ამიკაცინი
Amikacin
ამიკაცინის სულფატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიურია გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის, მათ შორის Pseudomonas spp, Escherichia coli, ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი Proteus spp., Klebsiella-Enterobaceter-Serratia spp, Salmonella, Shigella, Acinetobacter (იგივე Minea-Herellea) …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამიკაცინი (amikacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ/2მლ 2მლ ი.მ. და ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L., რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ამინოგლიკოზიდები
- ATC კოდი
- J01GB06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-034705
- რეგისტრირებულია
- 21 მარტი 2022, მოქმედებს 21 მარტი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (რუმინეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამიკაცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამიკაცინის სულფატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიურია გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის, მათ შორის Pseudomonas spp, Escherichia coli, ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი Proteus spp., Klebsiella-Enterobaceter-Serratia spp, Salmonella, Shigella, Acinetobacter (იგივე Minea-Herellea) სახეობების, Citrobacter freundii და Providencia spp-ს მიმართ.
აღნიშნული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მრავალი შტამი (გენტამიცინის და ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტული) შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ამიკაცინის მიმართ in vitro პირობებში. ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ძირითადი გრამ-დადებითი მიკროორგანიზმი არის Staphylococcus aureus, მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით. ამიკაცინს გააჩნია გარკვეული მოქმედება სხვა გრამ-დადებითი მიკროორგანიზმების, მათ შორის Streptococcus pyogenes, Enterococci და Streptococcus pneumoniae-ს გარკვეული შტამების წინააღმდეგ.
ამიკაცინი გამოიყენება გრამ-დადებითი ბაქტერიების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული სერიოზული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისათვის. იგი ასევე ნაჩვენებია დადგენილი ან საეჭვო სტაფილოკოკური დაავადებების სამკურნალოდ.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული ოფიციალური რეკომენდაციები.
მიღების წესი და დოზირება
უმეტესი ინფექციების შემთხვევაში სასურველია პრეპარატის კუნთში შეყვანა, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს ან პაციენტებში, რომელთაც ვერ უკეთდებათ ინტრამუსკულარული ინექცია შესაძლებელია ვენაში შეყვანა ნელი ბოლუსური (2-3 წუთი) ინექციის ან ინფუზიის (0.25% 30წუთი) სახით.
ინტრამუსკულარული და ინტრავენური გამოყენება
ამიკაცინის სულფატის შეყვანა შესაძლებელია კუნთი ან ვენაში.
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციების შემთხვევაში რეკომენდირებული დოზების მიღებისას მკურნალობაზე რეაგირება უნდა აღინიშნოს 24-48 საათში.
თუ კლინიკური ეფექტი არ აღინიშნება 3-5 დღეში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ალტერნატიული მკურნალობა.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის სხეულის წონის დადგენა დოზის სწორად განსაზღვრის მიზნით.
საჭიროა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ან ენდოგენური კრეატინინის კლირენსის მიხედვით. აღნიშნული მიზნისათვის ნაკლებად სანდოა სისხლის შარდოვანას აზოტი (BUN). მკურნალობის დროს პერიოდულად უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია.
თუ შესაძლებელია უნდა განისაზღვროს ამიკაცინის კონცენტრაციები შრატში, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო და არა ზედმეტი დონეები. სასურველია პერიოდულად განისაზღვოს როგორც მაქსიმალური, ასევე მინიმალური კონცენტრაციები შრატში. არ არის სასურველი 35მკგ/მლ-ზე მეტი მაქსიმალური კონცენტრაციები (30-90 წუთი ინექციის შემდეგ) და 10მკგ/მლ-ზე მეტი მინიმალური კონცენტრაციები (შემდეგი დოზის მიღების წინ). დოზა უნდა დაკორექტირდეს შესაბამისად. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში შესაძლებელია პრეპარატის დღეში ერთჯერ მიღება; ასეთ შემთხვევებში მაქსიმალურმა კონცენტრაციებმა შესაძლოა გადააჭარბონ 35მკგ/მლ-ს.
ჩვეულებრივ მკურნალობა გრძელდება 7-10 დღე. პრეპარტის ნებისმიერი მეთოდით მიღებისას საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 15-20მგ/კგ-ს. რთული და გამწვავებული ინფექციების შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა 10 დღეს აჭარბებს საჭიროა ამიკაცინის სულფატის ინექციის გამოყენების თავიდან შეფასება და თუ მკურნალობა გაგრძელდა უნდა შემოწმდეს თირკმლის, სმენითი, ვესტიბულური ფუნქცია, ასევე შრატში ამიკაცინის დონეები.
თუ კონკრეტული კლინიკური რეაქცია არ აღინიშნა 3-5 დღეში მკურნალობა უნდა შეწყდეს და თავიდან შემოწმდეს გავრცელებული მიკროორგანიზმის მგრძნობელობა ანტიბიოტიკის მიმართ. როდესაც ინფექცია არ რეაგირებს მკურნალობაზე ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მიკროორგანიზმის რეზისტენტულობით ან სეპტიკური კერის არსებობით, რაც საჭიროებს დრენაჟირებას.
მოზრდილები და >12 წლის ბავშვები:
რეკომენდირებული ინტრამუსკულარული ან ინტრავენური დოზა თირკმლის ნორმალური ფუნქციის (კრეატინინის კლირენსი ≥50მლ/წთ) მქონე მოზრდილებში ან მოზარდებში არის 15მგ/კგ/დღეში, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი დღიური დოზის სახით ან იყოფა 2 თანაბარ დოზად, ე.ი. 7.5მგ/კგ ყოველ 12 საათში. საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.5გ-ს. ენდოკარდიტის და ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში დოზა მიიღება დღეში ორჯერ, რადგან საკმარისი მონაცემები არ არსებობს პრეპარატის დღეში ერთჯერ მიღების შესახებ.
4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:
რეკომენდირებული ინტრამუსკულარული და ინტრავენური (ნელი ინტრავენური ინფუზია) დოზა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ბავშვებში არის 15-20მგ/კგ/დღეში, რომელიც მიიღება დღეში ერთჯერ ან იყოფა და მიიღება 7.5მგ/კგ ყოველ 12 საათში. ენდოკარდიტის და ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში დოზა მიიღება დღეში ორჯერ, რადგან საკმარისი მონაცემები არ არსებობს პრეპარატის დღეში ერთჯერ მიღების შესახებ.
ახალშობილები:
საწყისი დამტვირთავი დოზა არის 10მგ/კგ, შემდეგ კი 7.5მგ/კგ ყოველ 12 საათში.
დღენაკლული ჩვილები:
დღენაკლულ ჩვილებში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 7.5მგ/კგ-ს ყოველ 12 საათში.
პრეპარატის ინტრავენურ გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რეკომენდაცია
ამიკაცინის სულფატის ინდივიდუალური დოზა, საერთო დღიური დოზა და საერთო კუმულაციური დოზა ინტრამუსკულარული დოზის იდენტურია. ვენაში შესაყვანი ხსნარი მზადდება 500მგ ფლაკონის შიგთავსში 100-200მლ სტერილური გამხსნელის დამატებით, როგორიც არის 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ინექცია ან 5% დექსტროზას ინექცია ან ნებისმიერი თავსებადი ხსნარი, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში “უტილიზაციასთან დაკავშირებული სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები”.
მოზრდილებში ხსნარი მიიღება 30-60 წუთის განმავლობაში.
პედიატრიულ პაციენტებში გამხსნელის რაოდენობა დამოკიდებულია ამიკაცინის რაოდენობაზე, რომლის ატანაც შეუძლია პაციენტს. ჩვეულებრივ ხსნარი უნდა გადაისხას 30-60 წუთში. ჩვილებს სჭირდებათ 1-2 საათიანი ინფუზია.
დაუშვებელია ამიკაცინის შერევა სხვა პრეპარატებთან, მათი მიღება ხდება ცალ-ცალკე რეკომენდირებული დოზის და მიღების გზის მიხედვით.
ხანდაზმულები
ამიკაცინი გამოიყოფა თირკმელებით. შეძლებისდაგვარად უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია და შესაბამისად დაკორექტირდეს დოზა თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში.
სიცოცხლისათვის საშიში და/ან Pseudomonas მიერ გამოწვეული ინფექციები
მოზრდილთათვის განკუთვნილი დოზა შესაძლოა გაიზარდოს 500მგ-მდე, რომელიც მიიღება ყოველ 8 საათში, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 1.5გ-ს და მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. მოზრდილთა მაქსიმალურმა საერთო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 15გ-ს.
საშარდე ტრაქტის ინფექციები: (გარდა ფსევდომონური ინფექციებისა)
- 5მგ/კგ/დღეში ორ თანაბარ გაყოფილ დოზად (ექვივალენტურია მოზრდილთა დოზისა 250მგ დღეში ორჯერ). ვინაიდან ამიკაცინის მოქმედებას აძლიერებს pH-ის ზრდა ამავდროულად შესაძლებელია შარდის მაალკალიზირებელი საშუალების მიღება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც გამოიხატება კრეატინინის კლირენსით <50მლ/წთ, ამიკაცინის რეკომენდირებული საერთო დღიური დოზის მიღება ერთჯერადი დღიური დოზების სახით არ არის სასურველი, რადგან ასეთ პაციენტებში მაღალი მინიმალური კონცენტრაციები გახანგრძლივდება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზების კორექციასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს ღებულობენ დღეში ორჯერ ან სამჯერ შეძლებისდაგვარად უნდა გაკონტროლდეს შრატში ამიკაცინის კონცენტრაციები სათანადო კვლევითი პროცედურების საშუალებით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია სტანდარტული დოზების ხანგრძლივი ინტერვალებით მიღების გზით ან შემცირებული დოზების ფიქსირებული ინტერვალებით მიღების გზით.
ორივე მეთოდი დაფუძნებულია კრეატინინის კლირენსზე ან შრატში კრეატინინის დონეზე, რადგან აღნიშნული მაჩვენებლები კორელირდებიან ამინოგლიკოზიდის ნახევარგამოყოფის პერიოდთან პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.
დოზირების აღნიშნული რეჟიმების გამოყენებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კლინიკური და ლაბორატორიული დაკვირვების ქვეშ და საჭიროებისამებრ დაკორექტირდეს დოზები, მათ შორის დიალიზის პერიოდში.
სტანდარტული დოზა ხანგრძლივი ინტერვალებით: თუ კრეატინინის კლირენსის სიჩქარის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია დოზებს შორის ინტერვალი სტანდარტული ერთჯერადი დოზისათვის (ე.ი. დოზა, რომელიც მიიღება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დღეში ორჯერ, 7.5მგ/კგ) შესაძლოა დაანგარიშდეს შრატში კრეატინინის კონცენტრაციის (მგ/100მლ) 9-ზე გამრავლებით; ე.ი. თუ შრატში კრეატინინის კონცენტრაცია არის 2მგ/100მლ შესაბამისად რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა (7.5მგ/კგ) მიიღება ყოველ 18 საათში.
შრატში კრეატინინის კონცენტრაცია
(მგ/100)
ამიკაცინის დოზებს (7.5მგ/კგ/იმ) შორის ინტერვალი (საათები)
- 5
- 5
- 0
18
- 5
- 5
- 0
X 9=
27
- 5
- 5
- 0
36
- 5
- 5
- 0
45
- 5
- 5
- 0
54
შემცირებული დოზა ფიქსირებული ინტერვალებით: როდესაც თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია და საჭიროა ამიკაცინის სულფატის ინექციის მიღება ფიქსირებული ინტერვალებით დოზა უნდა შემცირდეს. ასეთ პაციენტებში საჭიროა შრატში ამიკაცინის კონცენტრაციების განსაზღვრა, რათა სწორად მოხდეს პრეპარატის გამოყენება და თავიდან იქნეს არიდებული შრატში ზედმეტი კონცენტრაციები. თუ შრატისმიერი კონცენტრაციების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია შრატში კრეატინინის და კრეატინინის კლირენსის მიხედვით დგინდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დოზირების რეჟიმი.
თავდაპირველად მკურნალობა იწყება სტანდარტული დოზით 7.5მგ/კგ, რომელიც მიიღება დამტვირთავი დოზის სახით. ეს იგივე დოზაა, რომელიც რეკომენდირებულია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტის შემთხვევაში, როგორს აღწერილია ზემოთ.
შემანარჩუნებელი დოზის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, რომელიც მიიღება ყოველ 12 საათში, დამტვირთავი დოზა უნდა შემცირდეს კრეატინინის კლირენსის სიჩქარის შემცირების პროპორციულად:
შემანარჩუნებელი დოზა ყოველ 12 საათში =
(დაფიქსირებული CrCl (მლ/წთ) x დაანგარიშებული დამტვირთავი დოზა (მგ))
ნორმალური CrCl (მლ/წთ)
(CrCl = კრეატინინის კლირენსის სიჩქარე)
შემცირებული დოზა, რომელიც მიიღება 12 საათიანი ინტერვალით (პაციენტებისათვის, რომელთა შემთხვევაში წონასწორულ მდგომარეობაში შრატისმიერი კრეატინინის მაჩვენებლები ცნობილია) ასევე შეიძლება მიახლოებით განისაზღვროს სტანდარტული რეკომენდირებული დოზის შარტისმიერ კრეატინინზე გაყოფით.
დოზირების აღნიშნული რეჟიმები არ წარმოადგენენ უცვლელ რეკომენდაციებს, არამედ მოცემულია დოზირებასთან დაკავშირებული მითითებების სახით, როდესაც შრატში ამიკაცინის დონეების განსაზღვრა შეუძლებელია.
მკურნალობის პერიოდში თირკმლის ფუნქცია შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, შესაბამისად საჭიროა შრატში კრეატინინის ხშირად შემოწმება და დოზირების რეჟიმის საჭიროებისამებრ დაკორექტირება.
ინტრაპერიტონეალური გამოყენება
დადგენილი პერიტონიტის შემთხვევაში დიაგნოსტიკური ოპერაციის შემდეგ ან ოპერაციის დროს პერიტონეალური დაბინძურების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია ფეკალიების დაღვრით ამიკაცინის გამოყენება შესაძლებელია 0.25% (2.5მგ/მლ) კონცენტრაციით საირიგაციო საშუალების სახით ანესთეზიიდან გამოსვლის შემდეგ. ამიკაცინის ინტრაპერიტონეალური გამოყენება არ არის რეკომენდირებული პატარა ბავშვებში.
გამოყენების სხვა გზები
ამიკაცინის გამოყენება შესაძლებელია 0.25% (2.5მგ/მლ) კონცენტრაციით საირიგაციო ხსნარის სახით აბსცესის ღრუებში, პლევრის ღრუებში, პერიტონეალურ ღრუში და ტვინის პარკუჭებში.
უკუჩვენებები
მიასთენია გრავის.
ამიკაცინის სულფატის ინექცია უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია ამიკაცინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის ან სერიოზული ტოქსიკური რეაქციების არსებობა ამინოგლიკოზიდების მიმართ შესაძლოა უკუჩვენებას წარმოადგენდეს ნებისმიერი ამინოგლიკოზიდის გამოყენებისას ამ ჯგუფის პრეპარატების მიმართ დადგენილი ჯვარედინი მგრძნობელობის გამო.
სიფრთხილის ზომები
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც უკვე აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა ან სმენის ან ვესტიბულური დარღვევები. პარენტერალური ამინოგლიკოზიდებით მკურნალობისას პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ კლინიკური დაკვირვების ქვეშ, რადგან არსებობს აღნიშნული ჯგუფის პრეპრატებით მკურნალობასთან დაკავშირებული ოტოტოქსიკურობის და ნეფროტოქსიკურობის ალბათობა. მკურნალობის უსაფრთხოება, რომლის ხანგრძლივობა აჭარბებს 14 დღეს არ არის დადგენილი. დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები დოზირების და სათანადო ჰიდრატაციის თვალსაზრისით.
პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია ან დაქვეითებულია გორგლოვანი ფილტრაცია უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია სტანდარტული მეთოდებით მკურნალობის დაწყების წინ და შემდეგ პერიოდულად. შრატში კრეატინინის კონცენტრაციების მიხედვით უნდა შემცირდეს დღიური დოზები და/ან გახანგრძლივდეს დოზებს შორის ინტერვალი, რათა თავიდან იქნეს არიდებული სისხლში პათოლოგიურად მაღალი დონეების აკუმულაცია და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ოტოტოქსიკურობის რისკი. შრატში პრეპარატის კონცენტრაციის და თირკმლის ფუნქციის რეგულარულად კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობის გამო, რაც შესაძლოა არ გამოვლინდეს სტანდარტულ სკრინინგ ტესტებში, ე.ი. სისხლის შარდოვანა და შრატისმიერი კრეატინინი.
თუ მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელება ≥7 დღე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან 10 დღე სხვა პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა აუდიოგრამის გაკეთება, რომელიც შემდეგ უნდა განმეორდეს მკურნალობის პერიოდში. ამიკაცინის მიღება უნდა შეწყდეს თუ განვითარდა ტინიტუსი ან სმენის დაკარგვა ან შემდგომი აუდიოგრამების მიხედვით აღინიშნა მაღალი ხარისხის რეაქციის მნიშვნელოვნად შემცირება.
თუ გამოვლინდა თირკმლის დაზიანების ნიშნები (როგორიც არის ცილა, ცილინდრები, ერითროციტები და ლეიკოციტები) საჭიროა ჰიდრატაციის გაძლიერება და სასურველია დოზის შემცირება. აღნიშნული ცვლილებები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ. თუმცა თუ აღინიშნა აზოტემია ან დიურეზის პროგრესული შემცირება მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ნეირო/ოტოტოქსიკურობა
ნეიროტოქსიკურობა, რომელიც ვლინდება ვესტიბულური და/ან ბილატერალური ოტოტოქსიკურობით შესაძლოა განვითარდეს ამინოგლიკოზიდებით ნამკურნალებ პაციენტებში. ამინოგლიკოზიდებით გამოწვეული ოტოტოქსიკურობის რისკი იზრდება პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, მაღალი დოზების მიღებისას ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. პირველ რიგში ჩვეულებრივ აღინიშნება მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის დაკარგვა და მისი გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ აუდიომეტრული ტესტით. მოსალოდნელია თავბრუსხვევა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ვესტიბულურ დაზიანებაზე. ნეიროტოქსიკურობის სხვა გამოვლინებებია მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება კანზე, კუნთების კრუნჩხვა და კონვულსიები. ამინოგლიკოზიდებით გამოწვეული ოტოტოქსიკურობის რისკი იზრდება შრატში მუდმივად მაღალი მაქსიმალური ან მინიმალური კონცენტრაციების ზეგავლენით. პაციენტებს, რომელთაც უვითარდებათ კოხლეარული ან ვესტიბულური დარღვევა მკურნალობის პერიოდში შესაძლოა არ გამოუვლინდეთ მერვე ნერვის ტოქსიკურობის მანიშნებელი სიმპტომები და პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელია სრული ან ნაწილობრივი შეუქცევადი ბილატერალური სიყრუე ან თავბრუსხვევა, რომელიც იწვევს გათიშვას. ამინოგლიკოზიდით გამოწვეული ოტოტოქსიკურობა ჩვეულებრივ შეუქცევადია.
ამიკაცინი სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგია ამინოგლიკოზიდების მიმართ ან პაციენტებში, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ისეთი ნეფროტოქსიკური და/ან ოტოტოქსიკური საშუალებების მიღებით გამოწვეული თირკმლის ან მერვე ნერვის ფარული დაზიანება, როგორიც არის სტრეპტომიცინი, დიჰიდროსტრეპტომიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი, კანამიცინი, ბეკანამიცინი, ნეომიცინი, პოლიმიქსინ B, კოლისტინი, ცეფალორიდინი ან ვიომიცინი, რადგან დამატებით მოსალოდნელია ტოქსიკურობა.
ასეთ პაციენტებში ამიკაცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ექიმის აზრით თერაპიული სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ რისკებს.
ნეირომუსკულარული ტოქსიკურობა
ნეირომუსკულარული ბლოკადა და სუნთქვის დამბლა დაფიქსირდა ამინოგლიკოზიდების პარენტერალური ინექციის, ადგილობრივი ინსტილაციის (როგორც ორთოპედიული, ასევე მუცლის ღრუს გამორეცხვა ან ემპიემის ადგილობრივი მკურნალობა) და პერორალური გამოყენების შემდეგ. გასათვალისწინებელია სუნთქვის დამბლის ალბათობა ამინოგლიკოზიდების ნებისმიერი გზით მიღებისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ საანესთეზიო საშუალებებს, ნეირომუსკულარულ მაბლოკირებელ საშუალებებს, როგორიც არის ტუბოკურარინი, სუქცინილქოლინი, დეკამეთონიუმი ან ციტრატ-ანტიკოაგულირებული სისხლის მასიური ტრანსფუზიების დროს. ნეირომუსკულარული ბლოკადის შემთხვევაში კალციუმის მარილებმა შესაძლოა მოახდინონ სუნთქვის დამბლის უკუქცევა, მაგრამ შესაძლოა საჭირო გახდეს ხელოვნური სუნთქვა მექანიკური მოწყობილების საშუალებით. ნეირომუსკულარული ბლოკადა და კუნთების დამბლა გამოვლინდა ლაბორატორიულ ცხოველებში ამიკაცინის მაღალი დოზების მიღებისას.
ამინოგლიკოზიდები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის მიასთენია გრავის ან პარკინსონიზმი, რადგან ამ პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ კუნთების სისუსტე ნეირომუსკულარულ სინაფსზე კურარეს მსგავსი ეფექტის გამო.
ოპერაციის პერიოდში ამიკაცინის მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნება გარდამავალი მიასთენიური სინდრომი.
ნეფროტოქსიკურობა
ამინოგლიკოზიდები პოტენციურად ნეფროტოქსიკურია. ნეფროტოქსიკურობის რისკი იზრდება პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია, მაღალი დოზების მიღებისას ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. მკურნალობის პერიოდში საჭიროა პაციენტების სათანადო ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის შეფასება სტანდარტული მეთოდებით თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ ყოველ დღე მკურნალობის პერიოდში. დოზა უნდა შემცირდეს თუ დაფიქსირდა თირკმლის დისფუნქციის ნიშნები, როგორიც არის შარდში ცილინდრები, ლეიკოციტები და ერითროციტები, ალბუმინურია, კრეატინინის კლირესის შემცირება, შარდის კუთრი წონის შემცირება, სისხლის შარდოვანას აზოტის (BUN), შრატისმიერი კრეატინინის მომატება ან ოლიგურია. აზოტემიის ზრდის ან დიურეზის პროგრესული შემცირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ხანდაზმულ პაციენტებში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რაც შესაძლოა არ გამოვლინდეს სტანდარტულ სკრინინგ ტესტებში, როგორიც არის სისხლის შარდოვანა და შრატისმიერი კრეატინინი. შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა.
ამინოგლიკოზიდებით მკურნალობის პერიოდში ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თირკმლის ფუნქციის რეგულარულად კონტროლი.
თირკმლის და თავის ქალის მერვე ნერვის ფუნქცია გულდასმით უნდა გაკონტროლდეს განსაკუთრებით ისეთ პაციენტებში, რომელთაც მკურნალობის დაწყებისას აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დადგენილი ან საეჭვო დარღვევები ან ისეთ პაციენტებში, რომელთაც საწყის ეტაპზე თირკმლის ფუნქცია ნორმაში აქვთ, მაგრამ მკურნალობის პერიოდში უვითარდებათ თირკმლის დისფუნქციის ნიშნები. თუ შესაძლებელია უნდა გაკონტროლდეს შრატში ამიკაცინის კონცენტრაციები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო დონეები და თავიდან იქნეს არიდებული პოტენციურად ტოქსიკური დონეები. საჭიროა შარდის შემოწმება კუთრი წონის შემცირების, ცილების გამოყოფის ზრდის და უჯრედების ან ცილინდრების არსებობის მხრივ. პერიოდულად უნდა შემოწმდეს სისხლის შარდოვანას აზოტი, კრეატინინი შრატში ან კრეატინინის კლირენსი. საჭიროა სერიული აუდიოგრამის ჩატარება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში. ოტოტოქსიკურობის (თავბრუსხვევა, ვერტიგო, ტინიტუსი, ხმები ყურებში და სმენის დაკარგვა) ან ნეფროტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება ან დაკორექტირდეს დოზები. არასასურველია სხვა ნეიროტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური პრეპარატების, განსაკუთრებით ბაციტრაცინის, ცისპლატინის, ამფოტერიცინ B-ს, ცეფალორიდინის, პარომომიცინის, ვიომიცინის, პოლიმიქსინ B-ს, კოლისტინის, ვანკომიცინის ან სხვა ამინოგლიკოზიდების თანმხლები და/ან შემდგომი სისტემური, პერორალური ან ადგილობრივი გამოყენება. ტოქსიკურობის რისკის ზრდა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის ხანდაზმული ასაკი და დეჰიდრატაცია.
ალერგიული რეაქციები
ამიკაცინის სულფატის ინექცია ფლაკონებში შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიის მსგავსი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური სიმპტომები და სიცოცხლისათვის საშიში ან ნაკლებად მწვავე ასთმური ეპიზოდები გარკვეულ მგრძნობიარე სუბიექტებში. სულფიტის მიმართ მგრძნობელობის საერთო სიხშირე ზოგადად პოპულაციაში ნაკლებად გავრცელებული და სავარაუდოდ მცირეა. სულფიტის მიმართ მგრძნობელობა უფრო ხშირად აღინიშნება ასთმის მქონე სუბიექტებში.
სხვა
ამინოგლიკოციდები სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება ადგილობრივად გამოყენებისას, გარდა შარდის ბუშტისა ქირურგიული პროცედურების დროს. ამინოგლიკოზის მიღებისას ნეირომუსკულარული ბლოკადით გამოწვეული შეუქცევადი სიყრუე, თირკმლის უკმარისობა და სიკვდილი დაფიქსირდა ირიგაციის შემდეგ როგორც მცირე, ასევე ფართომასშტაბური ქირურგიული ჩარევების დროს.
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ამიკაცინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზედმეტად ზრდა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სათანადო მკურნალობის დაწყება.
ამინოგლიკოზიდები სიფრთხილით გამოიყენება დღენაკლულ ჩვილებში და ახალშობილებში, რადგან თირკმელი არ არის სრულად განვითარებული და შესაბამისად აღნიშნული პრეპარატების ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.
ამიკაცინის ინტრავენური გამოყენებისას (ინექცია თვალში) დაფიქსირდა მაკულარული ინფარქტი ზოგჯერ მხედველობის მუდმივი დაკარგვით.
პედიატრიული გამოყენება

ამიკაცინის ინტრაპერიტონეალური გამოყენება არ არის რეკომენდირებული პატარა ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ ან ოტოტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად სისტემური თუ ადგილობრივი გამოყენება თავიდან უნდა იქნეს არიდებული მოსალოდნელი დამატებითი ეფექტების გამო. ნეფროტოქსიკურობის ზრდა აღინიშნა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების და ცეფალოსპორინების ერთობლივი პარენტერალური გამოყენების შემდეგ. ცეფალოსპორინის თანმხლები გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს შრატში კრეატინინის დონის მაჩვენებლების ფიქტიური ზრდა. საჭიროა კონტროლი. ოტოტოქსიკურობის რისკი იზრდება ამიკაცინის და სწრაფად მოქმედი შარდმდენების ერთობლივად მიღებისას, განსაკუთრებით კი თუ შარდმდენი შეიყვანება ვენაში. შრატში და ქსოვილებში ანტიბიოტიკის კონცენტრაციების ცვლილების გამო შარდმდენებმა შესაძლოა გააძლიერონ ამინოგლიკოზიდის ტოქსიკურობა. ამ პრეპარატებს მიეკუთვნება ფუროსემიდი და ეთაკრინის მჟავა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ოტოტოქსიკურ საშუალებას. შესაძლოა აღინიშნოს შეუქცევადი სიყრუე.
ამიკაცინის ინტრაპერიოტონეალური გამოყენება არ არის რეკომენდირებული საანესთეზიო საშუალებების ან მიორელაქსანტების (მათ შორის ეთერი, ჰალოტანი, d-ტუბოკურარინი, სუქცინილქოლინი და დეკამეთონიუმი) ზემოქმედების ქვეშ მყოფ პაციენტებში, რადგან მოსალოდნელია ნეირომუსკულარული ბლოკადა და შემდეგ სუნთქვის დათრგუნვა.
ახალშობილებში ინდომეტაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ამიკაცინის კონცენტრაციის ზრდა.
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე დისფუნქცია მოსალოდნელია ამინოგლიკოზიდების მოქმედების დაქვეითება პენიცილინის ტიპის პრეპარატებთან ერთად მიღებისას.
in vitro პირობებში ამინოგლიკოზიდების და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები) კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ორმხრივი ინაქტივაცია. in vivo პირობებში ამიოგლიკოზიდის ან პენიცილინის ტიპის პრეპარატის სხვადასხვა გზებით მიღების დროსაც შეიძლება აღინიშნოს შრატისმიერი აქტივობის შემცირება. ამინოგლიკოზიდის ინაქტივაცია კლინიკურად მნიშვნელოვანია მხოლოდ ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე დისფუნქცია. ინაქტივაცია შესაძლოა გაგრძელდეს კვლევისათვის შეგროვებული ბიოლოგიური სითხეების ნიმუშებში, რის გამოც ამინოგლიკოზიდთან დაკავშირებული მონაცემები არაზუსტია. ასეთი ნიმუშები საჭიროებენ სათანადოდ დამუშავებას (მყისიერი გამოკვლევა, გაყინვა ან ბეტა-ლაქტამაზით მკურნალობა).
ჰიპოკალციემიის რისკი იზრდება ამინოგლიკოზიდების და ბისფოსფონატების ერთობლივად მიღებისას.
ნეფროტოქსიკურობის და სავარაუდოდ ოტოტოქსიკურობის რისკი იზრდება ამინოგლიკოზიდების და პლატინის ნაერთების ერთობლივად მიღებისას.
თიამინთან (ვიტამინი B1) ერთად მიღებისას მოსალოდნელია მასზე უარყოფითი ზეგავლენა ამიკაცინის სულფატის შემადგენლობაში შემავალი რეაქტიური ნატრიუმის მეტაბისულფიტის მიერ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამიკაცინი მიიღება ორსულ ქალებში და ახალშობილებში მხოლოდ გამოუვალი აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობით.
ამიკაცინის უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში ჯერჯერობით არ არის დადგენილი.
ორსულობის პერიოდში ამინოგლიკოზიდების გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ამინოგლიკოზიდებმა შესაძლოა გამოიწვიონ ნაყოფის დაზიანება. ამინოგლიკოზიდები კვეთენ პლაცენტას და დაფიქსირებულია სრული, შეუქცევადი, ბილატერალური თანდაყოლილი სიყრუის შემთხვევები ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში ღებულობდნენ სტრეპტომიცინს. მართალია არ ფიქსირდება გვერდითი ეფექტები ნაყოფზე და ახალშობილზე სხვა ამინოგლიკოზიდებით ნამკურნალები პაციენტების შემთხვევაში, მაგრამ მაინც არსებობს ზიანის ალბათობა. თაგვებსა და ვირთხებში ჩატარებულ რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში არ გამოვლენილა ზეგავლენა ნაყოფიერებაზე ან ნაყოფის ტოქსიკურობა. თუ ამიკაცინი გამოიყენება ორსულობის დროს ან ორსულობა დადგება მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
უცნობია ხვდება თუ არა ამიკაცინი ადამიანის რძეში. უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების ან მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე
ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე ზეგავლენის თვალსაზრისით კვლევები არ ჩატარებულა. გარკვეულმა გვერდითმა რეაქციებმა შესაძლოა გამოიწვიონ ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარის დაქვეითება.
გვერდითი მოვლენები
ჩამონათვალი მოცემულია ორგანოთა სისტემური კლასის, MedDRA-ს (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) შერჩეული ტერმინების და შემდეგი სიხშირეების მიხედვით: ძალიან გავრცელებული (≥1/10), გავრცელებული (≥1/100, <1/10), ნაკლებად გავრცელებული (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია (ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით).
ორგანოთა სისტემური კლასი
სიხშირე
MedDRA ტერმინი
ინფექციები და ინვაზიები
ნაკლებად გავრცელებული
სუპერინფექციები ან კოლონიზაცია რეზისტენტული ბაქტერიებით ან საფუარით
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი
ანემია, ეოზინოფილია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი
ანაფილაქსიური რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქცია), ჰიპერმგრძნობელობა)
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
იშვიათი
ჰიპომაგნიემია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
უცნობი
დამბლა
იშვიათი
კანკალი, პარესთეზია, თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა
დარღვევები მხედველობის მხრივ
იშვიათი
სიბრმავე, ბადურის ინფარქტი
დარღვევები სმენის და ლაბირინთის მხრივ
იშვიათი
ტინიტუსი, ჰიპაკუზია
უცნობი
სიყრუე, ნეიროსენსორული სიყრუე
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
იშვიათი
ჰიპოტენზია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
უცნობი
აპნოე, ბრონქოსპაზმი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული
გულისრევა, ღებინება
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული
გამონაყარი
იშვიათი
ქავილი, ჭინჭრის ციება
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ
იშვიათი
ართრალგია, კუნთების კრუნჩხვა
დარღვევები თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ
უცნობი
თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტოქსიკური ნეფროპათია, უჯრედები შარდში
იშვიათი
ოლიგურია, სისხლში კრეატინინის მომატება, ალბუმინურია, აზოტემია, ერითროციტები შარდში, ლეიკოციტები შარდში
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა ინექციის ადგილას
იშვიათი
პირექსია
ყველა ამინოგლიკოზიდს შეუძლია ოტოტოქსიკურობის, თირკმლისმიერი ტოქსიკურობის და ნეირომუსკულარული ბლოკადის სტიმულირება. აღნიშნული ტოქსიკურობა უფრო ხშირად აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში, სხვა ოტოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური პრეპარატებით ნამკურნალებ პაციენტებში და რეკომენდირებულზე მაღალი დოზებით და/ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობისას.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
თავის ქალის მერვე ნერვზე ტოქსიკურმა ზეგავლენამ შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაკარგვა, წონასწორობის დაკარგვა ან ორივე. ამიკაცინი ძირითადად მოქმედებს სმენით ფუნქციაზე. კოხლეარულ დაზიანებაში შედის მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის დაკარგვა და ჩვეულებრივ ვითარდება აუდიომეტრული ტესტის საშუალებით სმენის კლინიკური დაკარგვის დადგენამდე.
ამიკაცინის ინტრავენური გამოყენებისას (ინექცია თვალში) დაფიქსირდა მაკულარული ინფარქტი ზოგჯერ მხედველობის მუდმივი დაკარგვით.
როდესაც დაცულია სიფრთხილის რეკომენდირებული ზომები და დოზები ამ შემთხვევაში ტოქსიკური რეაქციების, მაგ: ტინიტუსის, ვერტიგოს და ნაწილობრივ შეუქცევადი სიყრუის, კანზე გამონაყარის, წამლისმიერი ცხელების, თავისტკივილის, პარესთეზიის, გულისრევის და ღებინების სიხშირე დაბალია. მართალია იშვიათად, მაგრამ დაფიქსირდა თირკმლის დაზიანების ნიშნები შარდის მხრივ (ცილა, ცილინდრები, ერითროციტები ან ლეიკოციტები), აზოტემია და ოლიგურია.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ზოგადად არსებობს ნეფრო-, ოტო- და ნეიროტოქსიკური (ნეირომუსკულარული ბლოკადა) რეაქციების რისკი. ნეირომუსკულარული ბლოკადა, რასაც თან ახლავს სუნთქვის დათრგუნვა საჭიროებს სათანადო მკურნალობას, მათ შორის იონური კალციუმის (მაგ: გლუკონატი ან ლაქტობიონატი 10-20% ხსნარი) გამოყენებას. დოზის გადაჭარბებისას ან ტოქსიკური რეაქციის შემთხვევაში პერიტონეალური დიალიზი ან ჰემოდიალიზი ხელს უწყობს სისხლიდან ამიკაცინის გამოდევნას.
ამიკაცინის დონე ასევე მცირდება უწყვეტი არტერიოვენური ჰემოფილტრაციის დროს. ახალშობილებში ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შენაცვლებითი ტრანსფუზია.
შემადგენლობა
თითო 2მლ ფლაკონი შეიცავს 500მგ ამიკაცინს.
შემავსებლები:
ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ციტრატი, გოგირდმჟავა 35% (pH-ის დასარეგულირებლად)/ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1M (pH-ის დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი
შენახვის პირობები
3 წელი
შენახვასთან დაკავშირებული სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში.
შეფუთვა და მისი შემცველობა
500მგ/2მლ-მინიმუმ 2მლ ხსნარი ტიპი I გამჭვირვალე შუშის ფლაკონში, ტევადობა 2მლ, ბრომბუთილ კაუჩუკის საცობით და ალუმინის ხუფით ინდივიდუალურ წინასწარ დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში.
უტილიზაციასთან დაკავშირებული სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის, დარჩენილი ხსნარი აღარ გამოიყენება.
ამიკაცინის სულფატი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე კონცენტრაციებით 0.25 და 5.0მგ/მლ შემდეგ ხსნარებში:
5% დექსტროზას ინექცია
- 9% ნატრიუმის ქლორიდის ინექცია
ლაქტატ რინგერის ინექცია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ინფექციის საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების პრეპარატები. სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები. ამინოგლიკოზიდური ანტიბაქტერიული საშუალებები. სხვა ამინოგლიკოზიდები.
ათქ კოდი: J01GB06
ამიკაცინის სულფატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიურია გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის, მათ შორის Pseudomonas spp, Escherichia coli, ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი Proteus spp., Klebsiella-Enterobaceter-Serratia spp, Salmonella, Shigella, Acinetobacter, Citrobacter freundii და Providencia spp-ს მიმართ.
აღნიშნული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მრავალი შტამი (გენტამიცინის და ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტული) შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ამიკაცინის მიმართ in vitro პირობებში. ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ძირითადი გრამ-დადებითი მიკროორგანიზმი არის Staphylococcus aureus, მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით. ამიკაცინს გააჩნია გარკვეული მოქმედება სხვა გრამ-დადებითი მიკროორგანიზმების, მათ შორის Streptococcus pyogenes, Enterococci და Streptococcus pneumoniae-ს გარკვეული შტამების წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კუნთში შეყვანის შემდეგ ამიკაცინი სწრაფად შეიწოვება. შრატში მაქსიმალური დონეები- დაახლოებით 11მგ/ლ და 23მგ/ლ მიიღწევა 250მგ და 500მგ დოზების კუნთში შეყვანიდან ერთ საათში. აღნიშნული დოზების შეყვანიდან 10 საათში შრატისმიერი დონეებია 0.3მგ/ლ და 2.1მგ/ლ.
≤20% უკავშირდება შრატის ცილას და 10-12 საათის განმავლობაში მგრძნობიარე ორგანიზმებისათვის კონცენტრაციები რჩება ბაქტერიციდულ დიაპაზონში.
ამიკაცინი ადვილად ვრცელდება ექსტრაცელულარულ სითხეებში და უცვლელი ფორმით გამოიყოფა შარდში, ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციით. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს.
250მგ დოზის კუნთში შეყვანის შემდეგ დაახლოებით 65% გამოიყოფა ექვს საათში და 91% კი 24 საათში. შარდში კონცენტრაცია საშუალოდ არის 563მგ/ლ პირველი 6 საათის განმავლობაში და 163მგ/ლ 6-12 საათის განმავლობაში. 500მგ დოზის კუნთში შეყვანისას შარდში საშუალო კონცენტრაცია არის 832მგ/ლ პირველი 6 საათის განმავლობაში.
ნორმალურ მოზრდილებში 500მგ ერთჯერადი დოზის 30 წუთის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიის სახით მიღებისას შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია 38მკგ/ლ მიიღწევა ინფუზიის დასასრულს. განმეორებითი ინფუზიების შემთხვევაში არ აღინიშნება პრეპარატის აკუმულაცია.
პარენტერალური გამოყენებისას ამიკაცინი აღმოჩნდა ცერებროსპინალურ სითხეში, პლევრულ სითხეში, ამნიონურ სითხეში და მუცლის ღრუში.
მრავალჯერადი დღიური დოზების გამოყენებით ჩატარებული კვლევების მიხედვით ნორმალურ ჩვილებში ცერებროსპინალურ სითხეში დონეები შეადგენს შრატისმიერი კონცენტრაციების დაახლოებით 10-20%-ს და შესაძლოა მიაღწიოს 50%-ს მენინგიტის შემთხვევაში.
ინტრამუსკულარული და ინტრავენური გამოყენება
ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ჩვილებში მცირდება ამიკაცინის გამოყოფა თირკმელებით.
ახალშობილებში ჩატარებულ ერთ კვლევაში (მშობიარობიდან 1-6 დღე) მათი დაჯგუფება მოხდა წონის (<2000, 2000-3000 და >3000გ) მიხედვით. ამიკაცინი მიიღებოდა 7.5მგ/კგ დოზით კუნთში და/ან ვენაში. >3000გ წონის ახალშობილებში კლირენსი იყო 0.84მლ/წთ/კგ და საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი კი შეადგენდა დაახლოებით 7 საათს. აღნიშნულ ჯგუფში განაწილების თავდაპირველი მოცულობა და განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში იყო 0.3მლ/კგ და 0.5მგ/კგ. ნაკლები წონის ჯგუფებში კლირენსი/კგ უფრო ნაკლები და ნახევარგამოყოფის პერიოდი კი უფრო ხანგრძლივი იყო. აღნიშნულ ჯგუფებში ყოველ 12 საათში განმეორებითი დოზების მიღებისას არ დაფიქსირებულა აკუმულაცია 5 დღის შემდეგ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ამიკაცინი
500მგ/2მლ საინექციო ხსნარი
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითო 2მლ ფლაკონი შეიცავს 500მგ ამიკაცინს.
შემავსებლები:
ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ციტრატი, გოგირდმჟავა 35% (pH-ის დასარეგულირებლად)/ნატრიუმის ჰიდროქსიდი 1M (pH-ის დასარეგულირებლად), საინექციო წყალი.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ინფექციის საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების პრეპარატები. სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები. ამინოგლიკოზიდური ანტიბაქტერიული საშუალებები. სხვა ამინოგლიკოზიდები.
ათქ კოდი: J01GB06
ამიკაცინის სულფატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიურია გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის, მათ შორის Pseudomonas spp, Escherichia coli, ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი Proteus spp., Klebsiella-Enterobaceter-Serratia spp, Salmonella, Shigella, Acinetobacter, Citrobacter freundii და Providencia spp-ს მიმართ.
აღნიშნული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მრავალი შტამი (გენტამიცინის და ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტული) შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ამიკაცინის მიმართ in vitro პირობებში. ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ძირითადი გრამ-დადებითი მიკროორგანიზმი არის Staphylococcus aureus, მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით. ამიკაცინს გააჩნია გარკვეული მოქმედება სხვა გრამ-დადებითი მიკროორგანიზმების, მათ შორის Streptococcus pyogenes, Enterococci და Streptococcus pneumoniae-ს გარკვეული შტამების წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კუნთში შეყვანის შემდეგ ამიკაცინი სწრაფად შეიწოვება. შრატში მაქსიმალური დონეები- დაახლოებით 11მგ/ლ და 23მგ/ლ მიიღწევა 250მგ და 500მგ დოზების კუნთში შეყვანიდან ერთ საათში. აღნიშნული დოზების შეყვანიდან 10 საათში შრატისმიერი დონეებია 0.3მგ/ლ და 2.1მგ/ლ.
≤20% უკავშირდება შრატის ცილას და 10-12 საათის განმავლობაში მგრძნობიარე ორგანიზმებისათვის კონცენტრაციები რჩება ბაქტერიციდულ დიაპაზონში.
ამიკაცინი ადვილად ვრცელდება ექსტრაცელულარულ სითხეებში და უცვლელი ფორმით გამოიყოფა შარდში, ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციით. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს.
250მგ დოზის კუნთში შეყვანის შემდეგ დაახლოებით 65% გამოიყოფა ექვს საათში და 91% კი 24 საათში. შარდში კონცენტრაცია საშუალოდ არის 563მგ/ლ პირველი 6 საათის განმავლობაში და 163მგ/ლ 6-12 საათის განმავლობაში. 500მგ დოზის კუნთში შეყვანისას შარდში საშუალო კონცენტრაცია არის 832მგ/ლ პირველი 6 საათის განმავლობაში.
ნორმალურ მოზრდილებში 500მგ ერთჯერადი დოზის 30 წუთის განმავლობაში ინტრავენური ინფუზიის სახით მიღებისას შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია 38მკგ/ლ მიიღწევა ინფუზიის დასასრულს. განმეორებითი ინფუზიების შემთხვევაში არ აღინიშნება პრეპარატის აკუმულაცია.
პარენტერალური გამოყენებისას ამიკაცინი აღმოჩნდა ცერებროსპინალურ სითხეში, პლევრულ სითხეში, ამნიონურ სითხეში და მუცლის ღრუში.
მრავალჯერადი დღიური დოზების გამოყენებით ჩატარებული კვლევების მიხედვით ნორმალურ ჩვილებში ცერებროსპინალურ სითხეში დონეები შეადგენს შრატისმიერი კონცენტრაციების დაახლოებით 10-20%-ს და შესაძლოა მიაღწიოს 50%-ს მენინგიტის შემთხვევაში.
ინტრამუსკულარული და ინტრავენური გამოყენება
ახალშობილებში და განსაკუთრებით დღენაკლულ ჩვილებში მცირდება ამიკაცინის გამოყოფა თირკმელებით.
ახალშობილებში ჩატარებულ ერთ კვლევაში (მშობიარობიდან 1-6 დღე) მათი დაჯგუფება მოხდა წონის (<2000, 2000-3000 და >3000გ) მიხედვით. ამიკაცინი მიიღებოდა 7.5მგ/კგ დოზით კუნთში და/ან ვენაში. >3000გ წონის ახალშობილებში კლირენსი იყო 0.84მლ/წთ/კგ და საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი კი შეადგენდა დაახლოებით 7 საათს. აღნიშნულ ჯგუფში განაწილების თავდაპირველი მოცულობა და განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში იყო 0.3მლ/კგ და 0.5მგ/კგ. ნაკლები წონის ჯგუფებში კლირენსი/კგ უფრო ნაკლები და ნახევარგამოყოფის პერიოდი კი უფრო ხანგრძლივი იყო. აღნიშნულ ჯგუფებში ყოველ 12 საათში განმეორებითი დოზების მიღებისას არ დაფიქსირებულა აკუმულაცია 5 დღის შემდეგ.
კლინიკური მონაცემები
თერაპიული ჩვენებები
ამიკაცინის სულფატი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიურია გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის, მათ შორის Pseudomonas spp, Escherichia coli, ინდოლ-დადებითი და ინდოლ-უარყოფითი Proteus spp., Klebsiella-Enterobaceter-Serratia spp, Salmonella, Shigella, Acinetobacter (იგივე Minea-Herellea) სახეობების, Citrobacter freundii და Providencia spp-ს მიმართ.
აღნიშნული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმების მრავალი შტამი (გენტამიცინის და ტობრამიცინის მიმართ რეზისტენტული) შესაძლოა მგრძნობიარე იყოს ამიკაცინის მიმართ in vitro პირობებში. ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ძირითადი გრამ-დადებითი მიკროორგანიზმი არის Staphylococcus aureus, მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამების ჩათვლით. ამიკაცინს გააჩნია გარკვეული მოქმედება სხვა გრამ-დადებითი მიკროორგანიზმების, მათ შორის Streptococcus pyogenes, Enterococci და Streptococcus pneumoniae-ს გარკვეული შტამების წინააღმდეგ.
ამიკაცინი გამოიყენება გრამ-დადებითი ბაქტერიების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული სერიოზული ინფექციების ხანმოკლე მკურნალობისათვის. იგი ასევე ნაჩვენებია დადგენილი ან საეჭვო სტაფილოკოკური დაავადებების სამკურნალოდ.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებული ოფიციალური რეკომენდაციები.
დოზები და გამოყენების წესი
უმეტესი ინფექციების შემთხვევაში სასურველია პრეპარატის კუნთში შეყვანა, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს ან პაციენტებში, რომელთაც ვერ უკეთდებათ ინტრამუსკულარული ინექცია შესაძლებელია ვენაში შეყვანა ნელი ბოლუსური (2-3 წუთი) ინექციის ან ინფუზიის (0.25% 30წუთი) სახით.
ინტრამუსკულარული და ინტრავენური გამოყენება
ამიკაცინის სულფატის შეყვანა შესაძლებელია კუნთი ან ვენაში.
მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციების შემთხვევაში რეკომენდირებული დოზების მიღებისას მკურნალობაზე რეაგირება უნდა აღინიშნოს 24-48 საათში.
თუ კლინიკური ეფექტი არ აღინიშნება 3-5 დღეში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ალტერნატიული მკურნალობა.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის სხეულის წონის დადგენა დოზის სწორად განსაზღვრის მიზნით.
საჭიროა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია შრატში კრეატინინის კონცენტრაციის ან ენდოგენური კრეატინინის კლირენსის მიხედვით. აღნიშნული მიზნისათვის ნაკლებად სანდოა სისხლის შარდოვანას აზოტი (BUN). მკურნალობის დროს პერიოდულად უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია.
თუ შესაძლებელია უნდა განისაზღვროს ამიკაცინის კონცენტრაციები შრატში, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო და არა ზედმეტი დონეები. სასურველია პერიოდულად განისაზღვოს როგორც მაქსიმალური, ასევე მინიმალური კონცენტრაციები შრატში. არ არის სასურველი 35მკგ/მლ-ზე მეტი მაქსიმალური კონცენტრაციები (30-90 წუთი ინექციის შემდეგ) და 10მკგ/მლ-ზე მეტი მინიმალური კონცენტრაციები (შემდეგი დოზის მიღების წინ). დოზა უნდა დაკორექტირდეს შესაბამისად. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში შესაძლებელია პრეპარატის დღეში ერთჯერ მიღება; ასეთ შემთხვევებში მაქსიმალურმა კონცენტრაციებმა შესაძლოა გადააჭარბონ 35მკგ/მლ-ს.
ჩვეულებრივ მკურნალობა გრძელდება 7-10 დღე. პრეპარტის ნებისმიერი მეთოდით მიღებისას საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 15-20მგ/კგ-ს. რთული და გამწვავებული ინფექციების შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა 10 დღეს აჭარბებს საჭიროა ამიკაცინის სულფატის ინექციის გამოყენების თავიდან შეფასება და თუ მკურნალობა გაგრძელდა უნდა შემოწმდეს თირკმლის, სმენითი, ვესტიბულური ფუნქცია, ასევე შრატში ამიკაცინის დონეები.
თუ კონკრეტული კლინიკური რეაქცია არ აღინიშნა 3-5 დღეში მკურნალობა უნდა შეწყდეს და თავიდან შემოწმდეს გავრცელებული მიკროორგანიზმის მგრძნობელობა ანტიბიოტიკის მიმართ. როდესაც ინფექცია არ რეაგირებს მკურნალობაზე ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს მიკროორგანიზმის რეზისტენტულობით ან სეპტიკური კერის არსებობით, რაც საჭიროებს დრენაჟირებას.
მოზრდილები და >12 წლის ბავშვები:
რეკომენდირებული ინტრამუსკულარული ან ინტრავენური დოზა თირკმლის ნორმალური ფუნქციის (კრეატინინის კლირენსი ≥50მლ/წთ) მქონე მოზრდილებში ან მოზარდებში არის 15მგ/კგ/დღეში, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი დღიური დოზის სახით ან იყოფა 2 თანაბარ დოზად, ე.ი. 7.5მგ/კგ ყოველ 12 საათში. საერთო დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.5გ-ს. ენდოკარდიტის და ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში დოზა მიიღება დღეში ორჯერ, რადგან საკმარისი მონაცემები არ არსებობს პრეპარატის დღეში ერთჯერ მიღების შესახებ.
4 კვირიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:
რეკომენდირებული ინტრამუსკულარული და ინტრავენური (ნელი ინტრავენური ინფუზია) დოზა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ბავშვებში არის 15-20მგ/კგ/დღეში, რომელიც მიიღება დღეში ერთჯერ ან იყოფა და მიიღება 7.5მგ/კგ ყოველ 12 საათში. ენდოკარდიტის და ფებრილური ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში დოზა მიიღება დღეში ორჯერ, რადგან საკმარისი მონაცემები არ არსებობს პრეპარატის დღეში ერთჯერ მიღების შესახებ.
ახალშობილები:
საწყისი დამტვირთავი დოზა არის 10მგ/კგ, შემდეგ კი 7.5მგ/კგ ყოველ 12 საათში.
დღენაკლული ჩვილები:
დღენაკლულ ჩვილებში რეკომენდირებული დოზა შეადგენს 7.5მგ/კგ-ს ყოველ 12 საათში.
პრეპარატის ინტრავენურ გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული რეკომენდაცია
ამიკაცინის სულფატის ინდივიდუალური დოზა, საერთო დღიური დოზა და საერთო კუმულაციური დოზა ინტრამუსკულარული დოზის იდენტურია. ვენაში შესაყვანი ხსნარი მზადდება 500მგ ფლაკონის შიგთავსში 100-200მლ სტერილური გამხსნელის დამატებით, როგორიც არის 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ინექცია ან 5% დექსტროზას ინექცია ან ნებისმიერი თავსებადი ხსნარი, რომელიც ჩამოთვლილია ნაწილში “უტილიზაციასთან დაკავშირებული სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები”.
მოზრდილებში ხსნარი მიიღება 30-60 წუთის განმავლობაში.
პედიატრიულ პაციენტებში გამხსნელის რაოდენობა დამოკიდებულია ამიკაცინის რაოდენობაზე, რომლის ატანაც შეუძლია პაციენტს. ჩვეულებრივ ხსნარი უნდა გადაისხას 30-60 წუთში. ჩვილებს სჭირდებათ 1-2 საათიანი ინფუზია.
დაუშვებელია ამიკაცინის შერევა სხვა პრეპარატებთან, მათი მიღება ხდება ცალ-ცალკე რეკომენდირებული დოზის და მიღების გზის მიხედვით.
ხანდაზმულები
ამიკაცინი გამოიყოფა თირკმელებით. შეძლებისდაგვარად უნდა შემოწმდეს თირკმლის ფუნქცია და შესაბამისად დაკორექტირდეს დოზა თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში.
სიცოცხლისათვის საშიში და/ან Pseudomonas მიერ გამოწვეული ინფექციები
მოზრდილთათვის განკუთვნილი დოზა შესაძლოა გაიზარდოს 500მგ-მდე, რომელიც მიიღება ყოველ 8 საათში, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 1.5გ-ს და მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. მოზრდილთა მაქსიმალურმა საერთო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 15გ-ს.
საშარდე ტრაქტის ინფექციები: (გარდა ფსევდომონური ინფექციებისა)
- 5მგ/კგ/დღეში ორ თანაბარ გაყოფილ დოზად (ექვივალენტურია მოზრდილთა დოზისა 250მგ დღეში ორჯერ). ვინაიდან ამიკაცინის მოქმედებას აძლიერებს pH-ის ზრდა ამავდროულად შესაძლებელია შარდის მაალკალიზირებელი საშუალების მიღება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რაც გამოიხატება კრეატინინის კლირენსით <50მლ/წთ, ამიკაცინის რეკომენდირებული საერთო დღიური დოზის მიღება ერთჯერადი დღიური დოზების სახით არ არის სასურველი, რადგან ასეთ პაციენტებში მაღალი მინიმალური კონცენტრაციები გახანგრძლივდება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზების კორექციასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს ღებულობენ დღეში ორჯერ ან სამჯერ შეძლებისდაგვარად უნდა გაკონტროლდეს შრატში ამიკაცინის კონცენტრაციები სათანადო კვლევითი პროცედურების საშუალებით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია სტანდარტული დოზების ხანგრძლივი ინტერვალებით მიღების გზით ან შემცირებული დოზების ფიქსირებული ინტერვალებით მიღების გზით.
ორივე მეთოდი დაფუძნებულია კრეატინინის კლირენსზე ან შრატში კრეატინინის დონეზე, რადგან აღნიშნული მაჩვენებლები კორელირდებიან ამინოგლიკოზიდის ნახევარგამოყოფის პერიოდთან პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.
დოზირების აღნიშნული რეჟიმების გამოყენებისას პაციენტი უნდა იმყოფებოდეს კლინიკური და ლაბორატორიული დაკვირვების ქვეშ და საჭიროებისამებრ დაკორექტირდეს დოზები, მათ შორის დიალიზის პერიოდში.
სტანდარტული დოზა ხანგრძლივი ინტერვალებით: თუ კრეატინინის კლირენსის სიჩქარის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია დოზებს შორის ინტერვალი სტანდარტული ერთჯერადი დოზისათვის (ე.ი. დოზა, რომელიც მიიღება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დღეში ორჯერ, 7.5მგ/კგ) შესაძლოა დაანგარიშდეს შრატში კრეატინინის კონცენტრაციის (მგ/100მლ) 9-ზე გამრავლებით; ე.ი. თუ შრატში კრეატინინის კონცენტრაცია არის 2მგ/100მლ შესაბამისად რეკომენდირებული ერთჯერადი დოზა (7.5მგ/კგ) მიიღება ყოველ 18 საათში.
შრატში კრეატინინის კონცენტრაცია
(მგ/100)
ამიკაცინის დოზებს (7.5მგ/კგ/იმ) შორის ინტერვალი (საათები)
- 5
- 5
- 0
18
- 5
- 5
- 0
X 9=
27
- 5
- 5
- 0
36
- 5
- 5
- 0
45
- 5
- 5
- 0
54
შემცირებული დოზა ფიქსირებული ინტერვალებით: როდესაც თირკმლის ფუნქცია დაქვეითებულია და საჭიროა ამიკაცინის სულფატის ინექციის მიღება ფიქსირებული ინტერვალებით დოზა უნდა შემცირდეს. ასეთ პაციენტებში საჭიროა შრატში ამიკაცინის კონცენტრაციების განსაზღვრა, რათა სწორად მოხდეს პრეპარატის გამოყენება და თავიდან იქნეს არიდებული შრატში ზედმეტი კონცენტრაციები. თუ შრატისმიერი კონცენტრაციების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია შრატში კრეატინინის და კრეატინინის კლირენსის მიხედვით დგინდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დოზირების რეჟიმი.
თავდაპირველად მკურნალობა იწყება სტანდარტული დოზით 7.5მგ/კგ, რომელიც მიიღება დამტვირთავი დოზის სახით. ეს იგივე დოზაა, რომელიც რეკომენდირებულია თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტის შემთხვევაში, როგორს აღწერილია ზემოთ.
შემანარჩუნებელი დოზის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, რომელიც მიიღება ყოველ 12 საათში, დამტვირთავი დოზა უნდა შემცირდეს კრეატინინის კლირენსის სიჩქარის შემცირების პროპორციულად:
შემანარჩუნებელი დოზა ყოველ 12 საათში =
(დაფიქსირებული CrCl (მლ/წთ) x დაანგარიშებული დამტვირთავი დოზა (მგ))
ნორმალური CrCl (მლ/წთ)
(CrCl = კრეატინინის კლირენსის სიჩქარე)
შემცირებული დოზა, რომელიც მიიღება 12 საათიანი ინტერვალით (პაციენტებისათვის, რომელთა შემთხვევაში წონასწორულ მდგომარეობაში შრატისმიერი კრეატინინის მაჩვენებლები ცნობილია) ასევე შეიძლება მიახლოებით განისაზღვროს სტანდარტული რეკომენდირებული დოზის შარტისმიერ კრეატინინზე გაყოფით.
დოზირების აღნიშნული რეჟიმები არ წარმოადგენენ უცვლელ რეკომენდაციებს, არამედ მოცემულია დოზირებასთან დაკავშირებული მითითებების სახით, როდესაც შრატში ამიკაცინის დონეების განსაზღვრა შეუძლებელია.
მკურნალობის პერიოდში თირკმლის ფუნქცია შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, შესაბამისად საჭიროა შრატში კრეატინინის ხშირად შემოწმება და დოზირების რეჟიმის საჭიროებისამებრ დაკორექტირება.
ინტრაპერიტონეალური გამოყენება
დადგენილი პერიტონიტის შემთხვევაში დიაგნოსტიკური ოპერაციის შემდეგ ან ოპერაციის დროს პერიტონეალური დაბინძურების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია ფეკალიების დაღვრით ამიკაცინის გამოყენება შესაძლებელია 0.25% (2.5მგ/მლ) კონცენტრაციით საირიგაციო საშუალების სახით ანესთეზიიდან გამოსვლის შემდეგ. ამიკაცინის ინტრაპერიტონეალური გამოყენება არ არის რეკომენდირებული პატარა ბავშვებში.
გამოყენების სხვა გზები
ამიკაცინის გამოყენება შესაძლებელია 0.25% (2.5მგ/მლ) კონცენტრაციით საირიგაციო ხსნარის სახით აბსცესის ღრუებში, პლევრის ღრუებში, პერიტონეალურ ღრუში და ტვინის პარკუჭებში.
უკუჩვენებები
მიასთენია გრავის.
ამიკაცინის სულფატის ინექცია უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია ამიკაცინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის ან სერიოზული ტოქსიკური რეაქციების არსებობა ამინოგლიკოზიდების მიმართ შესაძლოა უკუჩვენებას წარმოადგენდეს ნებისმიერი ამინოგლიკოზიდის გამოყენებისას ამ ჯგუფის პრეპარატების მიმართ დადგენილი ჯვარედინი მგრძნობელობის გამო.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და გამოყენებასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები
სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომელთაც უკვე აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა ან სმენის ან ვესტიბულური დარღვევები. პარენტერალური ამინოგლიკოზიდებით მკურნალობისას პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ კლინიკური დაკვირვების ქვეშ, რადგან არსებობს აღნიშნული ჯგუფის პრეპრატებით მკურნალობასთან დაკავშირებული ოტოტოქსიკურობის და ნეფროტოქსიკურობის ალბათობა. მკურნალობის უსაფრთხოება, რომლის ხანგრძლივობა აჭარბებს 14 დღეს არ არის დადგენილი. დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები დოზირების და სათანადო ჰიდრატაციის თვალსაზრისით.
პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია ან დაქვეითებულია გორგლოვანი ფილტრაცია უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია სტანდარტული მეთოდებით მკურნალობის დაწყების წინ და შემდეგ პერიოდულად. შრატში კრეატინინის კონცენტრაციების მიხედვით უნდა შემცირდეს დღიური დოზები და/ან გახანგრძლივდეს დოზებს შორის ინტერვალი, რათა თავიდან იქნეს არიდებული სისხლში პათოლოგიურად მაღალი დონეების აკუმულაცია და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ოტოტოქსიკურობის რისკი. შრატში პრეპარატის კონცენტრაციის და თირკმლის ფუნქციის რეგულარულად კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დაქვეითების ალბათობის გამო, რაც შესაძლოა არ გამოვლინდეს სტანდარტულ სკრინინგ ტესტებში, ე.ი. სისხლის შარდოვანა და შრატისმიერი კრეატინინი.
თუ მკურნალობა სავარაუდოდ გაგრძელება ≥7 დღე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან 10 დღე სხვა პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა აუდიოგრამის გაკეთება, რომელიც შემდეგ უნდა განმეორდეს მკურნალობის პერიოდში. ამიკაცინის მიღება უნდა შეწყდეს თუ განვითარდა ტინიტუსი ან სმენის დაკარგვა ან შემდგომი აუდიოგრამების მიხედვით აღინიშნა მაღალი ხარისხის რეაქციის მნიშვნელოვნად შემცირება.
თუ გამოვლინდა თირკმლის დაზიანების ნიშნები (როგორიც არის ცილა, ცილინდრები, ერითროციტები და ლეიკოციტები) საჭიროა ჰიდრატაციის გაძლიერება და სასურველია დოზის შემცირება. აღნიშნული ცვლილებები ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ. თუმცა თუ აღინიშნა აზოტემია ან დიურეზის პროგრესული შემცირება მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ნეირო/ოტოტოქსიკურობა
ნეიროტოქსიკურობა, რომელიც ვლინდება ვესტიბულური და/ან ბილატერალური ოტოტოქსიკურობით შესაძლოა განვითარდეს ამინოგლიკოზიდებით ნამკურნალებ პაციენტებში. ამინოგლიკოზიდებით გამოწვეული ოტოტოქსიკურობის რისკი იზრდება პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, მაღალი დოზების მიღებისას ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. პირველ რიგში ჩვეულებრივ აღინიშნება მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის დაკარგვა და მისი გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ აუდიომეტრული ტესტით. მოსალოდნელია თავბრუსხვევა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ვესტიბულურ დაზიანებაზე. ნეიროტოქსიკურობის სხვა გამოვლინებებია მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება კანზე, კუნთების კრუნჩხვა და კონვულსიები. ამინოგლიკოზიდებით გამოწვეული ოტოტოქსიკურობის რისკი იზრდება შრატში მუდმივად მაღალი მაქსიმალური ან მინიმალური კონცენტრაციების ზეგავლენით. პაციენტებს, რომელთაც უვითარდებათ კოხლეარული ან ვესტიბულური დარღვევა მკურნალობის პერიოდში შესაძლოა არ გამოუვლინდეთ მერვე ნერვის ტოქსიკურობის მანიშნებელი სიმპტომები და პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელია სრული ან ნაწილობრივი შეუქცევადი ბილატერალური სიყრუე ან თავბრუსხვევა, რომელიც იწვევს გათიშვას. ამინოგლიკოზიდით გამოწვეული ოტოტოქსიკურობა ჩვეულებრივ შეუქცევადია.
ამიკაცინი სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგია ამინოგლიკოზიდების მიმართ ან პაციენტებში, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ ისეთი ნეფროტოქსიკური და/ან ოტოტოქსიკური საშუალებების მიღებით გამოწვეული თირკმლის ან მერვე ნერვის ფარული დაზიანება, როგორიც არის სტრეპტომიცინი, დიჰიდროსტრეპტომიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი, კანამიცინი, ბეკანამიცინი, ნეომიცინი, პოლიმიქსინ B, კოლისტინი, ცეფალორიდინი ან ვიომიცინი, რადგან დამატებით მოსალოდნელია ტოქსიკურობა.
ასეთ პაციენტებში ამიკაცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ექიმის აზრით თერაპიული სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ რისკებს.
ნეირომუსკულარული ტოქსიკურობა
ნეირომუსკულარული ბლოკადა და სუნთქვის დამბლა დაფიქსირდა ამინოგლიკოზიდების პარენტერალური ინექციის, ადგილობრივი ინსტილაციის (როგორც ორთოპედიული, ასევე მუცლის ღრუს გამორეცხვა ან ემპიემის ადგილობრივი მკურნალობა) და პერორალური გამოყენების შემდეგ. გასათვალისწინებელია სუნთქვის დამბლის ალბათობა ამინოგლიკოზიდების ნებისმიერი გზით მიღებისას, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ საანესთეზიო საშუალებებს, ნეირომუსკულარულ მაბლოკირებელ საშუალებებს, როგორიც არის ტუბოკურარინი, სუქცინილქოლინი, დეკამეთონიუმი ან ციტრატ-ანტიკოაგულირებული სისხლის მასიური ტრანსფუზიების დროს. ნეირომუსკულარული ბლოკადის შემთხვევაში კალციუმის მარილებმა შესაძლოა მოახდინონ სუნთქვის დამბლის უკუქცევა, მაგრამ შესაძლოა საჭირო გახდეს ხელოვნური სუნთქვა მექანიკური მოწყობილების საშუალებით. ნეირომუსკულარული ბლოკადა და კუნთების დამბლა გამოვლინდა ლაბორატორიულ ცხოველებში ამიკაცინის მაღალი დოზების მიღებისას.
ამინოგლიკოზიდები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიც არის მიასთენია გრავის ან პარკინსონიზმი, რადგან ამ პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ კუნთების სისუსტე ნეირომუსკულარულ სინაფსზე კურარეს მსგავსი ეფექტის გამო.
ოპერაციის პერიოდში ამიკაცინის მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნება გარდამავალი მიასთენიური სინდრომი.
ნეფროტოქსიკურობა
ამინოგლიკოზიდები პოტენციურად ნეფროტოქსიკურია. ნეფროტოქსიკურობის რისკი იზრდება პაციენტებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია, მაღალი დოზების მიღებისას ან ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში. მკურნალობის პერიოდში საჭიროა პაციენტების სათანადო ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის შეფასება სტანდარტული მეთოდებით თერაპიის დაწყებამდე და შემდეგ ყოველ დღე მკურნალობის პერიოდში. დოზა უნდა შემცირდეს თუ დაფიქსირდა თირკმლის დისფუნქციის ნიშნები, როგორიც არის შარდში ცილინდრები, ლეიკოციტები და ერითროციტები, ალბუმინურია, კრეატინინის კლირესის შემცირება, შარდის კუთრი წონის შემცირება, სისხლის შარდოვანას აზოტის (BUN), შრატისმიერი კრეატინინის მომატება ან ოლიგურია. აზოტემიის ზრდის ან დიურეზის პროგრესული შემცირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ხანდაზმულ პაციენტებში მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რაც შესაძლოა არ გამოვლინდეს სტანდარტულ სკრინინგ ტესტებში, როგორიც არის სისხლის შარდოვანა და შრატისმიერი კრეატინინი. შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა.
ამინოგლიკოზიდებით მკურნალობის პერიოდში ხანდაზმულ პაციენტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თირკმლის ფუნქციის რეგულარულად კონტროლი.
თირკმლის და თავის ქალის მერვე ნერვის ფუნქცია გულდასმით უნდა გაკონტროლდეს განსაკუთრებით ისეთ პაციენტებში, რომელთაც მკურნალობის დაწყებისას აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დადგენილი ან საეჭვო დარღვევები ან ისეთ პაციენტებში, რომელთაც საწყის ეტაპზე თირკმლის ფუნქცია ნორმაში აქვთ, მაგრამ მკურნალობის პერიოდში უვითარდებათ თირკმლის დისფუნქციის ნიშნები. თუ შესაძლებელია უნდა გაკონტროლდეს შრატში ამიკაცინის კონცენტრაციები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო დონეები და თავიდან იქნეს არიდებული პოტენციურად ტოქსიკური დონეები. საჭიროა შარდის შემოწმება კუთრი წონის შემცირების, ცილების გამოყოფის ზრდის და უჯრედების ან ცილინდრების არსებობის მხრივ. პერიოდულად უნდა შემოწმდეს სისხლის შარდოვანას აზოტი, კრეატინინი შრატში ან კრეატინინის კლირენსი. საჭიროა სერიული აუდიოგრამის ჩატარება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში. ოტოტოქსიკურობის (თავბრუსხვევა, ვერტიგო, ტინიტუსი, ხმები ყურებში და სმენის დაკარგვა) ან ნეფროტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება ან დაკორექტირდეს დოზები. არასასურველია სხვა ნეიროტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური პრეპარატების, განსაკუთრებით ბაციტრაცინის, ცისპლატინის, ამფოტერიცინ B-ს, ცეფალორიდინის, პარომომიცინის, ვიომიცინის, პოლიმიქსინ B-ს, კოლისტინის, ვანკომიცინის ან სხვა ამინოგლიკოზიდების თანმხლები და/ან შემდგომი სისტემური, პერორალური ან ადგილობრივი გამოყენება. ტოქსიკურობის რისკის ზრდა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიც არის ხანდაზმული ასაკი და დეჰიდრატაცია.
ალერგიული რეაქციები
ამიკაცინის სულფატის ინექცია ფლაკონებში შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიის მსგავსი რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური სიმპტომები და სიცოცხლისათვის საშიში ან ნაკლებად მწვავე ასთმური ეპიზოდები გარკვეულ მგრძნობიარე სუბიექტებში. სულფიტის მიმართ მგრძნობელობის საერთო სიხშირე ზოგადად პოპულაციაში ნაკლებად გავრცელებული და სავარაუდოდ მცირეა. სულფიტის მიმართ მგრძნობელობა უფრო ხშირად აღინიშნება ასთმის მქონე სუბიექტებში.
სხვა
ამინოგლიკოციდები სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება ადგილობრივად გამოყენებისას, გარდა შარდის ბუშტისა ქირურგიული პროცედურების დროს. ამინოგლიკოზის მიღებისას ნეირომუსკულარული ბლოკადით გამოწვეული შეუქცევადი სიყრუე, თირკმლის უკმარისობა და სიკვდილი დაფიქსირდა ირიგაციის შემდეგ როგორც მცირე, ასევე ფართომასშტაბური ქირურგიული ჩარევების დროს.
სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ამიკაცინის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ზედმეტად ზრდა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სათანადო მკურნალობის დაწყება.
ამინოგლიკოზიდები სიფრთხილით გამოიყენება დღენაკლულ ჩვილებში და ახალშობილებში, რადგან თირკმელი არ არის სრულად განვითარებული და შესაბამისად აღნიშნული პრეპარატების ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.
ამიკაცინის ინტრავენური გამოყენებისას (ინექცია თვალში) დაფიქსირდა მაკულარული ინფარქტი ზოგჯერ მხედველობის მუდმივი დაკარგვით.
პედიატრიული გამოყენება
ამინოგლიკოზიდები სიფრთხილით გამოიყენება დღენაკლულ ჩვილებში და ახალშობილებში, რადგან თირკმელი არ არის სრულად განვითარებული და შესაბამისად აღნიშნული პრეპარატების ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.
ამიკაცინის ინტრაპერიტონეალური გამოყენება არ არის რეკომენდირებული პატარა ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ ან ოტოტოქსიკურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად სისტემური თუ ადგილობრივი გამოყენება თავიდან უნდა იქნეს არიდებული მოსალოდნელი დამატებითი ეფექტების გამო. ნეფროტოქსიკურობის ზრდა აღინიშნა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების და ცეფალოსპორინების ერთობლივი პარენტერალური გამოყენების შემდეგ. ცეფალოსპორინის თანმხლები გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს შრატში კრეატინინის დონის მაჩვენებლების ფიქტიური ზრდა. საჭიროა კონტროლი. ოტოტოქსიკურობის რისკი იზრდება ამიკაცინის და სწრაფად მოქმედი შარდმდენების ერთობლივად მიღებისას, განსაკუთრებით კი თუ შარდმდენი შეიყვანება ვენაში. შრატში და ქსოვილებში ანტიბიოტიკის კონცენტრაციების ცვლილების გამო შარდმდენებმა შესაძლოა გააძლიერონ ამინოგლიკოზიდის ტოქსიკურობა. ამ პრეპარატებს მიეკუთვნება ფუროსემიდი და ეთაკრინის მჟავა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ოტოტოქსიკურ საშუალებას. შესაძლოა აღინიშნოს შეუქცევადი სიყრუე.
ამიკაცინის ინტრაპერიოტონეალური გამოყენება არ არის რეკომენდირებული საანესთეზიო საშუალებების ან მიორელაქსანტების (მათ შორის ეთერი, ჰალოტანი, d-ტუბოკურარინი, სუქცინილქოლინი და დეკამეთონიუმი) ზემოქმედების ქვეშ მყოფ პაციენტებში, რადგან მოსალოდნელია ნეირომუსკულარული ბლოკადა და შემდეგ სუნთქვის დათრგუნვა.
ახალშობილებში ინდომეტაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ამიკაცინის კონცენტრაციის ზრდა.
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე დისფუნქცია მოსალოდნელია ამინოგლიკოზიდების მოქმედების დაქვეითება პენიცილინის ტიპის პრეპარატებთან ერთად მიღებისას.
in vitro პირობებში ამინოგლიკოზიდების და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები) კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ორმხრივი ინაქტივაცია. in vivo პირობებში ამიოგლიკოზიდის ან პენიცილინის ტიპის პრეპარატის სხვადასხვა გზებით მიღების დროსაც შეიძლება აღინიშნოს შრატისმიერი აქტივობის შემცირება. ამინოგლიკოზიდის ინაქტივაცია კლინიკურად მნიშვნელოვანია მხოლოდ ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის მწვავე დისფუნქცია. ინაქტივაცია შესაძლოა გაგრძელდეს კვლევისათვის შეგროვებული ბიოლოგიური სითხეების ნიმუშებში, რის გამოც ამინოგლიკოზიდთან დაკავშირებული მონაცემები არაზუსტია. ასეთი ნიმუშები საჭიროებენ სათანადოდ დამუშავებას (მყისიერი გამოკვლევა, გაყინვა ან ბეტა-ლაქტამაზით მკურნალობა).
ჰიპოკალციემიის რისკი იზრდება ამინოგლიკოზიდების და ბისფოსფონატების ერთობლივად მიღებისას.
ნეფროტოქსიკურობის და სავარაუდოდ ოტოტოქსიკურობის რისკი იზრდება ამინოგლიკოზიდების და პლატინის ნაერთების ერთობლივად მიღებისას.
თიამინთან (ვიტამინი B1) ერთად მიღებისას მოსალოდნელია მასზე უარყოფითი ზეგავლენა ამიკაცინის სულფატის შემადგენლობაში შემავალი რეაქტიური ნატრიუმის მეტაბისულფიტის მიერ.
ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
ამიკაცინი მიიღება ორსულ ქალებში და ახალშობილებში მხოლოდ გამოუვალი აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობით.
ამიკაცინის უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში ჯერჯერობით არ არის დადგენილი.
ორსულობის პერიოდში ამინოგლიკოზიდების გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ამინოგლიკოზიდებმა შესაძლოა გამოიწვიონ ნაყოფის დაზიანება. ამინოგლიკოზიდები კვეთენ პლაცენტას და დაფიქსირებულია სრული, შეუქცევადი, ბილატერალური თანდაყოლილი სიყრუის შემთხვევები ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში ღებულობდნენ სტრეპტომიცინს. მართალია არ ფიქსირდება გვერდითი ეფექტები ნაყოფზე და ახალშობილზე სხვა ამინოგლიკოზიდებით ნამკურნალები პაციენტების შემთხვევაში, მაგრამ მაინც არსებობს ზიანის ალბათობა. თაგვებსა და ვირთხებში ჩატარებულ რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში არ გამოვლენილა ზეგავლენა ნაყოფიერებაზე ან ნაყოფის ტოქსიკურობა. თუ ამიკაცინი გამოიყენება ორსულობის დროს ან ორსულობა დადგება მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
უცნობია ხვდება თუ არა ამიკაცინი ადამიანის რძეში. უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების ან მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე
ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე ზეგავლენის თვალსაზრისით კვლევები არ ჩატარებულა. გარკვეულმა გვერდითმა რეაქციებმა შესაძლოა გამოიწვიონ ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარის დაქვეითება.
გვერდითი მოვლენები
ჩამონათვალი მოცემულია ორგანოთა სისტემური კლასის, MedDRA-ს (ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონი) შერჩეული ტერმინების და შემდეგი სიხშირეების მიხედვით: ძალიან გავრცელებული (≥1/10), გავრცელებული (≥1/100, <1/10), ნაკლებად გავრცელებული (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000) და სიხშირე უცნობია (ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით).
ორგანოთა სისტემური კლასი
სიხშირე
MedDRA ტერმინი
ინფექციები და ინვაზიები
ნაკლებად გავრცელებული
სუპერინფექციები ან კოლონიზაცია რეზისტენტული ბაქტერიებით ან საფუარით
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
იშვიათი
ანემია, ეოზინოფილია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
უცნობი
ანაფილაქსიური რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქცია), ჰიპერმგრძნობელობა)
დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ
იშვიათი
ჰიპომაგნიემია
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
უცნობი
დამბლა
იშვიათი
კანკალი, პარესთეზია, თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა
დარღვევები მხედველობის მხრივ
იშვიათი
სიბრმავე, ბადურის ინფარქტი
დარღვევები სმენის და ლაბირინთის მხრივ
იშვიათი
ტინიტუსი, ჰიპაკუზია
უცნობი
სიყრუე, ნეიროსენსორული სიყრუე
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
იშვიათი
ჰიპოტენზია
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
უცნობი
აპნოე, ბრონქოსპაზმი
დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული
გულისრევა, ღებინება
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული
გამონაყარი
იშვიათი
ქავილი, ჭინჭრის ციება
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ
იშვიათი
ართრალგია, კუნთების კრუნჩხვა
დარღვევები თირკმლის და საშარდე სისტემის მხრივ
უცნობი
თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტოქსიკური ნეფროპათია, უჯრედები შარდში
იშვიათი
ოლიგურია, სისხლში კრეატინინის მომატება, ალბუმინურია, აზოტემია, ერითროციტები შარდში, ლეიკოციტები შარდში
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა ინექციის ადგილას
იშვიათი
პირექსია
ყველა ამინოგლიკოზიდს შეუძლია ოტოტოქსიკურობის, თირკმლისმიერი ტოქსიკურობის და ნეირომუსკულარული ბლოკადის სტიმულირება. აღნიშნული ტოქსიკურობა უფრო ხშირად აღინიშნება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში, სხვა ოტოტოქსიკური ან ნეფროტოქსიკური პრეპარატებით ნამკურნალებ პაციენტებში და რეკომენდირებულზე მაღალი დოზებით და/ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობისას.
თირკმლის ფუნქციის ცვლილებები ჩვეულებრივ შექცევადი ხასიათისაა პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ.
თავის ქალის მერვე ნერვზე ტოქსიკურმა ზეგავლენამ შესაძლოა გამოიწვიოს სმენის დაკარგვა, წონასწორობის დაკარგვა ან ორივე. ამიკაცინი ძირითადად მოქმედებს სმენით ფუნქციაზე. კოხლეარულ დაზიანებაში შედის მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის დაკარგვა და ჩვეულებრივ ვითარდება აუდიომეტრული ტესტის საშუალებით სმენის კლინიკური დაკარგვის დადგენამდე.
ამიკაცინის ინტრავენური გამოყენებისას (ინექცია თვალში) დაფიქსირდა მაკულარული ინფარქტი ზოგჯერ მხედველობის მუდმივი დაკარგვით.
როდესაც დაცულია სიფრთხილის რეკომენდირებული ზომები და დოზები ამ შემთხვევაში ტოქსიკური რეაქციების, მაგ: ტინიტუსის, ვერტიგოს და ნაწილობრივ შეუქცევადი სიყრუის, კანზე გამონაყარის, წამლისმიერი ცხელების, თავისტკივილის, პარესთეზიის, გულისრევის და ღებინების სიხშირე დაბალია. მართალია იშვიათად, მაგრამ დაფიქსირდა თირკმლის დაზიანების ნიშნები შარდის მხრივ (ცილა, ცილინდრები, ერითროციტები ან ლეიკოციტები), აზოტემია და ოლიგურია.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ზოგადად არსებობს ნეფრო-, ოტო- და ნეიროტოქსიკური (ნეირომუსკულარული ბლოკადა) რეაქციების რისკი. ნეირომუსკულარული ბლოკადა, რასაც თან ახლავს სუნთქვის დათრგუნვა საჭიროებს სათანადო მკურნალობას, მათ შორის იონური კალციუმის (მაგ: გლუკონატი ან ლაქტობიონატი 10-20% ხსნარი) გამოყენებას. დოზის გადაჭარბებისას ან ტოქსიკური რეაქციის შემთხვევაში პერიტონეალური დიალიზი ან ჰემოდიალიზი ხელს უწყობს სისხლიდან ამიკაცინის გამოდევნას.
ამიკაცინის დონე ასევე მცირდება უწყვეტი არტერიოვენური ჰემოფილტრაციის დროს. ახალშობილებში ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შენაცვლებითი ტრანსფუზია.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
შენახვასთან დაკავშირებული სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში.
შეფუთვა და მისი შემცველობა
500მგ/2მლ-მინიმუმ 2მლ ხსნარი ტიპი I გამჭვირვალე შუშის ფლაკონში, ტევადობა 2მლ, ბრომბუთილ კაუჩუკის საცობით და ალუმინის ხუფით ინდივიდუალურ წინასწარ დაბეჭდილ მუყაოს კოლოფში.
უტილიზაციასთან დაკავშირებული სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები
განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის, დარჩენილი ხსნარი აღარ გამოიყენება.
ამიკაცინის სულფატი სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე კონცენტრაციებით 0.25 და 5.0მგ/მლ შემდეგ ხსნარებში:
5% დექსტროზას ინექცია
- 9% ნატრიუმის ქლორიდის ინექცია
ლაქტატ რინგერის ინექცია.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
ს.კ. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ. (S.C. Rompharm Company S.R.L.)
ეროილორის ქ.1ა, ოტოპენი, ილფოვი, 075100, რუმინეთი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი/რეგისტრაციის სუბიექტი
ს.კ. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ. (S.C. Rompharm Company S.R.L.)
ეროილორის ქ. 1ა, ოტოპენი, ილფოვი, 075100, რუმინეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.