პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

ატორვასტატინი ნორმოგენი 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG

Atorvastatina Normogen 40mg comprimidos recubiertos con película EFG

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ატორვასტატინი ნორმოგენი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სტატინებს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში ლიპიდების (ცხიმების) დონის მარეგულირებელ პრეპარატებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ატორვასტატინი (atorvastatin)
ფორმა და შეფუთვა
40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
C10AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-041580
რეგისტრირებულია
16 ივლისი 2024, მოქმედებს 4 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაატორვასტატინი ნორმოგენი 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG და სხვა წამალი ერთად

ატორვასტატინი ნორმოგენი 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ატორვასტატინი ნორმოგენი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სტატინებს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში ლიპიდების (ცხიმების) დონის მარეგულირებელ პრეპარატებს.

ეს მედიკამენტი გამოიყენება სისხლში ლიპიდების, როგორიცაა ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, დონის დასაქვეითებლად, როცა მხოლოდ დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობითა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, არ არის ეფექტიანი. ეს მედიკამენტი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად, მიუხედავად სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონისა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია დაბალი ქოლესტერინის შემცველობის დიეტის დაცვა.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტაზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდშიც.

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში და 10 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში შეადგენს 10 მგ ატორვასტატინს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ. დოზის კორექცია ექიმის მიერ უნდა მოხდეს 4-კვირიანი ან მეტი ინტერვალებით. ატორვასტატინის მაქსიმალური დოზა არის 80 მგ ერთხელ დღეში მოზრდილებისათვის.

ამ მედიკამეტის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

ატორვასტატინი ნორმოგენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ამ მედიკამენტის მოქმედების ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია.

ატორვასტატინი ნორმოგენის დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით ატორვასტატინის ტაბლეტების ჭარბი დოზის (დღიურ დოზაზე მეტი დოზის) მიღებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა და მთლიანი კოლოფი, რათა სამედიცინო პერსონალმა ადვილად მოახდინოს მიღებული მედიკამენტის იდენტიფიკაცია.

ატორვასტატინი ნორმოგენის დოზის დავიწყებისას

დოზის დავიწყებისას შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დაგეგმილ დროს სქემის მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ატორვასტატინი ნორმოგენით მკურნალობის შეწყვეტა

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას ან მკურნალობის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ატორვასტატინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა უცნობი მიზეზის ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები;

თუ პაციენტი რეპროდუქციული ასაკის ქალია და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებებს;

თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან გეგმავს ფეხმძიმობას;

ძუძუთი კვების დროს;

თუ პაციენტი იღებს გლეკაპრევირი/პიბრენტაზვირის კომბინაციას C ჰეპატიტის სამკურნალოდ.

სიფრთხილის ზომები

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა;

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში იღებდა ფუზიდის მჟავის შემცველ მედიკამენტს (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ) პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავისა და ატორვასტატინის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მძიმე პრობლემები (რაბდომიოლიზი);

თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი თავის ტვინში სისხლჩაქცევით, ან თავის ტვინში აღენიშნება სითხით სავსე ჯიბეები გადატანილი ინსულტის შედეგად;

თუ პაციენტს თირკმელების პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათის ტკივილები, პირად ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება კუნთების პრობლემები;

თუ პაციენტს ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა მედიკამენტებით (მაგ.: სხვა “სტატინებით” ან “ფიბრატებით”) მკურნალობის დროს აღენიშნებოდა კუნთების პრობლემები;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა მიასთენია (დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კუნთების ზოგადი სისუსტით, ზოგიერთ შემთხვევბში სუნთქვაში მონაწილე კუნთების ჩათვლით) ან ოკულარული მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთის სისუსტეს), რადგან სტატინებმა ზოგერ შეიძლება გაამწვავონ მდგომარეობა ან გამოიწვიონ მიასთენია (იხ. პარაგრაფი 4);

თუ პაციენტი რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზების აღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში, კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების რისკის განსასაზღვრავად. ცნობილია, რომ კუნთების მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი (როგორიცაა რაბდომიოლიზი) იზრდება ზოგიერთი მედიკამენტების კომბინირებისას (იხ. პარაგრაფი 2 “სხვა მედიკამენტები და ატორვასტატინი ნორმოგენი”).

ასევე, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების მუდმივი ხასიათის სისუსტე. დამატებითი კვლევები და მედიკამენტები შეიძლება საჭირო გახდეს დიაგნოზის დასასმელად და ამ პრობლემის სამკურნალოდ.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, თუ მას აქვს დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკი. დიაბეტის განვითარების რისკი მოიცავს სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალ დონეს, ჭარბ წონასა და მაღალ არტერიულ წნევას

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ატორვასტატინზე ან ატორვასტატინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოვლინდეს ერთ-ერთი ან ორივე მედიკამენტის მოქმედების ეფექტიანობის დაქვეითებით. გარდა ამისა, შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების ან მათი სიმძიმის რისკი, მათ შორის რაბდომიოლიზის განვითარების რისკი, რომელიც აღწერილია მე-4 პარაგრაფში:

მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან ორგანიზმის იმუნურ პასუხს, მაგ.: ციკლოსპორინი;

გარკვეული ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ.: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი, რიფამპინი, ფუზიდის მჟავა;

ლიპიდების დონის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტები, მაგ.: გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, ქოლესტიპოლი;

კალციუმის არხის ზოგიერთი ბლოკატორი, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის ან მაღალი არტერიული წნევის დროს, მაგ.: ამლოდიპინი, დილტიაზემი; გულის რითმის მარეგულირებელი პრეპარატები, მაგ.: დიგოქსინი, ვერაპამილი, ამიოდარონი;

ლეტერმოვირი, მედიკამენტი, რომელიც ახდენს ციტომეგალოვირუსით გამოწვეული დაავადების პრევენციას;

აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირი/რიტონავირის კომბინაცია და ა.შ.;

C ჰეპატიტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, მაგ.: ტელაპრევირი, ბოცეპრევირი და ელბასვირი/გრაზოპრევირის, ლედიპასვირი/სოფოსბუვირის კომბინაცია;

სხვა მედიკამენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ატორვასტატინთან, მათ შორის ეზეტიმიბი (აქვეითებს ქოლესტერინის დონეს), ვარფარინი (აქვეითებს სისხლის შედედებას), პერორალური კონტრაცეპტივები, სტირიპენტოლი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ ეპილეფსიის დროს), ციმეტიდინი (გამოიყენება გულძმარვისა და პეპტიკური წყლულის დროს), ფენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი), კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ანტაციდები (მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, გამოიყენება დისპეფსიის დროს);

ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები: კრაზანა;

თუ პაციენტი იღებს ფუზიდის მჟავას პერორალურად ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის არის ამ მედიკამენტით მკურნალობის გაგრძელება უსაფრთხო. ატორვასტატინის მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, ტკივილი ან დაჭიმულობა (ე.წ. რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პარაგრაფი 4.

ატორვასტატინი ნორმოგენის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ამ მედიკამენტის მიღების წესი მოცემულია მე-3 პარაგრაფში. საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინება:

გრეიფრუტის წვენი

არ არის რეკომენდებული დღეში ერთ ან ორ პატარა ჭიქაზე მეტი გრეიფრუტის წვენის მიღება, რადგან გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ მედიკამენტის ეფექტზე.

ალკოჰოლი

არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს. დეტალებისათვის იხ. მე-2 პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

მედიკამენტი არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში.

არ შეიძლება ატორვასტატინის მიღება შვილოსნობის ასაკის პერიოდში, თუ პაციენტი არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებებს.

არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს.

ატორვასტატინის უსაფრთხოება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ჩვეულებრივ, ამ მედიკამენტს არ აქვს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას მოახდენენ მართვის უნარზე. არ არის მიზანშეწონილი ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, თუ ამ უნარებზე გავლენას ახდენს მედიკამენტი.

ატორვასტატინი ნორმოგენი შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, ე.ი. ის ფაქტობრივად “თავისუფალია” ნატრიუმისაგან.

გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული სიმპტომი ან გვერდითი მოვლენა, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას:

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ენისა და ხორხის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება;

მძიმე დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის შეშუპებითა და ძლიერი აქერცვლით, კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნით და ცხელებით. კანზე შეიძლება განვითარდეს გამონაყარი ვარდისფერ-წითელი ლაქებით, განსაკუთრებით, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, რომლებიც ბუშტუკებად გარდაიქმნება;

კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა, ტკივილი, კუნთის გაწყვეტა ან მოწითალო-ყავისფერი შეფერილობის შარდი და განსაკუთრებით, ამავდროულად, ცუდად ყოფნის შეგრძნება და მაღალი ცხელება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დესტრუქციით (რაბდომიოლიზით). კუნთების პათოლოგიური დაშლა ყოველთვის არ რეგრესირდება ატორვასტატინის მიღების შეწყვეტის შემდეგაც კი და შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მოულოდნელი სისხლდენა ან უჩვეულო სისხლჩაქცევები, რომლებიც შეიძლება ღვიძლის პრობლემის ნიშანი იყოს. ამ დროს საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ;

წითელი მგლურას დაავადების მსგავსი სინდრომი (მოიცავს გამონაყარს, სახსრების პათოლოგიასა და სისხლის უჯრედების ცვლილებებს).

ატორვასტატინი ნორმოგენის სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ცხვირის გასავლების ანთება, ყელის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან;

ალერგიული რექციები;

შაქრის დონის მომატება სისხლში (თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, საჭიროა სისხლის შაქრის დონის ყურადღებითი კონტროლი), სისხლში კრეატინკინაზის დონის მატება;

თავის ტკივილი;

გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, დიარეა;

სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი და წელის ტკივილი;

ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები.

არახშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ანორექსია (მადის დაკარგვა), წონაში მატება, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, საჭიროა სისხლის შაქრის დონის ყურადღებითი კონტროლი);

ღამის კოშმარები, უძილობა;

თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება ხელისა და ფეხის თითებში, ტკივილის ან შეხების შეგრძნების დაქვეითება, გემოს ცვლილება, მეხსიერების დაკარგვა;

მხედველობის დაბინდვა;

ყურებში ან თავში ხმაურის შეგრძნება;

ღებინება, ბოყინი, მუცლის ტკივილი ზედა და ქვედა ნაწილში, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს);

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);

გამონაყარი კანზე და ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა;

ყელის ტკივილი, კუნთების სისუსტე;

დაღლილობა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, სისუსტე, მკერდის არეში ტკივილი, შეშუპება, განსაკუთრებით კოჭების, ცხელება;

შარდში ლეიკოციტების არსებობა.

იშვიათი (აღინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მხედველობის დარღვევა;

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები;

ქოლესტაზი (კანისა და სკლერების სიყვითლე);

მყესების დაზიანება.

ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ალერგიული რეაქციები – სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს უეცრად განვითარებულ ხმაურიან სუნთქვას და გულმკერდის არეში ტკივილს ან მოჭერის შეგრძნებას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, კოლაფსს;

სმენის დაკარგვა;

გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებსა და ქალებში).

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე:

მუდმივი ხასიათის კუნთების სისუსტე;

მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც იწვევს კუნტების ზოგად სისუსტეს, ზოგიერთ სემთხვევაში სასუნთქი კუნთების სისუსტეს);

ოკულარული მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს);

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ხელებისა და ფეხების სისუსტე, რომელიც უარესდება აქტივობის შემდეგ, მხედველობის გაორება ან ქუთუთოების ჩამოშვება, ყლაპვის გაძნელება ან სუნთქვის უკმარისობა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ზოგიერთი სტატინის (იმავე ტიპის მედიკამენტების) მიღების დროს:

სექსუალური დარღვევები;

დეპრესია;

სუნთქვის პრობლემები, მათ შორის, მუდმივი ხასიათის ხველა და/ან სუნთქვის უკმარისობა ან ცხელება;

დიაბეტი, უფრო ხშირად ვითარდება სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალი დონის, ჭარბწონიანობისა და მაღალი არტერიული წნევის დროს. ამ მედიკამენტებით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

ატორვასტატინი ნორმოგენი შეიცავს

აქტიური ნივთიერებაა ატორვასტატინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი შეიცავს: ოპადრი II თეთრი OYL-28900 (შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს და მაკროგოლს) და ტალკი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ატორვასტატინი ნორმოგენის ფორმა და შეფუთვა:

ატორვასტატინი ნორმოგენი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, ელიფსური ფორმის, ორმხრივამობურცული, გამყოფი ხაზით და ცალ მხარეს ამოტვიფრულია “AT40” და მეორე მხარე - სადა, დიამეტრით 14,2 x 7,7 მმ ± 10%.

ატორვასტატინი ნორმოგენი 40 მგ მოწოდებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით ბლისტერებზე და ჰოსპიტალური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 500 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ატორვასტატინი ნორმოგენი 40 მგ ასევე მოწოდებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით კონტეინერში.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელიდა მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის აპრილი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ატორვასტატინი ნორმოგენი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ატორვასტატინი ნორმოგენი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ატორვასტატინი ნორმოგენის მიღებამდე;

ატორვასტატინი ნორმოგენის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ატორვასტატინი ნორმოგენის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ატორვასტატინი ნორმოგენი და მისი გამოყენება

ატორვასტატინი ნორმოგენი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სტატინებს, რომლებიც წარმოადგენენ ორგანიზმში ლიპიდების (ცხიმების) დონის მარეგულირებელ პრეპარატებს.

ეს მედიკამენტი გამოიყენება სისხლში ლიპიდების, როგორიცაა ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, დონის დასაქვეითებლად, როცა მხოლოდ დიეტა ცხიმების დაბალი შემცველობითა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, არ არის ეფექტიანი. ეს მედიკამენტი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად, მიუხედავად სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონისა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია დაბალი ქოლესტერინის შემცველობის დიეტის დაცვა.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ატორვასტატინი ნორმოგენის მიღებამდე

დაუშვებელია ატორვასტატინი ნორმოგენის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია ატორვასტატინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა უცნობი მიზეზის ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები;

თუ პაციენტი რეპროდუქციული ასაკის ქალია და არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებებს;

თუ პაციენტი ფეხმძიმედაა ან გეგმავს ფეხმძიმობას;

ძუძუთი კვების დროს;

თუ პაციენტი იღებს გლეკაპრევირი/პიბრენტაზვირის კომბინაციას C ჰეპატიტის სამკურნალოდ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა;

თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში იღებდა ფუზიდის მჟავის შემცველ მედიკამენტს (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ) პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავისა და ატორვასტატინის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მძიმე პრობლემები (რაბდომიოლიზი);

თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინსულტი თავის ტვინში სისხლჩაქცევით, ან თავის ტვინში აღენიშნება სითხით სავსე ჯიბეები გადატანილი ინსულტის შედეგად;

თუ პაციენტს თირკმელების პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია (ჰიპოთირეოზი);

თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ხასიათის ტკივილები, პირად ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება კუნთების პრობლემები;

თუ პაციენტს ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა მედიკამენტებით (მაგ.: სხვა “სტატინებით” ან “ფიბრატებით”) მკურნალობის დროს აღენიშნებოდა კუნთების პრობლემები;

თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა მიასთენია (დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კუნთების ზოგადი სისუსტით, ზოგიერთ შემთხვევბში სუნთქვაში მონაწილე კუნთების ჩათვლით) ან ოკულარული მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთის სისუსტეს), რადგან სტატინებმა ზოგერ შეიძლება გაამწვავონ მდგომარეობა ან გამოიწვიონ მიასთენია (იხ. პარაგრაფი 4);

თუ პაციენტი რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი, ექიმი გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა სისხლის ანალიზების აღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში, კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების რისკის განსასაზღვრავად. ცნობილია, რომ კუნთების მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი (როგორიცაა რაბდომიოლიზი) იზრდება ზოგიერთი მედიკამენტების კომბინირებისას (იხ. პარაგრაფი 2 “სხვა მედიკამენტები და ატორვასტატინი ნორმოგენი”).

ასევე, მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების მუდმივი ხასიათის სისუსტე. დამატებითი კვლევები და მედიკამენტები შეიძლება საჭირო გახდეს დიაგნოზის დასასმელად და ამ პრობლემის სამკურნალოდ.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს საჭიროა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, თუ მას აქვს დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკი. დიაბეტის განვითარების რისკი მოიცავს სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალ დონეს, ჭარბ წონასა და მაღალ არტერიულ წნევას

სხვა მედიკამენტები და ატორვასტატინი ნორმოგენი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ატორვასტატინზე ან ატორვასტატინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე. ეს ურთიერთქმედება შეიძლება გამოვლინდეს ერთ-ერთი ან ორივე მედიკამენტის მოქმედების ეფექტიანობის დაქვეითებით. გარდა ამისა, შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების ან მათი სიმძიმის რისკი, მათ შორის რაბდომიოლიზის განვითარების რისკი, რომელიც აღწერილია მე-4 პარაგრაფში:

მედიკამენტები, რომლებიც ცვლიან ორგანიზმის იმუნურ პასუხს, მაგ.: ციკლოსპორინი;

გარკვეული ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ.: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი, რიფამპინი, ფუზიდის მჟავა;

ლიპიდების დონის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტები, მაგ.: გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, ქოლესტიპოლი;

კალციუმის არხის ზოგიერთი ბლოკატორი, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის ან მაღალი არტერიული წნევის დროს, მაგ.: ამლოდიპინი, დილტიაზემი; გულის რითმის მარეგულირებელი პრეპარატები, მაგ.: დიგოქსინი, ვერაპამილი, ამიოდარონი;

ლეტერმოვირი, მედიკამენტი, რომელიც ახდენს ციტომეგალოვირუსით გამოწვეული დაავადების პრევენციას;

აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები, მაგ.: რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირი/რიტონავირის კომბინაცია და ა.შ.;

C ჰეპატიტის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი, მაგ.: ტელაპრევირი, ბოცეპრევირი და ელბასვირი/გრაზოპრევირის, ლედიპასვირი/სოფოსბუვირის კომბინაცია;

სხვა მედიკამენტები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ატორვასტატინთან, მათ შორის ეზეტიმიბი (აქვეითებს ქოლესტერინის დონეს), ვარფარინი (აქვეითებს სისხლის შედედებას), პერორალური კონტრაცეპტივები, სტირიპენტოლი (გამოიყენება კრუნჩხვების სამკურნალოდ ეპილეფსიის დროს), ციმეტიდინი (გამოიყენება გულძმარვისა და პეპტიკური წყლულის დროს), ფენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი), კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის დროს) და ანტაციდები (მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები, გამოიყენება დისპეფსიის დროს);

ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატები: კრაზანა;

თუ პაციენტი იღებს ფუზიდის მჟავას პერორალურად ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეწყვიტოს მედიკამენტის მიღება. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, როდის არის ამ მედიკამენტით მკურნალობის გაგრძელება უსაფრთხო. ატორვასტატინის მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, ტკივილი ან დაჭიმულობა (ე.წ. რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პარაგრაფი 4.

ატორვასტატინი ნორმოგენის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ამ მედიკამენტის მიღების წესი მოცემულია მე-3 პარაგრაფში. საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინება:

გრეიფრუტის წვენი

არ არის რეკომენდებული დღეში ერთ ან ორ პატარა ჭიქაზე მეტი გრეიფრუტის წვენის მიღება, რადგან გრეიფრუტის წვენის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ მედიკამენტის ეფექტზე.

ალკოჰოლი

არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს. დეტალებისათვის იხ. მე-2 პარაგრაფი “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი

მედიკამენტი არ უნდა იქნას მიღებული ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში.

არ შეიძლება ატორვასტატინის მიღება შვილოსნობის ასაკის პერიოდში, თუ პაციენტი არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებებს.

არ შეიძლება ამ მედიკამენტის მიღება ძუძუთი კვების დროს.

ატორვასტატინის უსაფრთხოება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ჩვეულებრივ, ამ მედიკამენტს არ აქვს გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა შეიძლება განვითარდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას მოახდენენ მართვის უნარზე. არ არის მიზანშეწონილი ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, თუ ამ უნარებზე გავლენას ახდენს მედიკამენტი.

ატორვასტატინი ნორმოგენი შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე შაქრის აუტანლობა.

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, ე.ი. ის ფაქტობრივად “თავისუფალია” ნატრიუმისაგან.

ატორვასტატინი ნორმოგენის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ქოლესტერინის დაბალი შემცველობის დიეტაზე, რომელიც უნდა გაგრძელდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის პერიოდშიც.

რეკომენდებული საწყისი დოზა მოზრდილებში და 10 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში შეადგენს 10 მგ ატორვასტატინს ერთხელ დღეში. დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ. დოზის კორექცია ექიმის მიერ უნდა მოხდეს 4-კვირიანი ან მეტი ინტერვალებით. ატორვასტატინის მაქსიმალური დოზა არის 80 მგ ერთხელ დღეში მოზრდილებისათვის.

ამ მედიკამეტის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ტაბლეტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.

ატორვასტატინი ნორმოგენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ამ მედიკამენტის მოქმედების ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია.

ატორვასტატინი ნორმოგენის დოზის გადაჭარბებისას

შემთხვევით ატორვასტატინის ტაბლეტების ჭარბი დოზის (დღიურ დოზაზე მეტი დოზის) მიღებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან უახლოეს ჰოსპიტალში მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში დარეკვა, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტის სახელწოდებისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა და მთლიანი კოლოფი, რათა სამედიცინო პერსონალმა ადვილად მოახდინოს მიღებული მედიკამენტის იდენტიფიკაცია.

ატორვასტატინი ნორმოგენის დოზის დავიწყებისას

დოზის დავიწყებისას შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს დაგეგმილ დროს სქემის მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ატორვასტატინი ნორმოგენით მკურნალობის შეწყვეტა

მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას ან მკურნალობის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული სიმპტომი ან გვერდითი მოვლენა, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას:

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ენისა და ხორხის შეშუპებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება;

მძიმე დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის შეშუპებითა და ძლიერი აქერცვლით, კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნით და ცხელებით. კანზე შეიძლება განვითარდეს გამონაყარი ვარდისფერ-წითელი ლაქებით, განსაკუთრებით, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, რომლებიც ბუშტუკებად გარდაიქმნება;

კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა, ტკივილი, კუნთის გაწყვეტა ან მოწითალო-ყავისფერი შეფერილობის შარდი და განსაკუთრებით, ამავდროულად, ცუდად ყოფნის შეგრძნება და მაღალი ცხელება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დესტრუქციით (რაბდომიოლიზით). კუნთების პათოლოგიური დაშლა ყოველთვის არ რეგრესირდება ატორვასტატინის მიღების შეწყვეტის შემდეგაც კი და შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს და გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მოულოდნელი სისხლდენა ან უჩვეულო სისხლჩაქცევები, რომლებიც შეიძლება ღვიძლის პრობლემის ნიშანი იყოს. ამ დროს საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ;

წითელი მგლურას დაავადების მსგავსი სინდრომი (მოიცავს გამონაყარს, სახსრების პათოლოგიასა და სისხლის უჯრედების ცვლილებებს).

ატორვასტატინი ნორმოგენის სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ცხვირის გასავლების ანთება, ყელის ტკივილი, სისხლდენა ცხვირიდან;

ალერგიული რექციები;

შაქრის დონის მომატება სისხლში (თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, საჭიროა სისხლის შაქრის დონის ყურადღებითი კონტროლი), სისხლში კრეატინკინაზის დონის მატება;

თავის ტკივილი;

გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, დიარეა;

სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი და წელის ტკივილი;

ღვიძლის ფუნქციის სისხლის ანალიზების პათოლოგიური მაჩვენებლები.

არახშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ანორექსია (მადის დაკარგვა), წონაში მატება, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, საჭიროა სისხლის შაქრის დონის ყურადღებითი კონტროლი);

ღამის კოშმარები, უძილობა;

თავბრუსხვევა, ჩხვლეტის შეგრძნება ხელისა და ფეხის თითებში, ტკივილის ან შეხების შეგრძნების დაქვეითება, გემოს ცვლილება, მეხსიერების დაკარგვა;

მხედველობის დაბინდვა;

ყურებში ან თავში ხმაურის შეგრძნება;

ღებინება, ბოყინი, მუცლის ტკივილი ზედა და ქვედა ნაწილში, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს);

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);

გამონაყარი კანზე და ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა;

ყელის ტკივილი, კუნთების სისუსტე;

დაღლილობა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, სისუსტე, მკერდის არეში ტკივილი, შეშუპება, განსაკუთრებით კოჭების, ცხელება;

შარდში ლეიკოციტების არსებობა.

იშვიათი (აღინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

მხედველობის დარღვევა;

მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები;

ქოლესტაზი (კანისა და სკლერების სიყვითლე);

მყესების დაზიანება.

ძალიან იშვიათი (აღინიშნება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

ალერგიული რეაქციები – სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს უეცრად განვითარებულ ხმაურიან სუნთქვას და გულმკერდის არეში ტკივილს ან მოჭერის შეგრძნებას, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ხორხის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, კოლაფსს;

სმენის დაკარგვა;

გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება მამაკაცებსა და ქალებში).

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე:

მუდმივი ხასიათის კუნთების სისუსტე;

მიასთენია გრავის (დაავადება, რომელიც იწვევს კუნტების ზოგად სისუსტეს, ზოგიერთ სემთხვევაში სასუნთქი კუნთების სისუსტეს);

ოკულარული მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს);

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ხელებისა და ფეხების სისუსტე, რომელიც უარესდება აქტივობის შემდეგ, მხედველობის გაორება ან ქუთუთოების ჩამოშვება, ყლაპვის გაძნელება ან სუნთქვის უკმარისობა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნა ზოგიერთი სტატინის (იმავე ტიპის მედიკამენტების) მიღების დროს:

სექსუალური დარღვევები;

დეპრესია;

სუნთქვის პრობლემები, მათ შორის, მუდმივი ხასიათის ხველა და/ან სუნთქვის უკმარისობა ან ცხელება;

დიაბეტი, უფრო ხშირად ვითარდება სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალი დონის, ჭარბწონიანობისა და მაღალი არტერიული წნევის დროს. ამ მედიკამენტებით მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო პროდუქტების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: https://www.noificaram.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ატორვასტატინი ნორმოგენის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში არსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

ატორვასტატინი ნორმოგენი შეიცავს

აქტიური ნივთიერებაა ატორვასტატინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინის კალციუმის ტრიჰიდრატის სახით).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსი შეიცავს: ოპადრი II თეთრი OYL-28900 (შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს, ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს და მაკროგოლს) და ტალკი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ატორვასტატინი ნორმოგენის ფორმა და შეფუთვა:

ატორვასტატინი ნორმოგენი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, ელიფსური ფორმის, ორმხრივამობურცული, გამყოფი ხაზით და ცალ მხარეს ამოტვიფრულია “AT40” და მეორე მხარე - სადა, დიამეტრით 14,2 x 7,7 მმ ± 10%.

ატორვასტატინი ნორმოგენი 40 მგ მოწოდებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით ბლისტერებზე და ჰოსპიტალური შეფუთვით, რომელიც შეიცავს 500 აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

ატორვასტატინი ნორმოგენი 40 მგ ასევე მოწოდებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით კონტეინერში.

A

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელიდა მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.

რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2022 წლის აპრილი

ინფორმაციის სხვა წყაროები

პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა