ადიუვანტური თერაპია ქალებისათვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰორმონის რეცეპტორდადებითი ძუძუს ინვაზიური კიბო. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ანასტროზოლი (anastrozole)
- ფორმა და შეფუთვა
- 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (კალენდარული შეფუთვით)
- მწარმოებელი
- AstraZeneca UK Limited (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -AstraZeneca Pharmaceuticals LP(აშშ)), დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L02BG03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037555
- რეგისტრირებულია
- 14 მარტი 2023, მოქმედებს 14 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AstraZeneca UK Limited (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
არიმიდექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ადიუვანტური თერაპია ქალებისათვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰორმონის რეცეპტორდადებითი ძუძუს ინვაზიური კიბო.
ადიუვანტური თერაპია ქალებისათვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომლებსაც აღენიშნებათ ძუძუს ჰორმონის რეცეპტორდადებითი კიბოს ადრეული სტადია და რომლებსაც მიღებული აქვთ ტამოქსიფენი 2-3 წლის განმავლობაში.
ქალებში ძუძუს შორსწასული კიბოს მკურნალობა პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში. ეფექტურობა ნაჩვენები არ არის ესტროგენის რეცეპტორნეგატიურ პაციენტებში, თუ მათ ადრე არ აღენიშნებოდათ დადებითი კლინიკური პასუხი ტამოქსიფენის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები ხანდაზმულების ჩათვლით: ერთი 1მგ ტაბლეტი პერორალურად დღეში ერთხელ.
ბავშვები: რეკომენდებული არ არის ბავშვებში გამოყენება (იხ. ფარმაკოდინამიური და ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
თირკმლის დაზიანება: დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით.
ღვიძლის უკმარისობა: დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი დაავადებით.
დაავადების ადრეული სტადიისას, მკურნალობის რეკომენდებული ხაგნრძლივობა შეადგენს 5 წელიწადს.
უკუჩვენებები
არიმიდექსი უკუნაჩვენებია:
- პრე-მენოპაუზურ ქალებში
- ორსულ ან მეძუძურ დედებში
- პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 20მლ/წთ-ზე ნაკლები)
- პაციენტებში ღვიძლის საშუალო ან მწვავე უკმარისობით
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ანასტროზოლის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ, რომელიც მოცემულია შემავსებელი ნივთიერებების ჩამონათვალში.
უნდა მოერიდონ ტამოქსიფენის ან ესტროგენშემცველი თერაპიის გამოყენებას არიმიდექთან ერთად, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მისი ფარმაკოლოგიური მოქმედება (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
სიფრთხილის ზომები
არიმიდექსის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტების ამ ჯგუფში დადგენილი არ არის (იხ. ფარმაკოდინამიური და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები). პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციის მწვავე დაზიანება (კრეატინინის კლირენსი 30მლ/სთ-ზე ნაკლები) არ არსებობს არიმიდექსის უსაფრთხოების მაჩვენებელი მონაცემები.
ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოპოროზი ან ოსტეოპორიზის რისკი, მკურნალობის დასაწყისში და შემდეგ - რეგულარული ინტერვალებით უნდა შეფასდეს ძვლის მინერალური სიმკვრივე დენსიტომეტრიით მაგ. DEXA სკანირებით. საჭიროა ოსტეოპოროზის მკურნალობა ან პროფილაქტიკა და მონიტორინგი. არ არსებობს მონაცემები ანსტროზოლის მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორთან ერთად გამოყენების შესახებ. ეს კომბინაცია არ უნდა გამოიყენონ კლინიკური კვლევების გარეთ.
რადგან არიმიდექსი ამცირებს მოცირკულირე ესტროგენების დონეს, მან შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება და მოტეხილობის რისკის ზრდა. პოსტ-მენოპაუზურ ქალებში ბიფოსფონატების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ძვლის მინერალების არიმიდექსით გამოწვეული დაკარგვა, ამიტომ მხედველობაში უნდა მიიღონ მათი მიღება.
ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის მემკვიდრული პრობლემები, საერთო ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატის 1 ტაბლეტი შეიცავს 1მ/მოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ), რაც ნიშნავს არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტიპირინის და ციმეტიდინის კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები აჩვენებს, რომ არიმიდექსის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება ნაკლებად იწვევს ციტოქრომ P450-ით განპირობებულ კლინიკურად მნიშვნელოვან წამლისმიერ ურთიერთქმედებას. კლინიკური კვლევის უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის გადახედვამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიმიდექსით და აგრეთვე იღებდნენ სხვა ხშირად დანიშნულ პრეპარატებს. ბიფოსფონატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნა (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
არიმიდექსთან ერთად არ შეიძლება ტამოქსიფენის ან ესტროგენშემცველი საშუალებების გამოყენება რადგან შეიძლება დაქვეითდეს მისი ფარმაკოლოგიური მოქმედება (იხ. უკუჩვენება).
ორსულობა და ძუძუთი კვება
არიმიდექსი უკუნაჩვენებია ორსულ ან მეძუძურ ქალებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არიმიდექსი ნაკლებად მოქმედებს პაციენტების ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა არიმიდექსის გამოყენებისას აღწერილია ასთენია და ძილიანობა და ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
გვერდითი მოვლენები
სადაც ზუსტად მითითებული არ არის, სიხშირის შემდეგი კატეგორიები დათვლილია იმ გვერდითი მოვლენების რიცხვის მიხედვით, რაც აღინიშნა დიდ III ფაზიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებულ 9366 პოსტ-მენოპაუზურ ქალში, რომლებსაც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში (ATAC კვლევა).
სიხშირე
ორგანოთა სისტემის კლასი
გვერდითი რეაქცია
ძალიან ხშირი (≥ 10%)
ვასკულური:
ზოგადი:
ძვალ-კუნთოვანი სისტემა, შემაერთებელი ქსოვილი და ძვალი:
ფსიქიატრიული დარღვევები:
ნერვული სისტემა:
გასტროინტესტინური სისტემა:
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
წამოხურება, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ასთენია, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ართრალგია/სახსრების შებოჭილობა
ართრიტი
ოსტეოპოროზი
დეპრესია
თავის ტკივილი ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
გულისრევა ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
გამონაყარი, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ხშირი
(≥ 1% და < 10%)
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
გასტროინტესტინური სისტემა:
ნერვული სისტემა:
ჰეპატობილიარული დარღვევები:
რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვალი:
მეტაბოლიზმი და კვება:
ძვალკუნთოვანი სისტემა, შემაერთებელი ქსოვილი და ძვალი:
თმის ცვენა (ალოპეცია) ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ალერგიული რეაქციები
დიარეა, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ღებინება ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ძილიანობა, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
კარპალური არხის სინდრომი*
ტუტე ფოსფატაზას, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარატამინორანსფერაზას მომატება
საშოს სიმშრალე, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ვაგინალური სისხლდენა ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი**.
ანორექსია, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ჰიპერქოლესტეროლემია ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ძვლის ტკივილი.
არახშირი
(≥ 0.1% და <1%)
ჰეპატობილიარული დარღვევები:
გამაგლუტამილტრანსფერაზას და ბილირუბინის დონის მომატება. ჰეპატიტი.

ურტიკარია
მთრთოლავი თითები
იშვიათი
(≥ 0.01% და <0.1%)
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
მულტიფორმული ერითემა. ანაფილაქტოიდური რეაქცია. კანის ვასკულიტი (ჰენოხ-შონლაინის პურპურას ცალკეული შემთხვევების ჩათვლით)
ძალიან იშვიათი (<0.01%)
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანგიოედემა.
- კარპალური არხის სინდრომი უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებიც კლინიკურ კვლევებში იღებენ არიმიდექსს, ვიდრე ტამოქსიფენით მკურნალობისას. თუმცა ამ მოვლენების უმრავლესობა განვითარდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ამ მდგომარეობის იდენტიფიცირებადი რისკ ფაქტორები.
- *ვაგინალური სისხლდენა აღწერილია ხშირად, ძირითადად ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში არსებული ჰორმონოთერაპიის არიმიდექსით მკურნალობით შეცვლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. სისხლდენის პერსისტირების შემთხვევაში საჭიროა შემდგომი გამოკვლევები. რადგან არიმიდექსი აქვეითებს მოცირკულირე ესტროგენების დონეს, შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება და ზოგიერთი პაციენტი მოტეხილობის გაზრდილი რისკის ქვეშ დააყენოს (იხ. სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომების გამოყენებისთვის).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ATAC კვლევაში, პრე-სპეციფირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე, მიზეზების მიუხედავად, რომელიც დაფიქსირდა პაციენტებში, საკვლევი თერაპიის ჩატარების და საკვლევი თერაპიის შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები
არიმიდექსი
(N=3092)
ტამოქსიფენი
(N=3094)
წამოხურება
1104 (35.7%)
1264 (40.9%)
სახსრების ტკივილი/შებოჭილობა
1100 (35.6%)
911 (29.4%)
განწყობის დარღვევა
597 (19.3%)
554 (17.9%)
დაღლილობა/ასთენია
575 (18.6%)
544 (17.6%)
გულისრევა და ღებინება
393 (12.7%)
384 (12.4%)
მოტეხილობები
315 (10.2%)
209 (6.8%)
ხერხემლის, ბარძაყის ან მაჯის/ლავიწის მოტეხილობა
133 (4.3%)
91 (2.9%)
მაჯის/ლავიწის მოტეხილობა
67 (2.2%)
50 (1.6%)
ხერხემლის მოტეხილობა
43 (1.4%)
22 (0.7%)
ბარძაყის მოტეხილობა
28 (0.9%)
26 (0.8%)
კატარაქტა
182 (5.9%)
213 (6.9%)
ვაგინალური სისხლდენა
167 (5.4%)
317 (10.2%)
იშემიური კარდიოვასკულური დაავადება
127 (4.1%)
104 (3.4%)
გულმკერდის ანგინა
71 (2.3%)
51 (1.6%)
მიოკარდიუმის ინფარქტი
37 (1.2%)
34 (1.1%)
კორონარული არტერიების დაავადება
25 (0.8%)
23 (0.7%)
მიოკარდიუმის იშემია
22 (0.7%)
14 (0.5%)
საშოდან გამონადენი
109 (3.5%)
408 (13.2%)
ვენური თრომბოემბოლიის ნებისმიერი მოვლენა
87 (2.8%)
140 (4.5%)
ღრმა ვენების თრომბოემბოლია პულმონარული ემბოლიის ჩათვლით
48 (1.6%)
48 (1.6%)
იშემიური ცერებროვასკულური მოვლენები
62 (2.0%)
88 (2.8%)
ენდომეტრიუმის კიბო
4 (0.2%)
13 (0.6%)
საშუალოდ 68 თვის შემდეგ არიმიდექსის და ტამოქსიფენის ჯგუფებში მოტეხილობათა სიხშირე იყო წელიწადში 1000 პაციენტიდან - 22 და წელიწადში 1000 პაციენტიდან - 15. არიმიდექსის გამოყენებისას აღნიშნული მოტეხილობების სიხშირე მსგავსია პოსტ-მენოპაუზურ პოპულაციაში ასაკთან დაკავშირებული მოტეხილობათა სიხშირისა. ATAC პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანასტროზოლით, დაუდგენელია მოტეხილობების სიხშირე და ოსტეოპოროზი ასახავს ტამოქსიფენის დამცავ ეფექტს, ანასტროზოლის სპეციფიურ ეფექტს თუ ორივეს ერთად. ოსტეოპოროზის სიხშირე იყო 10.5% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიმიდექსით და 7.3% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტამოქსიფენს.
ჭარბი დოზა
არსებობს დოზის შემთხვევითი გადაჭარბების შეზღუდული კლინიკური გამოცდილება. ცხოველების კვლევებში ანასტროზოლმა გამოავლინა დაბალი მწვავე ტოქსიურობა, კლინიკური კვლევები ჩატარდა არიმიდექსის სხვადასხვა დოზებით, ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებში 60მგ ერთჯერად დოზამდე და დღეში 10მგ-ს გამოყენებით ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ პოსტ-მენოპაუზურ ქალებში; ეს დოზები კარგად აიტანებოდა. დადგენილი არ არის არიმიდექსის ერთჯერადი დოზა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი და მკურნალობა სიმპტომურია. დოზის გადაჭარბების მენეჯმენტში უნდა გაითვალისწინონ რომ შესაძლებელია მრავლობითი აგენტის მიღება. თუ პაციენტი გონზეა, შეიძლება ღებინების გამოწვევვა. დიალიზი შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგან არიმიდექსი მაღალი დონით არ უკავშირდება ცილებს. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე თერაპია, სასიცოცხლო ფუნქციების ხშირი მონიტორინგის და პაციენტზე ინტენსიური დაკვირვების ჩათვლით.
ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
ათქ კოდი L02B G03 (ენზიმის ინჰიბიტორი)
არიმიდექსი არის არასტეროიდული არომატაზას ძლიერი და მაღალსელექციური ინჰიბიტორი. პოსტ-მენოპაუზურ ქალებში ესტრადიოლი ძირითადად წარმოიქმნება პერიფერიულ ქსოვილში არომატაზას ენზიმების კომპლექსით ანდროსტენდიონის ესტრონად გარდაქმნით. ესტრონი შემდეგ გარდაიქმნება ესტრადიოლად. მოცირკულირე ესტრადიოლის დონის შემცირება სასარგებლო აღმოჩნდა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებში. მაღალი მგრძნობელობის ტესტის გამოყენებისას პოსტ-მენოპაუზურ ქალებში არიმიდექსმა დღეში 1მგ დოზით გამოიწვია ესტრადიოლის სუპრესია 80%-ზე მეტად. არიმიდექსს არ ახასიათებს პროგესტაგენური, ანდროგენური ან ესტროგენური მოქმედება. არიმიდექსის დღიური დოზები 10მგ-მდე გავლენას არ ახდენს კორტიზოლის ან ალდოსტერონის სეკრეციაზე, რომელიც გაიზომა აკტჰ დატვირთვის სტანდარტულ ტესტამდე და მის შემდეგ. აქედან გამომდინარე კორტიკოიდების დანამატების მიღება საჭირო არ არის. ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე პირველადი დამხმარე თერაპიისას დიდ III ფაზიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებულ 9366 პოსტ-მენოპაუზურ ქალში, რომლებსაც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში, არიმედექსი სტატისტიკურად ტამოქსიფენზე უპირატესი იყო დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის მაჩვენებლით. დაავადებისგან თავისუფალ გადარჩენაში ტამოქსიფენთან შედარებით უფრო დიდი სარგებელი აღინიშნა არიმიდექსის გამოყენებისას ჰორმონის რეცეპტორდადებით პოპულაციაში. არიმიდექსი ტამოქსიფენზე უპირატესი იყო რეციდივის დროში. განსხვავება უფრო მაღალი იყო, ვიდრე დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის მაჩვენებელში სამკურნალო განსაზღვრულ ჯგუფში (ITT) და ჰორმონის რეცეპტორდადებით პოპულაციაში. არიმიდექსი სტატისტიკურად ტამოქსიფენზე უპირატესი იყო რეციდივის გადავადებაში. კონტრალატერალური ძუძუს კიბოს სიხშირე სტატისტიკურად შემცირებული იყო არიმიდექსის გამოყენებისას ტამოქსიფენთან შედარებით. თერაპიის 5 წლის შემდეგ ანასტროზოლი ისევე ეფექტურია როგორც ტამოქსიფენი საერთო გადარჩენის შემთხვევაში. თუმცა სიკვდილის დაბალი სიხშირის გამო, ხანგრძლივ გადარჩენაზე ანასტროზოლის და ტამოქსიფენის ეფექტის განსაზღვრისთვის საჭიროა დამატებითი კვლევები. ATAC პაციენტების 5 წლიანი მკურნალობის შემდეგ არ ჩატარებულა 68 თვეზე ხანგრძლივი დაკვირვება არიმიდექსით და ტამოქსიფენით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომი ეფექტების შესადარებლად.
ATAC საბოლოო შეფასება: 5 წლიანი მკურნალობის დასრულების ანალიზი
ეფექტურობის საბოლოო წერტილები
მოვლენათა რაოდენობა (სიხშირე)
სამკურნალო პოპულაცია
სიმსივნის ჰორმონი-რეცეპტორ დადებითი სტატუსი
არიმიდექსი (N=3125)
ტამოქსიფენი (N=3116)
არიმიდექსი (N=2618)
ტამოქსიფენი (N=2598
დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენა ა
575 (18.4)
651 (20.9)
424 (16.2)
497 (19.1)
საფრთხის წილი
- 87
- 83
2 მხრიანი 95% CI
- 78 - 0.97
- 73 - 0.94
p მნიშვნელობა
- 0127
- 0049
დაავადებისგან თავისუფალი შორეული გადარჩენა ბ
500 (16.0)
530 (17.0)
370 (14.1)
394 (15.2)
საფრთხის წილი
- 94
- 93
2 მხრიანი 95% CI
- 83 - 1.06
- 80 - 1.07
p მნიშვნელობა
- 2850
- 2838
დრო რეციდივამდე გ
402 (12.9)
498 (16.0)
282 (10.8)
370 (14.2)
საფრთხის წილი
- 79
- 74
2 მხრიანი 95% CI
- 70 - 0.90
- 64 - 0.87
p მნიშვნელობა
- 0005
- 0002
დრო შორეულ რეციდივამდე დ
324 (10.4)
375 (12.0)
226 (8.6)
265 (10.2)
საფრთხის წილი
- 86
- 84
2 მხრიანი 95% CI
- 74 -0.99
- 70 - 1.00
p მნიშვნელობა
- 0427
- 0559
კონტრალატერალური
ძუძუ
35 (1.1)
59 (1.9)
26 (1.0)
54 (2.1)
საფრთხის წილი
- 59
- 47
2 მხრიანი 95% CI
- 39 -0.89
- 30 - 0.76
p მნიშვნელობა
- 0131
- 0018
საერთო გადარჩენა ე
411 (13.2)
420 (13.5)
296 (11.3)
301 (11.6)
საფრთხის წილი
- 97
- 97
2 მხრიანი 95% CI
- 85 - 1.12
- 83 -1.14
p მნიშვნელობა
- 7142
- 7339
ა დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენა მოიცავს რეციდივის ყველა მოვლენას და განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონალური რეციდივის პირველი გამოვლინება, კონტრალატერალური ახალი ძუძუს კიბო, შორეული რეციდივი ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
ბ დაავადებისგან თავისუფალი შორეული გადარჩენა განსაზღვრულია, როგორც შორეული რეციდივის პირველი გამოვლენა ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
გ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონული რეციდივის პირველი გამოვლინება, კონტრალატერალური ახალი ძუძუს კიბო, შორეული რეციდივი ან სიკვდილი ძუძუს კიბოს მიზეზით.
დ შორეულ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც შორეული რეციდივის პირველი გამოვლინება ან სიკვდილი ძუძუს კიბოს გამო.
ე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა (%).
როგორც ნებისმიერი მკურნალობის გადაწყვეტისას, ძუძუს კიბოთი დაავადებულმა ქალებმა და მათმა ექიმებმა უნდა შეაფასონ მკურნალობის შედარებითი სარგებელი და რისკები. არიმიდექსის და ტამოქსიფენის ერთად გამოიყენებისას ეფექტურობა და უსაფრთხოება მსგავსი იყო იმ მაჩვენებლისა, რომელიც აღინიშნებოდა მხოლოდ ტამოქსიფენის გამოყენებისას ჰორმონის რეცეპტორის სტატუსის მიუხედავად. ამის ზუსტი მექანიზმი ჯერ ცნობილი არ არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გამოწვეულია არიმიდექსით განპირობებული ესტრადიოლის სუპრესიის ხარისხის შემცირებით.
დამატებითი თერაპიისას ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დამატებით ტამოქსიფენს
ადრეულ სტადიაზე ძუძუს ჰორმონის რეცეპტორდადებითი კიბოთი დაავადებულ 2579 პოსტ-მენოპაუზურ ქალზე ჩატარებულ III ფაზიან (ABCSG 8) კვლევაში, სადაც პაციენტებს გადატანილი ჰქონდათ ოპერაცია რადიოთერაპიით ან მის გარეშე და ჩატარებული არ ქონდათ ქიმიოთერაპია, და არიმიდექსზე გადავიდნენ ტამოქსიფენით 2 წლიანი მკურნალობიდან, საშუალოდ 24 თვიანი დაკვირვების შემდეგ არიმიდექსი ტამოქსიფენთან შედარებით სტატისტიკურად უპირატესი იყო დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის მაჩვენებლით. რეციდივამდე დრო, ლოკალური ან შორეულ რეციდივამდე დრო და შორეულ რეციდივამდე დრო ადასტურებდა არიმიდექსის სტატისტიკურ უპირატესობას, რაც შეთავსებადი იყო დაავადებისგან თავისუფალ გადარჩენასთან. კონტრალატერალური ძუძუს კიბოს სიხშირე ძალიან დაბალი იყო მკურნალობის ორ ხაზში არიმიდექსის რიცხობრივი უპირატესობით: საერთო გადარჩენა მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში.
ABCSG 8 კვლევის საბოლოო წერტილი და შეჯამების შედეგები
ეფექტურობის საბოლოო წერტილები
მოვლენების რაოდენობა (სიხშირე)
არიმიდექსი (N=1297)
ტამოქსიფენი (N=1282)
დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენა
65 (5.0)
93 (7.3)
საფრთხის წილი
- 67
2 მხრიანი 95% CI
- 49 -0.92
p მნიშვნელობა
- 014
დრო ნებისმიერ რეციდივამდე
36 (2.8)
66 (5.1)
საფრთხის წილი
- 67
2 მხრიანი 95% CI
- 35 -0.79
p მნიშვნელობა
- 002
დრო ლოკალურ ან შორეულ რეციდივამდე
29 (2.2)
51 (4.0)
საფრთხის წილი
- 55
2 მხრიანი 95% CI
- 35 -0.87
p მნიშვნელობა
- 011
დრო შორეულ რეციდივამდე
22 (1.7)
41 (3.2)
საფრთხის წილი
- 52
2 მხრიანი 95% CI
- 31 -0.88
p მნიშვნელობა
- 015
ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო
7 (0.5)
15 (1.2)
საფრთხის წილი
- 46
2 მხრიანი 95% CI
- 19 - 1.13
p მნიშვნელობა
- 090
საერთო გადარჩენა
43 (3.3)
45 (3.5)
საფრთხის წილი
- 96
2 მხრიანი 95% CI
- 63 - 1.46
p მნიშვნელობა
- 840
ორმა შემდგომმა კვლევამ (GABG/ARNO 95 და ITA), რომელთაგან ერთში პაციენტებს ჩატარებული ჰქონდათ ოპერაცია და ქიმიოთერაპია, აგრეთვე ABCSG 8 და GABG/ARNO 95 კომბინირებულმა ანალიზმა დაადასტურა ეს შედეგები. არიმიდექსის უსაფრთხოების პროფილი ამ 3 კვლევაში შეთავსებადი იყო უსაფრთხოების ცნობილ პროფილთან, რომელიც დადგენილი იყო ჰორმონის რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებულ პოსტ-მენოპაუზურ ქალებში ადრეულ სტადიაზე.
ანასტროზოლის კვლევა ბიფოსფონატის რისედრონატთან ერთად (SABRE)
ძვლის მინერალური სიმკვრივე (BMD)
III/IV ფაზიან SABRE კვლევაში, ძუძუს ჰორმონის რეცეპტორდადებითი კიბოთი დაავადებული 243 პოსტ-მენოპაუზური ქალი ადრეულ სტადიაზე, რომლებიც მკურნალობდნენ არიმიდექსის 1მგ-ით დღეში, დაყოფილი იყო მსხვრევადი მოტეხილობის დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის ჯგუფებად. ეფექტურობის ძირითადი პარამეტრი იყო ხერხემლის წელის ნაწილის ძვლის მასის სიმკვრივის განსაზღვრა DEXA სკანირების საშუალებით. ყველა პაციენტი იღებდა ვიტამინ D- ს და კალციუმს. დაბალი რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები იღებდნენ მარტო არიმიდექსს (N=42), საშუალო ჯგუფში შემავალი პაციენტები იყვნენ რანდომიზებულნი, იღებდნენ არიმიდექსს + რისედრონატს 35მგ-ს კვირაში ერთხელ (N=77) ან არიმიდექსს + პლაცებოს (N=77) და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალნი იღებდნენ არიმიდექსს + რისედრონატს 35მგ-ს ერთხელ კვირაში (N=38). პირველადი საბოლოო წერტილი იყო ხერხემლის წელის ნაწილის ძვლის სიმკვრივის ცვლილება 12 თვის თავზე.
12 თვიანმა ძირითადმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტებში მსხვრევადი მოტეხილობის უკვე არსებული საშუალო ან მაღალი რისკით, არიმიდექსის (1მგ დღეში) და რიზედრონატის (35მგ დღეში) კომბინირებული გამოყენებისას არ აღინიშნა ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (შეფასებული ხერხემლის წელის ნაწილის მინერალური სიმკვრივით DEXA სკანირების გამოყენებით). დაბალი რისკის ჯგუფში, რომლებშიც პაციენტებს მკურნალობდნენ მხოლოდ არიმიდექსის 1მგ-ით დღეში აღინიშნა BMD-ს სტატისტიკურად უმნიშვნელო დამატებით დაქვეითება. ეს კვლევები სარკისებურად აისახა მეორად ეფექტურობაში, რომელიც ვარირებდა ბარძაყის საერთო BMD ცვლილებიდან 12 თვის თავზე.
ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ბიფოსფონატების გამოყენება უნდა გაითვალისწინონ ძვლის მინერალური სიმკვრივის შესაძლო დაკარგვისას ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე პოსტ-მენოპაუზურ ქალებში, რომლებიც მკურნალობენ არიმიდექსით.
ლიპიდები
SABRE კვლევაში არ აღინიშნა პლაზმაში ლიპიდებზე ბუნებრივი ეფექტი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიმიდექსს და რისედრონატს.
პედიატრული პაციენტები
პედიატრულ პაციენტებში ჩატარდა 3 კლინიკური კვლევა (2 გინეკომასტიით დაავადებულ ბიჭებში პუბერტულ ასაკში და 1 მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომით დაავადებულ გოგონებში).
გინეკომასტიის კვლევები
კვლევა 006 იყო რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტი-ცენტრული კვლევა 82 პუბერტული ასაკის ბიჭისა (11-18 წლის), რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე დიდი ხნის განმავლობაში და რომლებიც მკურნალობდნენ არიმიდექსის 1მგ-ით დღეში ან პლაცებოთი 6 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნა არიმიდექსის და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის 6 თვის შემდეგ აღენიშნებოდათ მკერდის 50%-ით მაღალი შემცირება.
კვლევა 0001 იყო არიმიდექსისა (1მგ/დღეში) ღია, მრავლობით-დოზიანი ფარმაკოკინეტიკური კვლევა 36 პუბერტული ასაკის ბიჭში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში. მეორადი ობიექტი იყო პაციენტების პროპორციის შეფასება, რომლებშიც საკვლევი მკურნალობის პირველი დღიდან 6 თვემდე გინეკომასტია შემცირდა ორივე მკერდში მინიმუმ 50%-ით და პაციენტების უსაფრთხოების და ტოლერანტობის შეფასება.
ანასტროზოლის პოტენციური სარგებლის გამოსაკვლევად არჩეული იყო 25 ბიჭისგან შემდგარი ფარმაკოდინამიური სუბპოპულაცია. 6 თვის შემდეგ მკერდის საერთო მოცულობის შემცირება 50%-ით ან უფრო მეტად აღინიშნა 55.6%-ში (გაზომილი ულტრაბგერით) და 77.8%-ით (გაზომილი ტრანსპორტერით) (მხოლოდ დაკვირვების მონაცემები, არ ჩატარებულა ამ შედეგების სტატისტიკური ანალიზი).
მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომის კვლევა
კვლევა 0046 იყო არიმიდექსის საერთაშორისო, მულტი-ცენტრული, ღია კვლევა 28 გოგონაში (ასაკი 2-≤10 წელი) რომლებსაც აღენიშნებოდათ მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომი. პირველადი მიზანი იყო არიმიდექსის 1მგ/დღეში უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ MAS. საკვლევი მკურნალობის ეფექტურობა დაფუძნებული იყო პაციენტების პროპორციაზე, რომლებშიც გასაზღვრული იყო ვაგინალურ სისხლდენასთან, ძვლის ასაკთან და ზრდის სისწრაფესთან დაკავშირებული კრიტერიუმები. მკურნალობის დროს არ აღინიშნა ვაგინალური სისხლდენის დღეების სიხშირის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება. არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ტანერის სტადიებში, საკვერცხის საშუალო მოცულობაში ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობაში. მკურნალობის დროს არ აღინიშნა ძვლის ასაკის ზრდის სისწრაფის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები. ზრდის სისწრაფე (სმ/წელიწადში) მნიშვნელოვნად შემცირდა (p<0.05) მკურნალობამდე არსებულ მაჩვენებლთან შედარებით 12 თვისთვის და მეორე 6 თვისთვის (7-12 თვე). იმ პაციენტების 28%-ში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ვაგინალური სისხლდენა მკურნალობის დროს დაფიქსირდა სისხლდენის დღეების ≥50%-ით შემცირება; 4-%-ში აღინიშნა სისხლდენის შეწყვეტა 6 თვიანი პერიოდის დროს და 12%-ში 12 თვიანი პერიოდის დროს. 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გვერდითი მოვლენების საერთო შეფასებამ არ გაზარდა უსაფრთოხების ან ტოლერანტობის დამოკიდებულება.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ჩვეულებრივ მიიღწევა დოზირებიდან 2 საათში (უზმოდ). ანასტროზოლი ნელა გამოიყოფა, პლაზმიდან ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 40-50 საათს. საკვები მცირედ აქვეითებს შეწოვის სისწრაფეს და არიმიდექსის ტაბლეტების დღეში ერთხელ მიღებისას არ იწვევვს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს პლაზმაში მყარ კონცენტრაციაზე. პლაზმაში ანასტროზოლის მყარი კონცენტრაციის დაახლოებით 90-95% მიიღწევა 7 დღის შემდეგ. არ არსებობს ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების დროის ან დოზადამოკიდებულების მტკიცებულებები. პოსტ-მენოპაუზურ ქალებში ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა ასაკზე დამოკიდებული არ არის. ანასტროზოლი მხოლოდ 40%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ბიჭებში პუბერტალური გინეკომასტიით, ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვებოდა, ფართოდ ნაწილდებოდა და გამოიყოფოდა ნელა, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 2 დღეს. გოგონებში ანასტროზოლის კლირენსი უფრო დაბალი იყო, ხოლო ექსპოზიცია უფრო მაღალი. ანასტროზოლი გოგონებში ფართოდ ნაწილდებოდა და ნელა გამოიყოფოდა, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა საშუალოდ 0.8 დღეს. ანასტროზოლი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება პოსტმენოპაუზურ ქალებში, დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით უცვლელად 72 საათის განმავლობაში. ანასტროზოლის მეტაბოლიზმი ხორციელდება N-დეალკილირებით, ჰიდროქსილირებით და გლუკურონიზაციით. მეტაბოლიტები ძირითადად შარდით გამოიყოფა. პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტი ტრიაზოლი არ აინჰიბირებს არომატაზას. ანასტროზოლის პერორალური კლირენსი მოხალისეებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღვიძლის სტაბილური ციროზი ან თირკმლის უკმარისობა დაახლოებით იგივე იყო რაც ჯანმრთელ მოხალისეებში.
ექიმისთვის მნიშვნელოვანი პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მწვავე ტოქსიურობა
მღრღნელების მწვავე ტოქსიურობის კვლევაში ანასტროზოლის საშუალო ლეტალური დოზა აღემატებოდა 100მგ/კგ-ს დღეში პერორალურად და 50მგ/კგ-ს დღეში ინტრაპერიტონეალურად. ძაღლებში პერორალური მწვავე ტოქსიურობის კვლევისას საშუალო ლეტალური დოზა აღემატებოდა 45მგ/კგ-ს დღეში.
ქრონიკული ტოქსიურობა
დოზის ტოქსიურობის მრავლობით კვლევაში გამოიყენებოდა ვირთხები და ძაღლები. ტოქსიურობის კვლევებში, ანასტროზოლისთვის დადგენილი არ იყო არაეფექტური დონე მაგრამ ეს ეფექტები აღინიშნა დაბალ დოზებში (1მგ/კგ/დღეში) და საშუალო დოზებში (ძაღლებში 3მგ/კგ/დღეში; ვირთხებში 5მგ/კგ/დღეში) და დაკავშირებული იყო ანასტროზოლის ფარმაკოლოგიურ ან ენზიმით გამოწვეულ მახასიათებლებთან და არ ახლდა მნიშვნელოვანი ტოქსიური ან დეგენერაციული ცვლილებები.
მუტაგენობა
ანასტროზოლის გენური ტოქსიურობის კვლევები აჩვენებს, რომ იგი არ არის მუტაგენური ან კლასტოგენური.
რეპროდუქციული ტოქსიურობა
მდედრობით ვირთხებში ანასტროზოლის პერორალურმა გამოყენებამ დღეში 1მგ/კგ დოზით გამოიწვია უნაყოფობის მაღალი სიხშირე და დღეში 0,02მგ/კგ დოზით გამოყენებისას პრე-იმპლანტანტის დანაკარგის ზრდა. ეს ეფექტები ჩნდებოდა კლინიკურად მნიშვნელოვან დოზებში. არ შეიძლება ადამიანში ამ ეფექტის გამორიცხვა. ეს ეფექტები დაკავშირებული იყო შენაერთის ფარმაკოლოგიასთან და სრულად შექცევადი იყო 5 კვირიანი გამოყოფის პერიოდის შემდეგ. ანასტროზოლის პერორალურმა გამოყენებამ მაკე ვირთხებში და კურდღლებში არ გამოიწვია ტერატოგენური ეფექტები დღეში 1-0.2მგ\კგ დოზის მიღებისას. აღნიშნული ეფექტები (პლაცენტის გაფართოება ვართხებში და მაკეობის შეწყვეტა კურდღლებში) დაკავშირებული იყო შენაერთის ფარმაკოლოგიასთან. დაზიანდა იმ ვირთხების ახალშობილების გადარჩენა, რომლებსაც ეძლეოდათ 0.02მგ/კგ/დღეში და მეტი ანასტროზოლი (მაკეობის 17 დღიდან მშობიარობის შემდგომ 22 დღემდე). ეს ეფექტები დაკავშირებული იყო მშობიარობაზე შენაერთის ფარმაკოლოგიურ ეფექტებთან. დედის ანასტროზოლით მკურნალობისას პირველ შთამომავლობაში არ აღინიშნა გვერდითი ეფექტები ქცევაზე ან რეპროდუქციაზე.
კარცინოგენობა
ვირთხებში ორწლიანმა ონკოგენობის კვლევამ გამოიწვია ღვიძლის ნეოპლაზიების და საშვილოსნოს სტრომალური პოლიპების ზრდა მდედრებში და თიროიდული ადენომა მამრებში, მაღალი დოზებით გამოყენებისას (25მგ/კგ დღეში). ეს ცვლილებები ვლინდებოდა ადამიანის თერაპიულ დოზაზე 100-ჯერ დიდი დოზის გამოყენებისას და პაციენტების ანასტროზოლით მკურნალობისას კლინიკურად მნიშვნელოვნად მიჩნეული არ არის.
თაგვების ორწლიანმა ონკოგენობის კვლევამ გამოიწვია საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და ლიმფორეტიკულური ნეოპლაზმების სიხშირის დარღვევა (ნაკლები ჰისტიოცისტური სარკომა მდედრებში და მეტი სიკვდილობა ლიმფომების შედეგად). ეს ცვლილებები მიჩნეულია არომატაზას ინჰიბირების თაგვებისთვის სპეციფიურ ეფექტებად და პაციენტების ანასტროზოლით მკურნალობისთვის კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
შემავსებელი ნივთიერებების ჩამონათვალი
ლაქტოზის მონოჰიდრატი
პოვიდონი
ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი,
მაგნიუმის სტეარატი
ჰიპრომელოზა
მაკროგოლი 300
ტიტანის დიოქსიდი
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1მგ ანასტროზოლს.
შემავსებლებისთვის იხილეთ შემავსებლების სია.
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ერთ მხარეს ლოგოთი, მეორე მხარეს დოზის მითითებით.
შენახვის პირობები
გთხოვთ იხილეთ ვარგისობის ვადა ბლისტერის სტრიპზე ან მუყაოს კოლოფზე.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
შეფუთვის ზომა
შეფუთვაში პრეპარატის რაოდენობა გთხოვთ იხილოთ მუყაოს კოლოფზე
გამოყენების და მოპყრობის წესი
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
არიმიდექსი 1მგ
Arimidex
ანასტროზოლი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1მგ ანასტროზოლს.
შემავსებლებისთვის იხილეთ შემავსებლების სია.
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ერთ მხარეს ლოგოთი, მეორე მხარეს დოზის მითითებით.
თერაპიული ჩვენება
ადიუვანტური თერაპია ქალებისათვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰორმონის რეცეპტორდადებითი ძუძუს ინვაზიური კიბო.
ადიუვანტური თერაპია ქალებისათვის პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში, რომლებსაც აღენიშნებათ ძუძუს ჰორმონის რეცეპტორდადებითი კიბოს ადრეული სტადია და რომლებსაც მიღებული აქვთ ტამოქსიფენი 2-3 წლის განმავლობაში.
ქალებში ძუძუს შორსწასული კიბოს მკურნალობა პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში. ეფექტურობა ნაჩვენები არ არის ესტროგენის რეცეპტორნეგატიურ პაციენტებში, თუ მათ ადრე არ აღენიშნებოდათ დადებითი კლინიკური პასუხი ტამოქსიფენის მიმართ.
დოზირება და მიღების მეთოდი
მოზრდილები ხანდაზმულების ჩათვლით: ერთი 1მგ ტაბლეტი პერორალურად დღეში ერთხელ.
ბავშვები: რეკომენდებული არ არის ბავშვებში გამოყენება (იხ. ფარმაკოდინამიური და ფარმაკოკინეტიკური თვისებები).
თირკმლის დაზიანება: დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით.
ღვიძლის უკმარისობა: დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი დაავადებით.
დაავადების ადრეული სტადიისას, მკურნალობის რეკომენდებული ხაგნრძლივობა შეადგენს 5 წელიწადს.
უკუჩვენება
არიმიდექსი უკუნაჩვენებია:
- პრე-მენოპაუზურ ქალებში
- ორსულ ან მეძუძურ დედებში
- პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 20მლ/წთ-ზე ნაკლები)
- პაციენტებში ღვიძლის საშუალო ან მწვავე უკმარისობით
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ანასტროზოლის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ, რომელიც მოცემულია შემავსებელი ნივთიერებების ჩამონათვალში.
უნდა მოერიდონ ტამოქსიფენის ან ესტროგენშემცველი თერაპიის გამოყენებას არიმიდექთან ერთად, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მისი ფარმაკოლოგიური მოქმედება (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები).
სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
არიმიდექსის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის რადგან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტების ამ ჯგუფში დადგენილი არ არის (იხ. ფარმაკოდინამიური და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები). პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციის მწვავე დაზიანება (კრეატინინის კლირენსი 30მლ/სთ-ზე ნაკლები) არ არსებობს არიმიდექსის უსაფრთხოების მაჩვენებელი მონაცემები.
ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ ოსტეოპოროზი ან ოსტეოპორიზის რისკი, მკურნალობის დასაწყისში და შემდეგ - რეგულარული ინტერვალებით უნდა შეფასდეს ძვლის მინერალური სიმკვრივე დენსიტომეტრიით მაგ. DEXA სკანირებით. საჭიროა ოსტეოპოროზის მკურნალობა ან პროფილაქტიკა და მონიტორინგი. არ არსებობს მონაცემები ანსტროზოლის მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ ფაქტორთან ერთად გამოყენების შესახებ. ეს კომბინაცია არ უნდა გამოიყენონ კლინიკური კვლევების გარეთ.
რადგან არიმიდექსი ამცირებს მოცირკულირე ესტროგენების დონეს, მან შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება და მოტეხილობის რისკის ზრდა. პოსტ-მენოპაუზურ ქალებში ბიფოსფონატების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ძვლის მინერალების არიმიდექსით გამოწვეული დაკარგვა, ამიტომ მხედველობაში უნდა მიიღონ მათი მიღება.
ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გალაქტოზას აუტანლობის მემკვიდრული პრობლემები, საერთო ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატის 1 ტაბლეტი შეიცავს 1მ/მოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ), რაც ნიშნავს არსებითად ნატრიუმისგან თავისუფალს.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანტიპირინის და ციმეტიდინის კლინიკური ურთიერთქმედების კვლევები აჩვენებს, რომ არიმიდექსის სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება ნაკლებად იწვევს ციტოქრომ P450-ით განპირობებულ კლინიკურად მნიშვნელოვან წამლისმიერ ურთიერთქმედებას. კლინიკური კვლევის უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის გადახედვამ არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიმიდექსით და აგრეთვე იღებდნენ სხვა ხშირად დანიშნულ პრეპარატებს. ბიფოსფონატებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნა (იხ. ფარმაკოდინამიური მახასიათებლები).
არიმიდექსთან ერთად არ შეიძლება ტამოქსიფენის ან ესტროგენშემცველი საშუალებების გამოყენება რადგან შეიძლება დაქვეითდეს მისი ფარმაკოლოგიური მოქმედება (იხ. უკუჩვენება).
ორსულობა და ლაქტაცია
არიმიდექსი უკუნაჩვენებია ორსულ ან მეძუძურ ქალებში.
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
არიმიდექსი ნაკლებად მოქმედებს პაციენტების ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა არიმიდექსის გამოყენებისას აღწერილია ასთენია და ძილიანობა და ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
გვერდითი ეფექტები
სადაც ზუსტად მითითებული არ არის, სიხშირის შემდეგი კატეგორიები დათვლილია იმ გვერდითი მოვლენების რიცხვის მიხედვით, რაც აღინიშნა დიდ III ფაზიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებულ 9366 პოსტ-მენოპაუზურ ქალში, რომლებსაც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში (ATAC კვლევა).
სიხშირე
ორგანოთა სისტემის კლასი
გვერდითი რეაქცია
ძალიან ხშირი (≥ 10%)
ვასკულური:
ზოგადი:
ძვალ-კუნთოვანი სისტემა, შემაერთებელი ქსოვილი და ძვალი:
ფსიქიატრიული დარღვევები:
ნერვული სისტემა:
გასტროინტესტინური სისტემა:
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
წამოხურება, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ასთენია, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ართრალგია/სახსრების შებოჭილობა
ართრიტი
ოსტეოპოროზი
დეპრესია
თავის ტკივილი ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
გულისრევა ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
გამონაყარი, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ხშირი
(≥ 1% და < 10%)
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
გასტროინტესტინური სისტემა:
ნერვული სისტემა:
ჰეპატობილიარული დარღვევები:
რეპროდუქციული სისტემა და სარძევე ჯირკვალი:
მეტაბოლიზმი და კვება:
ძვალკუნთოვანი სისტემა, შემაერთებელი ქსოვილი და ძვალი:
თმის ცვენა (ალოპეცია) ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ალერგიული რეაქციები
დიარეა, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ღებინება ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ძილიანობა, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
კარპალური არხის სინდრომი*
ტუტე ფოსფატაზას, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარატამინორანსფერაზას მომატება
საშოს სიმშრალე, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ვაგინალური სისხლდენა ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი**.
ანორექსია, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ჰიპერქოლესტეროლემია ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი.
ძვლის ტკივილი.
არახშირი
(≥ 0.1% და <1%)
ჰეპატობილიარული დარღვევები:
გამაგლუტამილტრანსფერაზას და ბილირუბინის დონის მომატება. ჰეპატიტი.
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
ძვალკუნთოვანი სისტემა, შემაერთებელი ქსოვილი და ძვალი:
ურტიკარია
მთრთოლავი თითები
იშვიათი
(≥ 0.01% და <0.1%)
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
მულტიფორმული ერითემა. ანაფილაქტოიდური რეაქცია. კანის ვასკულიტი (ჰენოხ-შონლაინის პურპურას ცალკეული შემთხვევების ჩათვლით)
ძალიან იშვიათი (<0.01%)
კანი და კანქვეშა ქსოვილი:
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ანგიოედემა.
- კარპალური არხის სინდრომი უფრო ხშირია პაციენტებში, რომლებიც კლინიკურ კვლევებში იღებენ არიმიდექსს, ვიდრე ტამოქსიფენით მკურნალობისას. თუმცა ამ მოვლენების უმრავლესობა განვითარდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ამ მდგომარეობის იდენტიფიცირებადი რისკ ფაქტორები.
- *ვაგინალური სისხლდენა აღწერილია ხშირად, ძირითადად ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში არსებული ჰორმონოთერაპიის არიმიდექსით მკურნალობით შეცვლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. სისხლდენის პერსისტირების შემთხვევაში საჭიროა შემდგომი გამოკვლევები. რადგან არიმიდექსი აქვეითებს მოცირკულირე ესტროგენების დონეს, შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება და ზოგიერთი პაციენტი მოტეხილობის გაზრდილი რისკის ქვეშ დააყენოს (იხ. სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომების გამოყენებისთვის).
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ATAC კვლევაში, პრე-სპეციფირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე, მიზეზების მიუხედავად, რომელიც დაფიქსირდა პაციენტებში, საკვლევი თერაპიის ჩატარების და საკვლევი თერაპიის შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში.
გვერდითი ეფექტები
არიმიდექსი
(N=3092)
ტამოქსიფენი
(N=3094)
წამოხურება
1104 (35.7%)
1264 (40.9%)
სახსრების ტკივილი/შებოჭილობა
1100 (35.6%)
911 (29.4%)
განწყობის დარღვევა
597 (19.3%)
554 (17.9%)
დაღლილობა/ასთენია
575 (18.6%)
544 (17.6%)
გულისრევა და ღებინება
393 (12.7%)
384 (12.4%)
მოტეხილობები
315 (10.2%)
209 (6.8%)
ხერხემლის, ბარძაყის ან მაჯის/ლავიწის მოტეხილობა
133 (4.3%)
91 (2.9%)
მაჯის/ლავიწის მოტეხილობა
67 (2.2%)
50 (1.6%)
ხერხემლის მოტეხილობა
43 (1.4%)
22 (0.7%)
ბარძაყის მოტეხილობა
28 (0.9%)
26 (0.8%)
კატარაქტა
182 (5.9%)
213 (6.9%)
ვაგინალური სისხლდენა
167 (5.4%)
317 (10.2%)
იშემიური კარდიოვასკულური დაავადება
127 (4.1%)
104 (3.4%)
გულმკერდის ანგინა
71 (2.3%)
51 (1.6%)
მიოკარდიუმის ინფარქტი
37 (1.2%)
34 (1.1%)
კორონარული არტერიების დაავადება
25 (0.8%)
23 (0.7%)
მიოკარდიუმის იშემია
22 (0.7%)
14 (0.5%)
საშოდან გამონადენი
109 (3.5%)
408 (13.2%)
ვენური თრომბოემბოლიის ნებისმიერი მოვლენა
87 (2.8%)
140 (4.5%)
ღრმა ვენების თრომბოემბოლია პულმონარული ემბოლიის ჩათვლით
48 (1.6%)
48 (1.6%)
იშემიური ცერებროვასკულური მოვლენები
62 (2.0%)
88 (2.8%)
ენდომეტრიუმის კიბო
4 (0.2%)
13 (0.6%)
საშუალოდ 68 თვის შემდეგ არიმიდექსის და ტამოქსიფენის ჯგუფებში მოტეხილობათა სიხშირე იყო წელიწადში 1000 პაციენტიდან - 22 და წელიწადში 1000 პაციენტიდან - 15. არიმიდექსის გამოყენებისას აღნიშნული მოტეხილობების სიხშირე მსგავსია პოსტ-მენოპაუზურ პოპულაციაში ასაკთან დაკავშირებული მოტეხილობათა სიხშირისა. ATAC პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ანასტროზოლით, დაუდგენელია მოტეხილობების სიხშირე და ოსტეოპოროზი ასახავს ტამოქსიფენის დამცავ ეფექტს, ანასტროზოლის სპეციფიურ ეფექტს თუ ორივეს ერთად. ოსტეოპოროზის სიხშირე იყო 10.5% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ არიმიდექსით და 7.3% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტამოქსიფენს.
დოზის გადაჭარბება
არსებობს დოზის შემთხვევითი გადაჭარბების შეზღუდული კლინიკური გამოცდილება. ცხოველების კვლევებში ანასტროზოლმა გამოავლინა დაბალი მწვავე ტოქსიურობა, კლინიკური კვლევები ჩატარდა არიმიდექსის სხვადასხვა დოზებით, ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებში 60მგ ერთჯერად დოზამდე და დღეში 10მგ-ს გამოყენებით ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ პოსტ-მენოპაუზურ ქალებში; ეს დოზები კარგად აიტანებოდა. დადგენილი არ არის არიმიდექსის ერთჯერადი დოზა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი და მკურნალობა სიმპტომურია. დოზის გადაჭარბების მენეჯმენტში უნდა გაითვალისწინონ რომ შესაძლებელია მრავლობითი აგენტის მიღება. თუ პაციენტი გონზეა, შეიძლება ღებინების გამოწვევვა. დიალიზი შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგან არიმიდექსი მაღალი დონით არ უკავშირდება ცილებს. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე თერაპია, სასიცოცხლო ფუნქციების ხშირი მონიტორინგის და პაციენტზე ინტენსიური დაკვირვების ჩათვლით.
ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
ათქ კოდი L02B G03 (ენზიმის ინჰიბიტორი)
არიმიდექსი არის არასტეროიდული არომატაზას ძლიერი და მაღალსელექციური ინჰიბიტორი. პოსტ-მენოპაუზურ ქალებში ესტრადიოლი ძირითადად წარმოიქმნება პერიფერიულ ქსოვილში არომატაზას ენზიმების კომპლექსით ანდროსტენდიონის ესტრონად გარდაქმნით. ესტრონი შემდეგ გარდაიქმნება ესტრადიოლად. მოცირკულირე ესტრადიოლის დონის შემცირება სასარგებლო აღმოჩნდა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებში. მაღალი მგრძნობელობის ტესტის გამოყენებისას პოსტ-მენოპაუზურ ქალებში არიმიდექსმა დღეში 1მგ დოზით გამოიწვია ესტრადიოლის სუპრესია 80%-ზე მეტად. არიმიდექსს არ ახასიათებს პროგესტაგენური, ანდროგენური ან ესტროგენური მოქმედება. არიმიდექსის დღიური დოზები 10მგ-მდე გავლენას არ ახდენს კორტიზოლის ან ალდოსტერონის სეკრეციაზე, რომელიც გაიზომა აკტჰ დატვირთვის სტანდარტულ ტესტამდე და მის შემდეგ. აქედან გამომდინარე კორტიკოიდების დანამატების მიღება საჭირო არ არის. ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე პირველადი დამხმარე თერაპიისას დიდ III ფაზიან კვლევაში, რომელიც ჩატარდა ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებულ 9366 პოსტ-მენოპაუზურ ქალში, რომლებსაც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში, არიმედექსი სტატისტიკურად ტამოქსიფენზე უპირატესი იყო დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის მაჩვენებლით. დაავადებისგან თავისუფალ გადარჩენაში ტამოქსიფენთან შედარებით უფრო დიდი სარგებელი აღინიშნა არიმიდექსის გამოყენებისას ჰორმონის რეცეპტორდადებით პოპულაციაში. არიმიდექსი ტამოქსიფენზე უპირატესი იყო რეციდივის დროში. განსხვავება უფრო მაღალი იყო, ვიდრე დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის მაჩვენებელში სამკურნალო განსაზღვრულ ჯგუფში (ITT) და ჰორმონის რეცეპტორდადებით პოპულაციაში. არიმიდექსი სტატისტიკურად ტამოქსიფენზე უპირატესი იყო რეციდივის გადავადებაში. კონტრალატერალური ძუძუს კიბოს სიხშირე სტატისტიკურად შემცირებული იყო არიმიდექსის გამოყენებისას ტამოქსიფენთან შედარებით. თერაპიის 5 წლის შემდეგ ანასტროზოლი ისევე ეფექტურია როგორც ტამოქსიფენი საერთო გადარჩენის შემთხვევაში. თუმცა სიკვდილის დაბალი სიხშირის გამო, ხანგრძლივ გადარჩენაზე ანასტროზოლის და ტამოქსიფენის ეფექტის განსაზღვრისთვის საჭიროა დამატებითი კვლევები. ATAC პაციენტების 5 წლიანი მკურნალობის შემდეგ არ ჩატარებულა 68 თვეზე ხანგრძლივი დაკვირვება არიმიდექსით და ტამოქსიფენით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომი ეფექტების შესადარებლად.
ATAC საბოლოო შეფასება: 5 წლიანი მკურნალობის დასრულების ანალიზი
ეფექტურობის საბოლოო წერტილები
მოვლენათა რაოდენობა (სიხშირე)
სამკურნალო პოპულაცია
სიმსივნის ჰორმონი-რეცეპტორ დადებითი სტატუსი
არიმიდექსი (N=3125)
ტამოქსიფენი (N=3116)
არიმიდექსი (N=2618)
ტამოქსიფენი (N=2598
დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენა ა
575 (18.4)
651 (20.9)
424 (16.2)
497 (19.1)
საფრთხის წილი
- 87
- 83
2 მხრიანი 95% CI
- 78 - 0.97
- 73 - 0.94
p მნიშვნელობა
- 0127
- 0049
დაავადებისგან თავისუფალი შორეული გადარჩენა ბ
500 (16.0)
530 (17.0)
370 (14.1)
394 (15.2)
საფრთხის წილი
- 94
- 93
2 მხრიანი 95% CI
- 83 - 1.06
- 80 - 1.07
p მნიშვნელობა
- 2850
- 2838
დრო რეციდივამდე გ
402 (12.9)
498 (16.0)
282 (10.8)
370 (14.2)
საფრთხის წილი
- 79
- 74
2 მხრიანი 95% CI
- 70 - 0.90
- 64 - 0.87
p მნიშვნელობა
- 0005
- 0002
დრო შორეულ რეციდივამდე დ
324 (10.4)
375 (12.0)
226 (8.6)
265 (10.2)
საფრთხის წილი
- 86
- 84
2 მხრიანი 95% CI
- 74 -0.99
- 70 - 1.00
p მნიშვნელობა
- 0427
- 0559
კონტრალატერალური
ძუძუ
35 (1.1)
59 (1.9)
26 (1.0)
54 (2.1)
საფრთხის წილი
- 59
- 47
2 მხრიანი 95% CI
- 39 -0.89
- 30 - 0.76
p მნიშვნელობა
- 0131
- 0018
საერთო გადარჩენა ე
411 (13.2)
420 (13.5)
296 (11.3)
301 (11.6)
საფრთხის წილი
- 97
- 97
2 მხრიანი 95% CI
- 85 - 1.12
- 83 -1.14
p მნიშვნელობა
- 7142
- 7339
ა დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენა მოიცავს რეციდივის ყველა მოვლენას და განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონალური რეციდივის პირველი გამოვლინება, კონტრალატერალური ახალი ძუძუს კიბო, შორეული რეციდივი ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
ბ დაავადებისგან თავისუფალი შორეული გადარჩენა განსაზღვრულია, როგორც შორეული რეციდივის პირველი გამოვლენა ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).
გ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონული რეციდივის პირველი გამოვლინება, კონტრალატერალური ახალი ძუძუს კიბო, შორეული რეციდივი ან სიკვდილი ძუძუს კიბოს მიზეზით.
დ შორეულ რეციდივამდე დრო განსაზღვრულია, როგორც შორეული რეციდივის პირველი გამოვლინება ან სიკვდილი ძუძუს კიბოს გამო.
ე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა (%).
როგორც ნებისმიერი მკურნალობის გადაწყვეტისას, ძუძუს კიბოთი დაავადებულმა ქალებმა და მათმა ექიმებმა უნდა შეაფასონ მკურნალობის შედარებითი სარგებელი და რისკები. არიმიდექსის და ტამოქსიფენის ერთად გამოიყენებისას ეფექტურობა და უსაფრთხოება მსგავსი იყო იმ მაჩვენებლისა, რომელიც აღინიშნებოდა მხოლოდ ტამოქსიფენის გამოყენებისას ჰორმონის რეცეპტორის სტატუსის მიუხედავად. ამის ზუსტი მექანიზმი ჯერ ცნობილი არ არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გამოწვეულია არიმიდექსით განპირობებული ესტრადიოლის სუპრესიის ხარისხის შემცირებით.
დამატებითი თერაპიისას ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დამატებით ტამოქსიფენს
ადრეულ სტადიაზე ძუძუს ჰორმონის რეცეპტორდადებითი კიბოთი დაავადებულ 2579 პოსტ-მენოპაუზურ ქალზე ჩატარებულ III ფაზიან (ABCSG 8) კვლევაში, სადაც პაციენტებს გადატანილი ჰქონდათ ოპერაცია რადიოთერაპიით ან მის გარეშე და ჩატარებული არ ქონდათ ქიმიოთერაპია, და არიმიდექსზე გადავიდნენ ტამოქსიფენით 2 წლიანი მკურნალობიდან, საშუალოდ 24 თვიანი დაკვირვების შემდეგ არიმიდექსი ტამოქსიფენთან შედარებით სტატისტიკურად უპირატესი იყო დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენის მაჩვენებლით. რეციდივამდე დრო, ლოკალური ან შორეულ რეციდივამდე დრო და შორეულ რეციდივამდე დრო ადასტურებდა არიმიდექსის სტატისტიკურ უპირატესობას, რაც შეთავსებადი იყო დაავადებისგან თავისუფალ გადარჩენასთან. კონტრალატერალური ძუძუს კიბოს სიხშირე ძალიან დაბალი იყო მკურნალობის ორ ხაზში არიმიდექსის რიცხობრივი უპირატესობით: საერთო გადარჩენა მსგავსი იყო მკურნალობის ორივე ჯგუფში.
ABCSG 8 კვლევის საბოლოო წერტილი და შეჯამების შედეგები
ეფექტურობის საბოლოო წერტილები
მოვლენების რაოდენობა (სიხშირე)
არიმიდექსი (N=1297)
ტამოქსიფენი (N=1282)
დაავადებისგან თავისუფალი გადარჩენა
65 (5.0)
93 (7.3)
საფრთხის წილი
- 67
2 მხრიანი 95% CI
- 49 -0.92
p მნიშვნელობა
- 014
დრო ნებისმიერ რეციდივამდე
36 (2.8)
66 (5.1)
საფრთხის წილი
- 67
2 მხრიანი 95% CI
- 35 -0.79
p მნიშვნელობა
- 002
დრო ლოკალურ ან შორეულ რეციდივამდე
29 (2.2)
51 (4.0)
საფრთხის წილი
- 55
2 მხრიანი 95% CI
- 35 -0.87
p მნიშვნელობა
- 011
დრო შორეულ რეციდივამდე
22 (1.7)
41 (3.2)
საფრთხის წილი
- 52
2 მხრიანი 95% CI
- 31 -0.88
p მნიშვნელობა
- 015
ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო
7 (0.5)
15 (1.2)
საფრთხის წილი
- 46
2 მხრიანი 95% CI
- 19 - 1.13
p მნიშვნელობა
- 090
საერთო გადარჩენა
43 (3.3)
45 (3.5)
საფრთხის წილი
- 96
2 მხრიანი 95% CI
- 63 - 1.46
p მნიშვნელობა
- 840
ორმა შემდგომმა კვლევამ (GABG/ARNO 95 და ITA), რომელთაგან ერთში პაციენტებს ჩატარებული ჰქონდათ ოპერაცია და ქიმიოთერაპია, აგრეთვე ABCSG 8 და GABG/ARNO 95 კომბინირებულმა ანალიზმა დაადასტურა ეს შედეგები. არიმიდექსის უსაფრთხოების პროფილი ამ 3 კვლევაში შეთავსებადი იყო უსაფრთხოების ცნობილ პროფილთან, რომელიც დადგენილი იყო ჰორმონის რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებულ პოსტ-მენოპაუზურ ქალებში ადრეულ სტადიაზე.
ანასტროზოლის კვლევა ბიფოსფონატის რისედრონატთან ერთად (SABRE)
ძვლის მინერალური სიმკვრივე (BMD)
III/IV ფაზიან SABRE კვლევაში, ძუძუს ჰორმონის რეცეპტორდადებითი კიბოთი დაავადებული 243 პოსტ-მენოპაუზური ქალი ადრეულ სტადიაზე, რომლებიც მკურნალობდნენ არიმიდექსის 1მგ-ით დღეში, დაყოფილი იყო მსხვრევადი მოტეხილობის დაბალი, საშუალო და მაღალი რისკის ჯგუფებად. ეფექტურობის ძირითადი პარამეტრი იყო ხერხემლის წელის ნაწილის ძვლის მასის სიმკვრივის განსაზღვრა DEXA სკანირების საშუალებით. ყველა პაციენტი იღებდა ვიტამინ D- ს და კალციუმს. დაბალი რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები იღებდნენ მარტო არიმიდექსს (N=42), საშუალო ჯგუფში შემავალი პაციენტები იყვნენ რანდომიზებულნი, იღებდნენ არიმიდექსს + რისედრონატს 35მგ-ს კვირაში ერთხელ (N=77) ან არიმიდექსს + პლაცებოს (N=77) და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალნი იღებდნენ არიმიდექსს + რისედრონატს 35მგ-ს ერთხელ კვირაში (N=38). პირველადი საბოლოო წერტილი იყო ხერხემლის წელის ნაწილის ძვლის სიმკვრივის ცვლილება 12 თვის თავზე.
12 თვიანმა ძირითადმა ანალიზმა აჩვენა, რომ პაციენტებში მსხვრევადი მოტეხილობის უკვე არსებული საშუალო ან მაღალი რისკით, არიმიდექსის (1მგ დღეში) და რიზედრონატის (35მგ დღეში) კომბინირებული გამოყენებისას არ აღინიშნა ძვლის სიმკვრივის დაქვეითება (შეფასებული ხერხემლის წელის ნაწილის მინერალური სიმკვრივით DEXA სკანირების გამოყენებით). დაბალი რისკის ჯგუფში, რომლებშიც პაციენტებს მკურნალობდნენ მხოლოდ არიმიდექსის 1მგ-ით დღეში აღინიშნა BMD-ს სტატისტიკურად უმნიშვნელო დამატებით დაქვეითება. ეს კვლევები სარკისებურად აისახა მეორად ეფექტურობაში, რომელიც ვარირებდა ბარძაყის საერთო BMD ცვლილებიდან 12 თვის თავზე.
ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ბიფოსფონატების გამოყენება უნდა გაითვალისწინონ ძვლის მინერალური სიმკვრივის შესაძლო დაკარგვისას ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე პოსტ-მენოპაუზურ ქალებში, რომლებიც მკურნალობენ არიმიდექსით.
ლიპიდები
SABRE კვლევაში არ აღინიშნა პლაზმაში ლიპიდებზე ბუნებრივი ეფექტი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიმიდექსს და რისედრონატს.
პედიატრული პაციენტები
პედიატრულ პაციენტებში ჩატარდა 3 კლინიკური კვლევა (2 გინეკომასტიით დაავადებულ ბიჭებში პუბერტულ ასაკში და 1 მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომით დაავადებულ გოგონებში).
გინეკომასტიის კვლევები
კვლევა 006 იყო რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტი-ცენტრული კვლევა 82 პუბერტული ასაკის ბიჭისა (11-18 წლის), რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე დიდი ხნის განმავლობაში და რომლებიც მკურნალობდნენ არიმიდექსის 1მგ-ით დღეში ან პლაცებოთი 6 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნა არიმიდექსის და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის 6 თვის შემდეგ აღენიშნებოდათ მკერდის 50%-ით მაღალი შემცირება.
კვლევა 0001 იყო არიმიდექსისა (1მგ/დღეში) ღია, მრავლობით-დოზიანი ფარმაკოკინეტიკური კვლევა 36 პუბერტული ასაკის ბიჭში, რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში. მეორადი ობიექტი იყო პაციენტების პროპორციის შეფასება, რომლებშიც საკვლევი მკურნალობის პირველი დღიდან 6 თვემდე გინეკომასტია შემცირდა ორივე მკერდში მინიმუმ 50%-ით და პაციენტების უსაფრთხოების და ტოლერანტობის შეფასება.
ანასტროზოლის პოტენციური სარგებლის გამოსაკვლევად არჩეული იყო 25 ბიჭისგან შემდგარი ფარმაკოდინამიური სუბპოპულაცია. 6 თვის შემდეგ მკერდის საერთო მოცულობის შემცირება 50%-ით ან უფრო მეტად აღინიშნა 55.6%-ში (გაზომილი ულტრაბგერით) და 77.8%-ით (გაზომილი ტრანსპორტერით) (მხოლოდ დაკვირვების მონაცემები, არ ჩატარებულა ამ შედეგების სტატისტიკური ანალიზი).
მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომის კვლევა
კვლევა 0046 იყო არიმიდექსის საერთაშორისო, მულტი-ცენტრული, ღია კვლევა 28 გოგონაში (ასაკი 2-≤10 წელი) რომლებსაც აღენიშნებოდათ მაკკუნ-ოლბრაიტის სინდრომი. პირველადი მიზანი იყო არიმიდექსის 1მგ/დღეში უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ MAS. საკვლევი მკურნალობის ეფექტურობა დაფუძნებული იყო პაციენტების პროპორციაზე, რომლებშიც გასაზღვრული იყო ვაგინალურ სისხლდენასთან, ძვლის ასაკთან და ზრდის სისწრაფესთან დაკავშირებული კრიტერიუმები. მკურნალობის დროს არ აღინიშნა ვაგინალური სისხლდენის დღეების სიხშირის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება. არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ტანერის სტადიებში, საკვერცხის საშუალო მოცულობაში ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობაში. მკურნალობის დროს არ აღინიშნა ძვლის ასაკის ზრდის სისწრაფის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები. ზრდის სისწრაფე (სმ/წელიწადში) მნიშვნელოვნად შემცირდა (p<0.05) მკურნალობამდე არსებულ მაჩვენებლთან შედარებით 12 თვისთვის და მეორე 6 თვისთვის (7-12 თვე). იმ პაციენტების 28%-ში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ვაგინალური სისხლდენა მკურნალობის დროს დაფიქსირდა სისხლდენის დღეების ≥50%-ით შემცირება; 4-%-ში აღინიშნა სისხლდენის შეწყვეტა 6 თვიანი პერიოდის დროს და 12%-ში 12 თვიანი პერიოდის დროს. 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გვერდითი მოვლენების საერთო შეფასებამ არ გაზარდა უსაფრთოხების ან ტოლერანტობის დამოკიდებულება.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია ჩვეულებრივ მიიღწევა დოზირებიდან 2 საათში (უზმოდ). ანასტროზოლი ნელა გამოიყოფა, პლაზმიდან ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 40-50 საათს. საკვები მცირედ აქვეითებს შეწოვის სისწრაფეს და არიმიდექსის ტაბლეტების დღეში ერთხელ მიღებისას არ იწვევვს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტს პლაზმაში მყარ კონცენტრაციაზე. პლაზმაში ანასტროზოლის მყარი კონცენტრაციის დაახლოებით 90-95% მიიღწევა 7 დღის შემდეგ. არ არსებობს ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების დროის ან დოზადამოკიდებულების მტკიცებულებები. პოსტ-მენოპაუზურ ქალებში ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა ასაკზე დამოკიდებული არ არის. ანასტროზოლი მხოლოდ 40%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ბიჭებში პუბერტალური გინეკომასტიით, ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვებოდა, ფართოდ ნაწილდებოდა და გამოიყოფოდა ნელა, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 2 დღეს. გოგონებში ანასტროზოლის კლირენსი უფრო დაბალი იყო, ხოლო ექსპოზიცია უფრო მაღალი. ანასტროზოლი გოგონებში ფართოდ ნაწილდებოდა და ნელა გამოიყოფოდა, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა საშუალოდ 0.8 დღეს. ანასტროზოლი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება პოსტმენოპაუზურ ქალებში, დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით უცვლელად 72 საათის განმავლობაში. ანასტროზოლის მეტაბოლიზმი ხორციელდება N-დეალკილირებით, ჰიდროქსილირებით და გლუკურონიზაციით. მეტაბოლიტები ძირითადად შარდით გამოიყოფა. პლაზმაში ძირითადი მეტაბოლიტი ტრიაზოლი არ აინჰიბირებს არომატაზას. ანასტროზოლის პერორალური კლირენსი მოხალისეებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ღვიძლის სტაბილური ციროზი ან თირკმლის უკმარისობა დაახლოებით იგივე იყო რაც ჯანმრთელ მოხალისეებში.
ექიმისთვის მნიშვნელოვანი პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
მწვავე ტოქსიურობა
მღრღნელების მწვავე ტოქსიურობის კვლევაში ანასტროზოლის საშუალო ლეტალური დოზა აღემატებოდა 100მგ/კგ-ს დღეში პერორალურად და 50მგ/კგ-ს დღეში ინტრაპერიტონეალურად. ძაღლებში პერორალური მწვავე ტოქსიურობის კვლევისას საშუალო ლეტალური დოზა აღემატებოდა 45მგ/კგ-ს დღეში.
ქრონიკული ტოქსიურობა
დოზის ტოქსიურობის მრავლობით კვლევაში გამოიყენებოდა ვირთხები და ძაღლები. ტოქსიურობის კვლევებში, ანასტროზოლისთვის დადგენილი არ იყო არაეფექტური დონე მაგრამ ეს ეფექტები აღინიშნა დაბალ დოზებში (1მგ/კგ/დღეში) და საშუალო დოზებში (ძაღლებში 3მგ/კგ/დღეში; ვირთხებში 5მგ/კგ/დღეში) და დაკავშირებული იყო ანასტროზოლის ფარმაკოლოგიურ ან ენზიმით გამოწვეულ მახასიათებლებთან და არ ახლდა მნიშვნელოვანი ტოქსიური ან დეგენერაციული ცვლილებები.
მუტაგენობა
ანასტროზოლის გენური ტოქსიურობის კვლევები აჩვენებს, რომ იგი არ არის მუტაგენური ან კლასტოგენური.
რეპროდუქციული ტოქსიურობა
მდედრობით ვირთხებში ანასტროზოლის პერორალურმა გამოყენებამ დღეში 1მგ/კგ დოზით გამოიწვია უნაყოფობის მაღალი სიხშირე და დღეში 0,02მგ/კგ დოზით გამოყენებისას პრე-იმპლანტანტის დანაკარგის ზრდა. ეს ეფექტები ჩნდებოდა კლინიკურად მნიშვნელოვან დოზებში. არ შეიძლება ადამიანში ამ ეფექტის გამორიცხვა. ეს ეფექტები დაკავშირებული იყო შენაერთის ფარმაკოლოგიასთან და სრულად შექცევადი იყო 5 კვირიანი გამოყოფის პერიოდის შემდეგ. ანასტროზოლის პერორალურმა გამოყენებამ მაკე ვირთხებში და კურდღლებში არ გამოიწვია ტერატოგენური ეფექტები დღეში 1-0.2მგ\კგ დოზის მიღებისას. აღნიშნული ეფექტები (პლაცენტის გაფართოება ვართხებში და მაკეობის შეწყვეტა კურდღლებში) დაკავშირებული იყო შენაერთის ფარმაკოლოგიასთან. დაზიანდა იმ ვირთხების ახალშობილების გადარჩენა, რომლებსაც ეძლეოდათ 0.02მგ/კგ/დღეში და მეტი ანასტროზოლი (მაკეობის 17 დღიდან მშობიარობის შემდგომ 22 დღემდე). ეს ეფექტები დაკავშირებული იყო მშობიარობაზე შენაერთის ფარმაკოლოგიურ ეფექტებთან. დედის ანასტროზოლით მკურნალობისას პირველ შთამომავლობაში არ აღინიშნა გვერდითი ეფექტები ქცევაზე ან რეპროდუქციაზე.
კარცინოგენობა
ვირთხებში ორწლიანმა ონკოგენობის კვლევამ გამოიწვია ღვიძლის ნეოპლაზიების და საშვილოსნოს სტრომალური პოლიპების ზრდა მდედრებში და თიროიდული ადენომა მამრებში, მაღალი დოზებით გამოყენებისას (25მგ/კგ დღეში). ეს ცვლილებები ვლინდებოდა ადამიანის თერაპიულ დოზაზე 100-ჯერ დიდი დოზის გამოყენებისას და პაციენტების ანასტროზოლით მკურნალობისას კლინიკურად მნიშვნელოვნად მიჩნეული არ არის.
თაგვების ორწლიანმა ონკოგენობის კვლევამ გამოიწვია საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეები და ლიმფორეტიკულური ნეოპლაზმების სიხშირის დარღვევა (ნაკლები ჰისტიოცისტური სარკომა მდედრებში და მეტი სიკვდილობა ლიმფომების შედეგად). ეს ცვლილებები მიჩნეულია არომატაზას ინჰიბირების თაგვებისთვის სპეციფიურ ეფექტებად და პაციენტების ანასტროზოლით მკურნალობისთვის კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის.
შემავსებელი ნივთიერებების ჩამონათვალი
ლაქტოზის მონოჰიდრატი
პოვიდონი
ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი,
მაგნიუმის სტეარატი
ჰიპრომელოზა
მაკროგოლი 300
ტიტანის დიოქსიდი
შეუთავსებლობა
უცნობია.
შენახვის ვადა 5 წელი
გთხოვთ იხილეთ ვარგისობის ვადა ბლისტერის სტრიპზე ან მუყაოს კოლოფზე.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
შეფუთვის ზომა
შეფუთვაში პრეპარატის რაოდენობა გთხოვთ იხილოთ მუყაოს კოლოფზე
გამოყენების და მოპყრობის წესი
სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი
გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი
ასტრაზენეკა ფარმაცეუტიკალს ელპი
ნიუარკი, დელავეარი 19702, აშშ
მეორეული შეფუთვა:
ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედი
სილკ როუდ ბიზნეს პარკი, მაკლსფილდი, ჩეშირი SK 10 2NA, გაერთიანებული სამეფო.
დამატებითი ინფორმაცია გაიცემა მოთხოვნის შესაბამისად:
ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედის (დიდი ბრიტანეთი) წარმომადგენლობა საქართველოში
ქ. თბილისი, გამრეკელის ქუჩა #19
ტელ.+ 995 322 386898
არიმიდექსი - სავაჭრო ნიშანი, ასტრაზენეკას კომპანიების ჯგუფის საკუთრება
©Astrazeneca 2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.