პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

აპრანაქსი ფორტი

APRANAX® FORT

ურეცეპტოდ550მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

აპრანაქსი ფორტი წარმოდგენილია ბლისტერების სახით. თითო ბლისტერში მოთავსებულია 10 ან 20 ცისფერი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის ტაბლეტები. აპრანაქსი ფორტი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. აპრანაქსი ფორტი გამოიყენება; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნაპროქსენი (naproxen)
ფორმა და შეფუთვა
550მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
მწარმოებელი
Abdi ibrahim ilaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
ATC კოდი
M01AE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-036382
რეგისტრირებულია
9 სექტემბერი 2022, მოქმედებს 9 სექტემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ შირკეტის საქართველოს წარმომადგენლობა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააპრანაქსი ფორტი და სხვა წამალი ერთად

აპრანაქსი ფორტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აპრანაქსი ფორტი წარმოდგენილია ბლისტერების სახით. თითო ბლისტერში მოთავსებულია 10 ან 20 ცისფერი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის ტაბლეტები.

აპრანაქსი ფორტი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.

აპრანაქსი ფორტი გამოიყენება;

სახსრებში ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ხასიათდება სასახსრე ხრტილის დაზიანებით, ტკივილით და ფუნქციის დაკარგვით, რაც გამოწვეულია ტრავმით ან სხვა მიზეზებით,

სახსრების მტკივნეული ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ვითარდება ხელებისა და ფეხების სახსრებში,

მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს, რომელიც რევმატოიდული ართრიტის მსგავსი დაავადებაა და უპირატესად ვლინდება ხერხემლის დაზიანებით,

როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება ძლიერი ტკივილით (მწვავე პოდაგრა) შემაერთებელი ქსოვილის და სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის ცილების დაშლის გამო,

ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაში (ძვლებში) მწვავე ტკივილის დროს,

ტკივილის შესამსუბუქებლად ქალებში მენტსრუაციის დროს,

როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ორთოპედიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში.

  • აპრანაქსი ფორტის გამოყენებამდე

მიღების წესი და დოზირება

მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

აპრანაქსი ფორტის რეკომენდებული საწყისი დოზა არის ერთი ტაბლეტი (550 მგ), რომელსაც შემდეგ მოყვება 1 ტაბლეტი (550 მგ) ყოველ 12 საათში ან 275 მგ ყოველ 6-8 საათში. საწყისი საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ-ს და შემდეგ 2 ტაბლეტს (1100 მგ).

მიღების გზა და მეთოდი:

აპრანაქსი ფორტის ტაბლეტები მიიღება პერორალურად (პირის ღრუდან) დაუღეჭავად, საკვების მიღების შემდეგ ჭიქა წყლის მიყოლებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

არ არის რეკომენდებული აპრანაქსი ფორტის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა, ის გამოიყენება 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მხოლოდ რევმატოიდული ართრიტის დროს დოზით 10 მგ/კგ/დღეში ყოველ 12 საათში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ვინაიდან ხანდაზმულებში შეიძლება შემცირდეს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა, დოზის შერჩევის დროს საჭიროა სიფრთხილე და მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება (ასაკი 65 წელი და მეტი).

განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა: არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ თირკმელების ფუნქციის ტესტების შედეგები არ გაქვთ სათანადო.

ფრთხილად იყავით აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ აპრანაქსი ფორტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი ფორტი:

დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისრევით, გულძმარვით, საჭმლის მონელების დარღვევით, გულისრევით, ღებინებით, სისხლდენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზოგჯერ ფაღარათით, დაბუჟების შეგრძნებით, ძილიანობით, ტინიტუსით, გონების დაბინდვით. დიდი რაოდენობით ტაბლეტების შემთხვევით ან განზრახ მიღების შემთხვევაში, საჭიროა კუჭის ამორეცხვა და ნაცნობი სომპტომური ზომების მიღება.

აქტივირებული ნახშირი მიიღება აპრანაქსი ფორტის ჭარბი რაოდენობის მიღებიდან 1 საათში. მოზრდილებში ასევე შეიძლება განიხილებოდეს კუჭის ამორეცხვა. რეკომენდებულია ხშირი შარდვა. თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენი თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციებს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი ფორტი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ აპრანაქსი ფორტის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ შეწყვიტეთ აპრანაქსი ფორტის მიღება:

აპრანაქსი ფორტით მკურნალობის დასრულებისას ნეგატიური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

უკუჩვენებები

გულ–სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები

  • არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური თრომბოზული (კოაგულაციური) მოვლენები, ინფარქტისა და ინსულტის რისკის მატება. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
  • აპრანაქსი ფორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციის წინ.

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისხლდენა, სტრიქტურა, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი ნიშნებით ან მათ გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში რისკები, ამ სერიოზული ეფექტებთან მიმართებაში, უფრო მაღალია.

არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ ალერგიული ხართ მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ნაპროქსენის ან ნატრიუმის ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიმართ, ან თუ აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები იწვევს კანზე გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ასთმის სინდრომს, სურდოს და ანთებას ცხვირის მიმდებარე წიაღებში.

არ გამოიყენოთ, თუ ადრე გამოყენებულმა რომელიმე პრეპარატმა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოიწვია კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, ან თუ კვლავ გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური ან მორეციდივე წყლული, თუ გქონდათ ორჯერ ან მეტჯერ დიაგნოსტირებული წყლული ან სისხლდენა.

არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ მძიმე ხარისხის თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობა.

არ გამოიყენოთ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციამდე ან მის შემდეგ.

არ გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან თუ ხართ ორსულად (მესამე ტრიმესტრი).

სიფრთხილით გამოიყენეთ აპრანაქსი ფორტი შემდეგი მდგომარეობების დროს

მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებასთან ერთად.

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გვერდითი ეფექტების გამოვლენა, თუ პრეპარატს მიიღებთ უმოკლესი აუცილებელი ხანგრძლივობით და მინიმალური ეფექტური დოზით.

თუ ადრე გქონიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება ან ასეთი დაავადების ნიშნები, სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. თქვენი განავლის ფერი შეიძლება გამუქდეს, შეიძლება გქონდეთ სისხლდენა პირიდან ან შესაძლო სისხლდენის გამო გამოგივლინდეთ დისპეფსიის სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ძირითადად აღენიშნებოდა ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს. ამიტომ, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადება, როგორიცაა წყლული, სისხლდენა და ქსოვილის დაზიანება, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ მკურნალობა დაიწყოთ მინიმალური დოზით და გამოიყენოთ ზოგიერთი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი (მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები). როდესაც პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, თქვენ ერთდროულად უნდა მიიღოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი.

თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება): ვინაიდან ამ დაავადებებმა შეიძლება დაამძიმოს თქვენი სიმპტომები, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. თუ ადრე გქონდათ კუჭ-ნაწლავის სისტემის ინტოქსიკაცია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს მუცლის ღრუს მხრივ ნებისმიერი დისკომფორტის გამოვლენის შესახებ (დიარეა, ღებინება, წონის დაკლება). კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების შემთხვევაში არ გააგრძელოთ აპრანაქსი ფორტის მიღება.

თუ გაქვთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადება, აპრანაქსი ფორტი გამოიყენეთ სრულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამოვლენის სიხშირე და სიმძიმე მატულობს აპრანაქსი ფორტის დოზის და გამოყენების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.

იყავით ფრთხილად, თუ თქვენ გიწევთ ამ პრეპარატის მიღება პერორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ანტიკოაგულანტებთან ერთად, როგორიცაა ვარფარინი, და ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის დაწყლულების და სისხლდენის რისკს, მაგალითად როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.

ხანდაზმულმა პაციენტებმა აპრანაქსი ფორტი უნდა გამოიყენონ მინიმალური დოზით, კუჭ-ნაწლავიდან მწვავე სისხლდენის და დაზიანების სიხშირის შესაძლო გაზრდის გამო.

არ გააგრძელოთ აპრანაქსი ფორტის მიღება კანის აქერცვლის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანის ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სახის და ყელის ალერგიული შეშუპება, ბრონქების შევიწროება (ასთმა) და რინიტი, აპრანაქსი ფორტი გამოიყენეთ სიფრთხილით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასთმა ან ალერგიული დაავადებები ან აცეტილსალიცილური ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აპრანაქსი ფორტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. პრეპარატი გამოიყენეთ სიფრთხილით, თუ გაქვთ რაიმე დარღვევა, რომელიც ამცირებს ორგანიზმში სისხლის მოცულობას ან თირკმელებში სისხლის ნაკადს, იწვევს გულის უკმარისობას და ღვიძლის ფუნქციის დარღვევას; თქვენი ექიმი შეამცირებს აპრანაქსი ფორტის დოზას.

ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აპრანაქსი ფორტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციური ტესტების მნიშვნელობის გაზრდა. აუცილებელია სიფრთხილე ღვიძლის ფუნქციის ტესტების გაუარესების ნიშნებისა და სიმპტომების შემთხვევაში (გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ქავილი, სიყვითლე, მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატის არეში ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დაზიანებების სიმპტომების გამოვლენისას, მათ შორის სიყვითლისა და ჰეპატიტის.

თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების გამო ნატრიუმის ნაპროქსენმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო; შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ კოაგულაციის დარღვევები, აპრანაქსი ფორტით მკურნალობა გააგრძელეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სისხლდენის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს აპრანაქსი ფორტით მკურნალობის დროს, თუ თქვენ იყენებთ პრეპარატს, რომელიც აფერხებს სისხლის კოაგულაციას ან თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი.

თუ აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას გამოგივლინდებათ მხედველობის მხრივ რაიმე პრობლემა, ჩაიტარეთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა, აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას, ორგანიზმში სითხის შეკავების და შეშუპების რისკის არსებობის გამო, გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან აღნიშნული ეფექტები ვლინდება ხოლმე ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას.

თუ გაქვთ არაკონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევა, თუ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა, რაც გულის უკმარისობით არის გამოწვეული, შეშუპება, ღვიძლის გადიდება, ან თუ გაქვთ დაავადება გულში არასაკმარისი სისხლის მიწოდების გამო, აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი განიხილავს ამ დაავადებებს აპრანაქსი ფორტით მკურნალობისთან მიმართებაში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის შემთხვევაში (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და სიგარეტის მოწევა) თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენს დარღვევებს აპრანაქსი ფორტით ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნისას.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, აპრანაქსი ფორტიმ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, რამაც შეიძლება შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ან სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე გულ-სისხლძარღვთა მოვლენები შეიძლება განვითარდეს წინასწარი გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე, თუ შეამჩნევთ რაიმე ნიშანს ან სიმპტომს, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე და მეტყველების სირთულეები, მიმართეთ თქვენს ექიმს.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ალცჰეიმერის რისკის მქონე პაციენტებში (დაავადება, რომელსაც ახასიათებს დისმნეზია).

„თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ნებისმიერ დროს, თუნდაც წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს“.

აპრანაქსი ფორტის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

აპრანაქსი ფორტი მიიღეთ ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა პაციენტისთვის სარგებლისა და რისკების სათანადო შეფასება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი მიღება წარმოადგენს აუცილებლობას.

თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

ლაქტაცია

ნატრიუმის ნაპროქსენი არ უნდა მიიღონ მეძუძურმა ქალებმა, ვინაიდან ის გადადის დედის რძეში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზოგიერთ პაციენტს აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას შეიძლება გამოუვლინდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა ან დეპრესია. თუ თქვენ გამოგივლინდათ აღნიშნული ან მსგავსი არასასურველი ეფექტები, გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპრანაქსი ფორტის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებას, რომელიც მოითხოვს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

არ არის რეკომენდებული აპრანაქსი ფორტის გამოყენება სხვა ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწიააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

თუ თქვენ ღებულობთ აპრანაქს ფორტს ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არეგულირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას ან ქოლესტირამინს, პრეპარატის ეფექტის გამოვლენა შეიძლება შეფერხდეს.

ნატრიუმის ნაპროქსენი უკავშირდება სისხლში არსებულ ცილას სახელწოდებით – ალბუმინი. თქვენი ექიმი დაარეგულირებს აპრანაქსი ფორტის დოზას, ვინაიდან ის ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, რომლებიც უკავშირდებიან ალბუმინს, როგორიცაა კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, სულფონილშარდოვანა, ჰიდანტოინები, სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) და აცეტილსალიცილის მჟავა. ნატრიუმის ნაპროქსენი აფერხებს თრომბოციტების სახელწოდებით ცნობილი უჯრედების აქტივობას, რომლებიც ერთობლივად განაპირობებენ სისხლის შედედებას.

დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფუროსემიდი, პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი.

ლითიუმთან ერთად გამოყენებისას (ლითიუმი გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს), აპრანაქსი ფორტი იწვევს სისხლში ლითიუმის დონეს მომატებას და, შესაბამისად, ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენას.

ვარფარინთან ერთად გამოყენებისას (პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას), საჭმლის მომნელებელ სისტემაში მატულობს სისხლდენის ეფექტების გამოვლენა.

ციკლოსპორინთან და იმუნოსუპრესიულ პრეპარატთან – ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი.

მიფეპრისტონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში (გამოიყენება კუჭის და ნაწლავების მცირე წყლულების სამკურნალოდ), პრეპარატი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.

ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი ფორტი, ამწვავებენ გულის უკმარისობს, იწვევენ სისხლში კონცენტრაციის მომატებას თირკმლის ექსკრეციაზე ზემოქმედებით, როდესაც მათი მიღება ხდება გლიკოზიდებთან ერთად, რომლებიც ზრდიან გულის კუმშვადობას.

ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი ფორტი, ზრდის სისხლის დაავადებების რისკს ზიდავუდინთან ერთად გამოყენებისას, რომელიც ეფექტურია რეტროვირუსების, მათ შორის – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ), წინააღმდეგ.

საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენის რისკი მატულობს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის აპრანაქსი ფორტის, გამოყენებისას SSRI-ებითან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

როგორც სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში,

საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება სტეროიდებთან ერთად გამოყენებისას.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მძიმე რითმული შეკუმშვის (კონვულსიების) რისკი ყველა ან ზოგიერთ ნებაყოფლობითი მოქმედების კუნთებში შეიძლება გაიზარდოს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად.

პრობენეციდთან ერთად გამოყენება (პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდმჟავას ექსკრეციას) უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის ნაპროქსენის ეფექტის გაძლიერება დროის უმოკლეს პერიოდში.

მეთოტრექსატთან (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ) ერთად გამოყენებისას იყავით ძალიან ფრთხილად. ნატრიუმის ნაპროქსენმა შეიძლება შეამციროს მეთოტრექსატის ორგანიზმიდან გამოყოფა და გამოიწვიოს მეთოტრექსატის გვერდითი ეფექტების გამოვლენა.

არ გამოიყენოთ ნატრიუმის ნაპროქსენი მიფეპრისტონის გამოყენებიდან 12-8 დღის შემდეგ, ვინაიდან ნატრიუმის ნაპროქსენი შეამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.

პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-ბლოკატორების ეფექტი. ნატრიუმის ნაპროქსენმა და სხვა ტკივილგამაყუჩებელმა, სიცხის დამწევმა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატების ეფექტი და გაზარდონ თირკმელების დაზიანების რისკი აგფ–ინჰიბიტორებით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს მითითებები შეიძლება ასევე გავრცელდეს პრეპარატებზე, რომლებიც მიგიღიათ გარკვეული ხნის წინ ან მიიღებთ მომავალში.

გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ნებისმიერ სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებას.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად გვერდითი ეფექტების გამოწვევა შესაძლებელია იმ ინდივიდებში, რომლებიც ალერგიულები არიან აპრანაქსი ფორტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ აპრანაქსი ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას

ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება (ასთმის შეტევა),

სისუსტე

გამონაყარი კანზე

კანზე, პირის ღრუში, თვალებში, სასქესო ორგანოების ირგვლივ მძიმე დაავადება კანის აქერცვლებით, შეშუპებით, ბუშტუკებით და ცხელებით (სტივენ-ჯონსონის სინდრომი),

დაავადება, რომელიც მიმდინარეობს შეშუპებით პირის ღრუში და სხეულის სხვა უბნებში ან სხვადასხვა ზომის წითელი გამონაყარით (ერითემა მულტიფორმული),

სერიოზული დაავადება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) კანის აქერცვლებით და ქსოვილის დანაკარგით ინტრადერმული სითხით სავსე ბუშტუკებით,

ძლიერი თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, გულისრევა, ღებინება და გონების დაბინდვა (ასეპტიკური მენინგიტი),

სისხლი განავალში ან შავი ფერის, ყავის ნალექის მსგავსი ამონაღებ მასებში (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა)

ეს ყველა მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია აპრანაქს ფორტზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.

ეს ყველა მოვლენა ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს:

ანემია გამოწვეული სისხლის ზოგიერთი უჯრედის დეფიციტით, სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის შედედებაში მონაწილე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ნატრიუმის დონის მომატება სისხლში

დეპრესია, ძილის დარღვევა, უძილობა

კრუნჩხვები, კომა, მენტალური ფუნქციების შესუსტება

მხედველობის ნერვის შეშუპებითი ანთება

სმენის დაქვეითება, ტინიტუსი, თავბრუსხვევა

მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი

გასტროინტესტინური დარღვევები (საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება)

ოფლიანობა, თმის ცვენა, კანის პრობლემები და კანზე გამონაყარი, ბუშტუკები

კუნთების ტკივილი და კუნთების სისუსტე

უნაყოფობა ქალებში

შემცივნება, ცხელება, სისუსტე

ფატალური ჰეპატიტი, სიყვითლე (ანორექსია, სისუსტე, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა)

ეს ყველა მოვლენა სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათიად ვლინდება.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ანემია

თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ყურადღების დარღვევა

ძილიანობა

ჰალუცინაციები

არამკაფიო მხედველობა

პალპიტაცია

სუნთქვის გაძნელება

კუჭის წყლული და დაზინებები, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, გულძმარვა, ყაბზობა

ქავილი, გამონაყარი კანზე, ლაქები კანზე

თირკმელების მხრივ დარღვევები

შეშუპება, წყურვილი

ეს არის აპრანაქსი ფორტის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ეს სიმპტომები არ გადის ან მძიმეა/შემაწუხებელია.

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში,

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები

შეინახეთ აპრანაქსი ფორტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ, სინათლისგან დაცულ ადგილას

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ პროდუქტს და/ან მის შეფუთვას შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

აპრანაქსი ფორტი

550 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

აპრანაქსი ფორტი 550 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

ორალური გამოყენებისთვის

აქტიური სუბსტანციები: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 550 მგ ნატრიუმის ნაპროქსენს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (102), მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი K30, გასუფთავებული წყალი, ოპადრი QX 321A205005 ცისფერი (მაკროგოლი (PEG) პოლივინილის სპირტის გრაფტის კოპოლიმერი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171)), GMCC ტიპი 1/მონო/დი/გლიცერიდები/ცხიმოვანი მჟავები, გლიცერინი, ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, FD&C ცისფერი ინდოიგოკარმინი ალუმინის ლაქი).

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

თუ თქვენ რაიმე დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.

თუ აპირებთ ექიმთან ვიზიტს ან კლინიკაში წასვალს, შეატყობინეთ ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს.

მიყევით მოცემულ ფურცელ–ჩანართში არსებულ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, ვიდრე ეს რეკომენდებულია თქვენთვის.

ამ ფურცელ-ჩანართში მოცემულია შემდეგი თავები:

  • რა არის აპრანაქსი ფორტი და რისთვის გამოიყენება იგი?
  • აპრანაქსი ფორტის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება აპრანაქსი ფორტი?
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები?
  • როგორ ინახება აპრანაქსი ფორტი?
  • რა არის აპრანაქსი ფორტი და რისთვის გამოიყენება იგი?

აპრანაქსი ფორტი წარმოდგენილია ბლისტერების სახით. თითო ბლისტერში მოთავსებულია 10 ან 20 ცისფერი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის ტაბლეტები.

აპრანაქსი ფორტი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.

აპრანაქსი ფორტი გამოიყენება;

სახსრებში ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ხასიათდება სასახსრე ხრტილის დაზიანებით, ტკივილით და ფუნქციის დაკარგვით, რაც გამოწვეულია ტრავმით ან სხვა მიზეზებით,

სახსრების მტკივნეული ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ვითარდება ხელებისა და ფეხების სახსრებში,

მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს, რომელიც რევმატოიდული ართრიტის მსგავსი დაავადებაა და უპირატესად ვლინდება ხერხემლის დაზიანებით,

როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება ძლიერი ტკივილით (მწვავე პოდაგრა) შემაერთებელი ქსოვილის და სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის ცილების დაშლის გამო,

ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაში (ძვლებში) მწვავე ტკივილის დროს,

ტკივილის შესამსუბუქებლად ქალებში მენტსრუაციის დროს,

როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ორთოპედიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში.

  • აპრანაქსი ფორტის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი შემდეგი მდგომარეობების დროს:

გულ–სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები

  • არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური თრომბოზული (კოაგულაციური) მოვლენები, ინფარქტისა და ინსულტის რისკის მატება. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
  • აპრანაქსი ფორტი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციის წინ.

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები

  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისხლდენა, სტრიქტურა, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი ნიშნებით ან მათ გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში რისკები, ამ სერიოზული ეფექტებთან მიმართებაში, უფრო მაღალია.

არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ ალერგიული ხართ მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ნაპროქსენის ან ნატრიუმის ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიმართ, ან თუ აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები იწვევს კანზე გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ასთმის სინდრომს, სურდოს და ანთებას ცხვირის მიმდებარე წიაღებში.

არ გამოიყენოთ, თუ ადრე გამოყენებულმა რომელიმე პრეპარატმა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოიწვია კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა ან პერფორაცია, ან თუ კვლავ გაქვთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური ან მორეციდივე წყლული, თუ გქონდათ ორჯერ ან მეტჯერ დიაგნოსტირებული წყლული ან სისხლდენა.

არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ მძიმე ხარისხის თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობა.

არ გამოიყენოთ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციამდე ან მის შემდეგ.

არ გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან თუ ხართ ორსულად (მესამე ტრიმესტრი).

სიფრთხილით გამოიყენეთ აპრანაქსი ფორტი შემდეგი მდგომარეობების დროს

მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებასთან ერთად.

თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გვერდითი ეფექტების გამოვლენა, თუ პრეპარატს მიიღებთ უმოკლესი აუცილებელი ხანგრძლივობით და მინიმალური ეფექტური დოზით.

თუ ადრე გქონიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება ან ასეთი დაავადების ნიშნები, სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. თქვენი განავლის ფერი შეიძლება გამუქდეს, შეიძლება გქონდეთ სისხლდენა პირიდან ან შესაძლო სისხლდენის გამო გამოგივლინდეთ დისპეფსიის სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ძირითადად აღენიშნებოდა ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს. ამიტომ, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადება, როგორიცაა წყლული, სისხლდენა და ქსოვილის დაზიანება, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ მკურნალობა დაიწყოთ მინიმალური დოზით და გამოიყენოთ ზოგიერთი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი (მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები). როდესაც პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, თქვენ ერთდროულად უნდა მიიღოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი.

თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება): ვინაიდან ამ დაავადებებმა შეიძლება დაამძიმოს თქვენი სიმპტომები, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. თუ ადრე გქონდათ კუჭ-ნაწლავის სისტემის ინტოქსიკაცია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს მუცლის ღრუს მხრივ ნებისმიერი დისკომფორტის გამოვლენის შესახებ (დიარეა, ღებინება, წონის დაკლება). კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების შემთხვევაში არ გააგრძელოთ აპრანაქსი ფორტის მიღება.

თუ გაქვთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადება, აპრანაქსი ფორტი გამოიყენეთ სრულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამოვლენის სიხშირე და სიმძიმე მატულობს აპრანაქსი ფორტის დოზის და გამოყენების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.

იყავით ფრთხილად, თუ თქვენ გიწევთ ამ პრეპარატის მიღება პერორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ანტიკოაგულანტებთან ერთად, როგორიცაა ვარფარინი, და ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის დაწყლულების და სისხლდენის რისკს, მაგალითად როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.

ხანდაზმულმა პაციენტებმა აპრანაქსი ფორტი უნდა გამოიყენონ მინიმალური დოზით, კუჭ-ნაწლავიდან მწვავე სისხლდენის და დაზიანების სიხშირის შესაძლო გაზრდის გამო.

არ გააგრძელოთ აპრანაქსი ფორტის მიღება კანის აქერცვლის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანის ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სახის და ყელის ალერგიული შეშუპება, ბრონქების შევიწროება (ასთმა) და რინიტი, აპრანაქსი ფორტი გამოიყენეთ სიფრთხილით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასთმა ან ალერგიული დაავადებები ან აცეტილსალიცილური ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.

ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აპრანაქსი ფორტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. პრეპარატი გამოიყენეთ სიფრთხილით, თუ გაქვთ რაიმე დარღვევა, რომელიც ამცირებს ორგანიზმში სისხლის მოცულობას ან თირკმელებში სისხლის ნაკადს, იწვევს გულის უკმარისობას და ღვიძლის ფუნქციის დარღვევას; თქვენი ექიმი შეამცირებს აპრანაქსი ფორტის დოზას.

ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აპრანაქსი ფორტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციური ტესტების მნიშვნელობის გაზრდა. აუცილებელია სიფრთხილე ღვიძლის ფუნქციის ტესტების გაუარესების ნიშნებისა და სიმპტომების შემთხვევაში (გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ქავილი, სიყვითლე, მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატის არეში ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დაზიანებების სიმპტომების გამოვლენისას, მათ შორის სიყვითლისა და ჰეპატიტის.

თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების გამო ნატრიუმის ნაპროქსენმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო; შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ კოაგულაციის დარღვევები, აპრანაქსი ფორტით მკურნალობა გააგრძელეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სისხლდენის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს აპრანაქსი ფორტით მკურნალობის დროს, თუ თქვენ იყენებთ პრეპარატს, რომელიც აფერხებს სისხლის კოაგულაციას ან თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი.

თუ აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას გამოგივლინდებათ მხედველობის მხრივ რაიმე პრობლემა, ჩაიტარეთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა, აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას, ორგანიზმში სითხის შეკავების და შეშუპების რისკის არსებობის გამო, გამოიჩინეთ სიფრთხილე, ვინაიდან აღნიშნული ეფექტები ვლინდება ხოლმე ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას.

თუ გაქვთ არაკონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევა, თუ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა, რაც გულის უკმარისობით არის გამოწვეული, შეშუპება, ღვიძლის გადიდება, ან თუ გაქვთ დაავადება გულში არასაკმარისი სისხლის მიწოდების გამო, აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი განიხილავს ამ დაავადებებს აპრანაქსი ფორტით მკურნალობისთან მიმართებაში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის შემთხვევაში (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და სიგარეტის მოწევა) თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენს დარღვევებს აპრანაქსი ფორტით ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნისას.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, აპრანაქსი ფორტიმ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, რამაც შეიძლება შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ან სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე გულ-სისხლძარღვთა მოვლენები შეიძლება განვითარდეს წინასწარი გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე, თუ შეამჩნევთ რაიმე ნიშანს ან სიმპტომს, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, სისუსტე და მეტყველების სირთულეები, მიმართეთ თქვენს ექიმს.

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ალცჰეიმერის რისკის მქონე პაციენტებში (დაავადება, რომელსაც ახასიათებს დისმნეზია).

„თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ნებისმიერ დროს, თუნდაც წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს“.

აპრანაქსი ფორტის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად

აპრანაქსი ფორტი მიიღეთ ჭამის შემდეგ.

ორსულობა:

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა პაციენტისთვის სარგებლისა და რისკების სათანადო შეფასება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი მიღება წარმოადგენს აუცილებლობას.

თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.

ლაქტაცია

პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ნატრიუმის ნაპროქსენი არ უნდა მიიღონ მეძუძურმა ქალებმა, ვინაიდან ის გადადის დედის რძეში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:

ზოგიერთ პაციენტს აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას შეიძლება გამოუვლინდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა ან დეპრესია. თუ თქვენ გამოგივლინდათ აღნიშნული ან მსგავსი არასასურველი ეფექტები, გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპრანაქსი ფორტის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

არ შეიცავს ისეთ დამხმარე ნივთიერებას, რომელიც მოითხოვს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.

სხვა პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენება

არ არის რეკომენდებული აპრანაქსი ფორტის გამოყენება სხვა ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწიააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.

თუ თქვენ ღებულობთ აპრანაქს ფორტს ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არეგულირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას ან ქოლესტირამინს, პრეპარატის ეფექტის გამოვლენა შეიძლება შეფერხდეს.

ნატრიუმის ნაპროქსენი უკავშირდება სისხლში არსებულ ცილას სახელწოდებით – ალბუმინი. თქვენი ექიმი დაარეგულირებს აპრანაქსი ფორტის დოზას, ვინაიდან ის ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, რომლებიც უკავშირდებიან ალბუმინს, როგორიცაა კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, სულფონილშარდოვანა, ჰიდანტოინები, სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) და აცეტილსალიცილის მჟავა. ნატრიუმის ნაპროქსენი აფერხებს თრომბოციტების სახელწოდებით ცნობილი უჯრედების აქტივობას, რომლებიც ერთობლივად განაპირობებენ სისხლის შედედებას.

დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფუროსემიდი, პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი.

ლითიუმთან ერთად გამოყენებისას (ლითიუმი გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს), აპრანაქსი ფორტი იწვევს სისხლში ლითიუმის დონეს მომატებას და, შესაბამისად, ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენას.

ვარფარინთან ერთად გამოყენებისას (პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას), საჭმლის მომნელებელ სისტემაში მატულობს სისხლდენის ეფექტების გამოვლენა.

ციკლოსპორინთან და იმუნოსუპრესიულ პრეპარატთან – ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი.

მიფეპრისტონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში (გამოიყენება კუჭის და ნაწლავების მცირე წყლულების სამკურნალოდ), პრეპარატი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.

ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი ფორტი, ამწვავებენ გულის უკმარისობს, იწვევენ სისხლში კონცენტრაციის მომატებას თირკმლის ექსკრეციაზე ზემოქმედებით, როდესაც მათი მიღება ხდება გლიკოზიდებთან ერთად, რომლებიც ზრდიან გულის კუმშვადობას.

ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი ფორტი, ზრდის სისხლის დაავადებების რისკს ზიდავუდინთან ერთად გამოყენებისას, რომელიც ეფექტურია რეტროვირუსების, მათ შორის – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ), წინააღმდეგ.

საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენის რისკი მატულობს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის აპრანაქსი ფორტის, გამოყენებისას SSRI-ებითან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

როგორც სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში,

საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება სტეროიდებთან ერთად გამოყენებისას.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მძიმე რითმული შეკუმშვის (კონვულსიების) რისკი ყველა ან ზოგიერთ ნებაყოფლობითი მოქმედების კუნთებში შეიძლება გაიზარდოს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას ქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად.

პრობენეციდთან ერთად გამოყენება (პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდმჟავას ექსკრეციას) უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის ნაპროქსენის ეფექტის გაძლიერება დროის უმოკლეს პერიოდში.

მეთოტრექსატთან (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ) ერთად გამოყენებისას იყავით ძალიან ფრთხილად. ნატრიუმის ნაპროქსენმა შეიძლება შეამციროს მეთოტრექსატის ორგანიზმიდან გამოყოფა და გამოიწვიოს მეთოტრექსატის გვერდითი ეფექტების გამოვლენა.

არ გამოიყენოთ ნატრიუმის ნაპროქსენი მიფეპრისტონის გამოყენებიდან 12-8 დღის შემდეგ, ვინაიდან ნატრიუმის ნაპროქსენი შეამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.

პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული ბეტა-ბლოკატორების ეფექტი. ნატრიუმის ნაპროქსენმა და სხვა ტკივილგამაყუჩებელმა, სიცხის დამწევმა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატების ეფექტი და გაზარდონ თირკმელების დაზიანების რისკი აგფ–ინჰიბიტორებით.

როგორც სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში,

საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს მითითებები შეიძლება ასევე გავრცელდეს პრეპარატებზე, რომლებიც მიგიღიათ გარკვეული ხნის წინ ან მიიღებთ მომავალში.

გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ადრე იღებდით ნებისმიერ სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებას.

  • როგორ გამოიყენება აპრანაქსი ფორტი?

მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

აპრანაქსი ფორტის რეკომენდებული საწყისი დოზა არის ერთი ტაბლეტი (550 მგ), რომელსაც შემდეგ მოყვება 1 ტაბლეტი (550 მგ) ყოველ 12 საათში ან 275 მგ ყოველ 6-8 საათში. საწყისი საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ-ს და შემდეგ 2 ტაბლეტს (1100 მგ).

მიღების გზა და მეთოდი:

აპრანაქსი ფორტის ტაბლეტები მიიღება პერორალურად (პირის ღრუდან) დაუღეჭავად, საკვების მიღების შემდეგ ჭიქა წყლის მიყოლებით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

არ არის რეკომენდებული აპრანაქსი ფორტის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა, ის გამოიყენება 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მხოლოდ რევმატოიდული ართრიტის დროს დოზით 10 მგ/კგ/დღეში ყოველ 12 საათში.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ვინაიდან ხანდაზმულებში შეიძლება შემცირდეს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა, დოზის შერჩევის დროს საჭიროა სიფრთხილე და მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება (ასაკი 65 წელი და მეტი).

განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:

თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა: არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ თირკმელების ფუნქციის ტესტების შედეგები არ გაქვთ სათანადო.

ფრთხილად იყავით აპრანაქსი ფორტის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

თუ თქვენ გრძნობთ, რომ აპრანაქსი ფორტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი ფორტი:

დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისრევით, გულძმარვით, საჭმლის მონელების დარღვევით, გულისრევით, ღებინებით, სისხლდენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ზოგჯერ ფაღარათით, დაბუჟების შეგრძნებით, ძილიანობით, ტინიტუსით, გონების დაბინდვით. დიდი რაოდენობით ტაბლეტების შემთხვევით ან განზრახ მიღების შემთხვევაში, საჭიროა კუჭის ამორეცხვა და ნაცნობი სომპტომური ზომების მიღება.

აქტივირებული ნახშირი მიიღება აპრანაქსი ფორტის ჭარბი რაოდენობის მიღებიდან 1 საათში. მოზრდილებში ასევე შეიძლება განიხილებოდეს კუჭის ამორეცხვა. რეკომენდებულია ხშირი შარდვა. თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენი თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციებს.

თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი ფორტი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ აპრანაქსი ფორტის მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ შეწყვიტეთ აპრანაქსი ფორტის მიღება:

აპრანაქსი ფორტით მკურნალობის დასრულებისას ნეგატიური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად გვერდითი ეფექტების გამოწვევა შესაძლებელია იმ ინდივიდებში, რომლებიც ალერგიულები არიან აპრანაქსი ფორტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ აპრანაქსი ფორტეს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:

ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას

ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება (ასთმის შეტევა),

სისუსტე

გამონაყარი კანზე

კანზე, პირის ღრუში, თვალებში, სასქესო ორგანოების ირგვლივ მძიმე დაავადება კანის აქერცვლებით, შეშუპებით, ბუშტუკებით და ცხელებით (სტივენ-ჯონსონის სინდრომი),

დაავადება, რომელიც მიმდინარეობს შეშუპებით პირის ღრუში და სხეულის სხვა უბნებში ან სხვადასხვა ზომის წითელი გამონაყარით (ერითემა მულტიფორმული),

სერიოზული დაავადება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) კანის აქერცვლებით და ქსოვილის დანაკარგით ინტრადერმული სითხით სავსე ბუშტუკებით,

ძლიერი თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, გულისრევა, ღებინება და გონების დაბინდვა (ასეპტიკური მენინგიტი),

სისხლი განავალში ან შავი ფერის, ყავის ნალექის მსგავსი ამონაღებ მასებში (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა)

ეს ყველა მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია აპრანაქს ფორტზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.

ეს ყველა მოვლენა ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტია.

თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს:

ანემია გამოწვეული სისხლის ზოგიერთი უჯრედის დეფიციტით, სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის შედედებაში მონაწილე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

ნატრიუმის დონის მომატება სისხლში

დეპრესია, ძილის დარღვევა, უძილობა

კრუნჩხვები, კომა, მენტალური ფუნქციების შესუსტება

მხედველობის ნერვის შეშუპებითი ანთება

სმენის დაქვეითება, ტინიტუსი, თავბრუსხვევა

მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი

გასტროინტესტინური დარღვევები (საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება)

ოფლიანობა, თმის ცვენა, კანის პრობლემები და კანზე გამონაყარი, ბუშტუკები

კუნთების ტკივილი და კუნთების სისუსტე

უნაყოფობა ქალებში

შემცივნება, ცხელება, სისუსტე

ფატალური ჰეპატიტი, სიყვითლე (ანორექსია, სისუსტე, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა)

ეს ყველა მოვლენა სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათიად ვლინდება.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ანემია

თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ყურადღების დარღვევა

ძილიანობა

ჰალუცინაციები

არამკაფიო მხედველობა

პალპიტაცია

სუნთქვის გაძნელება

კუჭის წყლული და დაზინებები, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, გულძმარვა, ყაბზობა

ქავილი, გამონაყარი კანზე, ლაქები კანზე

თირკმელების მხრივ დარღვევები

შეშუპება, წყურვილი

ეს არის აპრანაქსი ფორტის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ეს სიმპტომები არ გადის ან მძიმეა/შემაწუხებელია.

თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ–ჩანართში,

გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ ინახება აპრანაქსი ფორტი?

შეინახეთ აპრანაქსი ფორტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ, სინათლისგან დაცულ ადგილას

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

არ გამოიყენოთ აპრანაქსი ფორტი, თუ პროდუქტს და/ან მის შეფუთვას შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reŗitpaŗa Mahallesi Eski Büyükdere Cad. No:4

34467 Maslak / İstanbul

მწარმოებელი:

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No: 3

Esenyurt / İstanbul

ამ ფურცელი–ჩანართის განახლება მოხდა 26/04/2015.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს, მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა