პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ამბროქსოლ-ვიშფა

Ambroxol-Vishpha

ურეცეპტოდ15მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

სეკრეტოლიზური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონალური დაავადებებისას, რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეციის დარღვევებთან და ლორწოს გადაადგილების შესუსტებასთან.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამბროქსოლი (ambroxol)
ფორმა და შეფუთვა
15მგ/5მლ 100მლ შიგნით მისაღები სიროფი მარწყვის გემოთი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
«DKP «Pharmaceutical Factory» LLC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-042448
რეგისტრირებულია
28 ნოემბერი 2024, მოქმედებს 28 ნოემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«DKP «Pharmaceutical Factory» LLC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ფულფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაამბროქსოლ-ვიშფა და სხვა წამალი ერთად

ამბროქსოლ-ვიშფა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სეკრეტოლიზური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონალური დაავადებებისას, რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეციის დარღვევებთან და ლორწოს გადაადგილების შესუსტებასთან.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის: 10 მლ (30 მგ) 3-ჯერ დღეში;

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: 2,5 მლ (7,5 მგ) 3-ჯერ დღეში;

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: 5 მლ (15 მგ) 2-3-ჯერ დღეში.

6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზა უნდა გაიხსნას თბილ ანადუღარ წყალში.

მწვავე დაავადებების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუკი სიმპტომები არ ქრება და/ან ძლიერდება, სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების მიუხედავად.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.

ბავშვები.

ეთანოლის შემცველობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. იშვიათი მემკვიდრეობითი მდგომარეობების დროს, რომელთა გამოც შესაძლებელია შეუთავსებლობა პრეპარატის დამხმარე ნივთიერებასთან (იხ. თავი „გამოყენების თავისებურებები“), პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.

სიფრთხილის ზომები

შემოსულია სულ რამდენიმე ცნობა კანის მძიმე დაზიანებების შესახებ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), რაც დაკავშირებულია ამოსახველებელ საშუალებათა გამოყენებასთან, როგორიცაა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. მეტწილად ამის ახსნა შეიძლება პაციენტებში ძირითადი დაავადების მიმდინარეობის სიმძიმით და/ან იმავდროულად სხვა პრეპარატის გამოყენებით. ასევე სტივენს-ჯონსონის სინდრომის ანდა ლაიელის სინდრომის საწყის სტადიაზე პაციენტებში შესაძლებელია არასპეციფიკური, გრიპის ნიშნების მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სხეულში ტეხვის შეგრძნება, რინიტი, ხველა და ყელის ტკივილი. ასეთი არასპეციფიკური, გრიპის ნიშნების მსგავსი სიმპტომების დროს შეცდომით შეიძლება მოხდეს ხველისა და გაცივების საწინააღმდეგო პრეპარატებით სიმპტომური მკურნალობა. ამიტომ კანისა თუ ლორწოვანი გარსების ახალი დაზიანებების გამოვლენისას აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისათვის და შეწყვიტოთ მკურნალობა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდით.

თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატი შეიცავს 10,5 გ სორბიტს მაქსიმალურად რეკომენდებული სადღეღამისო დოზით (30 მლ). ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. მას ასევე შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო საფაღარათო ეფექტი.

პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, ამრიგად, შესაძლებელია გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

1 მლ პრეპარატი შეიცავს 2%-დან 3%-მდე ეთანოლს, ამიტომ 6 წლამდე ბავშვებისათვის პრეპარატის დოზა იხსნება თბილ ანადუღარ წყალში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის ცნობები სხვა სამედიცინო პრეპარატებთან კლინიკურად არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენების შემდეგ იზრდება ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის) კონცენტრაცია ბრონქ-ფილტვების სეკრეტსა და ნახველში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. ცხოველებზე ცდებმა ვერ გამოავლინა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მავნე გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა თუ პოსტნატალურ განვითარებაზე.

ორსულობის 28-ე კვირის შემდეგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენების კლინიკური კვლევების შედეგად არ გამოვლენილა ნაყოფზე არავითარი მავნე გავლენა.

ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში. თუმცა ჩვილზე არასასურველი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის, რეკომენდებული არაა პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტოტრანსპორტისა თუ სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე გავლენის უნარი.

არ არის მონაცემები რეაქციის სისწრაფეზე გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტისა თუ სხვა მექანიზმების მართვის დროს. ავტოტრანსპორტის მართვისას თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სისწრაფეზე ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება და სხვა ალერგიული რეაქციები.

ნევროლოგიური დარღვევები: დისგევზია (გემოვნების მოშლა).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ყაფაზისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მგრძნობელობის დაქვეითება პირის ღრუსა და ხახაში, პირისა და ყელის სიმშრალე.

მეტად იშვიათია ცნობები კანის მძიმე დაზიანებების შესახებ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი მუკოლიზური საშუალებების გამოყენებასთან, როგორიცაა ამბროქსოლი.

ისინი მეტწილად შეიძლება აიხსნას ძირითადი დაავადების სიმძიმით ანდა იმავდროულად სხვა პრეპარატის გამოყენებით.

რომელიმე გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში უნდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პრეპარატით მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზა

აქამდე არ არის ცნობები ჭარბი დოზირების სპეციფიკური სიმპტომების შესახებ. ის სიმპტომები, რაც ცნობილია ერთეული მოხსენებებიდან ჭარბი დოზირების შესახებ და/ან პრეპარატის შეცდომით გამოყენების შემთხვევების შესახებ, შეესაბამება რეკომენდებულ დოზებში სამკურნალწამლო საშუალების ცნობილ გვერდით მოქმედებას და საჭიროებს სიმპტომურ მკურნალობას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებa: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი;

5 მლ სიროფი შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 15 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), ეთანოლი 96%, სორბიტი (E 420), არომატიზატორი „მარწყვის არომატი“ (შეიცავს E 124-ს), წყალი გაწმენდილი.

სამკურნალწამლო ფორმა. სიროფი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ვარდისფერი გამჭვირვალე სიროფისებრი სითხე, დამახასიათებელი სუნით, ტკბილი გემოთი.

შენახვის პირობები

4 წელი.

შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

შენახვის პირობები.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

100 მლ-იან მინის ფლაკონში დოზატორ ჭიქასთან ან საზომ კოვზთან ერთად კოლოფში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაცივების დროს. მუკოლიზური საშუალებები. ATC კოდი: R05C B06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა

მოქმედი ნივთიერება - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი - ზრდის სასუნთქი გზების ჯირკვლების სეკრეციას. ამბროქსოლი აძლიერებს ფილტვებში სურფაქტანტის გამოყოფას და ასტიმულირებს ცილიარულ აქტივობას, რის შედეგადაც უმჯობესდება ლორწოს გამოყოფა და მისი გამოდევნა (მუკოცილიარული კლირენსი). სითხის სეკრეციის გააქტიურება და მუკოცილიარული კლირენსის გაზრდა აუმჯობესებს ლორწოს გამოდევნას და ამცირებს ხველას.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ადგილობრივ-მაანესთეზირებელი ეფექტი აღნიშნულია ბოცვრის თვალის მოდელზე, რაც შეიძლება აიხსნას ნატრიუმის არხების დაბლოკვის თვისებით. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ბლოკავს ნეირონულ ნატრიუმის არხებს; შეკავშირება იყო შექცევადი და დამოკიდებულია კონცენტრაციაზე.

In vitro კვლევებში გამოვლინდა, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი საგრძნობლად ამცირებს ციტოკინის გამოთავისუფლებას სისხლიდან და მონონუკლეარული და პოლიმორფონუკლეარული უჯრედების ქსოვილოვან შეკავშირებას.

ფარინგიტიან პაციენტთა ჩართვით კლინიკური კვლევების შედეგად დამტკიცებულია ყელში ტკივილისა და გაწითლების საგრძნობი შემცირება პრეპარატის გამოყენების დროს.

ეს ფარმაკოლოგიური თვისებები, რაც იძლევა ტკივილისა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტის სწრაფ შესუსტებას ცხვირის ღრუში, ყურისა და ტრაქეის ზონაში ჩასუნთქვის დროს, შეესაბამება სიმპტომების დამხმარე მეთვალყურეობის მონაცემებს ამბროქსოლის ეფექტურობის კლინიკურ კვლევებში სასუნთქი გზების ზედა ნაწილების მკურნალობისას.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენების შემდეგ იზრდება ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინა, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის) კონცენტრაცია ბრონქ-ფილტვების სეკრეტსა და ნახველში.

ფარმაკოკინეტიკა

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის აბსორბცია სწრაფია და საკმაოდ სრული, წრფივი დამოკიდებულებით თერაპიულ დიაპაზონში. მაქსიმალური დონე სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2,5 საათში სწრაფი გამოთავისუფლების სამკურნალწამლო ფორმების პერორალური მიღებისას.

პერორალური მიღების დროს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის განაწილება სისხლიდან ქსოვილებში არის სწრაფი და მკვეთრად გამოხატული, აქტიური ნივთიერების უმაღლესი კონცენტრაციით ფილტვებში. განაწილების მოცულობა პერორალურად მიღებისას განისაზღვრა როგორც 552 ლ. სისხლის პლაზმაში თერაპიულ დიაპაზონში პრეპარატის დაახლოებით 90%-მდე რაოდენობა უკავშირდება პროტეინებს.

პერორალური მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 30% გამოიდევნება პრესისტემური მეტაბოლიზმით.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმი ხდება ძირითადად ღვიძლში გლუკურონიზაციისა და დიბრომანტრანილის მჟავამდე დაშლის გზით (დოზის დაახლ. 10%), გარდა ზოგიერთი უმნიშვნელო მეტაბოლიტისა.

პერორალურად მიღების 3 დღის შემდეგ დოზის დაახლოებით 6%-მდე არის თავისუფალი ფორმით, მაშინ როდესაც დოზის დაახლოებით 26%-მდე - კონიუგირებული ფორმით შარდში.

სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 სთ. საერთო კლირენსი არის 660 მლ/წთ ფარგლებში თირკმლის კლირენსთან ერთად, რომელიც შეადგენს საერთო კლირენსის დაახლოებით 8%-ს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყვანა შემცირებულია, რაც განაპირობებს 1,3-2-ჯერ მაღალ დონეს სისხლის პლაზმაში.

ვინაიდან ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის თერაპიული დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.

ასაკსა და სქესს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ დოზის რაიმე კორექცია საჭირო არ არის.

საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ბიოშეღწევადობაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალწამლო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ამბროქსოლ-ვიშფა

(AMBROXOL - VISHPHA)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებa: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი;

5 მლ სიროფი შეიცავს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს 15 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), ეთანოლი 96%, სორბიტი (E 420), არომატიზატორი „მარწყვის არომატი“ (შეიცავს E 124-ს), წყალი გაწმენდილი.

სამკურნალწამლო ფორმა. სიროფი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ვარდისფერი გამჭვირვალე სიროფისებრი სითხე, დამახასიათებელი სუნით, ტკბილი გემოთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაცივების დროს. მუკოლიზური საშუალებები. ATC კოდი: R05C B06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა

მოქმედი ნივთიერება - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი - ზრდის სასუნთქი გზების ჯირკვლების სეკრეციას. ამბროქსოლი აძლიერებს ფილტვებში სურფაქტანტის გამოყოფას და ასტიმულირებს ცილიარულ აქტივობას, რის შედეგადაც უმჯობესდება ლორწოს გამოყოფა და მისი გამოდევნა (მუკოცილიარული კლირენსი). სითხის სეკრეციის გააქტიურება და მუკოცილიარული კლირენსის გაზრდა აუმჯობესებს ლორწოს გამოდევნას და ამცირებს ხველას.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ადგილობრივ-მაანესთეზირებელი ეფექტი აღნიშნულია ბოცვრის თვალის მოდელზე, რაც შეიძლება აიხსნას ნატრიუმის არხების დაბლოკვის თვისებით. In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ბლოკავს ნეირონულ ნატრიუმის არხებს; შეკავშირება იყო შექცევადი და დამოკიდებულია კონცენტრაციაზე.

In vitro კვლევებში გამოვლინდა, რომ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი საგრძნობლად ამცირებს ციტოკინის გამოთავისუფლებას სისხლიდან და მონონუკლეარული და პოლიმორფონუკლეარული უჯრედების ქსოვილოვან შეკავშირებას.

ფარინგიტიან პაციენტთა ჩართვით კლინიკური კვლევების შედეგად დამტკიცებულია ყელში ტკივილისა და გაწითლების საგრძნობი შემცირება პრეპარატის გამოყენების დროს.

ეს ფარმაკოლოგიური თვისებები, რაც იძლევა ტკივილისა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტის სწრაფ შესუსტებას ცხვირის ღრუში, ყურისა და ტრაქეის ზონაში ჩასუნთქვის დროს, შეესაბამება სიმპტომების დამხმარე მეთვალყურეობის მონაცემებს ამბროქსოლის ეფექტურობის კლინიკურ კვლევებში სასუნთქი გზების ზედა ნაწილების მკურნალობისას.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენების შემდეგ იზრდება ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინა, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის) კონცენტრაცია ბრონქ-ფილტვების სეკრეტსა და ნახველში.

ფარმაკოკინეტიკა

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის აბსორბცია სწრაფია და საკმაოდ სრული, წრფივი დამოკიდებულებით თერაპიულ დიაპაზონში. მაქსიმალური დონე სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1-2,5 საათში სწრაფი გამოთავისუფლების სამკურნალწამლო ფორმების პერორალური მიღებისას.

პერორალური მიღების დროს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის განაწილება სისხლიდან ქსოვილებში არის სწრაფი და მკვეთრად გამოხატული, აქტიური ნივთიერების უმაღლესი კონცენტრაციით ფილტვებში. განაწილების მოცულობა პერორალურად მიღებისას განისაზღვრა როგორც 552 ლ. სისხლის პლაზმაში თერაპიულ დიაპაზონში პრეპარატის დაახლოებით 90%-მდე რაოდენობა უკავშირდება პროტეინებს.

პერორალური მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 30% გამოიდევნება პრესისტემური მეტაბოლიზმით.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის მეტაბოლიზმი ხდება ძირითადად ღვიძლში გლუკურონიზაციისა და დიბრომანტრანილის მჟავამდე დაშლის გზით (დოზის დაახლ. 10%), გარდა ზოგიერთი უმნიშვნელო მეტაბოლიტისა.

პერორალურად მიღების 3 დღის შემდეგ დოზის დაახლოებით 6%-მდე არის თავისუფალი ფორმით, მაშინ როდესაც დოზის დაახლოებით 26%-მდე - კონიუგირებული ფორმით შარდში.

სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 სთ. საერთო კლირენსი არის 660 მლ/წთ ფარგლებში თირკმლის კლირენსთან ერთად, რომელიც შეადგენს საერთო კლირენსის დაახლოებით 8%-ს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყვანა შემცირებულია, რაც განაპირობებს 1,3-2-ჯერ მაღალ დონეს სისხლის პლაზმაში.

ვინაიდან ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის თერაპიული დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, დოზირების შეცვლა საჭირო არ არის.

ასაკსა და სქესს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ დოზის რაიმე კორექცია საჭირო არ არის.

საკვების მიღება გავლენას არ ახდენს ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ბიოშეღწევადობაზე.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

სეკრეტოლიზური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქოპულმონალური დაავადებებისას, რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეციის დარღვევებთან და ლორწოს გადაადგილების შესუსტებასთან.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. იშვიათი მემკვიდრეობითი მდგომარეობების დროს, რომელთა გამოც შესაძლებელია შეუთავსებლობა პრეპარატის დამხმარე ნივთიერებასთან (იხ. თავი „გამოყენების თავისებურებები“), პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები.

არ არის ცნობები სხვა სამედიცინო პრეპარატებთან კლინიკურად არასასურველი ურთიერთქმედების შესახებ.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენების შემდეგ იზრდება ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის) კონცენტრაცია ბრონქ-ფილტვების სეკრეტსა და ნახველში.

გამოყენების თავისებურებები.

შემოსულია სულ რამდენიმე ცნობა კანის მძიმე დაზიანებების შესახებ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), რაც დაკავშირებულია ამოსახველებელ საშუალებათა გამოყენებასთან, როგორიცაა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. მეტწილად ამის ახსნა შეიძლება პაციენტებში ძირითადი დაავადების მიმდინარეობის სიმძიმით და/ან იმავდროულად სხვა პრეპარატის გამოყენებით. ასევე სტივენს-ჯონსონის სინდრომის ანდა ლაიელის სინდრომის საწყის სტადიაზე პაციენტებში შესაძლებელია არასპეციფიკური, გრიპის ნიშნების მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სხეულში ტეხვის შეგრძნება, რინიტი, ხველა და ყელის ტკივილი. ასეთი არასპეციფიკური, გრიპის ნიშნების მსგავსი სიმპტომების დროს შეცდომით შეიძლება მოხდეს ხველისა და გაცივების საწინააღმდეგო პრეპარატებით სიმპტომური მკურნალობა. ამიტომ კანისა თუ ლორწოვანი გარსების ახალი დაზიანებების გამოვლენისას აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისათვის და შეწყვიტოთ მკურნალობა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდით.

თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებმა პრეპარატი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატი შეიცავს 10,5 გ სორბიტს მაქსიმალურად რეკომენდებული სადღეღამისო დოზით (30 მლ). ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. მას ასევე შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო საფაღარათო ეფექტი.

პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, ამრიგად, შესაძლებელია გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

1 მლ პრეპარატი შეიცავს 2%-დან 3%-მდე ეთანოლს, ამიტომ 6 წლამდე ბავშვებისათვის პრეპარატის დოზა იხსნება თბილ ანადუღარ წყალში.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში. ცხოველებზე ცდებმა ვერ გამოავლინა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მავნე გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობასა თუ პოსტნატალურ განვითარებაზე.

ორსულობის 28-ე კვირის შემდეგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენების კლინიკური კვლევების შედეგად არ გამოვლენილა ნაყოფზე არავითარი მავნე გავლენა.

ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი აღწევს დედის რძეში. თუმცა ჩვილზე არასასურველი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის, რეკომენდებული არაა პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში.

ავტოტრანსპორტისა თუ სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციის სისწრაფეზე გავლენის უნარი.

არ არის მონაცემები რეაქციის სისწრაფეზე გავლენის შესახებ ავტოტრანსპორტისა თუ სხვა მექანიზმების მართვის დროს. ავტოტრანსპორტის მართვისას თუ სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სისწრაფეზე ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

გამოყენების წესი და დოზები.

მოზრდილებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის: 10 მლ (30 მგ) 3-ჯერ დღეში;

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: 2,5 მლ (7,5 მგ) 3-ჯერ დღეში;

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: 5 მლ (15 მგ) 2-3-ჯერ დღეში.

6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დოზა უნდა გაიხსნას თბილ ანადუღარ წყალში.

მწვავე დაავადებების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუკი სიმპტომები არ ქრება და/ან ძლიერდება, სამკურნალწამლო საშუალების გამოყენების მიუხედავად.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.

ბავშვები.

ეთანოლის შემცველობის გამო პრეპარატი არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჭარბი დოზირება.

აქამდე არ არის ცნობები ჭარბი დოზირების სპეციფიკური სიმპტომების შესახებ. ის სიმპტომები, რაც ცნობილია ერთეული მოხსენებებიდან ჭარბი დოზირების შესახებ და/ან პრეპარატის შეცდომით გამოყენების შემთხვევების შესახებ, შეესაბამება რეკომენდებულ დოზებში სამკურნალწამლო საშუალების ცნობილ გვერდით მოქმედებას და საჭიროებს სიმპტომურ მკურნალობას.

გვერდითი რეაქციები.

იმუნური სისტემის, კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება და სხვა ალერგიული რეაქციები.

ნევროლოგიური დარღვევები: დისგევზია (გემოვნების მოშლა).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ყაფაზისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, მგრძნობელობის დაქვეითება პირის ღრუსა და ხახაში, პირისა და ყელის სიმშრალე.

მეტად იშვიათია ცნობები კანის მძიმე დაზიანებების შესახებ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი მუკოლიზური საშუალებების გამოყენებასთან, როგორიცაა ამბროქსოლი.

ისინი მეტწილად შეიძლება აიხსნას ძირითადი დაავადების სიმძიმით ანდა იმავდროულად სხვა პრეპარატის გამოყენებით.

რომელიმე გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში უნდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პრეპარატით მკურნალობა და მიმართოთ ექიმს.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

შენახვის პირობები.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

100 მლ-იან მინის ფლაკონში დოზატორ ჭიქასთან ან საზომ კოვზთან ერთად კოლოფში.

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.

შპს „დკპ „ფარმაცევტული ფაბრიკა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟიტომირის რ-ნი, ს. სტანიშოვკა, კოროლიოვის ქ., ს. N4.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა