პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6მგ/მლ სიროფი

AMbRoxol Fluidox® 6mg/ml syrup

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

ამბროქსოლი მიეკუთვნება ამოსახველებელი პრეპარატების ჯგუფს. ეს არის პრეპარატი, რომელიც ამცირებს სიბლანტეს და ხელს უწყობს ლორწოს გამოდევნას ფილტვის ალვეოლებიდან. ამბროქსოლი ფლუიდოქსი აადვილებს ამოხველებას და ხველას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამბროქსოლი (ambroxol)
ფორმა და შეფუთვა
30მგ/5მლ (6მგ/მლ) 200მლ სიროფი ბოთლი №1
მწარმოებელი
Baldacci Portugal, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ხველისა და გაციების სამკურნალო პრეპარატები, მუკოლიზური საშუალებები
ATC კოდი
R05CB06
რეგისტრაციის ნომერი
რ-035914
რეგისტრირებულია
21 ივლისი 2022, მოქმედებს 21 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „3დ“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაამბროქსოლი ფლუიდოქსი 6მგ/მლ სიროფი და სხვა წამალი ერთად

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6მგ/მლ სიროფი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ამბროქსოლი მიეკუთვნება ამოსახველებელი პრეპარატების ჯგუფს. ეს არის პრეპარატი, რომელიც ამცირებს სიბლანტეს და ხელს უწყობს ლორწოს გამოდევნას ფილტვის ალვეოლებიდან.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი აადვილებს ამოხველებას და ხველას.

აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქო-პულმონარული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც უკავშირდება ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფა და სუსტი ტრანსპორტირება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი მიიღება პერორალურად.

ტაბლეტები

სიროფი

1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.

თერაპიული ეფექტი შეიძლება გაიზარდოს დღეში ორჯერ 2 ტაბლეტის მიღებით. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ სითხესთან ერთად კვების შემდეგ.

5 მლ სიროფი უდრის 1 სავსე ჩაის კოვზს. ამბროქსოლი ფლუიდოქსის სიროფი უნდა მიიღოთ დილით, შუადღეს ან საღამოს კვების შემდეგ.

ნაჭდევი განკუთვნილია მხოლოდ იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ ტაბლეტის გატეხვა თუ ვერ ყლაპავთ მთლიანად.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და ბავშვები

10 მლ (2 ჩაის კოვზი) დღეში 2-ჯერ. სასუნთქი გზების მწვავე დარღვევების სამკურნალოდ და ქრონიკული მდგომარეობების საწყისი მკურნალობისთვის დაახლოებით 14 დღე.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

მიღება დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე.

რეკომენდებული დოზა:

ასაკი

დოზა

1-დან 2 წლამდე

  • 5 მლ (1/2 ჩაის კოვზი), დღეში 2-ჯერ

2-დან 6 წლამდე

  • 5 მლ (1/2 ჩაის კოვზი), დღეში 3-ჯერ

6-დან 12 წლამდე

5 მლ (1 ჩაის კოვზი), დღეში 2-3-ჯერ

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ამბროქსოლი ფლუიდოქსი

ჭარბი რაოდენობით მიღებისას ყველა პრეპარატს გააჩნია რისკები ჯანმრთელობისთვის.

თუ ერთდროულად მიიღეთ ამბროქსოლი ფლუიდოქსის ზედმეტი დოზა მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა, რომ ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. გამოტოვეთ ეს დოზა და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღებას

უკუჩვენებები

თუ ალერგია გაქვთ ამბროქსოლის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).

სიფრთხილის ზომები

ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ არ შეგიძლიათ ნახველის ეფექტურად გამოყოფა, რადგან მოცემული პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის დაგროვება.

არსებობს შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ამბროქსოლის მიღებასთან. თუ გამოვლინდა კანზე გამონაყარი (მათ შორის დაზიანებები ლორწოვან გარსებზე, როგორიც არის პირის ღრუ, ყელი, ცხვირი, თვალები, სასქესო ორგანოები), შეწყვიტეთ ამბროქსოლი ფლუიდოქსის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი ზრდის ქსოვილებში შემდეგი ანტიბიოტიკების კონცენტრაციას: ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი. ყოველთვის გაესაუბრეთ ექიმს ამბროქსოლ ფლუიდოქსთან ერთად ანტიბიოტიკების მიღებამდე.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ამბროქსოლი ფლუიდოქსის ტაბლეტები მიიღება სითხესთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში მიიღება მხოლოდ რეცეპტით გაცემული პრეპარატები. ჩატარებულმა კვლევებმა, ასევე ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ 28-ე კვირის შემდეგ, არ გამოავლინა ორსულობის დროს გვერდითი ეფექტების ფაქტები.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი სიფრთხილით გამოიყენება ძუძუთი კვების დროს, რადგან ამბროქსოლი გამოიყოფა დედის რძეში.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ არის აღწერილი აღნიშნული პრეპარატის რაიმე ზემოქმედება ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6 მგ/მლ სიროფი შეიცავს 520 მგ/მლ პროპილენ გლიკოლს (E1520). მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორსაც იწვევს ალკოჰოლი.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6 მგ/მლ სიროფი შეიცავს 70% სორბიტოლის ხსნარს. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ამბროქსოლი ფლუიდოქსით მკურნალობის დროს:

მსუბუქი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გულძმარვა, ქოშინი (სუნთქვის გაძნელება) და ზოგჯერ გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა) და ღებინება. ეს ეფექტები ძირითადად აღინიშნებოდა ინექციის სახით მიღების შემდეგ. ძალიან იშვიათად, აღწერილია ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით კანზე გამონაყარი (ლაქები ან პაპულები კანზე).

აღწერილია მძიმე და მწვავე ალერგიული ტიპის რეაქციების უკიდურესად იშვიათი შემთხვევები, მაგრამ მათი კავშირი ამბროქსოლთან გაურკვეველია. ზოგიერთ ასეთ პაციენტს ასევე აღენიშნა ალერგიული რეაქცია სხვა ნივთიერებებზეც.

იშვიათი: 1,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში:

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება

უცნობი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით

ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება (შეშუპება, რომელიც სწრაფად ვითარდება კანზე, კანქვეშა ქსოვილებში, ლორწოვან ან ქველორწოვან გარსში) და ქავილი.

კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ ინფარმედ, ი.პ.-ს (INFARMED, I.P.) ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ინფარმედ, იპ

პრეპარატების რისკების მართვის დეპარტამენტი

ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ბრაზილიის გამზ. 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი:+ 351 21 798 73 97

ვებ გვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

ელ-ფოსტა: [email protected]

შემადგენლობა

რა შედის ამბროქსოლი ფლუიდოქსის შემადგენლობაში

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 30 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება არის ამბროქსოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლს. სიროფის თითო მლ შეიცავს 6 მგ ამბროქსოლს.

სხვა კომპონენტებია:

მანიტოლი (E421), კარტოფილის სახამებელი, მეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კუტინი HR და ნატრიუმის კროსკარმელოზა.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6 მგ/მლ სიროფი

აქტიური ნივთიერება არის ამბროქსოლი. სიროფის თითო მლ შეიცავს 6 მგ ამბროქსოლს.

სხვა ინგრედიენტებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი (E954), გარგრის ესენცია, ტკბილი ფორთოხლის ეთერზეთი, პროპილენ გლიკოლი (E1520), 70% სორბიტოლის ხსნარი.

როგორია ვიზუალურად ამბროქსოლი ფლუიდოქსი და რა შედის შეფუთვაში

თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ზედაპირის ტაბლეტები, ერთ მხარეზე ნაჭდევით - შეფუთვაში 20 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერებში.

გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენციური, ოდნავ მოყვითალო სიროფი - 200 მლ ქარვისფერი მინის ბოთლი

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის "EXP" გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შენიშნავთ დაზიანების ხილულ ნიშნებს.

არ გადააგდოთ ნებისმიერი პრეპარატი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დამტკიცებულია 01-03-2016 ინფარმედი

საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 30 მგ ტაბლეტები

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6 მგ/მლ სიროფი

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

  • შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
  • განმარტებებისათვის და რჩევებისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.
  • მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას. ეს მოიცავს ისეთ ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
  • მიმართეთ ექიმს თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება.

ფურცელ-ჩანართში მოცემულია:

  • რა არის ამბროქსოლი ფლუიდოქსი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღებამდე
  • ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ამბროქსოლი ფლუიდოქსის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ამბროქსოლი ფლუიდოქსი და რისთვის გამოიყენება

ამბროქსოლი მიეკუთვნება ამოსახველებელი პრეპარატების ჯგუფს. ეს არის პრეპარატი, რომელიც ამცირებს სიბლანტეს და ხელს უწყობს ლორწოს გამოდევნას ფილტვის ალვეოლებიდან.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი აადვილებს ამოხველებას და ხველას.

აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ბრონქო-პულმონარული დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც უკავშირდება ლორწოს დიდი რაოდენობით გამოყოფა და სუსტი ტრანსპორტირება.

  • რა უნდა იცოდეთ ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღებამდე

არ მიიღოთ ამბროქსოლი ფლუიდოქსი

თუ ალერგია გაქვთ ამბროქსოლის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ არ შეგიძლიათ ნახველის ეფექტურად გამოყოფა, რადგან მოცემული პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის დაგროვება.

არსებობს შეტყობინებები კანის სერიოზული რეაქციების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ამბროქსოლის მიღებასთან. თუ გამოვლინდა კანზე გამონაყარი (მათ შორის დაზიანებები ლორწოვან გარსებზე, როგორიც არის პირის ღრუ, ყელი, ცხვირი, თვალები, სასქესო ორგანოები), შეწყვიტეთ ამბროქსოლი ფლუიდოქსის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატები და ამბროქსოლი ფლუიდოქსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი ზრდის ქსოვილებში შემდეგი ანტიბიოტიკების კონცენტრაციას: ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი. ყოველთვის გაესაუბრეთ ექიმს ამბროქსოლ ფლუიდოქსთან ერთად ანტიბიოტიკების მიღებამდე.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ამბროქსოლი ფლუიდოქსის ტაბლეტები მიიღება სითხესთან ერთად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ ან გეგმავთ ორსულობას, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში მიიღება მხოლოდ რეცეპტით გაცემული პრეპარატები. ჩატარებულმა კვლევებმა, ასევე ფართო კლინიკურმა გამოცდილებამ 28-ე კვირის შემდეგ, არ გამოავლინა ორსულობის დროს გვერდითი ეფექტების ფაქტები.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი სიფრთხილით გამოიყენება ძუძუთი კვების დროს, რადგან ამბროქსოლი გამოიყოფა დედის რძეში.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ არის აღწერილი აღნიშნული პრეპარატის რაიმე ზემოქმედება ტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6 მგ/მლ სიროფი შეიცავს 520 მგ/მლ პროპილენ გლიკოლს (E1520). მას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორსაც იწვევს ალკოჰოლი.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6 მგ/მლ სიროფი შეიცავს 70% სორბიტოლის ხსნარს. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მიმართეთ ექიმს აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე.

  • ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი მიიღება პერორალურად.

ტაბლეტები

სიროფი

1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.

თერაპიული ეფექტი შეიძლება გაიზარდოს დღეში ორჯერ 2 ტაბლეტის მიღებით. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ სითხესთან ერთად კვების შემდეგ.

5 მლ სიროფი უდრის 1 სავსე ჩაის კოვზს. ამბროქსოლი ფლუიდოქსის სიროფი უნდა მიიღოთ დილით, შუადღეს ან საღამოს კვების შემდეგ.

ნაჭდევი განკუთვნილია მხოლოდ იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ ტაბლეტის გატეხვა თუ ვერ ყლაპავთ მთლიანად.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და ბავშვები

10 მლ (2 ჩაის კოვზი) დღეში 2-ჯერ. სასუნთქი გზების მწვავე დარღვევების სამკურნალოდ და ქრონიკული მდგომარეობების საწყისი მკურნალობისთვის დაახლოებით 14 დღე.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

მიღება დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე.

რეკომენდებული დოზა:

ასაკი

დოზა

1-დან 2 წლამდე

  • 5 მლ (1/2 ჩაის კოვზი), დღეში 2-ჯერ

2-დან 6 წლამდე

  • 5 მლ (1/2 ჩაის კოვზი), დღეში 3-ჯერ

6-დან 12 წლამდე

5 მლ (1 ჩაის კოვზი), დღეში 2-3-ჯერ

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ამბროქსოლი ფლუიდოქსი

ჭარბი რაოდენობით მიღებისას ყველა პრეპარატს გააჩნია რისკები ჯანმრთელობისთვის.

თუ ერთდროულად მიიღეთ ამბროქსოლი ფლუიდოქსის ზედმეტი დოზა მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა, რომ ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. გამოტოვეთ ეს დოზა და განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შეწყვეტთ ამბროქსოლი ფლუიდოქსის მიღებას

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ამბროქსოლი ფლუიდოქსით მკურნალობის დროს:

მსუბუქი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, გულძმარვა, ქოშინი (სუნთქვის გაძნელება) და ზოგჯერ გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა) და ღებინება. ეს ეფექტები ძირითადად აღინიშნებოდა ინექციის სახით მიღების შემდეგ. ძალიან იშვიათად, აღწერილია ალერგიული რეაქციები, განსაკუთრებით კანზე გამონაყარი (ლაქები ან პაპულები კანზე).

აღწერილია მძიმე და მწვავე ალერგიული ტიპის რეაქციების უკიდურესად იშვიათი შემთხვევები, მაგრამ მათი კავშირი ამბროქსოლთან გაურკვეველია. ზოგიერთ ასეთ პაციენტს ასევე აღენიშნა ალერგიული რეაქცია სხვა ნივთიერებებზეც.

იშვიათი: 1,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში:

ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება

უცნობი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით

ანაფილაქსიური რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება (შეშუპება, რომელიც სწრაფად ვითარდება კანზე, კანქვეშა ქსოვილებში, ლორწოვან ან ქველორწოვან გარსში) და ქავილი.

კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (მათ შორის მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ინსტრუქციაში. ასევე, შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ აცნობოთ ინფარმედ, ი.პ.-ს (INFARMED, I.P.) ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

ინფარმედ, იპ

პრეპარატების რისკების მართვის დეპარტამენტი

ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ბრაზილიის გამზ. 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი:+ 351 21 798 73 97

ვებ გვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

ელ-ფოსტა: [email protected]

  • ამბროქსოლი ფლუიდოქსის შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის "EXP" გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შენიშნავთ დაზიანების ხილულ ნიშნებს.

არ გადააგდოთ ნებისმიერი პრეპარატი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გაანადგუროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რა შედის ამბროქსოლი ფლუიდოქსის შემადგენლობაში

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 30 მგ ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება არის ამბროქსოლი. თითო ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლს. სიროფის თითო მლ შეიცავს 6 მგ ამბროქსოლს.

სხვა კომპონენტებია:

მანიტოლი (E421), კარტოფილის სახამებელი, მეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, კუტინი HR და ნატრიუმის კროსკარმელოზა.

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6 მგ/მლ სიროფი

აქტიური ნივთიერება არის ამბროქსოლი. სიროფის თითო მლ შეიცავს 6 მგ ამბროქსოლს.

სხვა ინგრედიენტებია: ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ნატრიუმის საქარინი (E954), გარგრის ესენცია, ტკბილი ფორთოხლის ეთერზეთი, პროპილენ გლიკოლი (E1520), 70% სორბიტოლის ხსნარი.

როგორია ვიზუალურად ამბროქსოლი ფლუიდოქსი და რა შედის შეფუთვაში

თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ზედაპირის ტაბლეტები, ერთ მხარეზე ნაჭდევით - შეფუთვაში 20 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერებში.

გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენციური, ოდნავ მოყვითალო სიროფი - 200 მლ ქარვისფერი მინის ბოთლი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბალდაჩი პორტუგალ, ს.ა. (Baldacci Portugal, S.A.)

რუა კანდიდო დე ფიგუეირედო, 84-ბ

1549-005 ლისაბონი, პორტუგალია

ტელ: +351217783031

ფაქსი: +351217785457

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 30 მგ ტაბლეტები

ფარმალაბორ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, სა. (fab.) (Farmalabor- Produtos Farmaceuticos, SA.) (fab.)

კონდეიქსა-ა-ნოვას ინდუსტრიული ზონა

კონდეიქსა-ა-ნოვა, პორტუგალია

ამბროქსოლი ფლუიდოქსი 6 მგ/მლ სიროფი

ბალდაჩი პორტუგალ, ს.ა. (Baldacci Portugal, S.A.)

ავ. სანტა ირია დე აზოია, ბლოკი B/C

2695-381 სანტა ირია დე აზოია

პორტუგალია

ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა 2016 წლის მარტში

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა