აპრანაქსი ფორტე
APRANAX® FORT
- მოქმედი ნივთიერება
- ნაპროქსენი (naproxen)
- ფორმა და შეფუთვა
- 550მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046164
- რეგისტრირებულია
- 19 აგვისტო 2026, მოქმედებს 19 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში
აპრანაქსი ფორტე — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
გულ–სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები
- აასპ-ებმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური თრომბოზული (კოაგულაციური) მოვლენები, ინფარქტისა და ინსულტის რისკის მატება. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
- აპრანაქსი ფორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციის წინ.
საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები
- აასპ-ების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისხლდენა, სტრიქტურა, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი ნიშნებით ან მათ გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში რისკები, ამ სერიოზული ეფექტებთან მიმართებაში, უფრო მაღალია.
არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ ალერგიული ხართ მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ნაპროქსენის ან ნატრიუმის ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიმართ, ან თუ აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები იწვევს კანზე გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ასთმის სინდრომს, სურდოს და ანთებას ცხვირის დანამატ წიაღებში.
არ გამოიყენოთ, თუ ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტურმა პრეპარატებმა, რომლებიც ადრე გამოიყენეთ, გამოიწვია კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან დაზიანება, ან თუ კვლავ გაქვთ აქტიური ან მორეციდივე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან თუ ორჯერ ან მეტჯერ გქონდათ დიაგნოზირებული წყლული ან სისხლდენა.
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ მძიმე ხარისხის თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობა.
არ გამოიყენოთ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციამდე ან მის შემდეგ.
არ გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან თუ ხართ ორსულად (მესამე ტრიმესტრი).
სიფრთხილით გამოიყენეთ აპრანაქსი ფორტი შემდეგი მდგომარეობების დროს
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებასთან ერთად.
თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გვერდითი ეფექტების გამოვლენა, თუ პრეპარატს მიიღებთ უმოკლესი აუცილებელი ხანგრძლივობით და მინიმალური ეფექტური დოზით.
თუ ადრე გქონიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება ან ასეთი დაავადების ნიშნები, სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. თქვენი განავლის ფერი შეიძლება გამუქდეს, შეიძლება გქონდეთ სისხლდენა პირიდან ან შესაძლო სისხლდენის გამო გამოგივლინდეთ დისპეფსიის სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ძირითადად აღენიშნებოდა ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს. ამიტომ, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადება, როგორიცაა წყლული, სისხლდენა და ქსოვილის დაზიანება, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ მკურნალობა დაიწყოთ მინიმალური დოზით და გამოიყენოთ ზოგიერთი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი (მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები). როდესაც პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, თქვენ ერთდროულად უნდა მიიღოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი.
თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება): ვინაიდან ამ დაავადებებმა შეიძლება დაამძიმოს თქვენი სიმპტომები, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. თუ ადრე გქონდათ კუჭ-ნაწლავის სისტემის ინტოქსიკაცია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს მუცლის ღრუს მხრივ ნებისმიერი დისკომფორტის გამოვლენის შესახებ (დიარეა, ღებინება, წონის დაკლება). კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების შემთხვევაში არ გააგრძელოთ აპრანაქსი ფორტის მიღება.
თუ გაქვთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადება, აპრანაქსი ფორტი გამოიყენეთ სრულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამოვლენის სიხშირე და სიმძიმე მატულობს აპრანაქსი ფორტის დოზის და გამოყენების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
იყავით ფრთხილად, თუ თქვენ გიწევთ ამ პრეპარატის მიღება პერორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ანტიკოაგულანტებთან ერთად, როგორიცაა ვარფარინი, და ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის დაწყლულების და სისხლდენის რისკს, მაგალითად როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.
ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ აპრანაქსი ფორტის ყველაზე დაბალი დოზა, კუჭ-ნაწლავის სერიოზული სისხლდენისა და დაზიანების განვითარების შესაძლებლობის გამო. ამ პაციენტებში აასპ-ების ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ქოშინი შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქული ასთმით ან ასთმის ან ალერგიული დაავადებების ისტორიით დაავადებულ პაციენტებში.
არ გააგრძელოთ აპრანაქსი ფორტის მიღება კანის აქერცვლის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანის ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სახის და ყელის ალერგიული შეშუპება, ბრონქების შევიწროება (ასთმა) და რინიტი, აპრანაქსი ფორტი გამოიყენეთ სიფრთხილით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასთმა ან ალერგიული დაავადებები ან აცეტილსალიცილური ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.
ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მედიკამენტების მსგავსად, აპრანაქსი ფორტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში. თუ აუცილებელია აპრანაქსი ფორტის გამოყენება, საჭიროა პაციენტის თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ გაქვთ რაიმე დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის მოცულობის ან თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირებას, გულის უკმარისობას ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევას. თქვენი ექიმი შეამცირებს აპრანაქსი ფორტის დოზას, რომელსაც იყენებთ.
ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აპრანაქსი ფორტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციური ტესტების მნიშვნელობის გაზრდა. აუცილებელია სიფრთხილე ღვიძლის ფუნქციის ტესტების გაუარესების ნიშნებისა და სიმპტომების შემთხვევაში (გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ქავილი, სიყვითლე, მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატის არეში ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დაზიანებების სიმპტომების გამოვლენისას, მათ შორის სიყვითლისა და ჰეპატიტის.
აპრანაქსი ფორტმა და მსგავსმა ტკივილგამაყუჩებელმა მედიკამენტებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მაჩვენებლების შემცირება (ანემია). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში სითხის შეკავებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარული ან აშკარა სისხლდენით ან სისხლწარმოქმნასთან დაკავშირებული უცნობი ეფექტებით. თუ ამ მედიკამენტს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ და შეამჩნევთ ანემიის სიმპტომებს, როგორიცაა სისუსტე, დაღლილობა ან ქოშინი, მიმართეთ ექიმს.
თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების გამო ნატრიუმის ნაპროქსენმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო; შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ კოაგულაციის დარღვევები, აპრანაქსი ფორტით მკურნალობა გააგრძელეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სისხლდენის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს აპრანაქსი ფორტით მკურნალობის დროს, თუ თქვენ იყენებთ პრეპარატს, რომელიც აფერხებს სისხლის კოაგულაციას ან თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი.
თუ აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას გამოგივლინდებათ მხედველობის მხრივ რაიმე პრობლემა, ჩაიტარეთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული სითხის შეკავებისა და შეშუპების რისკის თავიდან ასაცილებლად, აპრანაქსი ფორტი სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ გაქვთ ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა.
თუ გაქვთ უკონტროლო მაღალი არტერიული წნევა, დაავადება, რომელიც ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, შეშუპებით და გულის უკმარისობით გამოწვეული ღვიძლის გადიდებით, ან დაავადება, რომელიც გამოწვეულია გულის არასაკმარისი სისხლით მომარაგებით, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ექიმი გაითვალისწინებს ამ მდგომარეობებს აპრანაქსი ფორტით მკურნალობის დროს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის შემთხვევაში (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და სიგარეტის მოწევა) თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენს დარღვევებს აპრანაქსი ფორტით ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნისას.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, აპრანაქსი ფორტიმ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, რამაც შეიძლება შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ან სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე გულ-სისხლძარღვთა მოვლენები შეიძლება განვითარდეს წინასწარი გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე, თუ შეამჩნევთ რაიმე ნიშანს ან სიმპტომს, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე და მეტყველების სირთულეები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ალცჰეიმერის რისკის მქონე პაციენტებში (დაავადება, რომელსაც ახასიათებს დისმნეზია).
„თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ნებისმიერ დროს, თუნდაც წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს“.
აპრანაქსი ფორტის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
აპრანაქსი ფორტი მიიღეთ ჭამის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს მოითხოვს პაციენტისთვის მოტანილი სარგებლისა და შესაძლო რისკების ძალიან ფრთხილ შეფასებას. ამიტომ, ორსულობის დროს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელი არ არის.
ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში არ უნდა გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ ექიმი ამას განსაკუთრებით აუცილებლად არ ჩათვლის. თუ ამ პერიოდში ან დაორსულების მცდელობისას მკურნალობაა საჭირო, უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა რაც შეიძლება მოკლე დროში.
ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აპრანაქსი ფორტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები თქვენს ნაყოფში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის შემცირება (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის შევიწროება (არტერიული სადინარი). თუ მკურნალობა რამდენიმე დღეზე მეტხანს უნდა გაგრძელდეს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი (დაკვირვება).
შესაძლოა გაიზარდოს ორსულობის შეწყვეტის რისკი ადრეულ პერიოდში ან პრობლემები ბავშვის გულისა და ორგანოების განვითარებაში; მეორე პერიოდში შეიძლება გაიზარდოს თირკმლის და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. მესამე ტრიმესტრში (დაბადებამდე ბოლო 3 თვე) არსებობს თირკმლის დაზიანების, სისხლდენის და ნაყოფის მშობიარობის დაგვიანების რისკი. ორსულობის დამგეგმავმა ქალებმა ან ორსულმა ქალებმა აბსოლუტურად არ უნდა გამოიყენონ ეს წამალი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
თუ შეამჩნიეთ, რომ მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

ნატრიუმის ნაპროქსენი არ უნდა მიიღონ მეძუძურმა ქალებმა, ვინაიდან ის გადადის დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთ პაციენტს აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას შეიძლება გამოუვლინდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა ან დეპრესია. თუ თქვენ გამოგივლინდათ აღნიშნული ან მსგავსი არასასურველი ეფექტები, გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას.
აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დაბუჟება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა ან დეპრესია. თუ თქვენ განიცდით ამ ან მსგავს არასასურველ ეფექტებს, სიფრთხილე გამოიჩინეთ ყურადღების კონცენტრაციის საჭიროების მქონე საქმიანობის შესრულებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპრანაქსი ფორტის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ის არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებას, რომელიც მოითხოვს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
სხვა პრეპარატების გამოყენება
არ არის რეკომენდებული აპრანაქსი ფორტის გამოყენება სხვა ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწიააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
თუ თქვენ ღებულობთ აპრანაქს ფორტს ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არეგულირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას ან ქოლესტირამინს, პრეპარატის ეფექტის გამოვლენა შეიძლება შეფერხდეს.
ნატრიუმის ნაპროქსენი უკავშირდება სისხლში არსებულ ცილას სახელწოდებით – ალბუმინი. თქვენი ექიმი დაარეგულირებს აპრანაქსი ფორტის დოზას, ვინაიდან ის ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, რომლებიც უკავშირდებიან ალბუმინს, როგორიცაა კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, სულფონილშარდოვანა, ჰიდანტოინები, სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და აცეტილსალიცილის მჟავა. ნატრიუმის ნაპროქსენი აფერხებს თრომბოციტების სახელწოდებით ცნობილი უჯრედების აქტივობას, რომლებიც ერთობლივად განაპირობებენ სისხლის შედედებას.
დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფუროსემიდი, პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი.
ლითიუმთან ერთად გამოყენებისას (ლითიუმი გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს), აპრანაქსი ფორტი იწვევს სისხლში ლითიუმის დონეს მომატებას და, შესაბამისად, ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენას.
ვარფარინთან (კოაგულაციის შემაფერხებელი პრეპარატი) ერთად გამოყენებისას, მისი გავლენა საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენის გამოწვევაზე ძლიერდება. აასპ-ებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი ან ჰეპარინი (რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას) ეფექტი.
ციკლოსპორინთან და იმუნოსუპრესიულ პრეპარატთან – ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი.
მიფეპრისტონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში (გამოიყენება კუჭის და ნაწლავების მცირე წყლულების სამკურნალოდ), პრეპარატი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.
გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდის გულის შეკუმშვის ძალას, წამლებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ ტკივილზე, ცხელებაზე და ანთებაზე, მათ შორის აპარნაქსი ფორტმა, შეიძლება გააუარესოს გულის უკმარისობა და გაზარდოს სისხლში კონცენტრაცია თირკმელებიდან მათ ექსკრეციაზე ზემოქმედებით.
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი ფორტი, ზრდის სისხლის დაავადებების რისკს ზიდავუდინთან ერთად გამოყენებისას, რომელიც ეფექტურია რეტროვირუსების, მათ შორის – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ), წინააღმდეგ.
საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენის რისკი მატულობს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის აპრანაქსი ფორტის, გამოყენებისას SSRI-ებითან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
როგორც სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში,საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება სტეროიდებთან ერთად გამოყენებისას.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მძიმე რითმული შეკუმშვის (კონვულსიების) რისკი ყველა ან ზოგიერთ ნებაყოფლობითი მოქმედების კუნთებში შეიძლება გაიზარდოს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად.
პრობენეციდთან ერთად გამოყენება (პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდმჟავას ექსკრეციას) უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის ნაპროქსენის ეფექტის გაძლიერება დროის უმოკლეს პერიოდში.
სიფრთხილეა საჭირო მეთოტრექსატთან (კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი) ერთად გამოყენებისას. ნატრიუმის ნაპროქსენმა შესაძლოა შეამციროს მეთოტრექსატის ორგანიზმიდან გამოყოფა და გამოიწვიოს მეთოტრექსატის გვერდითი მოვლენები. თუ მეთოტრექსატი ერთდროულად მიიღება, სიფრთხილეა რეკომენდებული ტოქსიკურობის გაზრდის შესაძლებლობის გამო; სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაპროქსენი ამცირებს მეთოტრექსატის მილაკოვან სეკრეციას.
არ გამოიყენოთ ნატრიუმის ნაპროქსენი მიფეპრისტონის გამოყენებიდან 12-8 დღის შემდეგ, ვინაიდან ნატრიუმის ნაპროქსენი შეამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.
პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-ბლოკატორების ეფექტი. ნატრიუმის ნაპროქსენმა და სხვა ტკივილგამაყუჩებელმა, სიცხის დამწევმა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატების ეფექტი და გაზარდონ თირკმელების დაზიანების რისკი აგფ–ინჰიბიტორებით.
როგორც სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს მითითებები შეიძლება ასევე გავრცელდეს პრეპარატებზე, რომლებიც მიგიღიათ გარკვეული ხნის წინ ან მიიღებთ მომავალში.
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ნებისმიერ სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებას.
- როგორ გამოიყენება აპრანაქსი ფორტი?
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
აპრანაქსი ფორტის რეკომენდებული საწყისი დოზა არის ერთი ტაბლეტი (550 მგ), რომელსაც შემდეგ მოყვება 1 ტაბლეტი (550 მგ) ყოველ 12 საათში ან 275 მგ ყოველ 6-8 საათში. საწყისი საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ-ს და შემდეგ 2 ტაბლეტს (1100 მგ).
მიღების გზა და მეთოდი:
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად, მაგალითად, ერთი ჭიქა წყალთან ერთად, სავსე კუჭზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არ არის რეკომენდებული აპრანაქსი ფორტის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა, ის გამოიყენება 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მხოლოდ რევმატოიდული ართრიტის დროს დოზით 10 მგ/კგ/დღეში ყოველ 12 საათში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ვინაიდან ხანდაზმულებში შეიძლება შემცირდეს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა, დოზის შერჩევის დროს საჭიროა სიფრთხილე და მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება (ასაკი 65 წელი და მეტი).
განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა: არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ თირკმელების ფუნქციის ტესტების შედეგები არ გაქვთ სათანადო.
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიფრთხილე გმართებთ APRANAX FORT-ის გამოყენებისას.
თუ ფიქრობთ, რომ აპრანაქსი ფორტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი ფორტი:
მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბება ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისრევით, გულძმარვით, საჭმლის მონელების დარღვევით, გულისრევით, ღებინებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენით, ზოგჯერ დიარეით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, ტინიტუსით, გონების დაკარგვის შეგრძნებით. თუ შემთხვევით ან განზრახ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, უნდა დაიცალოთ კუჭი და მიიღოთ ცნობილი დამხმარე ზომები. აპრანაქს ფორტის საჭიროზე მეტი დოზის მიღებიდან 1 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ აქტივირებული ნახშირი. მოზრდილებში ასევე შეიძლება განიხილებოდეს კუჭის ამორეცხვა. რეკომენდებულია ხშირი შარდვა. ექიმი გააკონტროლებს თქვენს თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციებს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი ფორტი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ აპრანაქსი ფორტის მიღება:
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება აპრანაქსი ფორტი?
- რა არის აპრანაქსი ფორტი და რისთვის გამოიყენება იგი?
აპრანაქსი ფორტი წარმოდგენილია ბლისტერების სახით. თითო ბლისტერში მოთავსებულია 10 ან 20 ცისფერი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის ტაბლეტები.
აპრანაქსი ფორტი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო (აასპ) ჯგუფს, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
აპრანაქსი ფორტი გამოიყენება;
სახსრებში ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ხასიათდება სასახსრე ხრტილის დაზიანებით, ტკივილით და ფუნქციის დაკარგვით, რაც გამოწვეულია ტრავმით ან სხვა მიზეზებით,
სახსრების მტკივნეული ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ვითარდება ხელებისა და ფეხების სახსრებში,
მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს, რომელიც რევმატოიდული ართრიტის მსგავსი დაავადებაა და უპირატესად ვლინდება ხერხემლის დაზიანებით,
როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება ძლიერი ტკივილით (მწვავე პოდაგრა) შემაერთებელი ქსოვილის და სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის ცილების დაშლის გამო,
ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაში (ძვლებში) მწვავე ტკივილის დროს,
ტკივილის შესამსუბუქებლად ქალებში მენტსრუაციის დროს,
როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ორთოპედიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში.
თავის ტკივილის (მათ შორის შაკიკის ტიპის თავის ტკივილის) და კბილის ტკივილის დროს,
- აპრანაქსი ფორტის გამოყენებამდე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ჩანართი
აპრანაქსი ფორტი® 550 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისთვის
აქტიური სუბსტანციები: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ ნატრიუმის ნაპროქსენს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (102), მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი K30, გასუფთავებული წყალი, ოპადრი QX 321A205005 ცისფერი (მაკროგოლი (PEG) პოლივინილის სპირტის გრაფტის კოპოლიმერი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171)), GMCC ტიპი 1/მონო/დი/გლიცერიდები/ცხიმოვანი მჟავები, გლიცერინი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, FD&C ცისფერი ინდოიგოკარმინი ალუმინის ლაქი).
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
თუ თქვენ რაიმე დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
თუ ექიმთან ან საავადმყოფოში მიდიხართ, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
მიყევით მოცემულ ფურცელ–ჩანართში არსებულ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, ვიდრე ეს რეკომენდებულია თქვენთვის.
ამ ჩანართში მოცემულია შემდეგი თავები:
- რა არის აპრანაქსი ფორტი და რისთვის გამოიყენება იგი?
- აპრანაქსი ფორტის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება აპრანაქსი ფორტი?
- შესაძლო გვერდითი მოვლენები?
- როგორ ინახება აპრანაქსი ფორტი?
- რა არის აპრანაქსი ფორტი და რისთვის გამოიყენება იგი?
აპრანაქსი ფორტი წარმოდგენილია ბლისტერების სახით. თითო ბლისტერში მოთავსებულია 10 ან 20 ცისფერი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის ტაბლეტები.
აპრანაქსი ფორტი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო (აასპ) ჯგუფს, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
აპრანაქსი ფორტი გამოიყენება;
სახსრებში ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ხასიათდება სასახსრე ხრტილის დაზიანებით, ტკივილით და ფუნქციის დაკარგვით, რაც გამოწვეულია ტრავმით ან სხვა მიზეზებით,
სახსრების მტკივნეული ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ვითარდება ხელებისა და ფეხების სახსრებში,
მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს, რომელიც რევმატოიდული ართრიტის მსგავსი დაავადებაა და უპირატესად ვლინდება ხერხემლის დაზიანებით,
როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება ძლიერი ტკივილით (მწვავე პოდაგრა) შემაერთებელი ქსოვილის და სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის ცილების დაშლის გამო,
ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაში (ძვლებში) მწვავე ტკივილის დროს,
ტკივილის შესამსუბუქებლად ქალებში მენტსრუაციის დროს,
როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ორთოპედიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში.
თავის ტკივილის (მათ შორის შაკიკის ტიპის თავის ტკივილის) და კბილის ტკივილის დროს,
- აპრანაქსი ფორტის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი შემდეგი მდგომარეობების დროს:
გულ–სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები
- აასპ-ებმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური თრომბოზული (კოაგულაციური) მოვლენები, ინფარქტისა და ინსულტის რისკის მატება. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
- აპრანაქსი ფორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციის წინ.
საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები
- აასპ-ების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისხლდენა, სტრიქტურა, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი ნიშნებით ან მათ გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში რისკები, ამ სერიოზული ეფექტებთან მიმართებაში, უფრო მაღალია.
არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ ალერგიული ხართ მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ნაპროქსენის ან ნატრიუმის ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიმართ, ან თუ აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები იწვევს კანზე გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ასთმის სინდრომს, სურდოს და ანთებას ცხვირის დანამატ წიაღებში.
არ გამოიყენოთ, თუ ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტურმა პრეპარატებმა, რომლებიც ადრე გამოიყენეთ, გამოიწვია კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან დაზიანება, ან თუ კვლავ გაქვთ აქტიური ან მორეციდივე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან თუ ორჯერ ან მეტჯერ გქონდათ დიაგნოზირებული წყლული ან სისხლდენა.
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ მძიმე ხარისხის თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობა.
არ გამოიყენოთ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციამდე ან მის შემდეგ.
არ გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან თუ ხართ ორსულად (მესამე ტრიმესტრი).
სიფრთხილით გამოიყენეთ აპრანაქსი ფორტი შემდეგი მდგომარეობების დროს
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებასთან ერთად.
თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გვერდითი ეფექტების გამოვლენა, თუ პრეპარატს მიიღებთ უმოკლესი აუცილებელი ხანგრძლივობით და მინიმალური ეფექტური დოზით.
თუ ადრე გქონიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება ან ასეთი დაავადების ნიშნები, სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. თქვენი განავლის ფერი შეიძლება გამუქდეს, შეიძლება გქონდეთ სისხლდენა პირიდან ან შესაძლო სისხლდენის გამო გამოგივლინდეთ დისპეფსიის სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ძირითადად აღენიშნებოდა ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს. ამიტომ, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადება, როგორიცაა წყლული, სისხლდენა და ქსოვილის დაზიანება, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ მკურნალობა დაიწყოთ მინიმალური დოზით და გამოიყენოთ ზოგიერთი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი (მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები). როდესაც პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, თქვენ ერთდროულად უნდა მიიღოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი.
თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება): ვინაიდან ამ დაავადებებმა შეიძლება დაამძიმოს თქვენი სიმპტომები, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. თუ ადრე გქონდათ კუჭ-ნაწლავის სისტემის ინტოქსიკაცია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს მუცლის ღრუს მხრივ ნებისმიერი დისკომფორტის გამოვლენის შესახებ (დიარეა, ღებინება, წონის დაკლება). კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების შემთხვევაში არ გააგრძელოთ აპრანაქსი ფორტის მიღება.
თუ გაქვთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადება, აპრანაქსი ფორტი გამოიყენეთ სრულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამოვლენის სიხშირე და სიმძიმე მატულობს აპრანაქსი ფორტის დოზის და გამოყენების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
იყავით ფრთხილად, თუ თქვენ გიწევთ ამ პრეპარატის მიღება პერორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ანტიკოაგულანტებთან ერთად, როგორიცაა ვარფარინი, და ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის დაწყლულების და სისხლდენის რისკს, მაგალითად როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.
ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ აპრანაქსი ფორტის ყველაზე დაბალი დოზა, კუჭ-ნაწლავის სერიოზული სისხლდენისა და დაზიანების განვითარების შესაძლებლობის გამო. ამ პაციენტებში აასპ-ების ხანგრძლივი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ქოშინი შეიძლება გამოწვეული იყოს ბრონქული ასთმით ან ასთმის ან ალერგიული დაავადებების ისტორიით დაავადებულ პაციენტებში.
არ გააგრძელოთ აპრანაქსი ფორტის მიღება კანის აქერცვლის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანის ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სახის და ყელის ალერგიული შეშუპება, ბრონქების შევიწროება (ასთმა) და რინიტი, აპრანაქსი ფორტი გამოიყენეთ სიფრთხილით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასთმა ან ალერგიული დაავადებები ან აცეტილსალიცილური ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.
ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მედიკამენტების მსგავსად, აპრანაქსი ფორტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის შორსწასული დაავადების მქონე პაციენტებში. თუ აუცილებელია აპრანაქსი ფორტის გამოყენება, საჭიროა პაციენტის თირკმლის ფუნქციის მკაცრი მონიტორინგი. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ გაქვთ რაიმე დარღვევა, რომელიც იწვევს სისხლის მოცულობის ან თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირებას, გულის უკმარისობას ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევას. თქვენი ექიმი შეამცირებს აპრანაქსი ფორტის დოზას, რომელსაც იყენებთ.
ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აპრანაქსი ფორტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციური ტესტების მნიშვნელობის გაზრდა. აუცილებელია სიფრთხილე ღვიძლის ფუნქციის ტესტების გაუარესების ნიშნებისა და სიმპტომების შემთხვევაში (გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ქავილი, სიყვითლე, მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატის არეში ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დაზიანებების სიმპტომების გამოვლენისას, მათ შორის სიყვითლისა და ჰეპატიტის.
აპრანაქსი ფორტმა და მსგავსმა ტკივილგამაყუჩებელმა მედიკამენტებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მაჩვენებლების შემცირება (ანემია). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში სითხის შეკავებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფარული ან აშკარა სისხლდენით ან სისხლწარმოქმნასთან დაკავშირებული უცნობი ეფექტებით. თუ ამ მედიკამენტს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ და შეამჩნევთ ანემიის სიმპტომებს, როგორიცაა სისუსტე, დაღლილობა ან ქოშინი, მიმართეთ ექიმს.
თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების გამო ნატრიუმის ნაპროქსენმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო; შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ კოაგულაციის დარღვევები, აპრანაქსი ფორტით მკურნალობა გააგრძელეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სისხლდენის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს აპრანაქსი ფორტით მკურნალობის დროს, თუ თქვენ იყენებთ პრეპარატს, რომელიც აფერხებს სისხლის კოაგულაციას ან თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი.
თუ აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას გამოგივლინდებათ მხედველობის მხრივ რაიმე პრობლემა, ჩაიტარეთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული სითხის შეკავებისა და შეშუპების რისკის თავიდან ასაცილებლად, აპრანაქსი ფორტი სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ გაქვთ ჰიპერტენზია ან გულის უკმარისობა.
თუ გაქვთ უკონტროლო მაღალი არტერიული წნევა, დაავადება, რომელიც ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, შეშუპებით და გულის უკმარისობით გამოწვეული ღვიძლის გადიდებით, ან დაავადება, რომელიც გამოწვეულია გულის არასაკმარისი სისხლით მომარაგებით, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ექიმი გაითვალისწინებს ამ მდგომარეობებს აპრანაქსი ფორტით მკურნალობის დროს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის შემთხვევაში (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და სიგარეტის მოწევა) თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენს დარღვევებს აპრანაქსი ფორტით ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნისას.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, აპრანაქსი ფორტიმ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, რამაც შეიძლება შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ან სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე გულ-სისხლძარღვთა მოვლენები შეიძლება განვითარდეს წინასწარი გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე, თუ შეამჩნევთ რაიმე ნიშანს ან სიმპტომს, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე და მეტყველების სირთულეები, მიმართეთ თქვენს ექიმს.
სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ალცჰეიმერის რისკის მქონე პაციენტებში (დაავადება, რომელსაც ახასიათებს დისმნეზია).
„თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ნებისმიერ დროს, თუნდაც წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს“.
აპრანაქსი ფორტის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
აპრანაქსი ფორტი მიიღეთ ჭამის შემდეგ.
ორსულობა:
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ეს მოითხოვს პაციენტისთვის მოტანილი სარგებლისა და შესაძლო რისკების ძალიან ფრთხილ შეფასებას. ამიტომ, ორსულობის დროს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელი არ არის.
ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში არ უნდა გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ ექიმი ამას განსაკუთრებით აუცილებლად არ ჩათვლის. თუ ამ პერიოდში ან დაორსულების მცდელობისას მკურნალობაა საჭირო, უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი შესაძლო დოზა რაც შეიძლება მოკლე დროში.
ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აპრანაქსი ფორტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები თქვენს ნაყოფში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის გარშემო არსებული ამნიონური სითხის შემცირება (ოლიგოჰიდრამნიონი) ან ბავშვის გულში სისხლძარღვის შევიწროება (არტერიული სადინარი). თუ მკურნალობა რამდენიმე დღეზე მეტხანს უნდა გაგრძელდეს, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი (დაკვირვება).
შესაძლოა გაიზარდოს ორსულობის შეწყვეტის რისკი ადრეულ პერიოდში ან პრობლემები ბავშვის გულისა და ორგანოების განვითარებაში; მეორე პერიოდში შეიძლება გაიზარდოს თირკმლის და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები. მესამე ტრიმესტრში (დაბადებამდე ბოლო 3 თვე) არსებობს თირკმლის დაზიანების, სისხლდენის და ნაყოფის მშობიარობის დაგვიანების რისკი. ორსულობის დამგეგმავმა ქალებმა ან ორსულმა ქალებმა აბსოლუტურად არ უნდა გამოიყენონ ეს წამალი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
თუ შეამჩნიეთ, რომ მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ნატრიუმის ნაპროქსენი არ უნდა მიიღონ მეძუძურმა ქალებმა, ვინაიდან ის გადადის დედის რძეში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:
ზოგიერთ პაციენტს აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას შეიძლება გამოუვლინდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა ან დეპრესია. თუ თქვენ გამოგივლინდათ აღნიშნული ან მსგავსი არასასურველი ეფექტები, გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას.
აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს დაბუჟება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა, დაღლილობა, მხედველობის დარღვევა ან დეპრესია. თუ თქვენ განიცდით ამ ან მსგავს არასასურველ ეფექტებს, სიფრთხილე გამოიჩინეთ ყურადღების კონცენტრაციის საჭიროების მქონე საქმიანობის შესრულებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპრანაქსი ფორტის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ის არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებას, რომელიც მოითხოვს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
სხვა პრეპარატების გამოყენება
არ არის რეკომენდებული აპრანაქსი ფორტის გამოყენება სხვა ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწიააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
თუ თქვენ ღებულობთ აპრანაქს ფორტს ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არეგულირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას ან ქოლესტირამინს, პრეპარატის ეფექტის გამოვლენა შეიძლება შეფერხდეს.
ნატრიუმის ნაპროქსენი უკავშირდება სისხლში არსებულ ცილას სახელწოდებით – ალბუმინი. თქვენი ექიმი დაარეგულირებს აპრანაქსი ფორტის დოზას, ვინაიდან ის ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, რომლებიც უკავშირდებიან ალბუმინს, როგორიცაა კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, სულფონილშარდოვანა, ჰიდანტოინები, სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) და აცეტილსალიცილის მჟავა. ნატრიუმის ნაპროქსენი აფერხებს თრომბოციტების სახელწოდებით ცნობილი უჯრედების აქტივობას, რომლებიც ერთობლივად განაპირობებენ სისხლის შედედებას.
დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფუროსემიდი, პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი.
ლითიუმთან ერთად გამოყენებისას (ლითიუმი გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს), აპრანაქსი ფორტი იწვევს სისხლში ლითიუმის დონეს მომატებას და, შესაბამისად, ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენას.
ვარფარინთან (კოაგულაციის შემაფერხებელი პრეპარატი) ერთად გამოყენებისას, მისი გავლენა საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენის გამოწვევაზე ძლიერდება. აასპ-ებმა შეიძლება გააძლიერონ ანტიკოაგულანტების, როგორიცაა ვარფარინი ან ჰეპარინი (რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას) ეფექტი.
ციკლოსპორინთან და იმუნოსუპრესიულ პრეპარატთან – ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი.
მიფეპრისტონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში (გამოიყენება კუჭის და ნაწლავების მცირე წყლულების სამკურნალოდ), პრეპარატი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.
გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც ზრდის გულის შეკუმშვის ძალას, წამლებმა, რომლებიც გავლენას ახდენენ ტკივილზე, ცხელებაზე და ანთებაზე, მათ შორის აპარნაქსი ფორტმა, შეიძლება გააუარესოს გულის უკმარისობა და გაზარდოს სისხლში კონცენტრაცია თირკმელებიდან მათ ექსკრეციაზე ზემოქმედებით.
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი ფორტი, ზრდის სისხლის დაავადებების რისკს ზიდავუდინთან ერთად გამოყენებისას, რომელიც ეფექტურია რეტროვირუსების, მათ შორის – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ), წინააღმდეგ.
საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენის რისკი მატულობს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის აპრანაქსი ფორტის, გამოყენებისას SSRI-ებითან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
როგორც სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში,საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება სტეროიდებთან ერთად გამოყენებისას.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მძიმე რითმული შეკუმშვის (კონვულსიების) რისკი ყველა ან ზოგიერთ ნებაყოფლობითი მოქმედების კუნთებში შეიძლება გაიზარდოს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად.
პრობენეციდთან ერთად გამოყენება (პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდმჟავას ექსკრეციას) უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის ნაპროქსენის ეფექტის გაძლიერება დროის უმოკლეს პერიოდში.
სიფრთხილეა საჭირო მეთოტრექსატთან (კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატი) ერთად გამოყენებისას. ნატრიუმის ნაპროქსენმა შესაძლოა შეამციროს მეთოტრექსატის ორგანიზმიდან გამოყოფა და გამოიწვიოს მეთოტრექსატის გვერდითი მოვლენები. თუ მეთოტრექსატი ერთდროულად მიიღება, სიფრთხილეა რეკომენდებული ტოქსიკურობის გაზრდის შესაძლებლობის გამო; სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მსგავსად, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნაპროქსენი ამცირებს მეთოტრექსატის მილაკოვან სეკრეციას.
არ გამოიყენოთ ნატრიუმის ნაპროქსენი მიფეპრისტონის გამოყენებიდან 12-8 დღის შემდეგ, ვინაიდან ნატრიუმის ნაპროქსენი შეამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.
პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-ბლოკატორების ეფექტი. ნატრიუმის ნაპროქსენმა და სხვა ტკივილგამაყუჩებელმა, სიცხის დამწევმა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატების ეფექტი და გაზარდონ თირკმელების დაზიანების რისკი აგფ–ინჰიბიტორებით.
როგორც სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს მითითებები შეიძლება ასევე გავრცელდეს პრეპარატებზე, რომლებიც მიგიღიათ გარკვეული ხნის წინ ან მიიღებთ მომავალში.
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ნებისმიერ სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებას.
- როგორ გამოიყენება აპრანაქსი ფორტი?
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
აპრანაქსი ფორტის რეკომენდებული საწყისი დოზა არის ერთი ტაბლეტი (550 მგ), რომელსაც შემდეგ მოყვება 1 ტაბლეტი (550 მგ) ყოველ 12 საათში ან 275 მგ ყოველ 6-8 საათში. საწყისი საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ-ს და შემდეგ 2 ტაბლეტს (1100 მგ).
მიღების გზა და მეთოდი:
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად, მაგალითად, ერთი ჭიქა წყალთან ერთად, სავსე კუჭზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არ არის რეკომენდებული აპრანაქსი ფორტის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა, ის გამოიყენება 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მხოლოდ რევმატოიდული ართრიტის დროს დოზით 10 მგ/კგ/დღეში ყოველ 12 საათში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ვინაიდან ხანდაზმულებში შეიძლება შემცირდეს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა, დოზის შერჩევის დროს საჭიროა სიფრთხილე და მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება (ასაკი 65 წელი და მეტი).
განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა: არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ თირკმელების ფუნქციის ტესტების შედეგები არ გაქვთ სათანადო.
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიფრთხილე გმართებთ APRANAX FORT-ის გამოყენებისას.
თუ ფიქრობთ, რომ აპრანაქსი ფორტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი ფორტი:
მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბება ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისრევით, გულძმარვით, საჭმლის მონელების დარღვევით, გულისრევით, ღებინებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენით, ზოგჯერ დიარეით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, ტინიტუსით, გონების დაკარგვის შეგრძნებით. თუ შემთხვევით ან განზრახ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, უნდა დაიცალოთ კუჭი და მიიღოთ ცნობილი დამხმარე ზომები. აპრანაქს ფორტის საჭიროზე მეტი დოზის მიღებიდან 1 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ აქტივირებული ნახშირი. მოზრდილებში ასევე შეიძლება განიხილებოდეს კუჭის ამორეცხვა. რეკომენდებულია ხშირი შარდვა. ექიმი გააკონტროლებს თქვენს თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციებს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი ფორტი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ აპრანაქსი ფორტის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ თქვენ შეწყვიტეთ აპრანაქსი ფორტის მიღება:
აპრანაქსი ფორტით მკურნალობის დასრულებისას ნეგატიური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად გვერდითი ეფექტების გამოწვევა შესაძლებელია იმ ინდივიდებში, რომლებიც ალერგიულები არიან აპრანაქსი ფორტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ აპრანაქსი ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:
ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას
ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება (ასთმის შეტევა),
ორგანიზმში წყლისა და მარილის შეკავება (შეშუპება), გულის უკმარისობა (ქოშინი, ფეხებში შეშუპება)
სისუსტე
გამონაყარი კანზე
კანზე, პირის ღრუში, თვალებში, სასქესო ორგანოების ირგვლივ მძიმე დაავადება კანის აქერცვლებით, შეშუპებით, ბუშტუკებით და ცხელებით (სტივენ-ჯონსონის სინდრომი),
დაავადება, რომელიც მიმდინარეობს შეშუპებით პირის ღრუში და სხეულის სხვა უბნებში ან სხვადასხვა ზომის წითელი გამონაყარით (მულტიფორმული ერითემა),
სერიოზული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის აქერცვლით და ქსოვილების დაკარგვით, კანში სითხით სავსე ბუშტუკებით (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
ძლიერი თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, გულისრევა, ღებინება და გონების დაბინდვა (ასეპტიკური მენინგიტი),
სისხლი განავალში ან შავი ფერის, ყავის ნალექის მსგავსი ამონაღებ მასებში (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა)
სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნის რისკი (გულის შეტევა ან ინსულტი) მაღალი დოზებით და ხანგრძლივი გამოყენებისას
წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გაუარესება, რაც ვლინდება ტკივილით, დიარეით, ღებინებით და წონის დაკლებით
ანემია (სისხლის გარკვეული უჯრედების დეფიციტის მდგომარეობა), აპლასტიური ანემია (ძვლის ტვინის უუნარობა გამოიმუშაოს საკმარისი რაოდენობის სისხლის უჯრედები), ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების ნორმალურზე დაბალი რაოდენობა), სისხლის შედედებაში ჩართული თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), გრანულოციტოპენია, მათ შორის აგრანულოციტოზი (ორგანიზმის ინფექციებისგან დამცავი გარკვეული სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება), ეოზინოფილია (იმუნური უჯრედების მომატება, რაც მიუთითებს ალერგიაზე, ასთმაზე ან პარაზიტულ ინფექციებზე ორგანიზმში), ნეიტროპენია (ნეიტროფილების შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან). • ნატრიუმის შეკავება (შეშუპება ან შეშუპება, რომელიც ორგანიზმში ნორმაზე მეტი ნატრიუმის შეკავების შედეგად ვითარდება)
დეპრესია, ძილის დარღვევა, უძილობა, ძილიანობის შეგრძნება
კრუნჩხვები, კომა, ფსიქიკური ფუნქციების შესუსტება
ანაფილაქტოიდური რეაქციები (სიწითლე, ქავილი, ყელის შეშუპება და არტერიული წნევის დაქვეითება)
მხედველობის ნერვის შეშუპებითი ანთება
სმენის დაქვეითება, ტინიტუსი, თავბრუსხვევა
თავის ტკივილი
მაღალი არტერიული წნევა, სისხლძარღვოვანი ოკლუზია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები (მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება)
ქოშინი, ხიხინი და ასთმის შეტევები
ოფლიანობა, თმის ცვენა, კანის პრობლემები და გამონაყარი, მუწუკები
კანის ძლიერი აქერცვლა
მზის სხივების მიმართ გადაჭარბებული მგრძნობელობა
ბუშტუკების გაჩენა მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილებში
მძიმე წამლისმიერი რეაქცია, რომელიც ხასიათდება სხეულის გავრცელებული სიწითლით, ცხელებით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით (DRESS სინდრომი).
კუნთების ტკივილი და კუნთების სისუსტე
დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება
უნაყოფობა ქალებში
სიცივის შეგრძნება, სიცხე, სისუსტე
კონცენტრაციის, აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემების გაძნელება
ფატალური ჰეპატიტი, სიყვითლე (მადის დაკარგვა, სისუსტე, ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები)
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია აპტრანაქსი ფორტეზე შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ხშირი
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
- ანემია
- მხედველობის დაბინდვა
- ძილიანობა
- ბოდვა
- ძილიანობა
- დაღლილობა
- მხედველობის დაბინდვა
- პალპიტაციები, შეშუპება, გულის უკმარისობა (ქოშინი, დაღლილობა), გულის შეგუბებითი უკმარისობა (სითხის დაგროვება და შეშუპება ფეხებსა და ფილტვებში), ნატრიუმის შეკავება (შეშუპება ან შეშუპება, რომელიც ორგანიზმში ნორმაზე მეტი ნატრიუმის შეკავების შედეგად ხდება)
- ქოშინი
- ქავილი, კანზე გამონაყარი, მათ შორის ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი, პურპურა (კანზე მეწამული ან წითელი ლაქები), კანზე გამონაყარი (კანზე გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება, ქავილი, ფერის შეცვლა), ეკქიმოზი (სისხლჩაქცევები)
- თირკმლის მხრივ დარღვევები
- შეშუპება, წყურვილის შეგრძნება
- კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები (კუჭის ტკივილი, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, გაზები, საჭმლის მონელების დარღვევა, მუცლის ტკივილი)
არახშირი
- ალერგიული რეაქციები
- ანაფილაქსია (სიწითლე, ქავილი, ყელის შეშუპება და არტერიული წნევის დაქვეითება)
- ასეპტიკური მენინგიტი (ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება), კისრის შებოჭილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დაბნეულობა
- ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მომატება)
- დაბნეულობა, ჰალუცინაციები
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
- ძილიანობის შეგრძნება
- ჩხვლეტის, წიწკვნის შეგრძნება
- კონცენტრაციის დარღვევა
- კოგნიტური დარღვევა
- პაპილიტი (მხედველობის დაბინდვა მხედველობის ნერვის ანთების გამო), პაპილედემა (მხედველობის დარღვევა მხედველობის ნერვის თავის შეშუპების გამო)
- ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება), ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება)
- არტერიული თრომბოზული მოვლენები (გულის შეტევის ან ინსულტის რისკი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის დროს)
- ფილტვის შეშუპება (სითხის დაგროვება ფილტვებში), ბრონქოსპაზმი, ასთმა (ქოშინი), ეოზინოფილური პნევმონია (ხველა, ქოშინი და ცხელება, გამოწვეული ფილტვებში ეოზინოფილური ლეიკოციტების დაგროვებით)
- კუჭის წყლული, ნაწლავის წყლული, გასკდომა კუჭის წყლული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია (კუჭის, ნაწლავის და ა.შ.), კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება
- ოფლიანობა, თმის ცვენა
- ქავილი, კანსა და ლორწოვან გარსებზე მცირე სისხლჩაქცევები/სისხლდენა, ჭინჭრის ციება, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ძალიან სერიოზული რეაქცია, რომელიც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას), მულტიფორმული ერითემა (რგოლისებრი წითელი ლაქები კანზე), სტივენს-ჯონსონის სინდრომთან დაკავშირებული ბულოზური რეაქციები (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ხასიათდება სითხით სავსე ბუშტუკებით პირის ღრუში, თვალებსა და კანზე), ერითემა ნოდოსუმი (მტკივნეული წითელი შეშუპებები ფეხებზე), ბრტყელი ლიქენი (მეწამული, ქავილით ამოზნექილი დაზიანებები), პუსტულოზური რეაქციები (ჩირქით სავსე, აკნეს მსგავსი გამონაყარი), ფოლიკულური ჭინჭრის ციება (თმის ფოლიკულების გარშემო ქავილით ამოზნექილი დაზიანებები), ფოტოალერგიული მგრძნობელობის რეაქციები (სინათლის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები), ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება)
- კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სისხლი შარდში
- უნაყოფობა ქალებში
- ღვიძლის ფუნქციური ტესტების დარღვევები, შრატის კრეატინინის დონის მომატება
- სისხლის ანალიზის ცვლილებები (ანემია, აპლასტიური ანემია [სისხლის ყველა უჯრედის შემცირება], ლეიკოპენია [სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა], თრომბოციტოპენია [სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების დაბალი დონე], გრანულოციტოპენია, მათ შორის აგრანულოციტოზი [გრანულოციტების იმუნური უჯრედების შემცირება], ეოზინოფილია [ალერგიების/პარაზიტების წინააღმდეგ მებრძოლი უჯრედების რაოდენობის ზრდა], ნეიტროპენია [ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლი ნეიტროფილების უჯრედების რაოდენობის შემცირება])
- პირექსია (შემცივნება და სიცხე), სისუსტე, დაღლილობა
იშვიათი
- ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ძალიან იშვიათი
- გულის შეტევა
- სისტემური წითელი მგლურა (SLE) (იმუნური დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სახსრების ტკივილი, დაღლილობა და კანის პრობლემები)
- ეპიდერმული ნეკროლიზი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (კანის ძალიან სერიოზული რეაქცია, რომლის დროსაც კანის ზედა ფენის დიდი ნაწილი ცვდება)
- ფოტომგრძნობელობის რეაქციები (სინათლის მგრძნობელობის რეაქციები)
- ეპიდერმოლიზის ბულოზური რეაქციები (კანი ხდება ძალიან მგრძნობიარე, იწვევს ბუშტუკების გაჩენას და ბუშტუკების წარმოქმნას მინიმალური კონტაქტის დროსაც კი)
სიხშირე უცნობია
- წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (წამლისმიერი ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც ხასიათდება კანზე ბუშტუკების გაჩენით, სისხლჩაქცევებით, მზის სხივების მიმართ უკიდურესი მგრძნობელობით და კანის შეშუპებით)
- ფიქსირებული წამლისმიერი გამონაყარი (მრგვალი, იისფერ-ყავისფერი ლაქები და ბუშტუკები, რომლებიც ყოველ ჯერზე ჩნდება სხეულზე ერთსა და იმავე ადგილას)
თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგს, აცნობეთ ექიმს:
- ანემია
- თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ყურადღების დარღვევა
- ძილიანობის შეგრძნება
- ბოდვა
- ძილიანობა
- დაღლილობა
- მხედველობის დაბინდვა
- გულისცემის შეგრძნება
- ქოშინი
- კუჭის წყლული და დაზიანება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, გულძმარვა, ყაბზობა
- ქავილი, კანზე გამონაყარი, კანის ფერის შეცვლა
- თირკმლის დარღვევები
- შეშუპება, წყურვილის შეგრძნება
ეს არის აპრანაქსი ფორტის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.
თუ ეს სიმპტომები თავისით არ გაქრება ან მძიმე/შემაშფოთებელია, დაუკავშირდით ექიმს.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეტყობინება იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტები ვალდებულნი არიან, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ აცნობონ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).
- როგორ ინახება აპრანაქსი ფორტი?
შეინახეთ აპრანაქსი ფორტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ, სინათლისგან დაცულ ადგილას
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ პროდუქტს და/ან მის შეფუთვას შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi Eski Büyükdere Cad. No:4 34467
Maslak / Sarıyer / İstanbul
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi, Tunç Caddesi No: 3
Esenyurt / İstanbul
ამ ფურცელი–ჩანართის განახლება მოხდა 22/12/2025.
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალურ და განახლებულ ინფორმაციაზე წვდომა შეგიძლიათ სმარტფონით/პლანშეტით ან QR კოდის წამკითხველით QR კოდის სკანირებით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.