აპრანაქსი
APRANAX®
- მოქმედი ნივთიერება
- ნაპროქსენი (naproxen)
- ფორმა და შეფუთვა
- 275 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046217
- რეგისტრირებულია
- 26 აგვისტო 2026, მოქმედებს 26 აგვისტო 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში
აპრანაქსი — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
გულ–სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები
- აასპ-ებმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური თრომბოზული (კოაგულაციური) მოვლენები, ინფარქტისა და ინსულტის რისკის მატება. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
- აპრანაქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციის წინ.
საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები
- აასპ-ების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისხლდენა, სტრიქტურა, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი ნიშნებით ან მათ გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში რისკები, ამ სერიოზული ეფექტებთან მიმართებაში, უფრო მაღალია.
არ გამოიყენოთ აპრანაქსი,
თუ ალერგიული ხართ აპრანაქსის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ნაპროქსენის ან ნატრიუმის ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიმართ, ან თუ აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები იწვევს კანზე გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ასთმის სინდრომს, სურდოს და ანთებას ცხვირის დანამატ წიაღებში.
თუ ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტურმა პრეპარატებმა, რომლებიც ადრე გამოიყენეთ, გამოიწვია კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან დაზიანება, ან თუ კვლავ გაქვთ აქტიური ან მორეციდივე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან თუ ორჯერ ან მეტჯერ გქონდათ დიაგნოზირებული წყლული ან სისხლდენა.
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ მძიმე ხარისხის თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობა.
არ გამოიყენოთ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციამდე ან მის შემდეგ.
არ გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან თუ ხართ ორსულად (მესამე ტრიმესტრი).
სიფრთხილით გამოიყენეთ აპრანაქსი შემდეგი მდგომარეობების დროს
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებასთან ერთად.
თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გვერდითი ეფექტების გამოვლენა, თუ პრეპარატს მიიღებთ უმოკლესი აუცილებელი ხანგრძლივობით და მინიმალური ეფექტური დოზით.
თუ ადრე გქონიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება ან ასეთი დაავადების ნიშნები, სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. თქვენი განავლის ფერი შეიძლება გამუქდეს, შეიძლება გქონდეთ სისხლდენა პირიდან ან შესაძლო სისხლდენის გამო გამოგივლინდეთ დისპეფსიის სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ძირითადად აღენიშნებოდა ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს. ამიტომ, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადება, როგორიცაა წყლული, სისხლდენა და ქსოვილის დაზიანება, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ მკურნალობა დაიწყოთ მინიმალური დოზით და გამოიყენოთ ზოგიერთი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი (მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები). როდესაც პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, თქვენ ერთდროულად უნდა მიიღოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი.
თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება): ვინაიდან ამ დაავადებებმა შეიძლება დაამძიმოს თქვენი სიმპტომები, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. თუ ადრე გქონდათ კუჭ-ნაწლავის სისტემის ინტოქსიკაცია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს მუცლის ღრუს მხრივ ნებისმიერი დისკომს გამოვლენის შესახებ (დიარეა, ღებინება, წონის დაკლება). კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების შემთხვევაში არ გააგრძელოთ აპრანაქსის მიღება.
თუ გაქვთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადება, აპრანაქსი გამოიყენეთ სრულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორც ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის დაავადებების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს აპრრანაქსით მკურნალობის დოზისა და ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად..
იყავით ფრთხილად, თუ თქვენ გიწევთ ამ პრეპარატის მიღება პერორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ანტიკოაგულანტებთან ერთად, როგორიცაა ვარფარინი, და ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის დაწყლულების და სისხლდენის რისკს, მაგალითად როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.
ხანდაზმულმა პაციენტებმა აპრანაქსი უნდა გამოიყენონ მინიმალური დოზით, კუჭ-ნაწლავიდან მწვავე სისხლდენის და დაზიანების სიხშირის შესაძლო გაზრდის გამო.
არ გააგრძელოთ აპრანაქსის მიღება კანის აქერცვლის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანის ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სახის და ყელის ალერგიული შეშუპება, ბრონქების შევიწროება (ასთმა) და რინიტი, აპრანაქსი გამოიყენეთ სიფრთხილით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასთმა ან ალერგიული დაავადებები ან აცეტილსალიცილური ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.
ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა ეფექტური პრეპარატების მსგავსად, აპრანაქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ გაქვთ რაიმე დარღვევა, რომელიც ამცირებს სისხლის მოცულობას ან თირკმლის სისხლის მიმოქცევას, გულის უკმარისობა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. თქვენი ექიმი შეამცირებს აპრანაქსის დოზას.
ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აპრანაქსის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციური ტესტების მნიშვნელობის გაზრდა. აუცილებელია სიფრთხილე ღვიძლის ფუნქციის ტესტების გაუარესების ნიშნებისა და სიმპტომების შემთხვევაში (გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ქავილი, სიყვითლე, მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატის არეში ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დაზიანებების სიმპტომების გამოვლენისას, მათ შორის სიყვითლისა და ჰეპატიტის.
თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების გამო ნატრიუმის ნაპროქსენმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო; შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ კოაგულაციის დარღვევები, აპრანაქსით მკურნალობა გააგრძელეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სისხლდენის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს აპრანაქსით მკურნალობის დროს, თუ თქვენ იყენებთ პრეპარატს, რომელიც აფერხებს სისხლის კოაგულაციას ან თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი.
თუ აპრანაქსის გამოყენებისას გამოგივლინდებათ მხედველობის მხრივ რაიმე პრობლემა, ჩაიტარეთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
თუ გაქვთ უკონტროლო მაღალი არტერიული წნევა, თუ გაქვთ დაავადება, რომელიც ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, შეშუპებით და გულის უკმარისობით გამოწვეული ღვიძლის გადიდებით, ან თუ გაქვთ დაავადება, რომელიც გამოწვეულია გულის არასაკმარისი სისხლით მომარაგებით, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი გაითვალისწინებს ამ მდგომარეობებს აპრანაქსით მკურნალობის დროს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის შემთხვევაში (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და სიგარეტის მოწევა), თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენს დარღვევებს აპრანაქსით ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნისას.
სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც ეფექტურია ტკივილის, ცხელების და ანთების საწინააღმდეგოდ, აპრანაქსმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, რამაც შეიძლება მოითხოვოს ჰოსპიტალიზაცია ან გამოიწვიოს სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე გულ-სისხლძარღვთა მოვლენები შეიძლება განვითარდეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ შეამჩნევთ რაიმე ნიშნებს ან სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, დაღლილობა და მეტყველების სირთულე, დაუკავშირდით ექიმს.
ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ალცჰაიმერის დაავადების (დაავადება, რომელიც ხასიათდება დავიწყებით) რისკის ქვეშ მყოფ პირებში.
„თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ნებისმიერ დროს, თუნდაც წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს“.
აპრანაქსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
აპრანაქსი მიიღეთ ჭამის შემდეგ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა პაციენტისთვის სარგებლისა და რისკების სათანადო შეფასება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი მიღება წარმოადგენს აუცილებლობას.
თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ლაქტაცია

ნატრიუმის ნაპროქსენი არ უნდა მიიღონ მეძუძურმა ქალებმა, ვინაიდან ის გადადის დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთ პაციენტს აპრანაქსის გამოყენებისას შეიძლება გამოუვლინდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა ან დეპრესია. თუ თქვენ გამოგივლინდათ აღნიშნული ან მსგავსი არასასურველი ეფექტები, გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპრანაქსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
აპრანაქსი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატების გამოყენება
არ არის რეკომენდებული აპრანაქსის გამოყენება სხვა ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწიააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
თუ თქვენ ღებულობთ აპრანაქსს ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არეგულირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას ან ქოლესტირამინს, პრეპარატის ეფექტის გამოვლენა შეიძლება შეფერხდეს.
ნატრიუმის ნაპროქსენი უკავშირდება სისხლში არსებულ ცილას სახელწოდებით – ალბუმინი. თქვენი ექიმი დაარეგულირებს აპრანაქსის დოზას, ვინაიდან ის ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, რომლებიც უკავშირდებიან ალბუმინს, როგორიცაა კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, სულფონილშარდოვანა, ჰიდანტოინები, სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) და აცეტილსალიცილის მჟავა. ნატრიუმის ნაპროქსენი აფერხებს თრომბოციტების სახელწოდებით ცნობილი უჯრედების აქტივობას, რომლებიც ერთობლივად განაპირობებენ სისხლის შედედებას.
დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფუროსემიდი, პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი.
ლითიუმთან ერთად გამოყენებისას (ლითიუმი გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს), აპრანაქსი იწვევს სისხლში ლითიუმის დონეს მომატებას და, შესაბამისად, ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენას.
ვარფარინთან ერთად გამოყენებისას (პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას), საჭმლის მომნელებელ სისტემაში მატულობს სისხლდენის ეფექტების გამოვლენა.
ციკლოსპორინთან და იმუნოსუპრესიულ პრეპარატთან – ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი.
მიფეპრისტონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში (გამოიყენება კუჭის და ნაწლავების მცირე წყლულების სამკურნალოდ), პრეპარატი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი, ამწვავებენ გულის უკმარისობს, იწვევენ სისხლში კონცენტრაციის მომატებას თირკმლის ექსკრეციაზე ზემოქმედებით, როდესაც მათი მიღება ხდება გლიკოზიდებთან ერთად, რომლებიც ზრდიან გულის კუმშვადობას.
გულის შეკუმშვის ძალის გამაძლიერებელ გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ტკივილზე, სიცხესა და ანთებაზე მოქმედი პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი, თირკმელებიდან მათი გამოყოფის გავლენით, შეიძლება გაამწვავოს გულის უკმარისობა და გაზარდოს სისხლში კონცენტრაცია.
როდესაც მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის, ცხელების და ანთების სამკურნალოდ, მათ შორის აპრანაქსი, გამოიყენება SSRI-ებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, იზრდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლდენის რისკი.
ისევე როგორც სხვა ტკივილის, ცხელების და ანთებითი ეფექტის მქონე პრეპარატების შემთხვევაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება სტეროიდებთან ერთად გამოყენებისას.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტკივილის, ცხელებისა და ანთების სამკურნალო ეფექტური პრეპარატებისა და ქინოლონური ანტიბიოტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძლიერი, რიტმული შეკუმშვების (სპაზმების) რისკი ყველა ან ზოგიერთ კუნთში.
სიფრთხილეა საჭირო პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას (პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდმჟავას ექსკრეციას), რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის ნაპროქსენის უფრო მაღალი ეფექტი უფრო მოკლე დროში.
სიფრთხილეა საჭირო მეთოტრექსატთან ერთად გამოყენებისას (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ). ნაპროქსენ ნატრიუმს შეუძლია შეამციროს მეთოტრექსატის გამოდევნა ორგანიზმიდან და გამოიწვიოს მეთოტრექსატის გვერდითი მოვლენები.
ვინაიდან ნატრიუმის ნაპროქსენი შეამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს, არ გამოიყენოთ ნაპროქსენ ნატრიუმი მიფეპრისტონის გამოყენების შემდეგ 8-12 დღის განმავლობაში.
მას შეუძლია შეამციროს ბეტა ბლოკატორების ეფექტი, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ. ნაპროქსენ ნატრიუმმა და სხვა სამკურნალო საშუალებებმა ტკივილის, ცხელების და ანთების სამკურნალოდ შეიძლება შეამცირონ მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტურობა და გაზარდონ აგფ ინჰიბიტორებით გამოწვეული თირკმლის დაზიანების რისკი.
ისევე როგორც სხვა ტკივილის, ცხელების და ანთებითი ეფექტის მქონე პრეპარატების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულების და სისხლდენის რისკის გამო.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს განცხადებები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პროდუქტებზე, რომლებიც გამოიყენებოდა გარკვეული დროის წინ ან იქნება გამოყენებული მომავალში.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე წამალს რეცეპტით ან მის გარეშე.
- როგორ გამოიყენება აპრანაქსი ?
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
აპრანაქსის რეკომენდებული საწყისი დოზაა ორი ტაბლეტი (550 მგ), შემდეგ 2 ტაბლეტი (550 მგ) ყოველ 12 საათში ან 275 მგ ყოველ 8-6 საათში.
საწყისი საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ და შემდეგ 4 ტაბლეტს (1100 მგ).
მიღების გზა და მეთოდი:
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად, მაგალითად, ერთი ჭიქა წყალთან ერთად, სავსე კუჭზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არ არის რეკომენდებული აპრანაქსის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა, ის გამოიყენება 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მხოლოდ რევმატოიდული ართრიტის დროს დოზით 10 მგ/კგ/დღეში ყოველ 12 საათში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ვინაიდან ხანდაზმულებში შეიძლება შემცირდეს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა, დოზის შერჩევის დროს საჭიროა სიფრთხილე და მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება (ასაკი 65 წელი და მეტი).
განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა: არ გამოიყენოთ აპრანაქსი, თუ თირკმელების ფუნქციის ტესტების შედეგები არ გაქვთ სათანადო.
გამოიჩინეთ სიფრთხილე აპრანაქსის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.
თუ თქვენ გრძნობთ, რომ აპრანაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი :
მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბება ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისრევით, გულძმარვით, საჭმლის მონელების დარღვევით, გულისრევით, ღებინებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენით, ზოგჯერ დიარეით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, ტინიტუსით, გონების დაკარგვის შეგრძნებით. თუ შემთხვევით ან განზრახ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, უნდა დაიცალოთ კუჭი და მიიღოთ ცნობილი დამხმარე ზომები. აპრანაქსის საჭიროზე მეტი დოზის მიღებიდან 1 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ აქტივირებული ნახშირი. მოზრდილებში ასევე შეიძლება განიხილებოდეს კუჭის ამორეცხვა. რეკომენდებულია ხშირი შარდვა. ექიმი გააკონტროლებს თქვენს თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციებს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ აპრანაქსის მიღება:
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება აპრანაქსი ?
მოცემულია თავები
- რა არის აპრანაქსი და რისთვის გამოიყენება იგი?
აპრანაქსი წარმოდგენილია ბლისტერების სახით. თითო ბლისტერში მოთავსებულია 10 ან 20 ცისფერი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის ტაბლეტები.
აპრანაქსი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
აპრანაქსი გამოიყენება;
სახსრებში ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ხასიათდება სასახსრე ხრტილის დაზიანებით, ტკივილით და ფუნქციის დაკარგვით, რაც გამოწვეულია ტრავმით ან სხვა მიზეზებით,
სახსრების მტკივნეული ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ვითარდება ხელებისა და ფეხების სახსრებში,
მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს, რომელიც რევმატოიდული ართრიტის მსგავსი დაავადებაა და უპირატესად ვლინდება ხერხემლის დაზიანებით,
როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება ძლიერი ტკივილით (მწვავე პოდაგრა) შემაერთებელი ქსოვილის და სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის ცილების დაშლის გამო,
ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაში (ძვლებში) მწვავე ტკივილის დროს,
ტკივილის შესამსუბუქებლად ქალებში მენტსრუაციის დროს,
როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ორთოპედიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში.
- აპრანაქსის გამოყენებამდე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ჩანართი
აპრანაქსი 275 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
პერორალური გამოყენებისთვის
აქტიური სუბსტანციები: ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 275 მგ ნატრიუმის ნაპროქსენს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ძროხის რძე), მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), ტალკი, Opadry YS-1R 4215 ლურჯი.
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
თუ თქვენ რაიმე დამატებითი კითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს.
თუ ექიმთან ან საავადმყოფოში მიდიხართ, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ ამ პრეპარატს.
მიყევით მოცემულ ფურცელ–ჩანართში არსებულ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, ვიდრე ეს რეკომენდებულია თქვენთვის.
ამ ჩანართში:
- რა არის აპრანაქსი და რისთვის გამოიყენება იგი?
- აპრანაქსის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება აპრანაქსი ?
- შესაძლო გვერდითი მოვლენები?
- როგორ ინახება აპრანაქსი ?
მოცემულია თავები
- რა არის აპრანაქსი და რისთვის გამოიყენება იგი?
აპრანაქსი წარმოდგენილია ბლისტერების სახით. თითო ბლისტერში მოთავსებულია 10 ან 20 ცისფერი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ოვალური ფორმის ტაბლეტები.
აპრანაქსი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით.
აპრანაქსი გამოიყენება;
სახსრებში ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ხასიათდება სასახსრე ხრტილის დაზიანებით, ტკივილით და ფუნქციის დაკარგვით, რაც გამოწვეულია ტრავმით ან სხვა მიზეზებით,
სახსრების მტკივნეული ანთებითი პროცესის დროს, რომელიც ვითარდება ხელებისა და ფეხების სახსრებში,
მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს, რომელიც რევმატოიდული ართრიტის მსგავსი დაავადებაა და უპირატესად ვლინდება ხერხემლის დაზიანებით,
როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ვლინდება ძლიერი ტკივილით (მწვავე პოდაგრა) შემაერთებელი ქსოვილის და სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის ცილების დაშლის გამო,
ჩონჩხ–კუნთოვან სისტემაში (ძვლებში) მწვავე ტკივილის დროს,
ტკივილის შესამსუბუქებლად ქალებში მენტსრუაციის დროს,
როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ორთოპედიულ და ქირურგიულ პრაქტიკაში.
- აპრანაქსის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ აპრანაქსი შემდეგი მდგომარეობების დროს:
გულ–სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული რისკები
- აასპ-ებმა შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური თრომბოზული (კოაგულაციური) მოვლენები, ინფარქტისა და ინსულტის რისკის მატება. ეს რისკი შეიძლება გაიზარდოს პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
- აპრანაქსი არ უნდა იქნას გამოყენებული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციის წინ.
საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რისკები
- აასპ-ების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისხლდენა, სტრიქტურა, კუჭის ან ნაწლავის პერფორაცია, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი ნიშნებით ან მათ გარეშე. ხანდაზმულ პაციენტებში რისკები, ამ სერიოზული ეფექტებთან მიმართებაში, უფრო მაღალია.
არ გამოიყენოთ აპრანაქსი,
თუ ალერგიული ხართ აპრანაქსის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ნაპროქსენის ან ნატრიუმის ნაპროქსენის შემცველი პრეპარატების მიმართ, ან თუ აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პრეპარატები იწვევს კანზე გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ასთმის სინდრომს, სურდოს და ანთებას ცხვირის დანამატ წიაღებში.
თუ ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტურმა პრეპარატებმა, რომლებიც ადრე გამოიყენეთ, გამოიწვია კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან დაზიანება, ან თუ კვლავ გაქვთ აქტიური ან მორეციდივე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან თუ ორჯერ ან მეტჯერ გქონდათ დიაგნოზირებული წყლული ან სისხლდენა.
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ მძიმე ხარისხის თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობა.
არ გამოიყენოთ კორონარული არტერიის შემოვლითი გადანერგვის ოპერაციამდე ან მის შემდეგ.
არ გამოიყენოთ, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან თუ ხართ ორსულად (მესამე ტრიმესტრი).
სიფრთხილით გამოიყენეთ აპრანაქსი შემდეგი მდგომარეობების დროს
მოერიდეთ პრეპარატის გამოყენებას ნებისმიერ ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებასთან ერთად.
თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გვერდითი ეფექტების გამოვლენა, თუ პრეპარატს მიიღებთ უმოკლესი აუცილებელი ხანგრძლივობით და მინიმალური ეფექტური დოზით.
თუ ადრე გქონიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რაიმე დაავადება ან ასეთი დაავადების ნიშნები, სისხლდენა, წყლული ან პერფორაცია, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, და შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. თქვენი განავლის ფერი შეიძლება გამუქდეს, შეიძლება გქონდეთ სისხლდენა პირიდან ან შესაძლო სისხლდენის გამო გამოგივლინდეთ დისპეფსიის სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული დარღვევები, რომლებიც წარმოიქმნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, ძირითადად აღენიშნებოდა ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებს. ამიტომ, თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადება, როგორიცაა წყლული, სისხლდენა და ქსოვილის დაზიანება, თქვენი ექიმი გირჩევთ, რომ მკურნალობა დაიწყოთ მინიმალური დოზით და გამოიყენოთ ზოგიერთი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი (მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები). როდესაც პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული აცეტილსალიცილის მჟავას დაბალ დოზებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, თქვენ ერთდროულად უნდა მიიღოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დამცავი პრეპარატი.
თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება): ვინაიდან ამ დაავადებებმა შეიძლება დაამძიმოს თქვენი სიმპტომები, სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. თუ ადრე გქონდათ კუჭ-ნაწლავის სისტემის ინტოქსიკაცია, შეატყობინეთ თქვენს ექიმს მუცლის ღრუს მხრივ ნებისმიერი დისკომს გამოვლენის შესახებ (დიარეა, ღებინება, წონის დაკლება). კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და წყლულის განვითარების შემთხვევაში არ გააგრძელოთ აპრანაქსის მიღება.
თუ გაქვთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადება, აპრანაქსი გამოიყენეთ სრულად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორც ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების შემთხვევაში, კუჭ-ნაწლავის დაავადებების სიხშირე და სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს აპრრანაქსით მკურნალობის დოზისა და ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად..
იყავით ფრთხილად, თუ თქვენ გიწევთ ამ პრეპარატის მიღება პერორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ანტიკოაგულანტებთან ერთად, როგორიცაა ვარფარინი, და ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზრდის დაწყლულების და სისხლდენის რისკს, მაგალითად როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა.
ხანდაზმულმა პაციენტებმა აპრანაქსი უნდა გამოიყენონ მინიმალური დოზით, კუჭ-ნაწლავიდან მწვავე სისხლდენის და დაზიანების სიხშირის შესაძლო გაზრდის გამო.
არ გააგრძელოთ აპრანაქსის მიღება კანის აქერცვლის, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან კანის ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში; მიმართეთ ექიმს, რაც შეიძლება მალე.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიცაა სახის და ყელის ალერგიული შეშუპება, ბრონქების შევიწროება (ასთმა) და რინიტი, აპრანაქსი გამოიყენეთ სიფრთხილით. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასთმა ან ალერგიული დაავადებები ან აცეტილსალიცილური ჰიპერმგრძნობელობა, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი.
ტკივილის, სიცხისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა ეფექტური პრეპარატების მსგავსად, აპრანაქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ გაქვთ რაიმე დარღვევა, რომელიც ამცირებს სისხლის მოცულობას ან თირკმლის სისხლის მიმოქცევას, გულის უკმარისობა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. თქვენი ექიმი შეამცირებს აპრანაქსის დოზას.
ისევე, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აპრანაქსის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციური ტესტების მნიშვნელობის გაზრდა. აუცილებელია სიფრთხილე ღვიძლის ფუნქციის ტესტების გაუარესების ნიშნებისა და სიმპტომების შემთხვევაში (გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ქავილი, სიყვითლე, მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატის არეში ტკივილი, გრიპისმაგვარი სიმპტომები). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის მძიმე დაზიანებების სიმპტომების გამოვლენისას, მათ შორის სიყვითლისა და ჰეპატიტის.
თრომბოციტების აგრეგაციის შემცირების გამო ნატრიუმის ნაპროქსენმა შეიძლება გაზარდოს სისხლდენის დრო; შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ კოაგულაციის დარღვევები, აპრანაქსით მკურნალობა გააგრძელეთ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სისხლდენის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს აპრანაქსით მკურნალობის დროს, თუ თქვენ იყენებთ პრეპარატს, რომელიც აფერხებს სისხლის კოაგულაციას ან თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი.
თუ აპრანაქსის გამოყენებისას გამოგივლინდებათ მხედველობის მხრივ რაიმე პრობლემა, ჩაიტარეთ ოფთალმოლოგიური გამოკვლევა.
თუ გაქვთ უკონტროლო მაღალი არტერიული წნევა, თუ გაქვთ დაავადება, რომელიც ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, შეშუპებით და გულის უკმარისობით გამოწვეული ღვიძლის გადიდებით, ან თუ გაქვთ დაავადება, რომელიც გამოწვეულია გულის არასაკმარისი სისხლით მომარაგებით, აუცილებლად აცნობეთ ექიმს. თქვენი ექიმი გაითვალისწინებს ამ მდგომარეობებს აპრანაქსით მკურნალობის დროს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის შემთხვევაში (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი და სიგარეტის მოწევა), თქვენი ექიმი გაითვალისწინებს თქვენს დარღვევებს აპრანაქსით ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნისას.
სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც ეფექტურია ტკივილის, ცხელების და ანთების საწინააღმდეგოდ, აპრანაქსმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი, რამაც შეიძლება მოითხოვოს ჰოსპიტალიზაცია ან გამოიწვიოს სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე გულ-სისხლძარღვთა მოვლენები შეიძლება განვითარდეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ შეამჩნევთ რაიმე ნიშნებს ან სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, დაღლილობა და მეტყველების სირთულე, დაუკავშირდით ექიმს.
ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ალცჰაიმერის დაავადების (დაავადება, რომელიც ხასიათდება დავიწყებით) რისკის ქვეშ მყოფ პირებში.
„თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ ნებისმიერ დროს, თუნდაც წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს“.
აპრანაქსის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად
აპრანაქსი მიიღეთ ჭამის შემდეგ.
ორსულობა:
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა პაციენტისთვის სარგებლისა და რისკების სათანადო შეფასება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი მიღება წარმოადგენს აუცილებლობას.
თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ნატრიუმის ნაპროქსენი არ უნდა მიიღონ მეძუძურმა ქალებმა, ვინაიდან ის გადადის დედის რძეში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება:
ზოგიერთ პაციენტს აპრანაქსის გამოყენებისას შეიძლება გამოუვლინდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა ან დეპრესია. თუ თქვენ გამოგივლინდათ აღნიშნული ან მსგავსი არასასურველი ეფექტები, გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ საქმიანობების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აპრანაქსის ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
აპრანაქსი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატების გამოყენება
არ არის რეკომენდებული აპრანაქსის გამოყენება სხვა ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწიააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
თუ თქვენ ღებულობთ აპრანაქსს ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც არეგულირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას ან ქოლესტირამინს, პრეპარატის ეფექტის გამოვლენა შეიძლება შეფერხდეს.
ნატრიუმის ნაპროქსენი უკავშირდება სისხლში არსებულ ცილას სახელწოდებით – ალბუმინი. თქვენი ექიმი დაარეგულირებს აპრანაქსის დოზას, ვინაიდან ის ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, რომლებიც უკავშირდებიან ალბუმინს, როგორიცაა კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, სულფონილშარდოვანა, ჰიდანტოინები, სხვა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) და აცეტილსალიცილის მჟავა. ნატრიუმის ნაპროქსენი აფერხებს თრომბოციტების სახელწოდებით ცნობილი უჯრედების აქტივობას, რომლებიც ერთობლივად განაპირობებენ სისხლის შედედებას.
დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, როგორიცაა ფუროსემიდი, პრეპარატმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი.
ლითიუმთან ერთად გამოყენებისას (ლითიუმი გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების დროს), აპრანაქსი იწვევს სისხლში ლითიუმის დონეს მომატებას და, შესაბამისად, ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენას.
ვარფარინთან ერთად გამოყენებისას (პრეპარატი, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას), საჭმლის მომნელებელ სისტემაში მატულობს სისხლდენის ეფექტების გამოვლენა.
ციკლოსპორინთან და იმუნოსუპრესიულ პრეპარატთან – ტაკროლიმუსთან ერთად გამოყენებისას იზრდება თირკმელების დაზიანების რისკი.
მიფეპრისტონთან ერთად გამოყენების შემთხვევაში (გამოიყენება კუჭის და ნაწლავების მცირე წყლულების სამკურნალოდ), პრეპარატი ამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს.
ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი, ამწვავებენ გულის უკმარისობს, იწვევენ სისხლში კონცენტრაციის მომატებას თირკმლის ექსკრეციაზე ზემოქმედებით, როდესაც მათი მიღება ხდება გლიკოზიდებთან ერთად, რომლებიც ზრდიან გულის კუმშვადობას.
გულის შეკუმშვის ძალის გამაძლიერებელ გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას, ტკივილზე, სიცხესა და ანთებაზე მოქმედი პრეპარატები, მათ შორის აპრანაქსი, თირკმელებიდან მათი გამოყოფის გავლენით, შეიძლება გაამწვავოს გულის უკმარისობა და გაზარდოს სისხლში კონცენტრაცია.
როდესაც მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის, ცხელების და ანთების სამკურნალოდ, მათ შორის აპრანაქსი, გამოიყენება SSRI-ებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, იზრდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლდენის რისკი.
ისევე როგორც სხვა ტკივილის, ცხელების და ანთებითი ეფექტის მქონე პრეპარატების შემთხვევაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულების და სისხლდენის რისკი იზრდება სტეროიდებთან ერთად გამოყენებისას.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტკივილის, ცხელებისა და ანთების სამკურნალო ეფექტური პრეპარატებისა და ქინოლონური ანტიბიოტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძლიერი, რიტმული შეკუმშვების (სპაზმების) რისკი ყველა ან ზოგიერთ კუნთში.
სიფრთხილეა საჭირო პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას (პრეპარატი, რომელიც ზრდის შარდმჟავას ექსკრეციას), რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის ნაპროქსენის უფრო მაღალი ეფექტი უფრო მოკლე დროში.
სიფრთხილეა საჭირო მეთოტრექსატთან ერთად გამოყენებისას (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ). ნაპროქსენ ნატრიუმს შეუძლია შეამციროს მეთოტრექსატის გამოდევნა ორგანიზმიდან და გამოიწვიოს მეთოტრექსატის გვერდითი მოვლენები.
ვინაიდან ნატრიუმის ნაპროქსენი შეამცირებს მიფეპრისტონის ეფექტს, არ გამოიყენოთ ნაპროქსენ ნატრიუმი მიფეპრისტონის გამოყენების შემდეგ 8-12 დღის განმავლობაში.
მას შეუძლია შეამციროს ბეტა ბლოკატორების ეფექტი, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ. ნაპროქსენ ნატრიუმმა და სხვა სამკურნალო საშუალებებმა ტკივილის, ცხელების და ანთების სამკურნალოდ შეიძლება შეამცირონ მაღალი წნევის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტურობა და გაზარდონ აგფ ინჰიბიტორებით გამოწვეული თირკმლის დაზიანების რისკი.
ისევე როგორც სხვა ტკივილის, ცხელების და ანთებითი ეფექტის მქონე პრეპარატების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულების და სისხლდენის რისკის გამო.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს განცხადებები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას პროდუქტებზე, რომლებიც გამოიყენებოდა გარკვეული დროის წინ ან იქნება გამოყენებული მომავალში.
გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით რომელიმე წამალს რეცეპტით ან მის გარეშე.
- როგორ გამოიყენება აპრანაქსი ?
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
აპრანაქსის რეკომენდებული საწყისი დოზაა ორი ტაბლეტი (550 მგ), შემდეგ 2 ტაბლეტი (550 მგ) ყოველ 12 საათში ან 275 მგ ყოველ 8-6 საათში.
საწყისი საერთო სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ და შემდეგ 4 ტაბლეტს (1100 მგ).
მიღების გზა და მეთოდი:
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად, მაგალითად, ერთი ჭიქა წყალთან ერთად, სავსე კუჭზე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არ არის რეკომენდებული აპრანაქსის გამოყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა, ის გამოიყენება 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მხოლოდ რევმატოიდული ართრიტის დროს დოზით 10 მგ/კგ/დღეში ყოველ 12 საათში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ვინაიდან ხანდაზმულებში შეიძლება შემცირდეს პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა, დოზის შერჩევის დროს საჭიროა სიფრთხილე და მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება (ასაკი 65 წელი და მეტი).
განსაკუთრებული პირობები გამოყენებისას:
თირკმლის / ღვიძლის უკმარისობა: არ გამოიყენოთ აპრანაქსი, თუ თირკმელების ფუნქციის ტესტების შედეგები არ გაქვთ სათანადო.
გამოიჩინეთ სიფრთხილე აპრანაქსის გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.
თუ თქვენ გრძნობთ, რომ აპრანაქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყბონეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი :
მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბება ვლინდება თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისრევით, გულძმარვით, საჭმლის მონელების დარღვევით, გულისრევით, ღებინებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენით, ზოგჯერ დიარეით, ძილიანობით, თავბრუსხვევით, ტინიტუსით, გონების დაკარგვის შეგრძნებით. თუ შემთხვევით ან განზრახ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, უნდა დაიცალოთ კუჭი და მიიღოთ ცნობილი დამხმარე ზომები. აპრანაქსის საჭიროზე მეტი დოზის მიღებიდან 1 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ აქტივირებული ნახშირი. მოზრდილებში ასევე შეიძლება განიხილებოდეს კუჭის ამორეცხვა. რეკომენდებულია ხშირი შარდვა. ექიმი გააკონტროლებს თქვენს თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციებს.
თუ თქვენ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი აპრანაქსი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ აპრანაქსის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ თქვენ შეწყვიტეთ აპრანაქსის მიღება:
აპრანაქსით მკურნალობის დასრულებისას ნეგატიური ეფექტი მოსალოდნელი არ არის.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა აპრანაქსის ინგრედიენტების მიმართ.
თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ აპრანაქსის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, ან დაუკავშირდით უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრს:
ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რაც ართულებს ყლაპვას ან სუნთქვას
ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება (ასთმის შეტევა),
სისუსტე
გამონაყარი კანზე
კანზე, პირის ღრუში, თვალებში, სასქესო ორგანოების ირგვლივ მძიმე დაავადება კანის აქერცვლებით, შეშუპებით, ბუშტუკებით და ცხელებით (სტივენ-ჯონსონის სინდრომი),
დაავადება, რომელიც მიმდინარეობს შეშუპებით პირის ღრუში და სხეულის სხვა უბნებში ან სხვადასხვა ზომის წითელი გამონაყარით (მულტიფორმული ერითემა),
სერიოზული დაავადება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) კანის აქერცვლებით და ქსოვილის დანაკარგით ინტრადერმული სითხით სავსე ბუშტუკებით,
ძლიერი თავის ტკივილი, კისრის რიგიდულობა, გულისრევა, ღებინება და გონების დაბინდვა (ასეპტიკური მენინგიტი),
სისხლი განავალში ან შავი ფერის, ყავის ნალექის მსგავსი ამონაღებ მასებში (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა)
ეს ყველა მოვლენა ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია აპრანაქსზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა.
ეს ყველა მოვლენა ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტია.
თუ თქვენ გამოგივლინდათ ნებისმიერი ქვემოთ მითითებული გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს:
ანემია გამოწვეული სისხლის ზოგიერთი უჯრედის დეფიციტით, სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის შედედებაში მონაწილე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
ნატრიუმის დონის მომატება სისხლში
დეპრესია, ძილის დარღვევა, უძილობა
კრუნჩხვები, კომა, მენტალური ფუნქციების შესუსტება
მხედველობის ნერვის შეშუპებითი ანთება
სმენის დაქვეითება, ტინიტუსი, თავბრუსხვევა
მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი
გასტროინტესტინური დარღვევები (საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება)
ოფლიანობა, თმის ცვენა, კანის პრობლემები და კანზე გამონაყარი, ბუშტუკები
კუნთების ტკივილი და კუნთების სისუსტე
უნაყოფობა ქალებში
შემცივნება, ცხელება, სისუსტე
ფატალური ჰეპატიტი, სიყვითლე (ანორექსია, სისუსტე, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა)
ეს ყველა მოვლენა სერიოზული გვერდითი ეფექტებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სერიოზული გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათიად ვლინდება.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გამოგივლინდათ შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ანემია
თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ყურადღების დარღვევა
ძილიანობა
ჰალუცინაციები
არამკაფიო მხედველობა
პალპიტაცია
სუნთქვის გაძნელება
კუჭის წყლული და დაზინებები, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, გულძმარვა, ყაბზობა
ქავილი, გამონაყარი კანზე, ლაქები კანზე
თირკმელების მხრივ დარღვევები
შეშუპება, წყურვილი
ეს არის აპრანაქსის მსუბუქი გვერდითი ეფექტები.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ეს სიმპტომები არ გადის ან მძიმეა/შემაწუხებელია.
თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
ავტორიზაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეტყობინება იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის სპეციალისტები ვალდებულნი არიან, ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ აცნობონ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).
- როგორ ინახება აპრანაქსი ?
შეინახეთ აპრანაქსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C–ის ქვემოთ, სინათლისგან დაცულ ადგილას
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ აპრანაქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ აპრანაქსი, თუ პროდუქტს და/ან მის შეფუთვას შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi Eski Büyükdere Cad. No:4 34467
Maslak / Sarıyer / İstanbul
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi, Tunç Caddesi No: 3
Esenyurt / İstanbul
ამ ფურცელი–ჩანართის განახლება მოხდა 23/02/2026.
ამ მედიკამენტის შესახებ დეტალურ და განახლებულ ინფორმაციაზე წვდომა შეგიძლიათ სმარტფონით/პლანშეტით ან QR კოდის წამკითხველით QR კოდის სკანირებით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.