პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ანატერო

ANATERO

რეცეპტით1მგინსტრუქცია ქართულადინდოეთი
რისთვის გამოიყენება

ანასტროზოლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „არომატაზას ინჰიბიტორები“. ანასტროზოლი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ანასტროზოლი (anastrozole)
ფორმა და შეფუთვა
1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
HETERO LABS LIMITED, ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG03
რეგისტრაციის ნომერი
რ-036651
რეგისტრირებულია
21 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 21 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
HETERO LABS LIMITED (ინდოეთი)
განმცხადებელი
შპს „ზანდრა ლაიფ საიენსის წარმომადგენლობა საქართველოში“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაანატერო და სხვა წამალი ერთად

ანატერო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ანასტროზოლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „არომატაზას ინჰიბიტორები“. ანასტროზოლი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი.

ანასტროზოლი თავისი მოქმედებით ამცირებს ჰორმონის ოდენობას, რომელსაც ეწოდება ესტროგენი და რომელსაც წარმოქმნის თქვენი ორგანიზმი. მისი მოქმედება გამოიხატება ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერების (ფერმენტის) ბლოკირებით, რომელსაც ეწოდება „არომატაზა“.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ანასტროზოლი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.

ანასტროზოლის მიღება შეიძლება როგორც ჭამის წინ, ასევე ჭამის დროს და ჭამის შემდეგ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ანასტროზოლი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ანასტროზოლი

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ანასტროზოლი, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ანასტროზოლის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ანასტროზოლის მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ექიმი არ გეტყვით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ (ესტროგენის რეცეპტორების შერჩევითი მოდულატორები), მაგ. მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ტამოქსიფენს. ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეაჩერონ ანასტროზოლის სათანადო მოქმედება.

მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ესტროგენს, როგორიცაა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (HRT). თუ აღნიშნული გეხებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგს:

პრეპარატს, რომელიც ცნობილია როგორც „LHRH-ის (მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონი) ანალოგი“. მათ შორისაა: გონადორელინი, ბუსერელინი, გოსერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი. ეს პრეპარატები გამოიყენება ძუძუს კიბოს, ზოგიერთი ქალური დაავადებების (გინეკოლოგიური) და უნაყოფობის სამკურნალოდ.

სიფრთხილის ზომები

ანასტროზოლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია და ჯერ არ გაქვთ გავლილი მენოპაუზა.

თუ იღებთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ტამოქსიფენს ან მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს ესტროგენს (იხ. პარაგრაფი სახელწოდებით „სხვა სამკურნალო საშუალებები და ანასტროზოლი“).

თუ ოდესმე გქონიათ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი ძვლების სიმტკიცეზე (ოსტეოპოროზი).

თუ გაქვთ ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ, ანასტროზოლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ წახვალთ საავადმყოფოში, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ ანასტროზოლს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს. აღნიშნული მოიცავს იმ მედიკამენტებსაც, რომლებსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე და მცენარეულ მედიკამენტებსაც. ანასტროზოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე, ხოლო ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ანასტროზოლზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ანასტროზოლი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. შეწყვიტეთ ანასტროზოლის მიღება თუ დაორსულდებით და აცნობეთ ექიმს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ანასტროზოლი სავარაუდოდ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ზოგჯერ იგრძნოს სისუსტე ან ძილიანობა ანასტროზოლის მიღებისას. თუ აღნიშნული გამოგივლინდებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ანასტროზოლი შეიცავს ლაქტოზას

ანასტროზოლი შეიცავს ლაქტოზას, რომელიც არის შაქრის ტიპი. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ანასტროზოლი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

შეწყვიტეთ ანასტროზოლის მიღება და მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სერიოზული, მაგრამ ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა:

ძალიან მძიმე კანისმიერი რეაქცია წყლულებით ან ბუშტუკებით. აღნიშნული ცნობილია როგორც „სტივენს-ჯონსონის სინდრომი“.

ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ცნობილია როგორც „ანგიონევროზული შეშუპება“.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე)

თავის ტკივილი;

ალები;

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა);

გამონაყარი კანზე;

სახსრების ტკივილი ან რიგიდულობა;

სახსრების ანთება (ართრიტი);

სისუსტის შეგრძნება;

ძვლის დაკარგვა (ოსტეოპოროზი);

დეპრესია.

ხშირი გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 100-დან 1-10 ადამიანზე)

მადის დაკარგვა;

ქოლესტერინის სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერების მომატებული ან მაღალი დონე სისხლში. აღნიშნული ვლინდება სისხლის ანალიზში;

ძილიანობის შეგრძნება;

კარპალური გვირაბის სინდრომი (ჩხვლეტა, ტკივილი, სიცივე, ხელის ნაწილების სისუსტე);

კანზე ჩხვლეტა, რჭობა ან დაბუჟება, გემოვნების დაკარგვა;

დიარეა;

შეუძლოდ ყოფნა (ღებინება);

ცვლილებები სისხლის ანალიზში, რომელიც აჩვენებს რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ღვიძლი;

თმის შეთხელება (თმის ცვენა);

ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები სახის, ტუჩების ან ენის ჩათვლით.

ძვლის ტკივილი;

ვაგინალური სიმშრალე;

სისხლდენა საშოდან (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში – თუ სისხლდენა გაგრძელდება, მიმართეთ თქვენს ექიმს);

კუნთების ტკივილი

არახშირი გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 1000-დან 1-10 ადამიანზე)

ცვლილებები სპეციალურ სისხლის ანალიზში, რომელიც აჩვენებს, როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი (გამაგლუტამილტრანსფერაზა და ბილირუბინი);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

ჭინჭრის გამონაყარი ან ჭინჭრის ციება;

ტრიგერული თითი (მდგომარეობა, როდესაც თქვენი თითი ან ცერა თითი რჩება მოხრილ მდგომარეობაში;

სისხლში კალციუმის გაზრდილი რაოდენობა. თუ აღგენიშნებათ გულისრევა, ღებინება და წყურვილი, უნდა აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის გაკეთება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 10000-დან 1-10 ადამიანზე)

კანის იშვიათი ანთება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს წითელ ლაქებს ან ბუშტუკებს;

მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული კანისმიერი გამონაყარი (ეს შეიძლება იყოს ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქციიდან გამოწვეული);

წვრილი სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს კანის წითელ ან მეწამულ შეფერილობას. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სახსრების, კუჭისა და თირკმლის ტკივილის სიმპტომები; აღნიშნული ცნობილია როგორც „ჰენოხ-შონლეინის პურპურა“.

ზეგავლენა ძვლებზე

ანასტროზოლი ამცირებს ორგანიზმში არსებული ესტროგენის ჰორმონის რაოდენობას, რამაც შეიძლება შეამციროს ძვლების მინერალური შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს და შესაძლოა უფრო ხშირი მოტეხილობა. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკებს მკურნალობის გაიდლაინების მიხედვით, რომელიც ეხება ძვლის ჯანმრთელობის მართვას ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი. თქვენ უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან რისკებისა და მკურნალობის ვარიანტების შესახებ.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

დოზის შემთხვევითი გადაჭარბების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ანასტროზოლმა გამოავლინა დაბალი მწვავე ტოქსიკურობა. კლინიკური კვლევები ჩატარდა ანასტროზოლის სხვადასხვა დოზების გამოყენებით: ჯანმრთელ მამრობითი სქესის მოხალისეებში 60მგ ერთჯერად დოზამდე და დღეში 10მგ-ის გამოყენებით პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ძუძუს შორსწასული კიბოთი დაავადებულ ქალებში; ეს დოზები კარგად გადაიტანებოდა. არ დადგენილა ანასტროზოლის ერთჯერადი დოზა, რომელიც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ, მკურნალობა უნდა მოხდეს სიმპტომურად.

დოზის გადაჭარბების მკურნალობისას გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია ერთდროულად მოხდა რამოდენიმე სამკურნალო საშუალების მიღება. თუ პაციენტი გონზეა, შეიძლება ღებინების გამოწვევა. ასევე, შეიძლება დიალიზის გამოყენება, რადგან ანასტროზოლი კარგად არ უკავშირდება ცილებს. აუცილებელია ზოგადი დამხმარე თერაპია, მათ შორის ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების ხშირი მონიტორინგი და პაციენტის საგულდაგულო გასინჯვა.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა ანასტროზოლი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 300, ტიტანის დიოქსიდი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ანასტროზოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია „1“ და მეორე მხარეს „H“.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის სახელი და მისამართი.

Hetero Labs Limited (ჰეტერო ლაბს ლიმიტედ)

M/s. Hetero corporate (მ/ს. ჰეტერო კორპორეიტი),

7-2-A2, Industrial Estates (ინდუსტრიული ზონები)

სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი -500 018

ანდრა პრადეში, ინდოეთი.

ტელ: +91-40-23704923/24/25

ფაქსი: +91-40-23704926.

მწარმოებლის მისამართი:

HETERO LABS LIMITED, UNIT-VI (ჰეტერო ლაბს ლიმიტედ, ერთეული-VI)

SY.N 0.410-411,

TSLLC FORMULATION SEZ (ტსლლკ ფორმულეიშენ სეზ),

პოლეპალე (სოფ.), იადჩერლა (მ.),

მაჰაბუბნაგარი (რაი.),

ტელანგანა (შტატი)

მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი.

არ გამოიყენება

პასუხისმგებელი პირი: ბანუ პრაკაშ განჯი

ხელმოწერა:

თარიღი:

თარგმანი სწორია:

მთარგმნელი:

თამარ ვარძელაშვილი

შენახვის პირობები

ინახება 20C-დან 25C ტემპერატურამდე (68o -დან 77o F- მდე ).

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ თქვენი ტაბლეტები უსაფრთხო ადგილას, სადაც ბავშვები ვერ დაინახავენ და ვერ მიწვდებიან მათ. თქვენმა ტაბლეტებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის (ვარგისიანობის ვადა) შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ თქვენი ტაბლეტები კონტეინერში, რომელშიც მოთავსებულია. არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფერმენტის ინჰიბიტორი, ათქ კოდი: L02B G03

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიური მოქმედება

ანასტროზოლი არის არომატაზას ძლიერი და მაღალსელექტიური არასტეროიდული ინჰიბიტორი. პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში ესტრადიოლი თავდაპირველად წარმოიქმნება პერიფერიულ ქსოვილში ანდროსტენდიონის გარდაქმნით ესტრონად და არომატაზა-ფერმეტნის კომპლექსად. შემდეგ ესტრონი გარდაიქმნება ესტრადიოლად. გამოვლინდა რომ, მოცირკულირე ესტრადიოლის დონის შემცირებას აქვს სასარგებლო ზეგავლენა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებში. მაღალი მგრძნობელობის ტესტებმა აჩვენა, რომ, ანასტროზოლი 1 მგ დოზით დღეში თრგუნავს ესტრადიოლის 80%-ზე მეტს პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში.

ანასტროზოლს არ ახასიათებს პროგესტაგენური, ანდროგენური ან ესტროგენური მოქმედება.

ანასტროზოლის დღიური დოზები 10მგ-მდე გავლენას არ ახდენს კორტიზოლის ან ალდოსტერონის სეკრეციაზე, რომელიც განისაზღვრება სტანდარტული ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH) მასტიმულირებელ ტესტამდე ან მის შემდეგ. ამგვარად, კორტიკოიდების დამატება საჭირო არ არის.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

შორსწასული ძუძუს კიბო

პირველი რიგის თერაპია პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომელთაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო

ტამოქსიფენთან შედარებით ანასტროზოლის ეფექტურობის შესაფასებლად, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით ან ჰორმონ-რეცეპტორ-უცნობი ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური ძუძუს კიბოს პირველი რიგის თერაპიის სახით პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, ჩატარდა ორი ორმაგი ბრმა კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, მსგავსი დიზაინით (კვლევა 1033IL/0030 და კვლევა 1033IL/0027). პაციენტების სრული რაოდენობა 1021 კაცი რანდომიზირდა შემდეგ ჯგუფებად: ერთ ჯგუფში ინიშნებოდა 1 მგ ანასტროზოლი ერთხელ დღეში, ხოლო მეორე ჯგუფში - 20 მგ ტამოქსიფენი ერთხელ დღეში. თერაპიის ეფექტურობის შეფასების პირველადი საბოლოო წერტილი ორივე კვლევისთვის იყო დრო სიმსივნის პროგრესირებამდე, სიმსივნის ობიექტური პასუხის სიხშირე მკურნალობზე და უსაფრთხოება.

1033IL/0030 კვლევისთვის პირველადმა საბოლოო წერტილებმა აჩვენეს, რომ ანასტროზოლს ტამოქსიფენთან შედარებით აქვს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა სიმსივნის პროგრესირებამდე დროსთან მიმართებაში (რისკების თანაფარდობა (რთ) 1.42, 95%-იანი ნდობის ინტერვალი (ნი) [1.11, 1.82], საშუალო დრო პროგრესირებამდე 11.1 და 5.6 თვე ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის შესაბამისად, p=0,006); სიმსივნის ობიექტური პასუხის სიხშირე იყო ერთნაირი ანასტროზოლისთვის და ტამოქსიფენისთვის. 1033IL/0027 კვლევამ აჩვენა, რომ ანასტროზოლს და ტამოქსიფენს აქვთ სიმსივნის ობიექტური პასუხის ერთნაირი სიხშირე თერაპიაზე და სიმსივნის პროგრესირების ერთნაირი დრო. მეორადი საბოლოო წერტილების შედეგებმა დაადასტურა დასკვნები, რომელიც გაკეთდა პირველადი საბოლოო წერტილების კვლევის შედეგად. იმისათვის, რომ გაკეთდეს დასკვნა ორ ჯგუფს შორის საშუალო საერთო გადარჩენის სიხშირის სხვაობის შესახებ, ორივე კვლევაში დაფიქსირდა ძალიან ცოტა ლეტალური შედეგი.

მეორე რიგის თერაპია პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომელთაც აქვთ შორსწასული ძუძუს კიბო

ანასტროზოლის შესწავლა ხდებოდა ორ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (კვლევა 0004 და კვლევა 0005), რომელიც ჩატარდა პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომელთაც ჰქონდათ შორსწასული ძუძუს კიბო და რომლებშიც დაავადება პროგრესირებდა ტამოქსიფენით მკურნალობის შემდეგ, რომელიც დანიშნული ჰქონდათ, როგორც დაავადების ადრეულ სტადიაზე, ასევე, შორსწასული ძუძუს კიბო დროს. პაციენტების სრული რაოდენობა 764 კაცი რანდომიზირდა შემდეგ ჯგუფებად: ერთ ჯგუფში ინიშნებოდა 1 მგ ანასტროზოლი ერთხელ დღეში, მეორეში - 10 მგ ანასტროზოლი ერთხელ დღეში, მესამეში - 40 მგ მეგესტროლის აცეტატი დღეში ოთხჯერ. ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებელი იყო დრო დაავადების პროგრესირებამდე და ობიექტური პასუხი. ასევე, ფასდებოდა დაავადების სტაბილიზების ხანგრძლივობა (24 კვირაზე მეტი), პროგრესირების სიჩქარე და გადარჩენის სიხშირე. არც ერთ კვლევაში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სხვაობა ეფექტურობის პარამეტრებთან მიმართებაში საკვლევ პაციენტების ჯგუფებს შორის.

თერაპია დამხმარე სამკურნალო საშუალებებით ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე

III ფაზის დიდ კვლევაში, რომელიც ჩატარდა 9366 ძუძუს ოპერაბელური კიბოთი დაავადებული, პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალების მონაწილეობით, რომლებიც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში, ანასტროზოლმა აჩვენა სტატისტიკური უპირატესობა ტამოქსიფენზე, ურეციდივო გადარჩენის თვალსაზრისით. ტამოქსიფენთან შედარებით, ანასტროზოლმა აჩვენა უფრო მეტი უპირატესობა ურეციდივო გადარჩენაში, ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი პაციენტების პერსპექტიულად განსაზღვრულ ჯგუფებში.

ცხრილი 3: ATA-ის საბოლოო წერტილების შეჯამება: 5 წლიანი თერაპიის საბოლოო ანალიზი

ეფექტურობის საბოლოო წერტილები

შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)

პოპულაცია მკურნალობის განზრახვით

ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი სიმსივნის სტატუსი

ანასტროზოლი (N=3,125)

ტამოქსიფენი

(N=3,116)

ანასტროზოლი (N=2,618)

ტამოქსიფენი

(N=2,598)

ურეციდივო გადარჩენაა

575 (18.4)

651 (20.9)

424 (16.2)

497 (19.1)

რისკების თანაფარდობა

  • 87
  • 83

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 78 - 0.97
  • 73 - 0.94

p-ის მნიშვნელობა

  • 0127
  • 0049

ხანგრძლივი ურეციდივო გადარჩენაბ

500 (16.0)

530 (17.0)

370 (14.1)

394 (15.2)

რისკების თანაფარდობა

  • 94
  • 93

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 83 - 1.06
  • 80 - 1.07

p-ის მნიშვნელობა

  • 2850
  • 2838

დრო რეციდივამდეგ

402 (12.9)

498 (16.0)

282 (10.8)

370 (14.2)

რისკების თანაფარდობა

  • 79
  • 74

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 70 - 0.90
  • 64 - 0.87

p-ის მნიშვნელობა

  • 0005
  • 0002

დრო იშვიათ რეციდივამდედ

324 (10.4)

375 (12.0)

226 (8.6)

265 (10.2)

რისკების თანაფარდობა

  • 86
  • 84

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 74 - 0.99
  • 70 - 1.00

p-ის მნიშვნელობა

  • 0427
  • 0559

კონტრალატერალური ძუძუს პირველადი კიბო

35 (1.1)

59 (1.9)

26 (1.0)

54 (2.1)

შანსების თანაფარდობა

  • 59
  • 47

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 39 - 0.89
  • 30 - 0.76

p-ის მნიშვნელობა

  • 0131
  • 0018

საერთო გადარჩენაე

411 (13.2)

420 (13.5)

296 (11.3)

301 (11.6)

რისკების თანაფარდობა

  • 97
  • 97

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 85 - 1.12
  • 83 - 1.14

p-ის მნიშვნელობა

  • 7142
  • 7339

ა ურეციდივო გადარჩენა მოიცავს დაავადების ყველა რეციდივის შემთხვევას და განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონალური რეციდივის პირველი გამოვლინება, ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო, იშვიათი რეციდივი ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).

ბ ხანგრძლივი ურეციდივო გადარჩენა განსაზღვრულია, როგორც იშვიათი რეციდივის პირველი გამოვლენა ან სიკვდილი (ნებისმიერი მიზეზით).

გ დრო რეციდივამდე განსაზღვრულია, როგორც ლოკალურ-რეგიონული რეციდივის პირველი გამოვლინება, ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო, იშვიათი რეციდივა ან სიკვდილი ძუძუს კი==ბოს მიზეზით.

დ დრო იშვიათ რეციდივამდე განსაზღვრულია, როგორც იშვიათი რეციდივის პირველი გამოვლინება ან სიკვდილი ძუძუს კიბოს მიზეზით.

ე გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა (%).

ტამოქსიფენთან შედარებით, ანასტროზოლის და ტამოქსიფენის კომბინაციამ არ გამოავლინა ეფექტურობა ყველა პაციენტში, ასევე არც ჰორმონ-რეცეპტორ-დადებით ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში. პაციენტების აღნიშნული ჯგუფი მოიხსნა კვლევიდან.

შემდგომი განახლებული დაკვირვებისას, 10 წლის შემდეგ, ანასტროზოლი მკურნალობის ეფექტურობის გრძელვადიანმა შედარებამ ტამოქსიფენით მკურნალობასთან, აჩვენა იგივე შედეგები, რაც წინა ანალიზმა.

თერაპია დამხმარე სამკურნალო საშუალებებით ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ინვაზიური ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ დამხმარე თერაპია ტამოქსიფენით

III ფაზის კვლევა (ავსტრიული ძუძუს და კოლორექტალური კიბოს შემსწავლელი ჯგუფი [ABCSG] 8) ჩაატარა 2579 ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებული, პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ქალების მონაწილეობით, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ ქირურგიული ჩარევა სხივური თერაპიით ან მის გარეშე, მაგრამ ჩატარებული არ ჰქონდათ ქიმიოთერაპია (იხ. ქვემოთ). დაავადებულებზე 24 თვიანი დაკვირვების შემდეგ გამოვლინდა, რომ ტამოქსიფენით 2 წლიანი დამხმარე თერაპიის შემდეგ ანასტროზოლზე გადასვლას ჰქონდა სტატისტიკური უპირატესობა ურეციდივო გადარჩენის თვალსაზრისით, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც აგრძელებდა ტამოქსიფენით მკურნალობას.

ცხრილი 4: ABCSG 8-ის საბოლოო წერტილი და შედეგების შეჯამება

ეფექტურობის საბოლოო წერტილები

შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)

ანასტროზოლი

(N=1,297)

ტამოქსიფენი

(N=1,282)

ურეციდივო გადარჩენა

65 (5.0)

93 (7.3)

რისკების თანაფარდობა

  • 67

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 49 - 0.92

p-ის მნიშვნელობა

  • 014

დრო ნებისმიერ რეციდივამდე

36 (2.8)

66 (5.1)

რისკების თანაფარდობა

  • 53

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 35 - 0.79

p-ის მნიშვნელობა

  • 002

დრო იშვიათ რეციდივამდე

22 (1.7)

41 (3.2)

რისკების თანაფარდობა

  • 52

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 31 - 0.88

p-ის მნიშვნელობა

  • 015

ახალი კონტრალატერალური ძუძუს კიბო

7 (0.5)

15 (1.2)

შანსების თანაფარდობა

  • 46

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 19 - 1.13

p-ის მნიშვნელობა

  • 090

საერთო გადარჩენა

43 (3.3)

45 (3.5)

რისკების თანაფარდობა

  • 96

ორმხრივი 95%-იანი ნი

  • 63 - 1.46

p-ის მნიშვნელობა

  • 840

ორმა შემდგომმა მსგავსმა კვლევამ (GABG/ARNO 95 და ITA), სადაც ერთ-ერთ მათგანში პაციენტებს ჰქონდათ გადატანილი ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპია, და ასევე, ABCSG 8 და GABG/ARNO 95 კვლევების კომბინირებულმა ანალიზმა, დაადასტურა აღნიშნული შედეგები.

ანასტროზოლის უსაფრთხოების პროფილი ამ სამ კვლევაში შეესაბამება უსაფრთხოების ცნობილ პროფილს, რომელიც დადგენილია პოსტ-მენოპაუზურ პერიოდში მყოფ ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე ქალებისთვის.

ძვლის მინერალური სიმკვრივე

III/IV ფაზის კვლევაში (ანასტროზოლის კვლევა ბიფოსფონატის რიზედრონატთან [SABRE] ერთად) მონაწილეობდა პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე 234 ქალი, რომელთაც დანიშნული ჰქონდათ მკურნალობა ანასტროზოლით 1მგ/დღეში. ისინი დაჰყვეს დაბალი, საშუალო და მაღალი რისკ-ჯგუფად, მათში არსებული მყიფე მოტეხილობების რისკის შესაბამისად. ეფექტურობის ძირითადი პარამეტრები განისაზღვრა წელის მიდამოს ძვლის მასის სიმკვრივის ანალიზით, რომელიც ჩატარდა DEXA (ორმაგი ენერგეტიკული რენდგენული აბსორბციომეტრია) სკანირებით. ყველა პაციენტი იღებდა D ვიტამინს და კალციუმს. დაბალ რისკ-ჯგუფში მყოფი პაციენტები იღებდნენ მხოლოდ ანასტროზოლს (N=42); ზომიერი რისკ-ჯგუფის წევრები რანდომიზირდნენ ჯგუფებად, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლს და რიზედრონატს 35მგ კვირაში ერთხელ (N=77) ან ანასტროზოლს და პლაცებოს (N=77); მაღალი რისკ-ჯგუფის წარმომადგენლები იღებდნენ ანასტროზოლს და რიზედრონატს 35მგ კვირაში ერთხელ (N=38). პირველადი საბოლოო წერტილი შეიცვალა საბაზისოდან წელის მიდამოს ძვლის მასის სიმკვრივის თვალსაზრისით 12 თვის შემდეგ.

12-თვიანი მკურნალობის შემდეგ ჩატარებულმა ძირითადმა ანალიზებმა გამოავლინა, რომ მყიფე მოტეხილობების ზომიერი და მაღალი რისკ-ჯგუფის პაციენტებში, რომელიც ღებულობდნენ ანასტროზოლს 1 მგ/დღეში 35მგ რიზედრონატთან კომბინაციაში კვირაში ერთხელ, არ აღინიშნებოდა ძვლის მასის სიმკვრივის შემცირება (წელის მიდამის ძვლის მასის სიმკვრივის გაზომვა ხდებოდა DEXA სკანირებით). ამასთანავე, სტატისტიკურად უმნიშვნელო ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება აღინიშნა დაბალი რისკ-ჯგუფის პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მხოლოდ ანასტროზოლს 1მგ/დღეში. ეს ვარაუდი დადასტურდა ეფექტურობის მეორადი წერტილის შეფასებისას, რომელიც დაკავშირებული იყო ბარძაყის ყელის ძვლის მასის სიმკვრივის ცვლილებასთან 12 თვის შემდეგ საბაზისოსთან შედარებით.

აღნიშნული კვლევა არის იმის დასტური, რომ ბიფოსფონატების გამოყენება შესაძლებელია ძვლების მინერალების დაკარგვის სამართავად პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მქონე ქალებში, რომელთაც დანიშნული აქვთ ანასტროზოლი.

პედიატრიული პოპულაცია

ანასტროზოლი არ არის განკუთვნილი ბავშვებისა და მოზარდების სამკურნალოდ. პაციენტების ამ ჯგუფში ჩატარებულ კვლევებში ეფექტურობა არ არის დადგენილი (იხ. ქვემოთ). იმის გამო, რომ მკურნალობა ჩაუტარდა მცირე რაოდენობის ბავშვს, შეუძლებელია უსაფრთხოების შესახებ რაიმე საიმედო დასკვნის გაკეთება. ასევე, არ არსებობს მონაცემები ბავშვებში და მოზარდებში ანასტროზოლით გრძელვადიანი ეფექტური მკურნალობის შესახებ (ასევე, იხ. პარაგრაფი 5.3).

სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ უარი განაცხადა უფლებაზე, მოითხოვოს ანასტროზოლის კვლევის შედეგები, დაბალი სიმაღლის მქონე ბავშვების ერთ ან რამოდენიმე ქვეჯგუფში, რაც გამოწვეულია ზრდის ჰორმონის დეფიციტით, ტესტოტოქსიკოზით, გინეკომასტიით და მაკქუინ-ოლბრაიტის სინდრომით (იხ. პარაგრაფი 4.2)

ზრდის ჰორმონის დეიციტით გამოწვეული სიდაბლე

რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტიცენტრული კვლევა ჩატარდა 52 პუბერტული ასაკის ბიჭში (11-დან 16-წლამდე ასაკის), რომლებსაც აღენიშნებოდათ ზრდის ჰორმონის დეფიციტი და 12-36 თვის მანძილზე გადიოდნენ თერაპიას ანასტროზოლის 1მგ/დღეში ან პლაცებოს ზრდის ჰორმონთან კომბინაციით. მხოლოდ 14-მა სუბიექტმა დაასრულა ანასტროზოლით მკურნალობის 36-თვიანი კურსი.

არანაირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ შეინიშნებოდა პალცებოსთან შედარებით, სიმაღლის ისეთ პარამეტრებთან დაკავშირებით როგორიცაა: პროგნოზირებული ზრდასრულის სიმაღლე, სიმაღლე, სიმაღლის სტანდარტული გადახრა და გამაღლების სიჩქარე. საბოლოო სიმაღლის მონაცემები უცნობია. იმის გამო, რომ მკურნალობა ჩაუტარდა მცირე რაოდენობის ბავშვს, შეუძლებელია უსაფრთხოების შესახებ რაიმე საიმედო დასკვნის გაკეთება. პლაცებოსთან შედარებით ანასტროზოლის მიღებისას აღინიშნებოდა მოტეხილობების მომატება და ძვლის მინერალური სიმტკიცის დაკარგვის ტენდენცია.

ტესტოტოქსიკოზი

ღია-ეტიკეტური, არაშედარებითი, მულტიცენტრული კვლევა ჩატარდა მამრობითი სქესის 14 პაციენტში (2-დან 9-წლამდე ასაკის), რომელთაც აღენიშნებოდათ ნაადრევი სქესობრივი მომწიფება, რომელიც ცნობილია როგორც ტესტოტოქსიკოზი. ამ პაციენტებს მკურნალობდნენ ანასტროზოლის და ბიკალუტამიდის კომბინაციით. პირველადი მიზანი იყო ამ კომბინირებული რეჟიმის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასება 12 თვის განმავლობაში. 14-დან 13-მა კვლევაში ჩართულმა პაციენტმა დაასრულა 12 თვიანი კომბინირებული მკურნალობის კურსი (ერთი პაციენტი დაიკარგა შემდგომი დაკვირვების დროს). 12 თვიანი მკურნალობის შემდეგ არ შეინიშნებოდა ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი განსხვავება, კვლევაში ჩართვამდე 6 თვის განმავლობაში.

გინეკომასტიის კვლევა

0006 კვლევა იყო რანდომიზებული, ორმაგი-ბრმა, მულტიცენტრული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 82 პუბერტული ასაკის ბიჭი (11-დან 18 წლამდე ასაკის), რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე მეტი დროის განმავლობაში და რომლებიც გადიოდნენ ყოველდღიურ თერაპიას ანასტროზოლით 1მგ/დღეში ან პლაცებოთი 6 თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება რაოდენობის მხრივ არ აღინიშნა ანასტროზოლის 1 მგ/დღეში და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში, რომლებსაც 6-თვიანი მკურნალობის შემდეგ აღენიშნებოდათ მკერდის მთლიანი მოცულობის 50%-ით ან მეტით შემცირება.

0001 კვლევა იყო ღია-ეტიკეტური, ანასტროზოლის 1მგ/დღეში მრავალჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 36 პუბერტული ასაკის ბიჭი, რომლებსაც აღენიშნებოდათ გინეკომასტია 12 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში. მეორად მიზანს წარმოადგენდა იმ პაციენტების პროპორციის შეფასება, რომლებშიც მკურნალობის პირველი დღიდან 6 თვემდე გინეკომასტია შემცირდა ორივე სარძევე ჯირკვალში მინიმუმ 50%-ით და ასევე, პაციენტების უსაფრთხოების და ტოლერანტობის შეფასება. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ, მკერდის საერთო მოცულობის შემცირება 50%-ით ან უფრო მეტით აღინიშნა ბიჭების 56%-ში (20/36).

მაკქუინ-ოლბრაიტის სინდრომის კვლევა

0046 კვლევა იყო ანასტროზოლის საერთაშორისო, მულტიცენტრული, ღია-ეტიკეტური საძიებო კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 28 გოგონა (2-დან ≤10 წლამდე ასაკის), რომლებსაც აღენიშნებოდათ მაკქუინ-ოლბრაიტის სინდრომი. პირველადი მიზანი იყო ანასტროზოლის 1მგ/დღეში მიღების უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მაკქუინ-ოლბრაიტის სინდრომი. მკურნალობის ეფექტურობა ეფუძნებოდა იმ პაციენტების პროპორციას, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ვაგინალურ სისხლდენასთან, ძვლის ასაკთან და ზრდის სიჩქარესთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს.

მკურნალობის დროს არ გამოვლოენილა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება ვაგინალური სისხლდენის დღეების სიხშირის მხრივ. ასევე, არ აღინიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ტანერის შკალაზე, საკვერცხის საშუალო მოცულობაში ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობაში. მკურნალობის დროს არ გამოვლენილა ძვლის ასაკის ზრდის სიჩქარის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, მკურნალობის დაწყებამდე არსებულ სიჩქარესთან შედარებით. ზრდის სიჩქარე (სმ/წელიწადში) მნიშვნელოვნად შემცირდა (p<0.05) მკურნალობამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 0-12 თვის შემდეგ, ასევე მკურნალობის დაწყებამდე არსებული მაჩვენებელიც - შემდგომ 6 თვესთან შედარებით (თვე 7-12).

  • 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

შეწოვა

ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვება, ხოლო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, მიიღწევა მიღებიდან (უზმოზე) 2 საათში. საკვების მიღება ოდნავ ამცირებს სიჩქარეს, მაგრამ არა შეწოვის ხარისხს. შეწოვის სიჩქარის მცირე ცვლილებამ არ არის მოსალოდნელი, რომ გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი წონასწორულ პლაზმურ კონცენტრაციაზე, ანასტროზოლის ტაბლეტების დღეში ერთხელ მიღებისას. ანასტროზოლის დახლოებით 90-95%-იანი წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა, დოზის, დაახლოებით 7 დღიანი მიღების შემდეგ, 3-4-მაგი დაგროვებით. ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებიდან არ გამოვლენილა დროზე ან დოზაზე დამოკიდებულება.

პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა არ არის დამოკიდებული ასაკზე.

განაწილება

ანასტროზოლი უკავშირდება პლაზმურ ცილებს მხოლოდ 40%-ით.

გამოყოფა

ანასტროზოლი გამოიყოფა ნელა, პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 40-50 საათი. პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში ანასტროზოლი ექვემდებარება ინტენსიურ მეტაბოლიზმს, ამასთანავე, დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით 72 საათის განმავლობაში დოზის მიღების შემდეგ. ანასტროზოლი მეტაბოლიზირდება N-დეალკილირებით, ჰიდროქსილირებით და გლუკურონიზაციით. მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდით. ტრიაზოლი, ძირითადი მეტაბოლიტი პლაზმაში, არ აინჰიბირებს არომატაზას.

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა

ანასტროზოლის აშკარა კლირენსი პერორალურად მიღების შემდეგ, ღვიძლის სტაბილური ციროზის მქონე მოხალისეებში, დაახლოებით 30%-ით დაბალი იყო, ვიდრე ანალოგიურ საკონტროლო ჯგუფში (კვლევა 1033IL/0014). თუმცა, ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაცია ღვიძლის ციროზის მქონე მოხალისეებში იყო სხვა კვლევებში გამოვლენილი ნორმალური ღვიძლის ფუნქციის მქონე პირების კონცენტრაცის დონეზე. ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც დაფიქსირდა გრძელვადიანი ეფექტურობის კვლევების დროს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ექცეოდა ანასტროზოლის კონცენტრაციის იმ ინტერვალში, რომელიც ჰქონდათ ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს.

1033IL/0018 კვლევაში ანასტროზოლის აშკარა კლირენსი პერორალურად მიღების შემდეგ, თირკმლის სერიოზული უკამარისობის მქონე მოხალისეებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30მლ/წთ) არ შეიცვალა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ანასტროზოლის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა მეტაბოლიზმის შემდეგ. ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც დაფიქსირდა გრძელვადიანი ეფექტურობის კვლევების დროს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ექცეოდა ანასტროზოლის კონცენტრაციის იმ ინტერვალში, რომელიც ჰქონდათ თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს. თირკმლის სერიოზული უკმარისობის მქონე პაცინეტებმა ანასტროზოლი უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. პარაგრაფი 4.2 და 4.4).

პედიატრიული პოპულაცია

პუბერტალური ასაკის გინეკომასტის მქონე ბიჭებში (10-17 წელი), ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვებოდა, ფართოდ ნაწილდებოდა ორგანიზმში და ნელა გამოიყოფოდა; ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 2 დღეს. ანასტროზოლის კლირენსი უფრო დაბალი იყო გოგონებში (3-10 წელი), ვიდრე უფროსი ასაკის ბიჭებში, ხოლო ზემოქმედება - უფრო ძლიერი. ანასტროზოლი გოგონებში ფართოდ ნაწილდებოდა და ნელა გამოიყოფოდა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

შეფუთვის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართი

ანატერო (ანასტროზოლის ტაბლეტები 1 მგ)

ამ პრეპარატის მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელი-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ანასტროზოლი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ანასტროზოლის მიღებადე

როგორ უნდა მიიღოთ ანასტროზოლი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ანასტროზოლის შენახვის პირობები

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ანასტროზოლი და რისთვის გამოიყენება

ანასტროზოლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება ანასტროზოლი. იგი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება „არომატაზას ინჰიბიტორები“. ანასტროზოლი გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი.

ანასტროზოლი თავისი მოქმედებით ამცირებს ჰორმონის ოდენობას, რომელსაც ეწოდება ესტროგენი და რომელსაც წარმოქმნის თქვენი ორგანიზმი. მისი მოქმედება გამოიხატება ორგანიზმში არსებული ბუნებრივი ნივთიერების (ფერმენტის) ბლოკირებით, რომელსაც ეწოდება „არომატაზა“.

რა უნდა იცოდეთ ანასტროზოლის მიღებადე

არ მიიღოთ ანასტროზოლი

თუ გაქვთ ალერგია ანასტროზოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. პარაგრაფი სახელწოდებით „ორსულობა და ძუძუთი კვება“)

არ მიიღოთ ანასტროზოლი, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ანასტროზოლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ანასტროზოლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.

თუ ჯერ კიდევ გაქვთ მენსტრუაცია და ჯერ არ გაქვთ გავლილი მენოპაუზა.

თუ იღებთ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ტამოქსიფენს ან მედიკამენტებს, რომლებიც შეიცავს ესტროგენს (იხ. პარაგრაფი სახელწოდებით „სხვა სამკურნალო საშუალებები და ანასტროზოლი“).

თუ ოდესმე გქონიათ მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი ძვლების სიმტკიცეზე (ოსტეოპოროზი).

თუ გაქვთ ღვიძლთან ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული გეხებათ, ანასტროზოლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ წახვალთ საავადმყოფოში, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ ანასტროზოლს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ანასტროზოლი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახანს იღებდით სხვა პრეპარატებს. აღნიშნული მოიცავს იმ მედიკამენტებსაც, რომლებსაც ყიდულობთ რეცეპტის გარეშე და მცენარეულ მედიკამენტებსაც. ანასტროზოლს შეუძლია გავლენა მოახდინოს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებაზე, ხოლო ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ანასტროზოლზე.

არ მიიღოთ ანასტროზოლი, თუ უკვე იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ძუძუს კიბოს სამკურნალოდ (ესტროგენის რეცეპტორების შერჩევითი მოდულატორები), მაგ. მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ტამოქსიფენს. ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეაჩერონ ანასტროზოლის სათანადო მოქმედება.

მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ესტროგენს, როგორიცაა ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (HRT). თუ აღნიშნული გეხებათ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგს:

პრეპარატს, რომელიც ცნობილია როგორც „LHRH-ის (მალუთეინიზებელი ჰორმონის გამომყოფი ჰორმონი) ანალოგი“. მათ შორისაა: გონადორელინი, ბუსერელინი, გოსერელინი, ლეიპრორელინი და ტრიპტორელინი. ეს პრეპარატები გამოიყენება ძუძუს კიბოს, ზოგიერთი ქალური დაავადებების (გინეკოლოგიური) და უნაყოფობის სამკურნალოდ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ანასტროზოლი თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. შეწყვიტეთ ანასტროზოლის მიღება თუ დაორსულდებით და აცნობეთ ექიმს.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ანასტროზოლი სავარაუდოდ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება ზოგჯერ იგრძნოს სისუსტე ან ძილიანობა ანასტროზოლის მიღებისას. თუ აღნიშნული გამოგივლინდებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ანასტროზოლი შეიცავს ლაქტოზას

ანასტროზოლი შეიცავს ლაქტოზას, რომელიც არის შაქრის ტიპი. თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ანასტროზოლი შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

როგორ უნდა მიიღოთ ანასტროზოლი

ყოველთვის მიიღეთ ანასტროზოლი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.

შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.

ანასტროზოლის მიღება შეიძლება როგორც ჭამის წინ, ასევე ჭამის დროს და ჭამის შემდეგ.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ანასტროზოლი არ ინიშნება ბავშვებსა და მოზარდებში.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ანასტროზოლი

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ანასტროზოლი, ვიდრე საჭიროა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ანასტროზოლის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად. არ მიიღოთ ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ანასტროზოლის მიღებას

არ შეწყვიტოთ ტაბლეტების მიღება, თუ ექიმი არ გეტყვით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

შეწყვიტეთ ანასტროზოლის მიღება და მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სერიოზული, მაგრამ ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა:

ძალიან მძიმე კანისმიერი რეაქცია წყლულებით ან ბუშტუკებით. აღნიშნული ცნობილია როგორც „სტივენს-ჯონსონის სინდრომი“.

ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული ცნობილია როგორც „ანგიონევროზული შეშუპება“.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე)

თავის ტკივილი;

ალები;

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა);

გამონაყარი კანზე;

სახსრების ტკივილი ან რიგიდულობა;

სახსრების ანთება (ართრიტი);

სისუსტის შეგრძნება;

ძვლის დაკარგვა (ოსტეოპოროზი);

დეპრესია.

ხშირი გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 100-დან 1-10 ადამიანზე)

მადის დაკარგვა;

ქოლესტერინის სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერების მომატებული ან მაღალი დონე სისხლში. აღნიშნული ვლინდება სისხლის ანალიზში;

ძილიანობის შეგრძნება;

კარპალური გვირაბის სინდრომი (ჩხვლეტა, ტკივილი, სიცივე, ხელის ნაწილების სისუსტე);

კანზე ჩხვლეტა, რჭობა ან დაბუჟება, გემოვნების დაკარგვა;

დიარეა;

შეუძლოდ ყოფნა (ღებინება);

ცვლილებები სისხლის ანალიზში, რომელიც აჩვენებს რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ღვიძლი;

თმის შეთხელება (თმის ცვენა);

ალერგიული (მომატებული მგრძნობელობის) რეაქციები სახის, ტუჩების ან ენის ჩათვლით.

ძვლის ტკივილი;

ვაგინალური სიმშრალე;

სისხლდენა საშოდან (ჩვეულებრივ მკურნალობის პირველ რამდენიმე კვირაში – თუ სისხლდენა გაგრძელდება, მიმართეთ თქვენს ექიმს);

კუნთების ტკივილი

არახშირი გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 1000-დან 1-10 ადამიანზე)

ცვლილებები სპეციალურ სისხლის ანალიზში, რომელიც აჩვენებს, როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი (გამაგლუტამილტრანსფერაზა და ბილირუბინი);

ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

ჭინჭრის გამონაყარი ან ჭინჭრის ციება;

ტრიგერული თითი (მდგომარეობა, როდესაც თქვენი თითი ან ცერა თითი რჩება მოხრილ მდგომარეობაში;

სისხლში კალციუმის გაზრდილი რაოდენობა. თუ აღგენიშნებათ გულისრევა, ღებინება და წყურვილი, უნდა აცნობოთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ანალიზის გაკეთება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (გავლენას ახდენს 10000-დან 1-10 ადამიანზე)

კანის იშვიათი ანთება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს წითელ ლაქებს ან ბუშტუკებს;

მომატებული მგრძნობელობით გამოწვეული კანისმიერი გამონაყარი (ეს შეიძლება იყოს ალერგიული ან ანაფილაქტოიდური რეაქციიდან გამოწვეული);

წვრილი სისხლძარღვების ანთება, რაც იწვევს კანის წითელ ან მეწამულ შეფერილობას. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სახსრების, კუჭისა და თირკმლის ტკივილის სიმპტომები; აღნიშნული ცნობილია როგორც „ჰენოხ-შონლეინის პურპურა“.

ზეგავლენა ძვლებზე

ანასტროზოლი ამცირებს ორგანიზმში არსებული ესტროგენის ჰორმონის რაოდენობას, რამაც შეიძლება შეამციროს ძვლების მინერალური შემცველობა. თქვენი ძვლები შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს და შესაძლოა უფრო ხშირი მოტეხილობა. თქვენი ექიმი მართავს ამ რისკებს მკურნალობის გაიდლაინების მიხედვით, რომელიც ეხება ძვლის ჯანმრთელობის მართვას ქალებში, რომლებმაც გაიარეს მენოპაუზის პერიოდი. თქვენ უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან რისკებისა და მკურნალობის ვარიანტების შესახებ.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ანასტროზოლის შენახვის პირობები

ინახება 20C-დან 25C ტემპერატურამდე (68o -დან 77o F- მდე ).

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ თქვენი ტაბლეტები უსაფრთხო ადგილას, სადაც ბავშვები ვერ დაინახავენ და ვერ მიწვდებიან მათ. თქვენმა ტაბლეტებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის (ვარგისიანობის ვადა) შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ თქვენი ტაბლეტები კონტეინერში, რომელშიც მოთავსებულია. არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ანასტროზოლი

მოქმედი ნივთიერებაა ანასტროზოლი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 300, ტიტანის დიოქსიდი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ანასტროზოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია „1“ და მეორე მხარეს „H“.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელის სახელი და მისამართი.

Hetero Labs Limited (ჰეტერო ლაბს ლიმიტედ)

M/s. Hetero corporate (მ/ს. ჰეტერო კორპორეიტი),

7-2-A2, Industrial Estates (ინდუსტრიული ზონები)

სანათ ნაგარი, ჰაიდერაბადი -500 018

ანდრა პრადეში, ინდოეთი.

ტელ: +91-40-23704923/24/25

ფაქსი: +91-40-23704926.

მწარმოებლის მისამართი:

HETERO LABS LIMITED, UNIT-VI (ჰეტერო ლაბს ლიმიტედ, ერთეული-VI)

SY.N 0.410-411,

TSLLC FORMULATION SEZ (ტსლლკ ფორმულეიშენ სეზ),

პოლეპალე (სოფ.), იადჩერლა (მ.),

მაჰაბუბნაგარი (რაი.),

ტელანგანა (შტატი)

მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი.

არ გამოიყენება

პასუხისმგებელი პირი: ბანუ პრაკაშ განჯი

ხელმოწერა:

თარიღი:

თარგმანი სწორია:

მთარგმნელი:

თამარ ვარძელაშვილი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა