პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ენდოკრინული თერაპია

ანასტროზოლ დენკ 1 მგ

Anastrozole Denk 1 mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ანასტროზოლ დენკ 1 მგ ნაჩვენებია: ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, მოწინავე ძუძუს კიბოს მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში. ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბოს დამხმარე მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ანასტროზოლი (anastrozole)
ფორმა და შეფუთვა
1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Haupt Pharma Münster GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ენდოკრინული თერაპია, არომატაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
L02BG03
რეგისტრაციის ნომერი
რ-038929
რეგისტრირებულია
24 აგვისტო 2023, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაანასტროზოლ დენკ 1 მგ და სხვა წამალი ერთად

ანასტროზოლ დენკ 1 მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ანასტროზოლ დენკ 1 მგ ნაჩვენებია:

ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, მოწინავე ძუძუს კიბოს მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში.

ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბოს დამხმარე მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში.

ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბოს დამხმარე მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებიც უკვე იღებენ დამხმარე ტამოქსიფენს 2-დან 3 წლამდე.

მიღების წესი და დოზირება

ანასტროზოლის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმული პაციენტებისთვის, არის ერთი 1 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.

ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბოს მქონე პოსტმენოპაუზური ქალებისთვის, რეკომენდებული ადიუვანტური ენდოკრინული თერაპიის ხანგრძლივობაა 5 წელი.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

ანასტროზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის შეცვლა არა არის რეკომენდებული თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. ანასტროზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.4 და 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დოზის შეცვლა არ არის რეკომენდებული ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ღვიძლის ზომიერი და მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4).

მიღების წესი

ანასტროზოლ დენკ 1 მგ მიიღება პერორალურად.

უკუჩვენებები

ანასტროზოლი უკუნაჩვენებია:

ორსულ და ლაქტაციაზე მყოფ ქალებში.

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ანასტროზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული პრემენოპაუზურ ქალებში. მენოპაუზის დემონსტრირება უნდა მოხდეს ბიოქიმიურად (ლუტეინის წარმომქმნელი ჰორმონი [LH], ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი [FSH] და/ან ესტრადიოლის დონეები პლაზმაში) ყველა პაციენტში, რომელთა მენოპაუზის მდგომარეობა არ არის ცხადი. არ არსებობს მონაცემები, სადაც მიზანშეწონილია ანასტროზოლის გამოყენება LHRH ანალოგებთან ერთად.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ტამოქსიფენის ან ესტროგენის შემცველი სამკურნალო საშუალებების და ანასტროზოლის გამოყენება, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ანასტროზოლის ფარმაკოლოგიური ეფექტი (იხ. პუნქტი 4.5 და 5.1).

გავლენა ძვლის სიმკვრივეზე

იმის გამო, რომ ანასტროზოლი ამცირებს ენდოგენური ესტროგენის დონეს პლაზმაში, ანასტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება და მოტეხილობის რისკის გაზრდა (იხ. ნაწილი 4.8).

ოსტეოპოროზის ან ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკის მქონე ქალებს, უნდა შეუმოწმდეთ ძვლის სიმკვრივე მკურნალობის დასაწყისში და რეგულარულად მკურნალობის დროს. თუ ნაჩვენებია, ოსტეოპოროზის მკურნალობა ან პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს და საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი. სპეციფიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენება, მაგ: ბისფოსფონატებმა, შესაძლოა თავიდან აიცილონ ძვლის სიმკვრივის შემდგომი ანასტროზოლით გამოწვეული დანაკარგი პოსტმენოპაუზურ ქალებში და შესაძლოა იქნას განხილული (იხ. პუნქტი 4.8).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ანასტროზოლი არ არის შესწავლილი ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, ღვიძლის ზომიერი და მწვავე უკმარისობით. ანასტროზოლის ექსპოზიცია შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 5.2); ანასტროზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, ღვიძლის ზომიერი და მწვავე უკმარისობით (იხ. ნაწილი 4.2). მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს სარგებლის/რისკის შეფასებას, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ანასტროზოლი არ არის შესწავლილი ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, თირკმლის მწვავე უკმარისობით. ანასტროზოლის ექსპოზიცია არ იზრდება თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე < 30 მლ/წთ, იხ ნაწილი 5.2); ანასტროზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2).

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

ანასტროზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან უსაფრთხოება და ეფექტიანობა ამ ჯგუფის პაციენტებში არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი 5.1).

ბიჭებში, ზრდის ჰორმონის დეფიციტით, ანასტროზოლი დამატებით არ გამოიყენება ზრდის ჰორმონის მკურნალობისთვის. ძირითად კლინიკურ კვლევაში, ეფექტიანობა და უსაფრთხოება არ იყო ნაჩვენები (იხ. ნაწილი 5.1). ვინაიდან, ანასტროზოლი ამცირებს ესტრადიოლის დონეს პლაზმაში, ანასტროზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ზრდის ჰორმონის დეფიციტის მქონე გოგონებში, ზრდის ჰორმონის მკურნალობის გარდა. არ არსებობს გრძელვადიანი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში.

დოპინგის მიზნებისთვის გამოყენების შემდგომი ეფექტები

ანასტროზოლის გამოყენებამ შესაძლოა დადებითი შედეგები გამოიწვიოს ანტიდოპინგ ტესტებში.

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას

გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა, მთლიანი ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ანასტროზოლი აინჰიბირებს CYP1A2, 2C8/9 და 3A4 ინ ვიტროში. კლინიკურმა კვლევებმა ფენაზონთან და ვარფარინთან ერთად აჩვენა, რომ ანასტროზოლი, 1 მგ დოზით, მნიშვნელოვნად არ თრგუნავს ფენაზონის და R- და S ვარფარინის მეტაბოლიზმს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ CYP ფერმენტების საშუალებით კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა ანასტროზოლისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.

ანასტროზოლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტები არ არის გამოვლენილი. ციმეტიდინი, CYP ფერმენტის სუსტი, არასპეციფიკური ინჰიბიტორი, არ ახდენს გავლენას ანასტროზოლის პლაზმურ კონცენტრაციებზე. CYP ძლიერი ინჰიბიტორების ეფექტი ცნობილი არ არის.

კლინიკური კვლევების უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის მიმოხილვამ, არ გამოავლინა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ჩვენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლით, ასევე იღებენ სხვა ჩვეულებრივ დანიშნულ მედიკამენტებს. არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ბიფოსფონატებთან (იხ. ნაწილი 5.1).

თავიდან უნდა იქნას აცილებული ტამოქსიფენის ან ესტროგენის შემცველი მედიკამენტების და ანასტროზოლის ერთდროული გამოყენება, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ანასტროზოლის ფარმაკოლოგიური ეფექტი (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

ორსულობა და ძუძუთი კვება

დღემდე, ორსულ ქალებში ანასტროზოლის გამოყენების შესახებ გამოცდილება არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პუნქტი 5.3). ანასტროზოლი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში (იხ. პუნქტი 4.3).

ლაქტაცია

დღემდე არ არსებობს გამოცდილება ანასტროზოლის გამოყენების შესახებ, ძუძუთი კვების დროს. ანასტროზოლი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში (იხ. პუნქტი 4.3).

ფერტილობა

ანასტროზოლის ზემოქმედება ადამიანის ფერტილობაზე შესწავლილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი 5.3).

გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

ანასტროზოლი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ანასტროზოლის გამოყენებისას გამოვლინდა ასთენია, ძილიანობა და სანამ ეს სიმპტომები შენარჩუნებულია, სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს არასასურველ რეაქციებს, რომლებიც გავითარდა კლინიკურ, პოსტმარკეტინგულ კვლევებში ან სპონტანური შეტყობინების სახით. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, სიხშირე გამოითვლება გვერდითი რეაქციების საფუძველზე, რომელიც მოხსენებული იყო III ფაზის დიდი კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა 9,366 პოსტმენოპაუზურ ქალში, ოპერაციული სარძევე ჯირკვლის კიბოთი, რომლებიც იღებდნენ ადიუვანტურ მკურნალობას 5 წლის განმავლობაში (არიმიდექსი, ტამოქსიფენი, მონოთერაპიის ან კომბინაციის სახით).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები დალაგებულია სიხშირისა და ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგი კონვენციის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10), არახშირი (>1/1,000-დან <1/100), იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000). ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები იყო: თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, გამონაყარი კანზე, სახსრების ტკივილი/დაჭიმულობა, ართრიტი და ასთენია.

ცხრილი 1 გვერდითი რეაქციები სისტემის ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით

გვერდითი რეაქციები სისტემის ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით

მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები

ხშირი

ანორექსია

ჰიპერქოლესტეროლემია

არახშირი

ჰიპერკალციემია (პარათოიდული ჰორმონის მომატებით ან მის გარეშე)

ფსიქიატრიული დარღვევები

ძალიან ხშირი

დეპრესია

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი

ხშირი

ძილიანობა

კარპალური გვირაბის სინდრომი *

სენსორული დარღვევები (პარესთეზიის ჩათვლით, გემოს დაკარგვა და გემოს მხრივ დარღვევები)

სისხლძარღვთა დარღვევები

ძალიან ხშირი

ცხელება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

გულისრევა

ხშირი

დიარეა

ღებინება

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი

ტუტე ფოსფატაზას, ალანინ ამინოტრან-სფერაზას და ასპარტატ ამინოტრანსფერაზას დონის მომატება

არახშირი

გამა გლუტამილის ტრანსფერაზა

ჰეპატიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ძალიან ხშირი

გამონაყარი კანზე

ხშირი

თმის ცვენა (ალოპეცია)

ალერგიული რეაქციები

არახშირი

ჭინჭრის ციება

იშვიათი

მულტიფორმული ერითემა

ანაფილაქტოიდური რეაქცია

კანის ვასკულიტი (მათ შორის შოენლეინ-ჰენოხის პურპურას ზოგიერთი გამოვლინება)**

ძალიან იშვიათი

სტივენ-ჯონსონის სინდრომი

ანგიოშეშუპება

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

სახსრების ტკივილი/დაჭიმულობა

ართრიტი

ოსტეოპოროზი

ხშირი

ძვლების ტკივილი

მიალგია

არახშირი

ტრიგერის თითი

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის დარღვევები

ხშირი

ვაგინალური სიმშრალე

ვაგინალური სისხლდენა***

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა

ძალიან ხშირი

ასთენია

  • კლინიკურ კვლევებში, კარპალური გვირაბის სინდრომის უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლით, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ტამოქსიფენით. თუმცა, ამ შემთხვევების უმეტესობა გამოვლინდა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ამ დაავადების გავითარების რისკ-ფაქტორები.
  • *ვინაიდან, კანის ვასკულიტი და შონლენ-ჰენოხის პურპურა არ დაფიქსირებული ATAC კვლევის დროს, ამ მოვლენების სიხშირის კატეგორია შეიძლება ჩაითვალოს “იშვიათად” (>0.01% და <0.1%), რაც ეფუძნება შეფასების ყველაზე ცუდ მნიშვნელობას.
  • **ხშირად აღინიშნა ვაგინალური სისხლდენა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბოს გართულებული ფორმა, არსებული ჰორმონული თერაპიიდან ანასტროზოლზე გადასვლის შემდეგ, პირველ რამდენიმე კვირაში. თუ სისხლდენა გრძელდება, საჭიროა დამატებითი განმარტება.

ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს წინასწარ განსაზღვრული გვერდითი მოვლენების სიხშირეს, რომლებიც წარმოიქმნება 68 თვის საშუალო პერიოდის შემდეგ, როგორც ATAC კვლევის ნაწილი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა მიზეზობრივი კავშირი. გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, საკვლევი თერაპიის დროს და 14 დღის შემდეგ.

ცხრილი 2 ATAC კვლევის წინასწარ განსაზღვრული გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები

ანასტროზოლი (ნ=3,092)

ტამოქსიფენი (ნ=3,094)

ცხელება

1,104 (35.7%)

1,264 (40.9%)

სახსრების ტკივილი/დაჭიმულობა

1,100 (35.6%)

911 (29.4%)

ხასიათის ცვლილება

597 (19.3%)

554 (17.9%)

დაღლილობა/ასთენია

575 (18.6%)

544 (17.6%)

გულისრევა და ღებინება

393 (12.7%)

384 (12.4%)

ძვლის მოტეხილობები

315 (10.2%)

209 (6.8%)

ხერხემლის, თეძოს ან მაჯის ძვლის მოტეხილობები/კოლესის მოტეხილობები

133 (4.3%)

91 (2.9%)

მაჯის/კოლესის მოტეხილობები

67 (2.2%)

50 (1.6%)

ხერხემლის მოტეხილობები

43 (1.4%)

22 (0.7%)

თეძოს მოტეხილობები

28 (0.9%)

26 (0.8%)

კატარაქტა

182 (5.9%)

213 (6.9%)

ვაგინალური სისხლდენა

167 (5.4%)

317 (10.2%)

გულ-სისხლძარღვთა იშემიური დაავადება

127 (4.1%)

104 (3.4%)

სტენოკარდია

71 (2.3%)

51 (1.6%)

მიოკარდიული ინფარქტი

37 (1.2%)

34 (1.1%)

გულის კორონალური დაავადება

25 (0.8%)

23 (0.7%)

მიოკარდიული იშემია

22 (0.7%)

14 (0.5%)

ვაგინალური გამონადენი

109 (3.5%)

408 (13.2%)

ვენური თრომბოემბოლია (სრული)

87 (2.8%)

140 (4.5%)

ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლიის ჩათვლით

48 (1.6%)

74 (2.4%)

ცერებროვასკულური იშემიური შემთხვევები

62 (2.0%)

88 (2.8%)

ენდომეტრიუმის კარცინომა

4 (0.2%)

13 (0.6%)

დაკვირვების საშუალო დროით 68 თვე, მოტეხილობის სიხშირე იყო 1,000 პაციენტიდან 22, ანასტროზოლის ჯგუფში და 1,000 პაციენტიდან 15 ტამოქსიფენის ჯგუფში. მოტეხილობის მაჩვენებელი ანასტროზოლისთვის მსგავსია, იმავე ასაკობრივი ჯგუფის პოსტმენოპაუზურ მოსახლეობაში. ოსტეოპოროზის წარმოქმნის შემთხვევა იყო 10.5% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლით და 7.3% პაციენტებში, ტამოქსიფენით მკურნალობისას.

არ არის დადგენილი, ვლინდება თუ არა მოტეხილობისა და ოსტეოპოროზის სიხშირე ანასტროზოლით დაავადებულ პაციენტებში, როგორც ATAC კვლევის ნაწილი, რომელიც ასახავს ტამოქსიფენის დამცავ ეფექტს, ანასტროზოლის სპეციფიკურ ეფექტს, ან ორივეს.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის აუტორიზაციის შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ, ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

მხოლოდ შეზღუდული კლინიკური გამოცდილება არსებობს, შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შესახებ. ცხოველთა კვლევებში, ანასტროზოლის მწვავე ტოქსიკურობა დაბალი იყო. ანასტროზოლის სხვადასხვა დოზით კლინიკურ კვლევებში, ჯანმრთელმა მამაკაცებმა მიიღეს ერთჯერადი დოზები 60 მგ-მდე და პოსტმენოპაუზურმა ქალებმა, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბო 10 მგ-მდე დღეში; ეს დოზები კარგად იქნა ათვისებული. არ არის დადგენილი ანასტროზოლის ერთჯერადი დოზა, რომელიც იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სიმპტომებს. დოზის გადაჭარბების დროს სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

გადაჭარბებული დოზის მკურნალობისას, გათვალისწინებული უნდა იქნას რამდენიმე სამკურნალო პროდუქტის მიღების შესაძლებლობა. თუ პაციენტი გონზეა, უნდა იქნას გამოწვეული ღებინება. ვინაიდან, ანასტროზოლი არ არის მაღალ ცილებთან შეკავშირებული, დიალიზი შესაძლოა იყოს ეფექტიანი. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე ზომები, მათ შორის პაციენტის და სასიცოცხლო ნიშნების ხშირი მონიტორინგი.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ანასტროზოლი

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს და 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხ. პუნქტში 6.1.

შენახვის პირობები

წელი.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25OC -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეფუთვის აღწერილობა და შემადგენლობა

PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერები

შეფუთვის ზომა: 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

განადგურების განსაკუთებული სიფრთხილის ზომები და სხვა ღონისძიებების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა, უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ&კო.კგ

პრინცრეგენტენშტრ. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

მარკეტინგული აუტორიზაციის ნომერი გერმანიაში

გერმანიაში პირველი აუტორიზაციის თარიღი

ტექსტის მიმოხილვის თარიღი

03/2021

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფერმენტის ინჰიბიტორები, ათქ კოდი: L02B G03

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ანასტროზოლი არის ძლიერი, მაღალი შერჩევითი არასტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორი. პოსტმენოპაუზურ ქალებში, ესტრადიოლი ძირითადად წარმოიქმნება პერიფერიულ ქსოვილში არომატაზას ფერმენტის კომპლექსით, ანდროსტენედიონის ესტრონად გარდაქმნით. შემდგომში, ესტრონი გარდაიქმნება ესტრადიოლში. ძუძუს კიბოს მქონე ქალებში ნაჩვენებია, პლაზმაში მოცირკულირე ესტრადიოლის შემცირების სარგებელი. მაღალი მგრძნობელობითი მეთოდის გამოყენებით დადასტურდა, რომ 1 მგ ანასტროზოლის ყოველდღიური მიღება ამცირებს ესტრადიოლის დონეს პოსტმენოპაუზურ ქალებში 80%-ზე მეტით.

ანასტროზოლს არ აქვს პროგესტოგენური, ანდროგენული ან ესტროგენული მოქმედება.

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოვლენის სტანდარტული სტრესს ტესტის დაწყებამდე და შემდგომი ღონისძიებები (ACTH ტესტი) აჩვენებს, რომ დღეში 10 მგ-მდე ანასტროზოლის დოზები, არ ახდენს გავლენას კორტიზოლისა და ალდოსტერონის სეკრეციაზე. კორტიკოსტეროიდების ჩანაცვლება საჭირო არ არის.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ძუძუს კიბო

პირველი რიგის თერაპია ძუძუს კიბოს მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში

ანასტროზოლის ეფექტიანობის გამოსაკვლევად ტამოქსიფენთან შედარებით, როგორც პირველი რიგის თერაპია, ჰორმონის რეცეპტორები-დადებითი ან უცნობი, ლოკალური ან მეტასტაზური ძუძუს კიბო პოსტმენოპაუზურ ქალებში, ჩატარდა ორი ორმაგი ბრმა, კონტროლირებადი კვლევა იგივე დიზაინით (ჩატარდა 1033IL/0030 და 1033IL/0027 კვლევა). სულ შერჩეული იყო 1 021 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ 1 მგ ანასტროზოლს ან 20 მგ ტამოქსიფენს დღეში ერთხელ. ძირითადი საბოლოო შედეგი ორივე კვლევისთვის იყო დრო სიმსივნის პროგრესირების, სიმსივნის რეაგირების ობიექტური სიხშირისა და უსაფრთხოებისთვის.

რაც შეეხება პირველად საბოლოო შედეგს, 1033IL/0030 კვლევამ აჩვენა, რომ ანასტროზოლს ჰქონდა სტატიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა სიმსივნის პროგრესირებასთან დაკავშირებით, ტამოქსიფენთან შედარებით (საფრთხის თანაფარდობა (HR) 1.42, 95% ნდობის ინტერვალი (CI) [1.11, 1.82], პროგრესის საშუალო დრო: 11.1 ანასტროზოლისთვის და 5.6 თვე ტამოქსიფენისთვის (p=0.006); სიმსივნის ობიექტური საპასუხო მაჩვენებლები იგივე იყო ანასტროზოლისა და ტამოქსიფენისთვის. 1033IL/0027 კვლევამ აჩვენა, რომ ანასტროზოლს და ტამოქსიფენს იდენტური რეაქციები ჰქონდათ სიმსივნის რეაქციის სიხშირეზე და სიმსივნის პროგრესირებად დროზე. შედეგები მეორეული საბოლოო ნიშნებითვის ისეთივე იყო, როგორც პირველადი ეფექტიანობის საბოლოო შედეგებისთვის. ორივე კვლევის ყველა სამკურნალო ჯგუფში, დაფიქსირდა სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, მოხდა დასკვნის გაკეთება, საერთო გადარჩენილთა შორის განსხვავებების შესახებ.

მეორე რიგის თერაპია პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბო

ორ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (კვლევა 0004 და 0005) ანასტროზოლი გამოკვლეული იყო პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც ჰქონდათ ძუძუს კიბო და აღენიშნებოდათ დაავადების პროგრესირება ტამოქსიფენით მკურნალობის შემდეგ, როგორც მოწინავე, ისე ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში. სულ შერჩეული იქნა 764 პაციენტი, რათა მიეღოთ 1 მგ ან 10 მგ ანასტროზოლის ერთჯერადი დღიური დოზა, ან 40 მგ მეგესტროლის აცეტატი 4-ჯერ დღეში. ეფექტიანობის პირველადი ცვლადები იყო დრო პროგრესამდე და ობიექტური პასუხის მაჩვენებლები. ასევე გამოითვალა გახანგრძლივებული დაავადების სტაბილურობის მაჩვენებელი (24 კვირაზე მეტი), პროგრესირების მაჩვენებელი და გადარჩენის დრო. ორივე კვლევამ არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები მკურნალობის ჯგუფებს შორის, ეფექტიანობის ყველა პარამეტრთან დაკავშირებით.

ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბოს ადიუვანტური მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც არიან ჰორმონის რეცეპტორის დადებითი სტატუსის მქონე.

III ფაზის კვლევაში, 9,366 პოსტმენოპაუზის მქონე პაციენტთან ერთად, ოპერაციული სარძევე ჯირკვლის კიბოთი, რომლებიც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში (იხ. ქვემოთ), აღმოჩნდა, რომ ანასტროზოლი სტატისტიკურად აღემატება ტამოქსიფენს დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენის პირობებში. ანასტროზოლის უფრო დიდი სარგებელი ტამოქსიფენთან შედარებით, დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენისთვის, დაფიქსირდა პერსპექტიულად განსაზღვრულ პოპულაციაში, დადებითი ჰორმონის რეცეპტორების სტატუსით.

ცხრილი 3. ATACKკვლევის საბოლოო შედეგების შეჯამება: საბოლოო ანალიზი 5 წლის მკურნალობის შემდეგ

კვლევა საბოლოო შედეგების ეფექტიანობის თვალსაზრისით

შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)

მიზანი-მოსახლეობის მკურნალობა

ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი სიმსივნის სტატუსი

ანასტროზოლი

(n=3,125)

ტამოქსიფენი

(n=3,116)

ანასტროზოლი

(n=2,618)

ტამოქსიფენი

(n=2,598)

დაავადების გარეშე გადარჩენაa

575 (18.4)

651 (20.9)

424 (16.2)

497 (19.1)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 87
  • 83

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 78-დან 0.97-მდე
  • 73-დან 0.94-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 0127
  • 0049

შორეული მეტასტაზების გარეშე გადარჩენაb

500 (16.0)

530 (17.0)

370 (14.1)

394 (15.2)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 94
  • 93

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 83-დან 1.06-მდე
  • 80-დან 1.07-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 2850
  • 2838

დაავადების რეციდივის დროc

402 (12.9)

498 (16.0)

282 (10.8)

370 (14.2)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 79
  • 74

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 70-დან 0.90-მდე
  • 64-დან 0.87-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 0005
  • 0002

შორეული მეტასტაზების რეციდივის დროd

324 (10.4)

375 (12.0)

226 (8.6)

265 (10.2)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 86
  • 84

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 74-დან 0.99-მდე
  • 70-დან 1.00-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 0427
  • 0559

სიმსივნის გაჩენის პირველი ნიშანი კონტრალატერა-ლურ სარძევე ჯირკვალში

35 (1.1)

59 (1.9)

26 (1.0)

54 (2.1)

შანსების კოეფიციენტი

  • 59
  • 47

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 39-დან 0.89-მდე
  • 30-დან 0.76-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 0131
  • 0018

გადარჩენის საერთო დროe

411 (13.2)

420 (13.5)

296 (11.3)

301 (11.6)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 97
  • 97

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 85-დან 1.12-მდე
  • 83-დან 1.14-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 7142
  • 7339

a დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენა მოიცავს ყველა რეციდივს და განისაზღვრება, როგორც დრო ლოკალური რეციდივის პირველ გაჩენამდე, კონტრალატერალური სარძევე კიბოს პირველ გაჩენამდე, შორეულ მეტასტაზებამდე ან სიკვდილამდე (მიუხედავად მიზეზისა).

b შორეული მეტასტაზების გარეშე გადარჩენაში იგულისხმება დრო, შორეული მეტასტაზების პირველ გაჩენამდე და სიკვდილამდე (მიუხედავად მიზეზისა).

c დაავადების რეციდივის დრო განისაზღვრება, როგორც დრო ლოკორეგიონალური რეციდივის პირველ გაჩენამდე, კონრტალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბოს პირველ გაჩენამდე, შორეული მეტასტაზების გაჩენამდე ან სიკვდილამდე, რაც გამოწვეულია მკერდის კიბოს გამო.

d შორეული მეტასტაზების წარმოშობის დრო განისაზღვრება, როგორც შორეული მეტასტაზების პირველი გამოვლინება ან ძუძუს კიბოს გამო გამოწვეული სიკვდილი.

e გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა (%).

ანასტროზოლის და ტამოქსიფენის კომბინირებულმა თერაპიამ, მხოლოდ ტამოქსიფენთან შედარებით, არ აჩვენა რაიმე სარგებელი ეფექტიანობასთან დაკავშირებით ყველა პაციენტში, ისევე როგორც დადებითი ჰორმონის რეცეპტორული სტატუსის მქონე პოპულაციაში. კვლევის სამკურნალო მხარე შეწყდა.

გრძელვადიანმა შედარებამ, როგორც განახლებული საშუალო შემდეგომი პერიოდის ნაწილი 10 წლის განმავლობაში, აჩვენა, რომ ანასტაზოლის მკურნალობის შედეგები, ტამოქსიფენთან შედარებით, შეესაბამება წინა ანალიზებს.

ადრეული ინვაზიური სარძევე ჯირკვლის კიბოს დამხმარე მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი სიმსივნის სტატუსი, რომლებიც მკურნალობენ ტამოქსიფენით.

III ფაზის კვლევამ (ავსტრიული ძუძუს კოლორექტალური კიბოს კვლევის ჯგუფი [ABCSG] 8) 2,579 პოსტმენოპაუზურ პაციენტში, რომლებსაც აქვთ ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი, ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლებსაც უტარდებათ ოპერაცია რადიოთერაპიით ან მის გარეშე, მაგრამ არა ქიმიოთერაპიით (იხ. ქვემოთ), აჩვენა, რომ 24 თვის საშუალო პერიოდის დაკვირვების შემდეგ, ანასტროზოლზე გადასვლა ტამოქსიფენთან მკურნალობის 2 წლის შემდეგ, სტატისტიკურად აღემატებოდა ტამოქსიფენთან შემდგომ მკურნალობას.

ცხრილი 4 ABCSG8 კვლევის საბოლოო შედეგების შეჯამება

(n=1,297)

ტამოქსიფენი

(n=1,282)

დაავადების გარეშე გადარჩენაa

65 (5.0)

93 (7.3)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 67

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 49-დან 0.92-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 014

ყოველი რეციდივის დრო

36 (2.8)

66 (5.1)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 53

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 35-დან 0.79-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 002

შორეული მეტასტაზების გარეშე გადარჩენა

22 (1.7)

41 (3.2)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 52

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 31-დან 0.88-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 015

სიმსივნის გაჩენის პირველი ნიშანი კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში

7 (0.5)

15 (1.2)

შანსების კოეფიციენტი

  • 46

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 19-დან 1.13-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 090

საერთო გადარჩენა

43 (3.3)

45 (3.5)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 96

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 63-დან 1.46-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 840

ამ შედეგებს ადასტურებს კიდევ ორი მსგავსი კვლევა (GABG/ARNO 95 და ITA), რომელთაგან ერთში პაციენტებს ჩაუტარდათ ოპერაცია და ქიმიოთერაპია, ასევე ABCSG 8 და GABG/ARNO 95-ის კომბინირებული ანალიზი.

ანასტროზოლის უსაფრთხოების პროფილი ამ 3 კვლევაში შეესაბამებოდა დადგენილ უსაფრთხოების პროფილს პოსტმენოპაუზურ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი, ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბო.

ძვლის სიმკვრივე (ძვლის მინერალური სიმკვრივე)

III/IV კვლევის ფაზაში (ანასტროზოლის შესწავლა ბისფოსფონატ რიზედრონატთან [SABRE]), 234 პოსტმენოპაუზური ქალი ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი, ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბოთი, რომლის სამკურნალოდ დადგენილი იყო 1 მგ ანასტროზოლი/დღეში განცალკევებული იყო დაბალი, საშუალო და მაღალი დაზიანების რისკის მიხედვით სამ ჯგუფად., შესაბამისად. პირველადი ეფექტიანობის პარამეტრი იყო ხერხემლის ძვლის სიმკვრივის ანალიზი DEXA სკანირების გამოყენებით. ყველა პაციენტმა მიიღო თერაპია D ვიტამინით და კალციუმით. პაციენტები, დაბალი რისკის ჯგუფში, იღებდნენ მხოლოდ ანასტროზოლს (n=42). საშუალო რისკის ჯგუფის პაციენტები რანდომიზირებულნი იყვენენ მიეღოთ ანასტროზოლს დამატებული 35 მგ რიზედრონატი, კვირაში ერთხელ (n=77) ან ანასტროზოლს დამატებული პლაცებო (n=77). მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებმა მიიღეს ანასტაზოლის დამატებული 35 მგ რიზედრონატი, კვირაში ერთხელ (n=38). პირველადი საბოლოო შედეგი იყო ძვლის სიმკვრივის საწყისი მაჩვენებლიდან გადახრა წელის არეში, 12 თვის შემდეგ.

12 თვის შემდეგ ჩატარებულმა ძირითადმა ანალიზმა აჩვენა, რომ მოტეხილობების საშუალო და მაღალი რისკის მქონე პაციენტებს არ აღენიშნებოდათ ძვლის სიმკვრივის შემცირება, როდესაც პაციენტები მკურნალობდნენ ანასტროზოლით 1 მგ/დღეში 35 მგ რიზედრონატთან ერთად კვირაში ერთხელ (განისაზღვრება ხერხემლის ძვლის სიმკვრივე DEXA სკანირების გამოყენებით). გარდა ამისა, დაფიქსირდა BMD-ის სტატისტიკურად არამნიშვნელოვანი შემცირება დაბალი რისკის ჯგუფში, რომლებიც მკურნალობდნენ მხოლოდ ანასტროზოლით 1 მგ/დღეში. ეს დასკვნები აისახა მეორეული ეფექტურობის ცვლადში, ანუ მენჯ-ბარძაყის მთლიანი BMD -ის ცვლილება საწყისიდან 12 თვის შემდეგ.

ეს კვლევა აჩვენებს, რომ ბისფოსფონატის გამოყენება შეიძლება განხილული იქნას პოსტმენოპაუზურ ქალებში, ადრეული სტადიის სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ქალებში ანასტროზოლით მკურნალობის გამო, ძვლის სიმკვრივის შესაძლო დაკარგვის საწინააღმდეგოდ.

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

ანასტროზოლი არ არის ნაჩვენები ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად. ეფექტიანობა არ იყო ნაჩვენები პედიატრიული პაციენტების ჯგუფებში (იხ. ქვემოთ). ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მკურნალობდნენ, ძალიან ცოტა იყო უსაფრთხოების შესახებ რაიმე სანდო დასკვნების გასაკეთებლად. არ არსებობს მონაცემები ანასტროზოლით მკურნალობის პოტენციური გრძელვადიანი ეფექტების შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში (იხ. ასევე პუნქტი 5.3).

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ანასტროზოლის კვლევების შედეგების წარდგენაზე პედიატრიული მოსახლეობის ერთ ან მეტ ქვეჯგუფში, ზრდის ჰორმონის დეფიციტის, ტესტოტოქსიკოზის, გინეკომასტიისა და მაკაუნ-ოლბრაიტის სინდრომის გამო (იხ. პუნქტი 4.2).

დაბალი სიმაღლე, ზრდის ჰორმონის დეფიციტის გამო

რანდომიზებულმა, ორმაგ-ბრმა, მულტიცენტრულმა კვლევამ შეაფასა 52 მოზარდი ბიჭი (11-დან 16 წლამდე ასაკის) GHD-ით, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლით 1 მგ/დღეში ან პლაცებოთი, ზრდის ჰორმონთან ერთად 12-დან 36 თვემდე. მხოლოდ 14 მონაწილემ დაასრულა 36 თვიანი ანასტროზოლით მკურნალობა.

პლაცებოსთან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა პროგნოზირებული ზრდასრული სიმაღლის, სიმაღლის SDS (სტანდარტული გადახრის ქულა) და ზრდის სიჩქარის პარამეტრებში. სიმაღლესთან დაკავშირებით საბოლოო მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი. უსაფრთხოების შესახებ საიმედო დასკვნებისთვის, ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობდნენ, იყო ძალიან ცოტა, მაგრამ მოტეხილობის გაზრდილი მაჩვენებელი და ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირების ტენდენცია გავითარდა ანასტროზოლით მომკურნალე ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით.

ტესტოტოქსიკოზი

ღია ეტიკეტირების, არა შედარებითმა, მულტიცენტრულმა კვლევამ გამოიკვლია 14 მამრობითი სქესის პაციენტი (2-დან 9 წლამდე) შეზღუდული ნაადრევი პუბერტატით, ასევე ცნობილი როგორც ტესტოტოქსიკოზი, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლისა და ბიკალუტამიდის კომბინაციით. უპირველესად, მიზანი იყო ამ კომბინირებული თერაპიის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შეფასება 12 თვის განმავლობაში. 14 პაციენტიდან 13-მა დაასრულა 12 თვიანი კომბინირებული თერაპია (ერთი პაციენტი გამოაკლდა შემდგომი დაკვირვების დროს). მკურნალობის 12 თვის შემდეგ, არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ზრდის ტემპში, წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც ჩატარდა კვლევის დაწყებამდე 6 თვის ადრე.

გინეკომასტიის კვლევები

კვლევა 0006 იყო რანდომიზირებული, ორმაგი ბრმა, მულტიცენტრული 82 მოზარდ ბიჭში (11-დან 18 წლამდე) გინეკომასტიით 12 თვეზე მეტი ხანგრძლივობით, რომლებიც მკურნალობდნენ 6 თვემდე ანასტაზოლით 1 მგ/დღეში ან პლაცებოთი. ჯგუფებს შორის, რომელსაც მკურნალობდნენ ანასტროზოლით და პლაცებოს ჯგუფს შორის, არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება პაციენტების რაოდენობაში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მკერდის მთლიანი მოცულობის 50% ან მეტი შემცირება, მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

კვლევა 0001 იყო ანასტროზოლის 1 მგ/დღეში ღია ეტიკეტირების, მრავალდოზიანი ფარმაკოკინეტიკური შესწავლა გინეკომასტიის მქონე 36 მოზარდ ბიჭში 12 თვეზე ნაკლები ხანგრძლივობით. მეორეული მიზნების მეშვეობით უნდა დადგენილიყო გინეკომასტიის მოცულობის მინიმუმ 50%-იანი შემცირება, რომელიც გამოითვლება ორივე ძუძუს მიხედვით, საბაზისო დონის შედარებით სასწავლო თერაპიასთან 6 თვის შემდეგ, ასევე თავსებადობა და უსაფრთხოება. 6 თვის შემდეგ, მკერდის მთლიანი მოცულობის 50% ან მეტი შემცირება გამოვლინდა კვლევაში მონაწილეთა 56%-ში - (20/36).

მაკაუნ-ოლბრაიტის სინდრომის კვლევა

კვლევა 0046 იყო საერთაშორისო, მულტიცენტრული, ღია ეტიკეტის საძიებო კვლევა ანასტროზოლთან 28 გოგონაში (2-დან < 10 წლამდე) მაკაუნ-ოლბრაიტის სინდრომით. ძირითადი მიზანი იყო ანასტროზოლის 1 მგ/დღეში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება, მაკაუნ-ოლბრაიტის სინდრომის მქონე პაციენტში. საკვლევი მედიკამენტების ეფექტიანობა იზომება იმ პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც ასრულებენ დადგენილ კრიტერიუმებს, რაც შეეხება ვაგინალური სისხლდენას, ძვლის ასაკსა და ზრდის სიჩქარეს. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა ვაგინალური სისხლდენის განმავლობაში თერაპიის დროს. კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა ტანერის სტადიებში, საკვერცხის საშუალო მოცულობაში ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობაში. თერაპიის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ძვლის ასაკის მატებასთან დაკავშირებით. მკურნალობის დაწყებამდე ზრდის სიჩქარე (სმ/წელიწადში) მნიშვნელოვნად შემცირდა (p<0.05), როგორც 0-დან 12 თვემდე, ასევე მეორე 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში (7-დან 12 თვემდე).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ანასტროზოლის აბსორბცია ხდება სწრაფად და პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2 საათის განმავლობაში (უზმოზე). საკვები იწვევს შეწოვის სიჩქარის მცირედად შეფერხებას, მაგრამ არ ახდენს გავლენას მის ეფექტზე. შეწოვის სიჩქარის უმნიშვნელო შეფერხება, არ მიუთითებს რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებაზე ანასტროზოლის პლაზმურ კონცენტრაციაზე წონასწორულ მდგომარეობაში, ანასტროზოლის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დღეში ერთხელ მიღებისას. 7 დღიანი დღიური დოზის შემდეგ, ანასტროზოლის წონასწორული კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 90-დან 95%-მდე და აკუმულაცია 3-დან 4-ჯერ. ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების დროსა და დოზაზე დამოკიდებულების ჩვენება არ არსებობს.

ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა პოსტმენოპაუზურ ქალებში არ არის დამოკიდებული ასაკზე.

განაწილება

ანასტროზოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება მხოლოდ 40%-ია.

ელიმინაცია

ანასტროზოლი გამოიყოფა ნელა, პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდით 40-50 საათი. ანასტროზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება პოსტმენოპაუზურ ქალებში, ასე რომ, დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად 72 საათის განმავლობაში. ანასტროზოლის მეტაბოლიზმი ხდება N დეალკილაციის, ჰიდროქსილაციის და გლუკურონიდაციის საშუალებით. მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად. ტრიაზოლი, მთავარი მეტაბოლიტი პლაზმაში, არ აინჰიბირებს არომატაზას.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

სტაბილური ღვიძლის ციროზის მქონე სუბიექტებში, ანასტროზოლის კლირენსი, პერორალური მიღების შემდეგ, იყო დაახლოებით 30%-ით დაბალი, ვიდრე შესაბამის კონტროლირებად ჯგუფში (კვლევა 1033IL/0014). თუმცა ღვიძლის ციროზის მქონე სუბიექტებში, ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაციები, სხვა კვლევების ჯანმრთელ სუბიექტებში დაფიქსირდა. ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც იზომება ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, როგორც გრძელვადიანი ეფექტიანობის კვლევების ნაწილი, იყო ანასტროზოლის პლაზმის კონცენტრაციის დიაპაზონში, რომელიც დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გარეშე.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR <30მლ/წთ), პერორალური მიღების შემდეგ, ანასტროზოლის კლირენსი 1033IL/0014 კვლევაში იყო უცვლელი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ანასტროზოლი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიზმით. ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც გაზომილი იყო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როგორც გრძელვადიანი ეფექტიანობის კვლევის ნაწილი, ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაციების ფარგლებში, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის გარეშე. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ანასტროზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ, პუნქტები 4.2 და 4.4).

პედიატრიული მოსახლეობა

პუბერტატული გინეკომასტიის მქონე ბიჭებში (10-17 წელი), ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვებოდა, უმეტესწილად სისტემურად ხელმისაწვდომი და გამოიყოფოდა ნელა, ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 2 დღე. ანასტროზოლის კლირენსი გოგონებში (3-10 წელი) უფრო დაბალი იყო, ვიდრე უფროს ბიჭებში და ექსპოზიცია უფრო მაღალი იყო. ანასტროზოლი ასევე სისტემურად დიდად ხელმისაწვდომი იყო გოგონებში და გამოიყოფოდა ნელა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

Pპროდუქტის მახასიათებლების შეჯამება

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

ანასტროზოლ დენკ 1 მგ

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ანასტროზოლი

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ ანასტროზოლს.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები:

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 90 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს და 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხ. პუნქტში 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

თეთრი-მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენებები

ანასტროზოლ დენკ 1 მგ ნაჩვენებია:

ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, მოწინავე ძუძუს კიბოს მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში.

ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბოს დამხმარე მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში.

ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბოს დამხმარე მკურნალობა პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებიც უკვე იღებენ დამხმარე ტამოქსიფენს 2-დან 3 წლამდე.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება

ანასტროზოლის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმული პაციენტებისთვის, არის ერთი 1 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.

ჰორმონის რეცეპტორ-დადებითი, ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბოს მქონე პოსტმენოპაუზური ქალებისთვის, რეკომენდებული ადიუვანტური ენდოკრინული თერაპიის ხანგრძლივობაა 5 წელი.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

ანასტროზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დოზის შეცვლა არა არის რეკომენდებული თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. ანასტროზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტები 4.4 და 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დოზის შეცვლა არ არის რეკომენდებული ღვიძლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ღვიძლის ზომიერი და მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4).

მიღების წესი

ანასტროზოლ დენკ 1 მგ მიიღება პერორალურად.

უკუჩვენებები

ანასტროზოლი უკუნაჩვენებია:

ორსულ და ლაქტაციაზე მყოფ ქალებში.

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ზოგადი

ანასტროზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული პრემენოპაუზურ ქალებში. მენოპაუზის დემონსტრირება უნდა მოხდეს ბიოქიმიურად (ლუტეინის წარმომქმნელი ჰორმონი [LH], ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონი [FSH] და/ან ესტრადიოლის დონეები პლაზმაში) ყველა პაციენტში, რომელთა მენოპაუზის მდგომარეობა არ არის ცხადი. არ არსებობს მონაცემები, სადაც მიზანშეწონილია ანასტროზოლის გამოყენება LHRH ანალოგებთან ერთად.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ტამოქსიფენის ან ესტროგენის შემცველი სამკურნალო საშუალებების და ანასტროზოლის გამოყენება, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ანასტროზოლის ფარმაკოლოგიური ეფექტი (იხ. პუნქტი 4.5 და 5.1).

გავლენა ძვლის სიმკვრივეზე

იმის გამო, რომ ანასტროზოლი ამცირებს ენდოგენური ესტროგენის დონეს პლაზმაში, ანასტროზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის სიმკვრივის დაქვეითება და მოტეხილობის რისკის გაზრდა (იხ. ნაწილი 4.8).

ოსტეოპოროზის ან ოსტეოპოროზის გაზრდილი რისკის მქონე ქალებს, უნდა შეუმოწმდეთ ძვლის სიმკვრივე მკურნალობის დასაწყისში და რეგულარულად მკურნალობის დროს. თუ ნაჩვენებია, ოსტეოპოროზის მკურნალობა ან პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს და საჭიროა ფრთხილი მონიტორინგი. სპეციფიკური სამკურნალო საშუალებების გამოყენება, მაგ: ბისფოსფონატებმა, შესაძლოა თავიდან აიცილონ ძვლის სიმკვრივის შემდგომი ანასტროზოლით გამოწვეული დანაკარგი პოსტმენოპაუზურ ქალებში და შესაძლოა იქნას განხილული (იხ. პუნქტი 4.8).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ანასტროზოლი არ არის შესწავლილი ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, ღვიძლის ზომიერი და მწვავე უკმარისობით. ანასტროზოლის ექსპოზიცია შეიძლება გაიზარდოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 5.2); ანასტროზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, ღვიძლის ზომიერი და მწვავე უკმარისობით (იხ. ნაწილი 4.2). მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს სარგებლის/რისკის შეფასებას, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ანასტროზოლი არ არის შესწავლილი ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში, თირკმლის მწვავე უკმარისობით. ანასტროზოლის ექსპოზიცია არ იზრდება თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე < 30 მლ/წთ, იხ ნაწილი 5.2); ანასტროზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2).

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

ანასტროზოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან უსაფრთხოება და ეფექტიანობა ამ ჯგუფის პაციენტებში არ არის დადგენილი (იხ. ნაწილი 5.1).

ბიჭებში, ზრდის ჰორმონის დეფიციტით, ანასტროზოლი დამატებით არ გამოიყენება ზრდის ჰორმონის მკურნალობისთვის. ძირითად კლინიკურ კვლევაში, ეფექტიანობა და უსაფრთხოება არ იყო ნაჩვენები (იხ. ნაწილი 5.1). ვინაიდან, ანასტროზოლი ამცირებს ესტრადიოლის დონეს პლაზმაში, ანასტროზოლი არ უნდა იქნას გამოყენებული ზრდის ჰორმონის დეფიციტის მქონე გოგონებში, ზრდის ჰორმონის მკურნალობის გარდა. არ არსებობს გრძელვადიანი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში.

დოპინგის მიზნებისთვის გამოყენების შემდგომი ეფექტები

ანასტროზოლის გამოყენებამ შესაძლოა დადებითი შედეგები გამოიწვიოს ანტიდოპინგ ტესტებში.

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას

გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემების მქონე პაციენტებმა, მთლიანი ლაქტაზას დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ ეს მედიკამენტი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ანასტროზოლი აინჰიბირებს CYP1A2, 2C8/9 და 3A4 ინ ვიტროში. კლინიკურმა კვლევებმა ფენაზონთან და ვარფარინთან ერთად აჩვენა, რომ ანასტროზოლი, 1 მგ დოზით, მნიშვნელოვნად არ თრგუნავს ფენაზონის და R- და S ვარფარინის მეტაბოლიზმს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ CYP ფერმენტების საშუალებით კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლის ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა ანასტროზოლისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას.

ანასტროზოლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტები არ არის გამოვლენილი. ციმეტიდინი, CYP ფერმენტის სუსტი, არასპეციფიკური ინჰიბიტორი, არ ახდენს გავლენას ანასტროზოლის პლაზმურ კონცენტრაციებზე. CYP ძლიერი ინჰიბიტორების ეფექტი ცნობილი არ არის.

კლინიკური კვლევების უსაფრთხოების მონაცემთა ბაზის მიმოხილვამ, არ გამოავლინა რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ჩვენება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლით, ასევე იღებენ სხვა ჩვეულებრივ დანიშნულ მედიკამენტებს. არ გამოვლენილა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ბიფოსფონატებთან (იხ. ნაწილი 5.1).

თავიდან უნდა იქნას აცილებული ტამოქსიფენის ან ესტროგენის შემცველი მედიკამენტების და ანასტროზოლის ერთდროული გამოყენება, რადგან ამან შეიძლება შეამციროს ანასტროზოლის ფარმაკოლოგიური ეფექტი (იხ. პუნქტები 4.4 და 5.1).

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

დღემდე, ორსულ ქალებში ანასტროზოლის გამოყენების შესახებ გამოცდილება არ არსებობს. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პუნქტი 5.3). ანასტროზოლი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში (იხ. პუნქტი 4.3).

ლაქტაცია

დღემდე არ არსებობს გამოცდილება ანასტროზოლის გამოყენების შესახებ, ძუძუთი კვების დროს. ანასტროზოლი უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში (იხ. პუნქტი 4.3).

ფერტილობა

ანასტროზოლის ზემოქმედება ადამიანის ფერტილობაზე შესწავლილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი 5.3).

გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე

ანასტროზოლი არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, ანასტროზოლის გამოყენებისას გამოვლინდა ასთენია, ძილიანობა და სანამ ეს სიმპტომები შენარჩუნებულია, სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

არასასურველი ეფექტები

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს არასასურველ რეაქციებს, რომლებიც გავითარდა კლინიკურ, პოსტმარკეტინგულ კვლევებში ან სპონტანური შეტყობინების სახით. თუ სხვა რამ არ არის მითითებული, სიხშირე გამოითვლება გვერდითი რეაქციების საფუძველზე, რომელიც მოხსენებული იყო III ფაზის დიდი კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა 9,366 პოსტმენოპაუზურ ქალში, ოპერაციული სარძევე ჯირკვლის კიბოთი, რომლებიც იღებდნენ ადიუვანტურ მკურნალობას 5 წლის განმავლობაში (არიმიდექსი, ტამოქსიფენი, მონოთერაპიის ან კომბინაციის სახით).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები დალაგებულია სიხშირისა და ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით. სიხშირის კატეგორიები განისაზღვრება შემდეგი კონვენციის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10), არახშირი (>1/1,000-დან <1/100), იშვიათი (>1/10,000-დან <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000). ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები იყო: თავის ტკივილი, ცხელება, გულისრევა, გამონაყარი კანზე, სახსრების ტკივილი/დაჭიმულობა, ართრიტი და ასთენია.

ცხრილი 1 გვერდითი რეაქციები სისტემის ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით

გვერდითი რეაქციები სისტემის ორგანოთა კლასის და სიხშირის მიხედვით

მეტაბოლიზმის და კვების მხრივ დარღვევები

ხშირი

ანორექსია

ჰიპერქოლესტეროლემია

არახშირი

ჰიპერკალციემია (პარათოიდული ჰორმონის მომატებით ან მის გარეშე)

ფსიქიატრიული დარღვევები

ძალიან ხშირი

დეპრესია

ნერვული სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

თავის ტკივილი

ხშირი

ძილიანობა

კარპალური გვირაბის სინდრომი *

სენსორული დარღვევები (პარესთეზიის ჩათვლით, გემოს დაკარგვა და გემოს მხრივ დარღვევები)

სისხლძარღვთა დარღვევები

ძალიან ხშირი

ცხელება

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ძალიან ხშირი

გულისრევა

ხშირი

დიარეა

ღებინება

ჰეპატობილიარული დარღვევები

ხშირი

ტუტე ფოსფატაზას, ალანინ ამინოტრან-სფერაზას და ასპარტატ ამინოტრანსფერაზას დონის მომატება

არახშირი

გამა გლუტამილის ტრანსფერაზა

ჰეპატიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები

ძალიან ხშირი

გამონაყარი კანზე

ხშირი

თმის ცვენა (ალოპეცია)

ალერგიული რეაქციები

არახშირი

ჭინჭრის ციება

იშვიათი

მულტიფორმული ერითემა

ანაფილაქტოიდური რეაქცია

კანის ვასკულიტი (მათ შორის შოენლეინ-ჰენოხის პურპურას ზოგიერთი გამოვლინება)**

ძალიან იშვიათი

სტივენ-ჯონსონის სინდრომი

ანგიოშეშუპება

კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

ძალიან ხშირი

სახსრების ტკივილი/დაჭიმულობა

ართრიტი

ოსტეოპოროზი

ხშირი

ძვლების ტკივილი

მიალგია

არახშირი

ტრიგერის თითი

რეპროდუქციული სისტემის და მკერდის დარღვევები

ხშირი

ვაგინალური სიმშრალე

ვაგინალური სისხლდენა***

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა

ძალიან ხშირი

ასთენია

  • კლინიკურ კვლევებში, კარპალური გვირაბის სინდრომის უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლით, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ტამოქსიფენით. თუმცა, ამ შემთხვევების უმეტესობა გამოვლინდა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ამ დაავადების გავითარების რისკ-ფაქტორები.
  • *ვინაიდან, კანის ვასკულიტი და შონლენ-ჰენოხის პურპურა არ დაფიქსირებული ATAC კვლევის დროს, ამ მოვლენების სიხშირის კატეგორია შეიძლება ჩაითვალოს “იშვიათად” (>0.01% და <0.1%), რაც ეფუძნება შეფასების ყველაზე ცუდ მნიშვნელობას.
  • **ხშირად აღინიშნა ვაგინალური სისხლდენა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბოს გართულებული ფორმა, არსებული ჰორმონული თერაპიიდან ანასტროზოლზე გადასვლის შემდეგ, პირველ რამდენიმე კვირაში. თუ სისხლდენა გრძელდება, საჭიროა დამატებითი განმარტება.

ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს წინასწარ განსაზღვრული გვერდითი მოვლენების სიხშირეს, რომლებიც წარმოიქმნება 68 თვის საშუალო პერიოდის შემდეგ, როგორც ATAC კვლევის ნაწილი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა მიზეზობრივი კავშირი. გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა პაციენტებში, საკვლევი თერაპიის დროს და 14 დღის შემდეგ.

ცხრილი 2 ATAC კვლევის წინასწარ განსაზღვრული გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები

ანასტროზოლი (ნ=3,092)

ტამოქსიფენი (ნ=3,094)

ცხელება

1,104 (35.7%)

1,264 (40.9%)

სახსრების ტკივილი/დაჭიმულობა

1,100 (35.6%)

911 (29.4%)

ხასიათის ცვლილება

597 (19.3%)

554 (17.9%)

დაღლილობა/ასთენია

575 (18.6%)

544 (17.6%)

გულისრევა და ღებინება

393 (12.7%)

384 (12.4%)

ძვლის მოტეხილობები

315 (10.2%)

209 (6.8%)

ხერხემლის, თეძოს ან მაჯის ძვლის მოტეხილობები/კოლესის მოტეხილობები

133 (4.3%)

91 (2.9%)

მაჯის/კოლესის მოტეხილობები

67 (2.2%)

50 (1.6%)

ხერხემლის მოტეხილობები

43 (1.4%)

22 (0.7%)

თეძოს მოტეხილობები

28 (0.9%)

26 (0.8%)

კატარაქტა

182 (5.9%)

213 (6.9%)

ვაგინალური სისხლდენა

167 (5.4%)

317 (10.2%)

გულ-სისხლძარღვთა იშემიური დაავადება

127 (4.1%)

104 (3.4%)

სტენოკარდია

71 (2.3%)

51 (1.6%)

მიოკარდიული ინფარქტი

37 (1.2%)

34 (1.1%)

გულის კორონალური დაავადება

25 (0.8%)

23 (0.7%)

მიოკარდიული იშემია

22 (0.7%)

14 (0.5%)

ვაგინალური გამონადენი

109 (3.5%)

408 (13.2%)

ვენური თრომბოემბოლია (სრული)

87 (2.8%)

140 (4.5%)

ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლიის ჩათვლით

48 (1.6%)

74 (2.4%)

ცერებროვასკულური იშემიური შემთხვევები

62 (2.0%)

88 (2.8%)

ენდომეტრიუმის კარცინომა

4 (0.2%)

13 (0.6%)

დაკვირვების საშუალო დროით 68 თვე, მოტეხილობის სიხშირე იყო 1,000 პაციენტიდან 22, ანასტროზოლის ჯგუფში და 1,000 პაციენტიდან 15 ტამოქსიფენის ჯგუფში. მოტეხილობის მაჩვენებელი ანასტროზოლისთვის მსგავსია, იმავე ასაკობრივი ჯგუფის პოსტმენოპაუზურ მოსახლეობაში. ოსტეოპოროზის წარმოქმნის შემთხვევა იყო 10.5% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლით და 7.3% პაციენტებში, ტამოქსიფენით მკურნალობისას.

არ არის დადგენილი, ვლინდება თუ არა მოტეხილობისა და ოსტეოპოროზის სიხშირე ანასტროზოლით დაავადებულ პაციენტებში, როგორც ATAC კვლევის ნაწილი, რომელიც ასახავს ტამოქსიფენის დამცავ ეფექტს, ანასტროზოლის სპეციფიკურ ეფექტს, ან ორივეს.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის აუტორიზაციის შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ, ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.

  • 9 დოზის გადაჭარბება

მხოლოდ შეზღუდული კლინიკური გამოცდილება არსებობს, შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შესახებ. ცხოველთა კვლევებში, ანასტროზოლის მწვავე ტოქსიკურობა დაბალი იყო. ანასტროზოლის სხვადასხვა დოზით კლინიკურ კვლევებში, ჯანმრთელმა მამაკაცებმა მიიღეს ერთჯერადი დოზები 60 მგ-მდე და პოსტმენოპაუზურმა ქალებმა, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბო 10 მგ-მდე დღეში; ეს დოზები კარგად იქნა ათვისებული. არ არის დადგენილი ანასტროზოლის ერთჯერადი დოზა, რომელიც იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სიმპტომებს. დოზის გადაჭარბების დროს სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

გადაჭარბებული დოზის მკურნალობისას, გათვალისწინებული უნდა იქნას რამდენიმე სამკურნალო პროდუქტის მიღების შესაძლებლობა. თუ პაციენტი გონზეა, უნდა იქნას გამოწვეული ღებინება. ვინაიდან, ანასტროზოლი არ არის მაღალ ცილებთან შეკავშირებული, დიალიზი შესაძლოა იყოს ეფექტიანი. ნაჩვენებია ზოგადი დამხმარე ზომები, მათ შორის პაციენტის და სასიცოცხლო ნიშნების ხშირი მონიტორინგი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფერმენტის ინჰიბიტორები, ათქ კოდი: L02B G03

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ანასტროზოლი არის ძლიერი, მაღალი შერჩევითი არასტეროიდული არომატაზას ინჰიბიტორი. პოსტმენოპაუზურ ქალებში, ესტრადიოლი ძირითადად წარმოიქმნება პერიფერიულ ქსოვილში არომატაზას ფერმენტის კომპლექსით, ანდროსტენედიონის ესტრონად გარდაქმნით. შემდგომში, ესტრონი გარდაიქმნება ესტრადიოლში. ძუძუს კიბოს მქონე ქალებში ნაჩვენებია, პლაზმაში მოცირკულირე ესტრადიოლის შემცირების სარგებელი. მაღალი მგრძნობელობითი მეთოდის გამოყენებით დადასტურდა, რომ 1 მგ ანასტროზოლის ყოველდღიური მიღება ამცირებს ესტრადიოლის დონეს პოსტმენოპაუზურ ქალებში 80%-ზე მეტით.

ანასტროზოლს არ აქვს პროგესტოგენური, ანდროგენული ან ესტროგენული მოქმედება.

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოვლენის სტანდარტული სტრესს ტესტის დაწყებამდე და შემდგომი ღონისძიებები (ACTH ტესტი) აჩვენებს, რომ დღეში 10 მგ-მდე ანასტროზოლის დოზები, არ ახდენს გავლენას კორტიზოლისა და ალდოსტერონის სეკრეციაზე. კორტიკოსტეროიდების ჩანაცვლება საჭირო არ არის.

კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება

ძუძუს კიბო

პირველი რიგის თერაპია ძუძუს კიბოს მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში

ანასტროზოლის ეფექტიანობის გამოსაკვლევად ტამოქსიფენთან შედარებით, როგორც პირველი რიგის თერაპია, ჰორმონის რეცეპტორები-დადებითი ან უცნობი, ლოკალური ან მეტასტაზური ძუძუს კიბო პოსტმენოპაუზურ ქალებში, ჩატარდა ორი ორმაგი ბრმა, კონტროლირებადი კვლევა იგივე დიზაინით (ჩატარდა 1033IL/0030 და 1033IL/0027 კვლევა). სულ შერჩეული იყო 1 021 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ 1 მგ ანასტროზოლს ან 20 მგ ტამოქსიფენს დღეში ერთხელ. ძირითადი საბოლოო შედეგი ორივე კვლევისთვის იყო დრო სიმსივნის პროგრესირების, სიმსივნის რეაგირების ობიექტური სიხშირისა და უსაფრთხოებისთვის.

რაც შეეხება პირველად საბოლოო შედეგს, 1033IL/0030 კვლევამ აჩვენა, რომ ანასტროზოლს ჰქონდა სტატიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა სიმსივნის პროგრესირებასთან დაკავშირებით, ტამოქსიფენთან შედარებით (საფრთხის თანაფარდობა (HR) 1.42, 95% ნდობის ინტერვალი (CI) [1.11, 1.82], პროგრესის საშუალო დრო: 11.1 ანასტროზოლისთვის და 5.6 თვე ტამოქსიფენისთვის (p=0.006); სიმსივნის ობიექტური საპასუხო მაჩვენებლები იგივე იყო ანასტროზოლისა და ტამოქსიფენისთვის. 1033IL/0027 კვლევამ აჩვენა, რომ ანასტროზოლს და ტამოქსიფენს იდენტური რეაქციები ჰქონდათ სიმსივნის რეაქციის სიხშირეზე და სიმსივნის პროგრესირებად დროზე. შედეგები მეორეული საბოლოო ნიშნებითვის ისეთივე იყო, როგორც პირველადი ეფექტიანობის საბოლოო შედეგებისთვის. ორივე კვლევის ყველა სამკურნალო ჯგუფში, დაფიქსირდა სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, მოხდა დასკვნის გაკეთება, საერთო გადარჩენილთა შორის განსხვავებების შესახებ.

მეორე რიგის თერაპია პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც აქვთ ძუძუს კიბო

ორ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (კვლევა 0004 და 0005) ანასტროზოლი გამოკვლეული იყო პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც ჰქონდათ ძუძუს კიბო და აღენიშნებოდათ დაავადების პროგრესირება ტამოქსიფენით მკურნალობის შემდეგ, როგორც მოწინავე, ისე ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში. სულ შერჩეული იქნა 764 პაციენტი, რათა მიეღოთ 1 მგ ან 10 მგ ანასტროზოლის ერთჯერადი დღიური დოზა, ან 40 მგ მეგესტროლის აცეტატი 4-ჯერ დღეში. ეფექტიანობის პირველადი ცვლადები იყო დრო პროგრესამდე და ობიექტური პასუხის მაჩვენებლები. ასევე გამოითვალა გახანგრძლივებული დაავადების სტაბილურობის მაჩვენებელი (24 კვირაზე მეტი), პროგრესირების მაჩვენებელი და გადარჩენის დრო. ორივე კვლევამ არ აჩვენა მნიშვნელოვანი განსხვავებები მკურნალობის ჯგუფებს შორის, ეფექტიანობის ყველა პარამეტრთან დაკავშირებით.

ადრეული ინვაზიური ძუძუს კიბოს ადიუვანტური მკურნალობა პაციენტებში, რომლებიც არიან ჰორმონის რეცეპტორის დადებითი სტატუსის მქონე.

III ფაზის კვლევაში, 9,366 პოსტმენოპაუზის მქონე პაციენტთან ერთად, ოპერაციული სარძევე ჯირკვლის კიბოთი, რომლებიც მკურნალობდნენ 5 წლის განმავლობაში (იხ. ქვემოთ), აღმოჩნდა, რომ ანასტროზოლი სტატისტიკურად აღემატება ტამოქსიფენს დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენის პირობებში. ანასტროზოლის უფრო დიდი სარგებელი ტამოქსიფენთან შედარებით, დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენისთვის, დაფიქსირდა პერსპექტიულად განსაზღვრულ პოპულაციაში, დადებითი ჰორმონის რეცეპტორების სტატუსით.

ცხრილი 3. ATACKკვლევის საბოლოო შედეგების შეჯამება: საბოლოო ანალიზი 5 წლის მკურნალობის შემდეგ

კვლევა საბოლოო შედეგების ეფექტიანობის თვალსაზრისით

შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)

მიზანი-მოსახლეობის მკურნალობა

ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი სიმსივნის სტატუსი

ანასტროზოლი

(n=3,125)

ტამოქსიფენი

(n=3,116)

ანასტროზოლი

(n=2,618)

ტამოქსიფენი

(n=2,598)

დაავადების გარეშე გადარჩენაa

575 (18.4)

651 (20.9)

424 (16.2)

497 (19.1)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 87
  • 83

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 78-დან 0.97-მდე
  • 73-დან 0.94-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 0127
  • 0049

შორეული მეტასტაზების გარეშე გადარჩენაb

500 (16.0)

530 (17.0)

370 (14.1)

394 (15.2)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 94
  • 93

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 83-დან 1.06-მდე
  • 80-დან 1.07-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 2850
  • 2838

დაავადების რეციდივის დროc

402 (12.9)

498 (16.0)

282 (10.8)

370 (14.2)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 79
  • 74

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 70-დან 0.90-მდე
  • 64-დან 0.87-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 0005
  • 0002

შორეული მეტასტაზების რეციდივის დროd

324 (10.4)

375 (12.0)

226 (8.6)

265 (10.2)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 86
  • 84

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 74-დან 0.99-მდე
  • 70-დან 1.00-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 0427
  • 0559

სიმსივნის გაჩენის პირველი ნიშანი კონტრალატერა-ლურ სარძევე ჯირკვალში

35 (1.1)

59 (1.9)

26 (1.0)

54 (2.1)

შანსების კოეფიციენტი

  • 59
  • 47

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 39-დან 0.89-მდე
  • 30-დან 0.76-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 0131
  • 0018

გადარჩენის საერთო დროe

411 (13.2)

420 (13.5)

296 (11.3)

301 (11.6)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 97
  • 97

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 85-დან 1.12-მდე
  • 83-დან 1.14-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 7142
  • 7339

a დაავადებისგან თავისუფლად გადარჩენა მოიცავს ყველა რეციდივს და განისაზღვრება, როგორც დრო ლოკალური რეციდივის პირველ გაჩენამდე, კონტრალატერალური სარძევე კიბოს პირველ გაჩენამდე, შორეულ მეტასტაზებამდე ან სიკვდილამდე (მიუხედავად მიზეზისა).

b შორეული მეტასტაზების გარეშე გადარჩენაში იგულისხმება დრო, შორეული მეტასტაზების პირველ გაჩენამდე და სიკვდილამდე (მიუხედავად მიზეზისა).

c დაავადების რეციდივის დრო განისაზღვრება, როგორც დრო ლოკორეგიონალური რეციდივის პირველ გაჩენამდე, კონრტალატერალური სარძევე ჯირკვლის კიბოს პირველ გაჩენამდე, შორეული მეტასტაზების გაჩენამდე ან სიკვდილამდე, რაც გამოწვეულია მკერდის კიბოს გამო.

d შორეული მეტასტაზების წარმოშობის დრო განისაზღვრება, როგორც შორეული მეტასტაზების პირველი გამოვლინება ან ძუძუს კიბოს გამო გამოწვეული სიკვდილი.

e გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა (%).

ანასტროზოლის და ტამოქსიფენის კომბინირებულმა თერაპიამ, მხოლოდ ტამოქსიფენთან შედარებით, არ აჩვენა რაიმე სარგებელი ეფექტიანობასთან დაკავშირებით ყველა პაციენტში, ისევე როგორც დადებითი ჰორმონის რეცეპტორული სტატუსის მქონე პოპულაციაში. კვლევის სამკურნალო მხარე შეწყდა.

გრძელვადიანმა შედარებამ, როგორც განახლებული საშუალო შემდეგომი პერიოდის ნაწილი 10 წლის განმავლობაში, აჩვენა, რომ ანასტაზოლის მკურნალობის შედეგები, ტამოქსიფენთან შედარებით, შეესაბამება წინა ანალიზებს.

ადრეული ინვაზიური სარძევე ჯირკვლის კიბოს დამხმარე მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი სიმსივნის სტატუსი, რომლებიც მკურნალობენ ტამოქსიფენით.

III ფაზის კვლევამ (ავსტრიული ძუძუს კოლორექტალური კიბოს კვლევის ჯგუფი [ABCSG] 8) 2,579 პოსტმენოპაუზურ პაციენტში, რომლებსაც აქვთ ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი, ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლებსაც უტარდებათ ოპერაცია რადიოთერაპიით ან მის გარეშე, მაგრამ არა ქიმიოთერაპიით (იხ. ქვემოთ), აჩვენა, რომ 24 თვის საშუალო პერიოდის დაკვირვების შემდეგ, ანასტროზოლზე გადასვლა ტამოქსიფენთან მკურნალობის 2 წლის შემდეგ, სტატისტიკურად აღემატებოდა ტამოქსიფენთან შემდგომ მკურნალობას.

ცხრილი 4 ABCSG8 კვლევის საბოლოო შედეგების შეჯამება

კვლევა საბოლოო შედეგების ეფექტიანობის თვალსაზრისით

შემთხვევების რაოდენობა (სიხშირე)

ანასტროზოლი

(n=1,297)

ტამოქსიფენი

(n=1,282)

დაავადების გარეშე გადარჩენაa

65 (5.0)

93 (7.3)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 67

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 49-დან 0.92-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 014

ყოველი რეციდივის დრო

36 (2.8)

66 (5.1)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 53

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 35-დან 0.79-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 002

შორეული მეტასტაზების გარეშე გადარჩენა

22 (1.7)

41 (3.2)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 52

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 31-დან 0.88-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 015

სიმსივნის გაჩენის პირველი ნიშანი კონტრალატერალურ სარძევე ჯირკვალში

7 (0.5)

15 (1.2)

შანსების კოეფიციენტი

  • 46

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 19-დან 1.13-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 090

საერთო გადარჩენა

43 (3.3)

45 (3.5)

საფრთხის კოეფიციენტი

  • 96

ორმხრივი 95% ნდობის ინტერვალი

  • 63-დან 1.46-მდე

ალბათობის მნიშვნელობა

  • 840

ამ შედეგებს ადასტურებს კიდევ ორი მსგავსი კვლევა (GABG/ARNO 95 და ITA), რომელთაგან ერთში პაციენტებს ჩაუტარდათ ოპერაცია და ქიმიოთერაპია, ასევე ABCSG 8 და GABG/ARNO 95-ის კომბინირებული ანალიზი.

ანასტროზოლის უსაფრთხოების პროფილი ამ 3 კვლევაში შეესაბამებოდა დადგენილ უსაფრთხოების პროფილს პოსტმენოპაუზურ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰორმონის რეცეპტორებზე დადებითი, ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბო.

ძვლის სიმკვრივე (ძვლის მინერალური სიმკვრივე)

III/IV კვლევის ფაზაში (ანასტროზოლის შესწავლა ბისფოსფონატ რიზედრონატთან [SABRE]), 234 პოსტმენოპაუზური ქალი ჰორმონ-რეცეპტორ დადებითი, ადრეული სარძევე ჯირკვლის კიბოთი, რომლის სამკურნალოდ დადგენილი იყო 1 მგ ანასტროზოლი/დღეში განცალკევებული იყო დაბალი, საშუალო და მაღალი დაზიანების რისკის მიხედვით სამ ჯგუფად., შესაბამისად. პირველადი ეფექტიანობის პარამეტრი იყო ხერხემლის ძვლის სიმკვრივის ანალიზი DEXA სკანირების გამოყენებით. ყველა პაციენტმა მიიღო თერაპია D ვიტამინით და კალციუმით. პაციენტები, დაბალი რისკის ჯგუფში, იღებდნენ მხოლოდ ანასტროზოლს (n=42). საშუალო რისკის ჯგუფის პაციენტები რანდომიზირებულნი იყვენენ მიეღოთ ანასტროზოლს დამატებული 35 მგ რიზედრონატი, კვირაში ერთხელ (n=77) ან ანასტროზოლს დამატებული პლაცებო (n=77). მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებმა მიიღეს ანასტაზოლის დამატებული 35 მგ რიზედრონატი, კვირაში ერთხელ (n=38). პირველადი საბოლოო შედეგი იყო ძვლის სიმკვრივის საწყისი მაჩვენებლიდან გადახრა წელის არეში, 12 თვის შემდეგ.

12 თვის შემდეგ ჩატარებულმა ძირითადმა ანალიზმა აჩვენა, რომ მოტეხილობების საშუალო და მაღალი რისკის მქონე პაციენტებს არ აღენიშნებოდათ ძვლის სიმკვრივის შემცირება, როდესაც პაციენტები მკურნალობდნენ ანასტროზოლით 1 მგ/დღეში 35 მგ რიზედრონატთან ერთად კვირაში ერთხელ (განისაზღვრება ხერხემლის ძვლის სიმკვრივე DEXA სკანირების გამოყენებით). გარდა ამისა, დაფიქსირდა BMD-ის სტატისტიკურად არამნიშვნელოვანი შემცირება დაბალი რისკის ჯგუფში, რომლებიც მკურნალობდნენ მხოლოდ ანასტროზოლით 1 მგ/დღეში. ეს დასკვნები აისახა მეორეული ეფექტურობის ცვლადში, ანუ მენჯ-ბარძაყის მთლიანი BMD -ის ცვლილება საწყისიდან 12 თვის შემდეგ.

ეს კვლევა აჩვენებს, რომ ბისფოსფონატის გამოყენება შეიძლება განხილული იქნას პოსტმენოპაუზურ ქალებში, ადრეული სტადიის სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე ქალებში ანასტროზოლით მკურნალობის გამო, ძვლის სიმკვრივის შესაძლო დაკარგვის საწინააღმდეგოდ.

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

ანასტროზოლი არ არის ნაჩვენები ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად. ეფექტიანობა არ იყო ნაჩვენები პედიატრიული პაციენტების ჯგუფებში (იხ. ქვემოთ). ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც მკურნალობდნენ, ძალიან ცოტა იყო უსაფრთხოების შესახებ რაიმე სანდო დასკვნების გასაკეთებლად. არ არსებობს მონაცემები ანასტროზოლით მკურნალობის პოტენციური გრძელვადიანი ეფექტების შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში (იხ. ასევე პუნქტი 5.3).

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა ანასტროზოლის კვლევების შედეგების წარდგენაზე პედიატრიული მოსახლეობის ერთ ან მეტ ქვეჯგუფში, ზრდის ჰორმონის დეფიციტის, ტესტოტოქსიკოზის, გინეკომასტიისა და მაკაუნ-ოლბრაიტის სინდრომის გამო (იხ. პუნქტი 4.2).

დაბალი სიმაღლე, ზრდის ჰორმონის დეფიციტის გამო

რანდომიზებულმა, ორმაგ-ბრმა, მულტიცენტრულმა კვლევამ შეაფასა 52 მოზარდი ბიჭი (11-დან 16 წლამდე ასაკის) GHD-ით, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლით 1 მგ/დღეში ან პლაცებოთი, ზრდის ჰორმონთან ერთად 12-დან 36 თვემდე. მხოლოდ 14 მონაწილემ დაასრულა 36 თვიანი ანასტროზოლით მკურნალობა.

პლაცებოსთან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა პროგნოზირებული ზრდასრული სიმაღლის, სიმაღლის SDS (სტანდარტული გადახრის ქულა) და ზრდის სიჩქარის პარამეტრებში. სიმაღლესთან დაკავშირებით საბოლოო მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი. უსაფრთხოების შესახებ საიმედო დასკვნებისთვის, ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობდნენ, იყო ძალიან ცოტა, მაგრამ მოტეხილობის გაზრდილი მაჩვენებელი და ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირების ტენდენცია გავითარდა ანასტროზოლით მომკურნალე ჯგუფში, პლაცებოსთან შედარებით.

ტესტოტოქსიკოზი

ღია ეტიკეტირების, არა შედარებითმა, მულტიცენტრულმა კვლევამ გამოიკვლია 14 მამრობითი სქესის პაციენტი (2-დან 9 წლამდე) შეზღუდული ნაადრევი პუბერტატით, ასევე ცნობილი როგორც ტესტოტოქსიკოზი, რომლებიც მკურნალობდნენ ანასტროზოლისა და ბიკალუტამიდის კომბინაციით. უპირველესად, მიზანი იყო ამ კომბინირებული თერაპიის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შეფასება 12 თვის განმავლობაში. 14 პაციენტიდან 13-მა დაასრულა 12 თვიანი კომბინირებული თერაპია (ერთი პაციენტი გამოაკლდა შემდგომი დაკვირვების დროს). მკურნალობის 12 თვის შემდეგ, არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ზრდის ტემპში, წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც ჩატარდა კვლევის დაწყებამდე 6 თვის ადრე.

გინეკომასტიის კვლევები

კვლევა 0006 იყო რანდომიზირებული, ორმაგი ბრმა, მულტიცენტრული 82 მოზარდ ბიჭში (11-დან 18 წლამდე) გინეკომასტიით 12 თვეზე მეტი ხანგრძლივობით, რომლებიც მკურნალობდნენ 6 თვემდე ანასტაზოლით 1 მგ/დღეში ან პლაცებოთი. ჯგუფებს შორის, რომელსაც მკურნალობდნენ ანასტროზოლით და პლაცებოს ჯგუფს შორის, არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება პაციენტების რაოდენობაში, რომლებსაც აღენიშნებოდათ მკერდის მთლიანი მოცულობის 50% ან მეტი შემცირება, მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

კვლევა 0001 იყო ანასტროზოლის 1 მგ/დღეში ღია ეტიკეტირების, მრავალდოზიანი ფარმაკოკინეტიკური შესწავლა გინეკომასტიის მქონე 36 მოზარდ ბიჭში 12 თვეზე ნაკლები ხანგრძლივობით. მეორეული მიზნების მეშვეობით უნდა დადგენილიყო გინეკომასტიის მოცულობის მინიმუმ 50%-იანი შემცირება, რომელიც გამოითვლება ორივე ძუძუს მიხედვით, საბაზისო დონის შედარებით სასწავლო თერაპიასთან 6 თვის შემდეგ, ასევე თავსებადობა და უსაფრთხოება. 6 თვის შემდეგ, მკერდის მთლიანი მოცულობის 50% ან მეტი შემცირება გამოვლინდა კვლევაში მონაწილეთა 56%-ში - (20/36).

მაკაუნ-ოლბრაიტის სინდრომის კვლევა

კვლევა 0046 იყო საერთაშორისო, მულტიცენტრული, ღია ეტიკეტის საძიებო კვლევა ანასტროზოლთან 28 გოგონაში (2-დან < 10 წლამდე) მაკაუნ-ოლბრაიტის სინდრომით. ძირითადი მიზანი იყო ანასტროზოლის 1 მგ/დღეში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასება, მაკაუნ-ოლბრაიტის სინდრომის მქონე პაციენტში. საკვლევი მედიკამენტების ეფექტიანობა იზომება იმ პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რომლებიც ასრულებენ დადგენილ კრიტერიუმებს, რაც შეეხება ვაგინალური სისხლდენას, ძვლის ასაკსა და ზრდის სიჩქარეს. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა ვაგინალური სისხლდენის განმავლობაში თერაპიის დროს. კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ყოფილა ტანერის სტადიებში, საკვერცხის საშუალო მოცულობაში ან საშვილოსნოს საშუალო მოცულობაში. თერაპიის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, არ დაფიქსირებულა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები ძვლის ასაკის მატებასთან დაკავშირებით. მკურნალობის დაწყებამდე ზრდის სიჩქარე (სმ/წელიწადში) მნიშვნელოვნად შემცირდა (p<0.05), როგორც 0-დან 12 თვემდე, ასევე მეორე 6 თვიანი პერიოდის განმავლობაში (7-დან 12 თვემდე).

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ანასტროზოლის აბსორბცია ხდება სწრაფად და პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2 საათის განმავლობაში (უზმოზე). საკვები იწვევს შეწოვის სიჩქარის მცირედად შეფერხებას, მაგრამ არ ახდენს გავლენას მის ეფექტზე. შეწოვის სიჩქარის უმნიშვნელო შეფერხება, არ მიუთითებს რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებაზე ანასტროზოლის პლაზმურ კონცენტრაციაზე წონასწორულ მდგომარეობაში, ანასტროზოლის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების დღეში ერთხელ მიღებისას. 7 დღიანი დღიური დოზის შემდეგ, ანასტროზოლის წონასწორული კონცენტრაციები პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 90-დან 95%-მდე და აკუმულაცია 3-დან 4-ჯერ. ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების დროსა და დოზაზე დამოკიდებულების ჩვენება არ არსებობს.

ანასტროზოლის ფარმაკოკინეტიკა პოსტმენოპაუზურ ქალებში არ არის დამოკიდებული ასაკზე.

განაწილება

ანასტროზოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება მხოლოდ 40%-ია.

ელიმინაცია

ანასტროზოლი გამოიყოფა ნელა, პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდით 40-50 საათი. ანასტროზოლი ინტენსიურად მეტაბოლიზდება პოსტმენოპაუზურ ქალებში, ასე რომ, დოზის 10%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად 72 საათის განმავლობაში. ანასტროზოლის მეტაბოლიზმი ხდება N დეალკილაციის, ჰიდროქსილაციის და გლუკურონიდაციის საშუალებით. მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად. ტრიაზოლი, მთავარი მეტაბოლიტი პლაზმაში, არ აინჰიბირებს არომატაზას.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

სტაბილური ღვიძლის ციროზის მქონე სუბიექტებში, ანასტროზოლის კლირენსი, პერორალური მიღების შემდეგ, იყო დაახლოებით 30%-ით დაბალი, ვიდრე შესაბამის კონტროლირებად ჯგუფში (კვლევა 1033IL/0014). თუმცა ღვიძლის ციროზის მქონე სუბიექტებში, ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაციები, სხვა კვლევების ჯანმრთელ სუბიექტებში დაფიქსირდა. ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაციები, რომლებიც იზომება ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, როგორც გრძელვადიანი ეფექტიანობის კვლევების ნაწილი, იყო ანასტროზოლის პლაზმის კონცენტრაციის დიაპაზონში, რომელიც დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გარეშე.

თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR <30მლ/წთ), პერორალური მიღების შემდეგ, ანასტროზოლის კლირენსი 1033IL/0014 კვლევაში იყო უცვლელი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ანასტროზოლი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიზმით. ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც გაზომილი იყო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როგორც გრძელვადიანი ეფექტიანობის კვლევის ნაწილი, ანასტროზოლის პლაზმური კონცენტრაციების ფარგლებში, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის გარეშე. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ანასტროზოლი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ, პუნქტები 4.2 და 4.4).

პედიატრიული მოსახლეობა

პუბერტატული გინეკომასტიის მქონე ბიჭებში (10-17 წელი), ანასტროზოლი სწრაფად შეიწოვებოდა, უმეტესწილად სისტემურად ხელმისაწვდომი და გამოიყოფოდა ნელა, ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 2 დღე. ანასტროზოლის კლირენსი გოგონებში (3-10 წელი) უფრო დაბალი იყო, ვიდრე უფროს ბიჭებში და ექსპოზიცია უფრო მაღალი იყო. ანასტროზოლი ასევე სისტემურად დიდად ხელმისაწვდომი იყო გოგონებში და გამოიყოფოდა ნელა.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემი

არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის, უსაფრთხოების, ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენული პოტენციალის ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის საფუძველზე მითითებულ პოპულაციაში.

მწვავე ტოქსიკურობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ტოქსიკურობა დაფიქსირდა მხოლოდ მაღალი დოზებით. მღრღნელებზე მწვავე ტოქსიკურობის კვლევებში, ანასტროზოლის საშუალო ლეტალური დოზა იყო 100 მგ/კგ/დღეში მეტი პერორალური მიღებისთვის და 50 მგ/კგ/დღეზე მეტი ინტრაპერიტონეალური მიღებისთვის. ძაღლების მწვავე ტოქსიკურობის კვლევაში, პერორალური მიღებისას, საშუალო ლეტალური დოზა იყო 45 მგ/კგ/დღეზე მეტი.

ქრონიკული ტოქსიკურობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ტოქსიკურობა დაფიქსირდა მხოლოდ მაღალი დოზებით.

განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევები ჩატარდა ვირთაგვებსა და ძაღლებში. ტოქსიკურობის კვლევების ფარგლებში, არ იყო განსაზღვრული ანასტროზოლის უეფექტო დონე (დოზა ეფექტის გარეშე), მაგრამ ეფექტები დაფიქსირდა დაბალი (1 მგ/კგ/დღეში) და საშუალო დოზებით (3 მგ/კგ/დღეში ძაღლებში და 5 მგ/კგ/დღეში ვირთხებში) მიეკუთვნებოდა ანასტროზოლის ფარმაკოლოგიურ და ფერმენტის გამომწვევ თვისებებს და არ ახლდა მნიშვნელოვანი ტოქსიკური ან დეგენერაციული ცვლილებები.

მუტაგენურობა

გენოტოქსიკურობის კვლევები აჩვენებს, რომ ანასტროზოლს არ გააჩნია მუტაგენური ან კლასტოგენური პოტენციალი.

ტოქსიკურობა რეპროდუქციისთვის

ფერტილობის კვლევაში, მამრ ვირთაგვები, რომლებიც გადავიდნენ დამატებით კვებაზე, იღებდნენ 50 ან 400 მგ/ლ ანასტროზოლის დოზებს პერორალურად 10 კვირის განმავლობაში, სასმელი წყლის მეშვეობით. საშუალო პლაზმური კონცენტრაცია განისაზღვრა 44.4 (+14.7) მგ/მლ და 165 (+90) ნგ/მლ, შესაბამისად. შეჯვარებამ უარყოფითად იმოქმედა ორივე დოზირების ჯგუფში, ხოლო ნაყოფიერების შემცირება აშკარა გახდა მხოლოდ 400 მგ/ლ დოზის დონეზე. რედუქცია იყო გარდამავალი, რადგან ყველა შეჯვარების და ფერტილობის პარამეტრი მსგავსი იყო კონტროლირებად ჯგუფში 9-კვირიანი მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელების პერიოდის შემდეგ.

ანასტროზოლის პერორალურმა მიღებამ მდედრ ვირთაგვებში, გამოიწვია უნაყოფობის მაღალი სიხშირე 1 მგ/კგ/დღეში დოზით და გაზარდა იმპლანტაციის წინა დანაკარგი 0.02 მგ/კგ/დღეში დოზით. ეს ეფექტები გამოვლინდა კლინიკურად შესაბამისი დოზებით. არ არის გამორიცხული ზემოქმედება ადამიანებზე. ეს ეფექტები დაკავშირებულია აქტიური ნივთიერების ფარმაკოლოგიასთან და იყო სრულიად შექცევადი აქტიური ნივთიერების მოხსნის 5-კვირიანი ფაზის შემდეგ.

ანასტროზოლის პერორალურ მიღებას 1.0 მგ/კგ/დღეში ორსულ ვირთაგვებში და 0.2 მგ/კგ/-მდე დღეში ორსულ კურდღლებში, არ ჰქონდა რაიმე ტერატოგენული ეფექტი. გამოვლენილი ეფექტები (ვირთაგვებში პლაცენტის გადიდება და კურდღლებში ორსულობის შეწყვეტა) დაკავშირებული იყო ნივთიერების ფარმაკოლოგიურ ეფექტთან.

ვირთაგვების შვილების გადარჩენის მაჩვენებელი, რომლებსაც ანასტროზოლი მიიღეს 0.02 მგ/კგ/ დღეში და ზემოთ (ორსულობის მე-17 დღიდან მშობიარობის შემდგომ 22 დღემდე), შემცირდა. ეს ეფექტი დაკავშირებულია ნივთიერების ფარმაკოლოგიურ ეფექტთან მშობიარობაზე. პირველი თაობის შთამომავლების ქცევასა ან რეპროდუქციულ ფუნქციებზე არასასურველი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა, რაც შეიძლება მიეკუთვნებოდეს ბარიერს ანასტროზოლით მკურნალობისას.

კანცეროგენულობა

ვირთაგვებში ონკოგენურობის 2-წლიან კვლევაში, მხოლოდ მაღალი დოზების მიღებამ (25 მგ/კგ/დღეში) გამოიწვია ღვიძლის სიმსივნეების და საშვილოსნოს სტრომული პოლიპების გახშირება მდედრ ცხოველებში და ფარისებრი ჯირკვლის ადენომები მამრ ცხოველებში. ეს ცვლილებები დაფიქსირდა თერაპიული დოზის 100-ჯერ მეტი ექვივალენტური დოზით ადამიანებში და არ განიხილება კლინიკურად რელევანტური ანასტროზოლით მომკურნალე პაციენტებისთვის.

2-წლიანმა ონკოგენურობის კვლევამ თაგვებში გამოიწვია საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნა და ლიმფორეტიკული ნეოპლაზმების სიხშირის დარღვევა (ნაკლები ჰისტიოციტური სარკომები მდედრ ცხოველებში და გაზრდილი ფატალური შემთხვევა ლიმფომების გამო). ვირთაგვებში ეს ცვლილებები განიხილება, როგორც არომატაზას დათრგუნვის სახეობის სპეციფიკური ეფექტი და კლინიკურად შეუსაბამოა ანასტროზოლით მომკურნალე პაციენტებისთვის.

Fფარმაცევტული თვისებები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზას მონოჰიდრატი

პოვიდონი (K30)

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A)

მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული]

ჰიპრომელოზა

ტიტანის დიოქსიდი

მაკროგოლი 400

შეუთავსებლობები

არ არის აღნიშნული

შენახვის ვადა

წელი.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება 25OC -ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეფუთვის აღწერილობა და შემადგენლობა

PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერები

შეფუთვის ზომა: 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

განადგურების განსაკუთებული სიფრთხილის ზომები და სხვა ღონისძიებების დროს

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა, უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ&კო.კგ

პრინცრეგენტენშტრ. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

მარკეტინგული აუტორიზაციის ნომერი გერმანიაში

გერმანიაში პირველი აუტორიზაციის თარიღი

ტექსტის მიმოხილვის თარიღი

03/2021

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა