციური რისკები.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში ექიმი რეკომენდაციას გასცემს მაღალეფექტური კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენების შესახებ აპო-ატორვასტატინის მიღებისას.
თუ ფეხმძიმობა დადგა აპო-ატორვასტატინის მიღების დროს, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
ძუძუთი კვება:
არ არის ცნობილი აპო-ატორვასტატინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში და ვნებს თუ არა ჩვილს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული აპო-ატორვასტატინის მიღება ძუძუთი კვების დროს.
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია ბავშვის კვების შესახებ აპო-ატორვასტატინითY მკურნალობის განმავლობაში.
სამედიცინო შემოწმება და ანალიზები: ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სისხლის ანალიზები აპო-ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის პერიოდში. ამ ანალიზებით მოწმდება:
CoQ10-ის (ანტოქსიდანტის) დონე სისხლში;
სისხლში ქოლესტერინის და სხვა ცხიმების რაოდენობა;
ღვიძლისა და კუნთების სათანადო ფუნქციონირება;
სისხლში შაქრის (გლუკოზის) რაოდენობა.
სისხლის ანალიზების შედეგების საფუძველზე ექიმი მოახდენს დოზის კორექციას, დროებით შეაჩერებს ან შეწყვეტს აპო-ატორვასტატინით მკურნალობას.
სამედიცინო სპეციალისტს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის თაობაზე, რომელსაც იღებს პაციენტი, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.
წამლების მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები
აპო-ატორვასტატინი არ უნდა იქნას მიღებული:
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად. ეს მოიცავს შემდეგ მედიკამენტებს: ტელაპრევირი, ბოცეპრევირი, გლეკაპრევირი/ პიბრენტასვირი, ელბასვირი/გრაზოპრევირი, სიმეპრევირი, ლედიპასვირი/სოფოსბუვირი და ველპატასვირი/სოფოსბუვირი;
ციკლოსპორინთან ერთად - მედიკამენტი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას.
სამედიცინო სპეციალისტს უნდა ეცნობოს, თუ აპო-ატორვასტატინის მიღება უნდა მოხდეს:
აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად. ეს მოიცავს: ეფავირენცი, ნელფინავირი, ლოპინავირი/რიტონავირი, ტიპრანავირი, რიტონავირი, საქვინავირი, დარუნავირი და ფოსამპრენავირი.
აპო-ატორვასტატინის მიღებამ რომელიმე ამ მედიკამენთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს წამლების სერიოზული ურთიერთქმედებები. საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ აპო-ატორვასტატინთან:
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს მედიკამენტები მოიცავს ნიაცინს (ნიკოტინის მჟავას), ფიბრატებს, როგორიცაა: გემფიბროზილი, ფენოფიბრატი და ბეზაფიბრატი, და ნაღვლის მჟავების რეზინები, როგორიცაა ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი;
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები. ეს მოიცავს: ერითრომიცინს, კლარითრომიცინს, აზითრომიცინს, ფუზიდის მჟავასა და რიფამპინს;
ლეტერმოვირი - გამოიყენება ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ციტომეგალოვირუსით (CMV);
იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
ნეფაზოდონი - გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
დიგოქსინი - გამოიყენება გულის მდგომარეობების სამკურნალოდ;
ამლოდიპინი, ქვინაპრილი, დილტიაზემი - გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ;
ანტაციდები - გამოიუენება გულძმარვის (დისპეფსიის) სამკურნალოდ;
ციმეტიდინი - გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების წყლულების სამკურნალოდ;
კოლხიცინი - გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;
ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია;
გრეიფრუტის წვენი.
გვერდითი მოვლენები
დიარეა
მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი
გულისრევა
ღებინება
მეტეორიზმი
ყელის ტკივილი ან ცხვირის გაჭედვა
ცხვირიდან სისხლდენა
თავბრუსხვევა
მეხსიერების დაკარგვა ან ცნობიერების დაბინდვა
მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ნაწილში
ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება ხელებში, მკლავებში, ფეხებში ან ტერფებში
ღამის კოშმარები
დაძინების გაძნელება
თმის ცვენა
კანზე გამონაყარი ან ქავილი
სახსრების ტკივილი
იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა)
გინეკომასტია
აპო-ატორვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ანალიზების ცვლილებები. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზები და განიხილავს მათ შედეგებს.
მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომი/ეფექტი
სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია
მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
არახშირი
ქოლესტაზი (ღვიძლიდან ნაღვლის დინების შემცირება): სიყვითლე (კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება), მუქი შარდი, ღია ფერის განავალი
იშვიათი
ალერგიული რეაქციები: ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა; სისხლის წნევის დაცემა; გულისრევა და ღებინება; ჭინჭრის ციება ან გამონაყარი; სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება
ტკივილი მკერდის არეში
ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა): ყვითელი ფერის კანი და თვალის სკლერები (სიყვითლე), ადვილად სისხლდენა, მუცლის შესივება, ცნობიერების დარღვევა ან დეზორიენტაცია, უძილობა, კომა
კუნთების დარღვევები:
მიალგია (კუნთების ტკივილი): აუხსნელი კუნთების სპაზმები, მტკივნეულობა ან სისუსტე
რაბდომიოლიზი (დაზიანებული კუნთების დაშლა): კუნთების მტკივნეულობა, სისუსტე, მოწითალო-მოყავისფრო (ჩაისფერი) შარდი
იმუნონეკროზული მიოპათია (IMNM) (აუტოიმუნური დაავადების ტიპი, რომელიც იწვევს კუნთების უჯრედების სიკვდილს): წინამხრის, ბარძაყის, თეძოების, მხრის, კისრისა და ზურგის კუნთების პროგრესული სისუსტე; ადგომის, კიბეზე ასვლის ან თავს ზემოთ ხელების აწევის გაძნელება; დაცემა და შემდგომ ადგომის გაძნელება, ზოგადი დაღლილობის შეგრძნება.
კუნთების ამ დარღვევებს შეიძლება თან ახლდეს ცხელება ან ცუდად ყოფნის შეგრძნება.
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება): მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, ცხელება, სწრაფი გულისცემა, გულისრევა, ღებინება, მტკივნეულობა მუცელზე შეხებისას.
მყესის გაწყვეტა: ტრავმის დროს ტკაცუნის შეგრძნება, კანჭში დარტყმის შეგრძნება, ძალიან მტკივნეული კანჭი, სიარულის გაძნელება, დაზიანებულ ფეხზე დგომის შეუძლებლობა, კანჭის შესივება ან სისხლჩაქცევა.
თრომობიციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა): სისხლჩაქცევები ან სისხლდენა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს, დაღლილობა და სისუსტე
ძალიან იშვიათი
ევინგის სარკომა ბავშვებში (ძვლის ან რბილი ქსოვილის სიმსივნის ტიპი): კვანძის არსებობა, ტკივილი, შეშუპება ან სიმკვრივე სიმსივნის ირგვლივ, ძვლის ტკივილი, ძვლის აუხსნელი მოტეხილობა, დაღლილობა, ცხელება მიზეზის გარეშე, წონის კლება
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება): მუცლის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, ქავილი, ღია ფერის განავალი, აზროვნების გაძნელება, კანის სიყვითლე
ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება (ფილტვის ქსოვილის ანთება ან ნაწიბურების განვითარება): ქოშინი მოსვენებისას, რომელიც უარესდება დატვირთვისას, მშრალი ხველა
სიხშირე უცნობია
დეპრესია (ნაღვლიანი განწყობა): დაძინების გაძნელება ან ძილიანობა, მადის ან წონის ცვლილება, უღირსობის, დანაშაულის, სინანულის, უმწეობის ან უიმედობის შეგრძნება, სოციალური სიტუაციებიდან, ოჯახისაგან, მეგობრებთან შეხვედრისა და აქტივობებისაგან თავის არიდება, დაქვეითებული ლიბიდო და სიკვდილზე ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ პაციენტს დეპრესიის ანამნეზი აქვს, დეპრესია შეიძლება უფრო გაუარესდეს.
ჰიპოგლიკემია: (სისხლში შაქრის მაღალი დონე): წყურვილის გაზრდილი შეგრძნება, ხშირი შარდვა, კანის სიმშრალე, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა და დაღლილობა
თუ სიმპტომი შემაწუხებელია ან ვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა გავლენას ახდენს პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:
გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებ-გვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა მიმართვა ჯანდაცვის სპეციალისტთან. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.
ჭარბი დოზა
აპო-ატორვასტატინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ტოქსიკოლოგიის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, მაშინაც კი, თუ პაციენტის არ აღინიშნება რაიმე სიმპტომი.
დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. მაგრამ, თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული და შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.
აპო-ატორვასტატინის შესაძლო გვერდითი მოვლენები
ეს არ არის აპო-ატორვასტატინის მიღების შემდეგ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩამონათვალი. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს სამედიცინო სპეციალისტს:
შემადგენლობა
აქტიური ნივთერებაა: ატორვასტატინის კალციუმის პროპილენგლიკოლის სოლვატი.
დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის აცეტატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი.
აპო-ატორვასტატინის დოზირების ფორმებია:
ტაბლეტები: 10 მგ, 20 მგ, 40 მგ და 80 მგ.
შენახვის პირობები
აპო-ატორვასტატინი ინახება ოთახის კონტროლირებულ ტემპერატურაზე 15-30C-ზე. კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული. ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
აპო-ატორვასტიტინის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;
სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის და მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html); მწარმოებლის ვებ-გვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.
აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა აპოტექს ინკ – მიერ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
უკანსკნელი შესწორების თარიღი: 2022 წლის 19 აპრილი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ინფორმაცია მედიკამენტის შესახებ პაციენტისათვის
საჭიროა ინფორმაციის წაკითხვა მედიკამენტის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოსაყენებლად
Prაპო-ატორვასტატინი
ატორვასტატინის კალციუმის ტაბლეტები
საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა აპო-ატორვასტატინის მიღების დაწყებამდე და ყოველთვის მკურნალობის ხელახლა დაწყებამდე.. ინსტრუქცია წარმოადგენს შეჯამებას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის, აპო-ატორვასტატინის შესახებ ახლი ინფორმაციის მისაღებად.
სერიოზული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აპო-ატორვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების დარღვევები, როგორიცაა:
მიალგია (კუნთების ტკივილი);
რაბდომიოლიზი (დაზიანებული კუნთების დაშლა);
იმუნონეკროზული მიოპათია (IMNM) (აუტოიმუნური დაავადების ტიპი, რომელიც იწვევს კუნთების უჯრედების სიკვდილს).
ეს მდგომარეობები თავისით არ გადის, აპო-ატორვასტატინით მკურნალობის შეყწვეტის შემდეგაც.
სამედიცინო სპეციალისტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, დაჭიმულობა, მტკივნეულობა ან სისუსტე აპო-ატორვასტატინის მიღების დროს.
რისთვის გამოიყენება აპო-ატორვასტატინი?
აპო-ატორვასტატინი გამოიყენება ცხოვრების წესის ცვლილებასთან ერთად, დიეტის ჩათვლით, ქოლესტერინისა და სხვა ცხიმების (როგორიცაა, ტრიგლიცერიდები) დონის დასაქვეითებლად სისხლში:
მოზრდილებში სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონით;
10-დან 18 წლამდე ასაკის ბიჭებსა და გოგონებში (მესტრუაციის დაწყების შემდეგ) ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიი. ეს გენეტიკური მდგომარეობაა, როცა სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ერთ-ერთი მშობლიდან მემკვიდრეობით გადაეცემა შვილს. ასეთ ბავშვებს, დიეტაზე ყოფნის მიუხედავად, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე აქვთ და აღენიშნებათ:
კარდიოვასკულარული ნაადრევი დაავადების (გულისა და სისხლძარღვების პრობლემები) ოჯახური ანამნეზი; ან
ორი ან მეტი კარდიოვასკულარუილი რისკფაქტორი, რომელიც განისაზღვრები ექიმის მიერ/
აპო-ატორვასტატინი ასეევე გამოიყენება გულის შეტევის რისკის შესამცირებლად მოზრდილებში, რომლებსა აღენიშნებათ:
გულის კორონარების დაავადება. ამ დროს გულის არტერიები ვიწროვდება და არ ხდება გულის საკმარისი რაოდენობით სისხლით მომარაგება. ეს გამოწვეულია არტერიების კედლებში ფოლაქის (ცხიმოვანი დეპოზიტების) განვითარებით;
მაღალი არტერიული წნევა, როცა არ არის გულის კორონარული დაავადების ნიშნები, მაგრამ აღინიშნება სამი ან მეტი რისკფაქტორი, რომელიც განისაზღვრები ექიმის მიერ.
აპო-ატორვასტატინი ინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნებათ:
მე-2 ტიპის დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა, როცა არ არის გულის კორონარული დაავადების ნიშნები, მაგრამ აღინიშნება სხვა რისკფაქტორები, რომლებიც განისაზღვრება ექიმის მიერ.
აპო-ატორვასტატინი წარმოადგენს მკურნალობის მხოლოდ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ექიმი შეარჩევს პაციენტთან ერთად, მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. პაციენტის ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ექიმმა შეიძლება გასცეს შემდეგი რეკომენდაციები:
დიეტის შეცვლა
წონის კონტროლი;
ქოლესტერინისა და ნაჯერი ცხიმების მიღების შემცირება;
კვების რაციონში ბოჭკოების გაზრდა;
ფიზიკური ვარჯიში, რომელიც შეესაბამება პაციენტს;
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ან თავის არიდება იმ ადგილებისთვის, სადაც ეწევიან;
ალკოჰოლისთვის თავის დანებება, ან მისი მცირე რაოდენობით მიღება.
საჭიროა ექიმის ინსტრუქციების ყურადღებით დაცვა.
როგორ მოქმედებს აპო-ატორვასტატინი?
აპო-ატორვასტატინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. "სტატინებს", უფრო კონკრეტულად მათ უწოდებენ HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს. სტატინები ბლოკავენ ფერმენტ HMG-CoA რედუქტაზას ღვიძლში, რომელიც მონაწილეობს ქოლესტერინის მეტაბოლიზმის რეგულაციის პროცესში ორგანიზმში. აპო-ატორვასტატინი გამოიყენება ცხოვრების წესის ცვლილებასთან ერთად, რითიც ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ქოლესტერინის დონის კონტროლს.
აპო-ატორვასტატინი ორგანიზმს ეხმარება, რომ:
შეამციროს სისხლში LDL (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) (ცუდი) ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და სხვა ცხიმების რაოდენობა;
გაზარდოს HDL (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების) (კარგი) ქოლესტერინის დონე;
შეამციროს საერთო ქოლესტერინი/HDL-ქოლესტერინის შეფარდება (TC-HDL-C შეფარდება). აღნიშნული წარმოადგენს ბალანსს კარგსა და ცუდ ქოლესტერინს შორის.
აპო-ატორვასტატინი ასევე ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნებათ:
კარდიოვასკულარული პრობლემების განვითარების მრავლობითი რისკ-ფაქტორი;
გულის კორონარული დაავადება.
რას შეიცავს აპო-ატორვასტატინი?
აქტიური ნივთერებაა: ატორვასტატინის კალციუმის პროპილენგლიკოლის სოლვატი.
დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის აცეტატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ნატრიუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი.
აპო-ატორვასტატინის დოზირების ფორმებია:
ტაბლეტები: 10 მგ, 20 მგ, 40 მგ და 80 მგ.
დაუშვებელია აპო-ატორვასტატინის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია აპო-ატორვასტატინის რომელიმე ინგრედიენტის ან შეფუთვის მიმართ;
თუ პაციენტს ღვიძლის აქტიური დაავადება აქვს ან აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიით ღვიძლის ფერმენტების მომატება;
ფეხმიმობის ან შესაძლო ფეხმძიმობის დროს;
ძუძუთი კვების დროს;
თუ პაციენტი იღებს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს, როგორიცაა: ტელაპრევირი, ბოცეპრევირი, გლეკაპრევირი/პიბრენტაზვირი, ელბასვირი/გრაზოპრევირი, სიმპრევირი, ველპატაზვირი/სოფოსბუვირი, ლედიპასვირი/სოფოსბუვირი;
თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის სუპრესიისათვის.
აპო-ატორვასტატინის მიღებამდე საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული გვერდითი მოვლენები და პრეპარატი სწორად იქნას მიღებული. ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან პრობლემების შესახებ, მათ შორის:
თუ პაციენტი იღებდა ქოლესტერინის დამწევ სხვა მედიკამენტებს, როგორიცაა:
სტატინები, როგორიცაა ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვასტატინი, პრავასტატინი, როზუვასტატინი ან სიმვასტატინი;
ფიბრატები, როგორიცაა: გემფიბროზილი, ფენოფიბრატი და ბეზაფიბრატი;
ნიაცინი (ნიკოტინის მჟავა).
თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი ან მინიინსულტი;
თუ პაციენტი ამჟამად იღებს რომელიმე სხვა მედიკამენტს;
თუ პაციენტს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტი 65 წელს ზემოთაა;
თუ პაციენტი რეგულარულად იღებს სამ ან მეტ ალკოჰოლურ სასმელს ყოველდღიურად;
თუ პაციენტს კუნთების პათოლოგიების ოჯახური ანამნეზი აქვს;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუნთების პრობლემები (ტკივილი, დაჭიმულობა), რომლებიც განვითარდა მედიკამენტების მიღების შემდეგ, როგორიცაა: ატორვასტატინი, ფლუვასტატინი, ლოვასტატინი, პრავასტატინი, როზუვასტატინი ან სიმვასტატინი;
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
ჭარბი ფიზიკური დატვირთვის დროს;
თუ პაციენტს დიაბეტი აქვს;
თუ პაციენტს უკანასკნელ პერიოდში ჩაუტარდა ოპერაცია ან აღენიშნებოდა ქსოვილის სხვა ტრავმა;
თუ პაციენტი თავს სუსტად ან შეუძლოდ გრძნობს.
სხვა გაფრთხილებები, რომლის შესახებ უნდა იცოდეს პაციენტმა:
აპო-ატორვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოა სერიოზული გვერდითი ეფექტი, მათ შორის:
ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე):
შეიძლება გამოიწვიოს მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარება;
სამედიცინო სპეციალისტმა უნდა მოახდინოს სისხლში შაქრის დონის რეგულარული მონიტორინგი და შეიძლება მოახდინოს დოზის კორექცია მკურნალობის დროს;
დიაბეტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი აპო-ატორვასტატინის მიღების დროს და ექიმს უნდა ეცნობოს რაიმე უჩვეულო შედეგების შესახებ.
ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა);
ალერგიული რეაქციები.
ამ და სხვა მძიმე გვერდითი მოვლენების შესახებ იხ. ქვემოთ ცხრილში მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა.
ფეხმძიმობა:
აპო-ატორვასტატინი არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის დროს. მან შეუძლია ავნოს ნაყოფს. სამედიცინო სპეციალისტმა პაციენტთან ერთად უნდა განიხილოს პოტენციური რისკები.
რეპროდუქციული ასაკის ქალებში ექიმი რეკომენდაციას გასცემს მაღალეფექტური კონტრაცეფციის მეთოდების გამოყენების შესახებ აპო-ატორვასტატინის მიღებისას.
თუ ფეხმძიმობა დადგა აპო-ატორვასტატინის მიღების დროს, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
ძუძუთი კვება:
არ არის ცნობილი აპო-ატორვასტატინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში და ვნებს თუ არა ჩვილს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული აპო-ატორვასტატინის მიღება ძუძუთი კვების დროს.
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია ბავშვის კვების შესახებ აპო-ატორვასტატინითY მკურნალობის განმავლობაში.
სამედიცინო შემოწმება და ანალიზები: ექიმმა შეიძლება შეამოწმოს სისხლის ანალიზები აპო-ატორვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის პერიოდში. ამ ანალიზებით მოწმდება:
CoQ10-ის (ანტოქსიდანტის) დონე სისხლში;
სისხლში ქოლესტერინის და სხვა ცხიმების რაოდენობა;
ღვიძლისა და კუნთების სათანადო ფუნქციონირება;
სისხლში შაქრის (გლუკოზის) რაოდენობა.
სისხლის ანალიზების შედეგების საფუძველზე ექიმი მოახდენს დოზის კორექციას, დროებით შეაჩერებს ან შეწყვეტს აპო-ატორვასტატინით მკურნალობას.
სამედიცინო სპეციალისტს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის თაობაზე, რომელსაც იღებს პაციენტი, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.
წამლების მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები
აპო-ატორვასტატინი არ უნდა იქნას მიღებული:
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად. ეს მოიცავს შემდეგ მედიკამენტებს: ტელაპრევირი, ბოცეპრევირი, გლეკაპრევირი/ პიბრენტასვირი, ელბასვირი/გრაზოპრევირი, სიმეპრევირი, ლედიპასვირი/სოფოსბუვირი და ველპატასვირი/სოფოსბუვირი;
ციკლოსპორინთან ერთად - მედიკამენტი, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას.
სამედიცინო სპეციალისტს უნდა ეცნობოს, თუ აპო-ატორვასტატინის მიღება უნდა მოხდეს:
აივ/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად. ეს მოიცავს: ეფავირენცი, ნელფინავირი, ლოპინავირი/რიტონავირი, ტიპრანავირი, რიტონავირი, საქვინავირი, დარუნავირი და ფოსამპრენავირი.
აპო-ატორვასტატინის მიღებამ რომელიმე ამ მედიკამენთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს წამლების სერიოზული ურთიერთქმედებები. საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ აპო-ატორვასტატინთან:
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეს მედიკამენტები მოიცავს ნიაცინს (ნიკოტინის მჟავას), ფიბრატებს, როგორიცაა: გემფიბროზილი, ფენოფიბრატი და ბეზაფიბრატი, და ნაღვლის მჟავების რეზინები, როგორიცაა ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი;
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები. ეს მოიცავს: ერითრომიცინს, კლარითრომიცინს, აზითრომიცინს, ფუზიდის მჟავასა და რიფამპინს;
ლეტერმოვირი - გამოიყენება ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ციტომეგალოვირუსით (CMV);
იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი - გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ;
ნეფაზოდონი - გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
დიგოქსინი - გამოიყენება გულის მდგომარეობების სამკურნალოდ;
ამლოდიპინი, ქვინაპრილი, დილტიაზემი - გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის და გულის სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ;
ანტაციდები - გამოიუენება გულძმარვის (დისპეფსიის) სამკურნალოდ;
ციმეტიდინი - გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების წყლულების სამკურნალოდ;
კოლხიცინი - გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;
ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია;
გრეიფრუტის წვენი.
აპო-ატორვასტატინი:ს მიღების წესი
აპო-ატორვასტატინის მიღება უნდა მოხდეს:
ზუსტად სამედიცინო სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით;
ერთხელ დღეში;
უმჯობესია საღამოს;
საკვებთან ერთად ან კვებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, არ შეიძლება გრეიფრუტის წვენის მიღება აპო-ატორვასტატინის მიღების დროს. გრეიფრუტის წვენი ზრდის აპო-ატორვასტატინის დონეს სისხლში და უფრო მეტად მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების განვითარება.
დაცული უნდა იქნას ექიმისა მიერ რეკომენდებული დიეტის, ვარჯიშისა და წონის კონტროლის გეგმა აპო-ატორვასტატინის მიღების დროს.
რეკომენდებული დოზაა:
აპო-ატორვასტატინის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და/ან სისხლში ქოლესტერინის დონეზე. ექიმმა დოზა შეიძლება შეცვალოს აპო-ატორვასტატინით მკურნალობაზე პასუხის მიხედვით.
სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევა
მოზრდილები:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ ან 20 მგ ერთხელ დღეში, იმის მიხედვით, თუ რამდენად უნდა დაქვეითდეს ქოლესტერინი;
პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ სისხლში ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვან დაქვეითებას (45%-ზე მეტად), მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 40 მგ-ით ერთხელ დღეში;
აპო-ატორვასტატინის დოზის ინტერვალი შეიძლება იყოს 10-80 მგ ერთხელ დღეში;
მაქსიმალური დოზაა 80 მგ/დღეში.
ბავშვები და მოზარდები (10-დან 18 წლამდე ასაკის):
რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ ერთხელ დღეში;
მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში.
მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის პრევენცია
მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 10-80 მგ ერთხელ დღეში.
დოზის გადაჭარბება:
აპო-ატორვასტატინის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ტოქსიკოლოგიის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, მაშინაც კი, თუ პაციენტის არ აღინიშნება რაიმე სიმპტომი.
დოზის გამოტოვება:
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. მაგრამ, თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული და შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.
აპო-ატორვასტატინის შესაძლო გვერდითი მოვლენები
ეს არ არის აპო-ატორვასტატინის მიღების შემდეგ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩამონათვალი. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს სამედიცინო სპეციალისტს:
გვერდითი მოვლენების მოიცავს:
დიარეა
მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი
გულისრევა
ღებინება
მეტეორიზმი
ყელის ტკივილი ან ცხვირის გაჭედვა
ცხვირიდან სისხლდენა
თავბრუსხვევა
მეხსიერების დაკარგვა ან ცნობიერების დაბინდვა
მგრძნობელობის დაკარგვა სხეულის ნაწილში
ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება ხელებში, მკლავებში, ფეხებში ან ტერფებში
ღამის კოშმარები
დაძინების გაძნელება
თმის ცვენა
კანზე გამონაყარი ან ქავილი
სახსრების ტკივილი
იმპოტენცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა)
გინეკომასტია
აპო-ატორვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ანალიზების ცვლილებები. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზები და განიხილავს მათ შედეგებს.
მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომი/ეფექტი
სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია
მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
არახშირი
ქოლესტაზი (ღვიძლიდან ნაღვლის დინების შემცირება): სიყვითლე (კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება), მუქი შარდი, ღია ფერის განავალი
იშვიათი
ალერგიული რეაქციები: ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა; სისხლის წნევის დაცემა; გულისრევა და ღებინება; ჭინჭრის ციება ან გამონაყარი; სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება
ტკივილი მკერდის არეში
ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა): ყვითელი ფერის კანი და თვალის სკლერები (სიყვითლე), ადვილად სისხლდენა, მუცლის შესივება, ცნობიერების დარღვევა ან დეზორიენტაცია, უძილობა, კომა
კუნთების დარღვევები:
მიალგია (კუნთების ტკივილი): აუხსნელი კუნთების სპაზმები, მტკივნეულობა ან სისუსტე
რაბდომიოლიზი (დაზიანებული კუნთების დაშლა): კუნთების მტკივნეულობა, სისუსტე, მოწითალო-მოყავისფრო (ჩაისფერი) შარდი
იმუნონეკროზული მიოპათია (IMNM) (აუტოიმუნური დაავადების ტიპი, რომელიც იწვევს კუნთების უჯრედების სიკვდილს): წინამხრის, ბარძაყის, თეძოების, მხრის, კისრისა და ზურგის კუნთების პროგრესული სისუსტე; ადგომის, კიბეზე ასვლის ან თავს ზემოთ ხელების აწევის გაძნელება; დაცემა და შემდგომ ადგომის გაძნელება, ზოგადი დაღლილობის შეგრძნება.
კუნთების ამ დარღვევებს შეიძლება თან ახლდეს ცხელება ან ცუდად ყოფნის შეგრძნება.
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება): მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, ცხელება, სწრაფი გულისცემა, გულისრევა, ღებინება, მტკივნეულობა მუცელზე შეხებისას.
მყესის გაწყვეტა: ტრავმის დროს ტკაცუნის შეგრძნება, კანჭში დარტყმის შეგრძნება, ძალიან მტკივნეული კანჭი, სიარულის გაძნელება, დაზიანებულ ფეხზე დგომის შეუძლებლობა, კანჭის შესივება ან სისხლჩაქცევა.
თრომობიციტოპენია (სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა): სისხლჩაქცევები ან სისხლდენა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს, დაღლილობა და სისუსტე
ძალიან იშვიათი
ევინგის სარკომა ბავშვებში (ძვლის ან რბილი ქსოვილის სიმსივნის ტიპი): კვანძის არსებობა, ტკივილი, შეშუპება ან სიმკვრივე სიმსივნის ირგვლივ, ძვლის ტკივილი, ძვლის აუხსნელი მოტეხილობა, დაღლილობა, ცხელება მიზეზის გარეშე, წონის კლება
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება): მუცლის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, ქავილი, ღია ფერის განავალი, აზროვნების გაძნელება, კანის სიყვითლე
ფილტვების ინტერსტიციალური დაავადება (ფილტვის ქსოვილის ანთება ან ნაწიბურების განვითარება): ქოშინი მოსვენებისას, რომელიც უარესდება დატვირთვისას, მშრალი ხველა
სიხშირე უცნობია
დეპრესია (ნაღვლიანი განწყობა): დაძინების გაძნელება ან ძილიანობა, მადის ან წონის ცვლილება, უღირსობის, დანაშაულის, სინანულის, უმწეობის ან უიმედობის შეგრძნება, სოციალური სიტუაციებიდან, ოჯახისაგან, მეგობრებთან შეხვედრისა და აქტივობებისაგან თავის არიდება, დაქვეითებული ლიბიდო და სიკვდილზე ან თვითმკვლელობის ფიქრები. თუ პაციენტს დეპრესიის ანამნეზი აქვს, დეპრესია შეიძლება უფრო გაუარესდეს.
ჰიპოგლიკემია: (სისხლში შაქრის მაღალი დონე): წყურვილის გაზრდილი შეგრძნება, ხშირი შარდვა, კანის სიმშრალე, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა და დაღლილობა
თუ სიმპტომი შემაწუხებელია ან ვითარდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა გავლენას ახდენს პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:
გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებ-გვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა მიმართვა ჯანდაცვის სპეციალისტთან. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.
შენახვის წესი:
აპო-ატორვასტატინი ინახება ოთახის კონტროლირებულ ტემპერატურაზე 15-30C-ზე. კონტეინერი ინახება მჭიდროდ თავდახურული. ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
აპო-ატორვასტიტინის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;
სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის და მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html); მწარმოებლის ვებ-გვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.
აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა აპოტექს ინკ – მიერ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
უკანსკნელი შესწორების თარიღი: 2022 წლის 19 აპრილი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
