პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 109 თავი
  1. კარი პირველი პირები
  2. თავი პირველი ფიზიკური პირები
  3. თავი მეორე იურიდიული პირი
  4. კარი მეორე გარიგებანი
  5. თავი პირველი ზოგადი ნორმები
  6. თავი მეორე ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა
  7. თავი მესამე გარიგების ფორმა
  8. თავი მეოთხე საცილო გარიგებანი
  9. თავი მეხუთე პირობითი გარიგებანი
  10. თავი მეექვსე თანხმობა გარიგებებში
  11. თავი მეშვიდე წარმომადგენლობა გარიგებებში
  12. კარი მესამე უფლების განხორციელება
  13. კარი მეოთხე ვადები
  14. თავი პირველი ვადების გამოთვლა
  15. თავი მეორე ხანდაზმულობა
  16. კარი პირველი ქონება
  17. კარი მეორე მფლობელობა
  18. კარი მესამე საკუთრება
  19. თავი პირველი საკუთრების შინაარსი
  20. თავი მეორე სამეზობლო სამართალი
  21. თავი მესამე საკუთრების შეძენა და დაკარგვა
  22. თავი მეოთხე ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში
  23. თავი მეხუთე სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა
  24. თავი მეექვსე საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
  25. კარი მეოთხე საჯარო რეესტრი
  26. კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
  27. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  28. თავი მეორე ხელშეკრულების დადება
  29. თავი მესამე ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
  30. თავი მეოთხე მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება
  31. თავი მეხუთე ხელშეკრულებიდან გასვლა
  32. კარი მეორე ვალდებულების შესრულება
  33. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  34. თავი მეორე ფულადი ვალდებულების შესრულება
  35. თავი მესამე კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება
  36. კარი მესამე
  37. ვალდებულების დარღვევა თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  38. თავი მეორე მოვალის მიერ ვადის გადაცილება
  39. თავი მესამე ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს
  40. კარი მეოთხე ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
  41. კარი მეხუთე მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი
  42. თავი პირველი პირგასამტეხლო
  43. თავი მეორე ბე
  44. თავი მესამე მოვალის გარანტია
  45. კარი მეექვსე ვალდებულების შეწყვეტა
  46. თავი პირველი ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით
  47. თავი მეორე ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით
  48. თავი მესამე ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით
  49. თავი მეოთხე ვალდებულების შეწყვეტა ვალის პატიებით
  50. თავი მეხუთე ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
  51. კარი მეშვიდე კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში
  52. თავი პირველი სოლიდარული კრედიტორები
  53. თავი მეორე სოლიდარული მოვალეები
  54. კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
  55. თავი პირველი ნასყიდობა. გაცვლა
  56. თავი მეორე ჩუქება
  57. თავი მესამე ქირავნობა
  58. თავი მეოთხე ლიზინგი
  59. თავი მეხუთე იჯარა
  60. თავი მეექვსე სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
  61. თავი მეშვიდე ფრენშაიზინგი
  62. თავი მერვე თხოვება
  63. თავი მეცხრე სესხი
  64. თავი მეათე ნარდობა
  65. თავი მეთერთმეტე ტურისტული მომსახურება [თავი მეთერთმეტე (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
  66. თავი მეთორმეტე გადაზიდვა-გადაყვანა
  67. თავი მეცამეტე დავალება
  68. თავი მეთოთხმეტე საკუთრების მინდობა
  69. თავი მეთხუთმეტე სატრანსპორტო ექსპედიცია
  70. თავი მეთექვსმეტე შუამავლობა
  71. თავი მეჩვიდმეტე ჯილდოს საჯაროდ დაპირება. კონკურსი
  72. თავი მეთვრამეტე მიბარება
  73. თავი მეცხრამეტე მიბარება სასაქონლო საწყობში
  74. თავი მეოცე დაზღვევა
  75. III¹. ჯანმრთელობის დაზღვევა
  76. თავი ოცდამეერთე საბანკო მომსახურება
  77. თავი ოცდამეორე თავდებობა
  78. თავი ოცდამესამე კონტოკორენტი
  79. თავი ოცდამეოთხე ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ვალდებულებანი
  80. თავი ოცდამეხუთე ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
  81. თავი ოცდამეექვსე სამისდღეშიო რჩენა
  82. თავი ოცდამეშვიდე თამაშობა. სანაძლეო
  83. კარი მეორე კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
  84. თავი პირველი საზიარო უფლებები
  85. თავი მეორე დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება
  86. თავი მესამე უსაფუძვლო გამდიდრება
  87. კარი მესამე დელიქტური ვალდებულებანი
  88. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  89. თავი მეორე პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის
  90. კარი პირველი საავტორო სამართალი
  91. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  92. თავი მეორე (ამოღებულია)
  93. თავი მესამე (ამოღებულია)
  94. თავი მეოთხე (ამოღებულია)
  95. თავი მეხუთე (ამოღებულია)
  96. თავი მეექვსე (ამოღებულია)
  97. თავი მეშვიდე (ამოღებულია)
  98. თავი მერვე (ამოღებულია)
  99. კარი მეორე სამრეწველო საკუთრება
  100. კარი პირველი ქორწინება
  101. თავი პირველი დაქორწინების წესი და პირობები
  102. თავი მეორე ქორწინების შეწყვეტა
  103. თავი მესამე ქორწინების ბათილობა
  104. თავი მეოთხე მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები
  105. თავი მეხუთე მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა
  106. კარი მეორე მშობლების, შვილებისა და სხვა ნათესავების ურთიერთობა
  107. თავი პირველი შვილების წარმოშობის დადგენა
  108. თავი მეორე მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ
  109. თავი მესამე მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი
  110. თავი მეოთხე ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობანი
  111. თავი მეხუთე ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი
  112. თავი მეექვსე შვილება
  113. კარი მესამე მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერა
  114. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  115. თავი მეორე მეურვისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობანი
  116. თავი მესამე მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა
  117. თავი მეოთხე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
  118. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  119. თავი მეორე მემკვიდრეობა კანონით
  120. თავი მესამე მემკვიდრეობა ანდერძით
  121. თავი მეოთხე ანდერძის ფორმა
  122. თავი მეხუთე მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა
  123. თავი მეექვსე სავალდებულო წილი
  124. თავი მეშვიდე საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)
  125. თავი მერვე ანდერძის შეცვლა ან მოშლა
  126. თავი მეცხრე ანდერძის აღსრულება
  127. თავი მეათე სამკვიდროს მიღება და უარი მის მიღებაზე
  128. თავი მეთერთმეტე სამკვიდროს გაყოფა
  129. თავი მეთორმეტე კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ
  130. თავი მეცამეტე სამკვიდროს დაცვა
  131. თავი მეთოთხმეტე სამკვიდრო მოწმობა
  132. სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

კარი მესამე მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერა

თავი მეთერთმეტე სამკვიდროს გაყოფა

მუხლი 1455. საჩუქრის ჩათვლა მემკვიდრის წილში

სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 1455-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ქონების ჩუქების დროს, ნაჩუქარი ქონების ღირებულების სამკვიდრო წილში ჩათვლის თაობაზე მამკვიდრებელის ცხადად გამოხატული ნების გარეშე ითვალისწინებს მემკვიდრისთვის საჩუქრის სახით გადაცემული ქონების ღირებულების ამ მემკვიდრის სამკვიდრო წილში ჩათვლას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/1337 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/1337 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.

მუხლი 1456. სამკვიდროს გაყიდვა თანამემკვიდრეთა შეთანხმებით

თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვებია მთელი სამკვიდროს გაყიდვა და მემკვიდრეთა შორის ფულის განაწილება მათი წილის კვალობაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1457. სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე

თანამემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელია მთელი სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე, რომელიც, თავის მხრივ, მოვალეა სხვა თანამემკვიდრეებს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1458. სამკვიდროს გაყოფის შეჩერება

თანამემკვიდრეები შეიძლება შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამკვიდროს გაყოფა შეჩერდეს განსაზღვრული დროით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1459. წილობრივი საკუთრება განუყოფელ ქონებაზე

თუ სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ისეთი ქონება, რომლის გაყოფაც გამოიწვევს მისი სამეურნეო დანიშნულების მოშლას ან შესუსტებას, გაყოფას არ ექვემდებარება და ხდება მემკვიდრეთა საერთო საკუთრება მათი წილის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1460. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის

1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საოჯახო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან თუ ანდერძი დატოვებული არ იყო და კანონით მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუკი ასეთი გაყოფის შედეგად თითოეული მემკვიდრისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას.

2. გაყოფა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეები თვითონ აპირებენ გაუძღვნენ მეურნეობას. თუკი არც ერთი მემკვიდრე არ მოისურვებს მეურნეობის გაძღოლას, მაშინ მათი შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი მეურნეობა შეიძლება გაიყიდოს და მემკვიდრეები მიიღებენ თავიანთ წილს ფულის სახით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 1461. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფის დაუშვებლობა

თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყოფა შეუძლებელია, მაშინ მიწა იმ მემკვიდრეს უნდა მიეკუთვნოს, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა და საოჯახო მეურნეობას ეწეოდა. თუ ასეთი მემკვიდრე არ არის, მაშინ მიწა იმას უნდა მიეკუთვნოს, ვისაც უნარი აქვს და სურს, გაუძღვეს მეურნეობას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 1462. წილის კომპენსაცია

მემკვიდრე, რომელიც ვერ მიიღებს მიწის ნაკვეთს, მიიღებს შესაბამის წილს სხვა ქონებიდან, ხოლო, თუ სხვა ქონება საკმარისი არ იქნება, მაშინ – სათანადო კომპენსაციას დადგენილი წესის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1463. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 1464. საერთო საკუთრება საოჯახო მეურნეობაზე

თანამემკვიდრეთა შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება მათ საერთო საკუთრებაში დარჩეს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 1465. ჩასახული მემკვიდრის უფლება სამკვიდროს გაყოფისას

1. თუ მემკვიდრე ჩასახულია, მაშინ სამკვიდროს გაყოფა შეიძლება მხოლოდ ამ მემკვიდრის დაბადების შემდეგ.

2. თუ ჩასახული მემკვიდრე ცოცხალი დაიბადება, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ გაიყონ სამკვიდრო მხოლოდ მისი კუთვნილი წილის გამოყოფით. ახალშობილის ინტერესების დასაცავად გაყოფაში მონაწილეობისათვის მოწვეულ უნდა იქნენ მისი წარმომადგენლები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1466. სავალო მოთხოვნების დაკისრება ერთ-ერთი მემკვიდრისათვის

თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვებია, სავალო მოთხოვნები მთლიანად დაეკისროს ერთ-ერთ მემკვიდრეს მისთვის სამკვიდროდან შესაბამისად გაზრდილი წილის მიცემის სანაცვლოდ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1467. წილის მიღების უზრუნველყოფის ვალდებულება

თითოეული თანამემკვიდრე მოვალეა უზრუნველყოს სხვა თანამემკვიდრეთა მიერ შესაბამისი წილის მიღება. როცა თანამემკვიდრე სამკვიდროს გაყოფის შედეგად მოთხოვნის უფლებას იძენს, სხვა თანამემკვიდრეები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მოვალის გადახდისუნარიანობას გაყოფის მომენტში თავ-თავიანთი სამკვიდრო წილის მიხედვით, ხოლო თუ ასეთი ვალდებულების შესრულების ვადა არ დამდგარა, მაშინ – ვალდებულების შესრულების მომენტში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1468. წილის შემცირება პროპორციულად

თუ აღმოჩნდება, რომ ანდერძით განსაზღვრულ წილთა ჯამი აღემატება მთელ სამკვიდროს, მაშინ თითოეული მემკვიდრის წილი შემცირდება პროპორციულად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1469. დავის განხილვა ქონების გაყოფისას

სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამემკვიდრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1470. წილის განკარგვის უფლება

1. თითოეულ თანამემკვიდრეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი სამკვიდროში. ხელშეკრულება, რომლითაც ერთ-ერთი თანამემკვიდრე განკარგავს თავის წილს, უნდა დადასტურდეს ნოტარიუსის მიერ.

2. თანამემკვიდრეს არ შეუძლია განკარგოს ცალკეული საგნები თავისი წილიდან.

3. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 1471. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 1472. კრედიტორთა დაკმაყოფილება წილის გასხვისებისას

წილის გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მოვალეობა, შეძენილი წილის ოდენობის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1473. წილის გათანაბრება

მემკვიდრეები, რომლებიც მოწვეულნი იქნებიან სამკვიდროს მისაღებად, ვალდებულნი არიან წილთა გათანაბრებისათვის გაყოფამდე სამკვიდროს მიათვალონ ყოველივე ის, რაც მათ მიიღეს მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში მშობლების ქონებიდან გამოყოფის სახით, თუ მამკვიდრებელს სხვა რამ არ დაუდგენია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1474. შთამომავლის გამოკლების შედეგები

თუ სამკვიდროს მის გახსნამდე ან გახსნის შემდეგ გამოაკლდა შთამომავალი, რომელიც, როგორც მემკვიდრე, ვალდებული იქნებოდა გაეთანაბრებინა წილი, მაშინ წილის გათანაბრების მოვალეობა დაეკისრება იმ მემკვიდრეს, რომელმაც უნდა მიიღოს მისი წილი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1475. განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება გათანაბრებისას

შთამომავალს (დამავალი ხაზის ნათესავს), რომელმაც საოჯახო მეურნეობაში გაწეული შრომით, მამკვიდრებლის პროფესიულ და კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობით, თავის მხრივ მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევით ან სხვა სახით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მამკვიდრებლის ქონების შენარჩუნებასა და გაზრდაში, სამკვიდროს გაყოფისას უფლება აქვს მოითხოვოს გათანაბრება იმ ნათესავებთან, რომლებიც მასთან ერთად კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან და ითხოვენ სამკვიდროს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა

არ შეიძლება გათანაბრების მოთხოვნა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებისათვის ნათესავი იღებდა გასამრჯელოს, ან გასამრჯელო წინასწარ შეთანხმებული იყო, ანდა, თუ ნათესავს გაწეული მომსახურების საფუძველზე შეუძლია წარადგინოს რაიმე მოთხოვნა სხვა სამართლებრივი საფუძვლით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა

1. გაწეული მომსახურებისა და სამკვიდროს მოცულობის მიხედვით გათანაბრება უნდა მოხდეს სამართლიანად.

2. სამკვიდროს გაყოფისას გათანაბრების თანხა გამოაკლდება სამკვიდროს საერთო თანხას და მიემატება იმ თანამემკვიდრის წილს, რომელსაც გათანაბრების მოთხოვნის უფლება აქვს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1478. მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობა

თუ მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის, დანარჩენი მემკვიდრეები მოვალენი არიან მიიღონ გონივრული ზომები მათი ადგილსამყოფლის დასადგენად და სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები

1. თუ სამკვიდროს მისაღებად მოწვეული მემკვიდრე, რომელიც ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ დადგენილია მისი ადგილსამყოფელი, სამი თვის განმავლობაში უარს არ იტყვის სამკვიდროზე, მაშინ დანარჩენი მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მას თავიანთი განზრახვა სამკვიდროს გაყოფის შესახებ.

2. თუ ასეთი მემკვიდრე შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში არ აცნობებს დანარჩენ მემკვიდრეებს ქონების გაყოფის თაობაზე შეთანხმებაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მაშინ დანარჩენ მემკვიდრეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით გაყონ ქონება და გამოყონ ადგილზე არმყოფი მემკვიდრის წილი.

3. თუ სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა ადგილზე არმყოფი მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენა და არც რაიმე ცნობაა მისგან სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, დანარჩენ მემკვიდრეებს შეუძლიათ გაყონ ქონება ამ მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1480. უპირატესი მემკვიდრეობის უფლება

მემკვიდრეებს, რომლებსაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრების უფლება ქონებაზე, უპირატესი უფლება აქვთ იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1481. საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება

ქონების გაყოფისას მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე საოჯახო მოხმარების საგნების მიღების უპირატესი უფლება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1482. მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესის გათვალისწინება

უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად, მაშინ მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1483. კომპენსაციის განვადება

იმ მემკვიდრეების მოთხოვნით, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, სასამართლოს უფლება აქვს გადაავადოს კომპენსაცია მისი მოცულობის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ათი წლის ვადით.

ბმული ამ მუხლზე

თავი მეთორმეტე კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

მუხლი 1484. მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე

1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.

3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1485. მტკიცების ტვირთი

მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1486. ვალის გადახდის დაკისრება მემკვიდრისათვის

მოანდერძეს შეუძლია მთელი ვალის ან მისი ნაწილის გადახდა დააკისროს ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1487. სამკვიდროს გახსნის შესახებ კრედიტორებისათვის შეტყობინების ვალდებულება

მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1488. კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვადა

1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.

3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1489. ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება

1. კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1490. შესრულების ვადის გადადება

თუ მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოთხოვნის შესრულების ვადამდე იყო წარდგენილი, მაშინ მემკვიდრეს უფლება აქვს გადადოს შესრულება ვადის დადგომამდე. ვადის დადგომიდან კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1491. მამკვიდრებლის კრედიტორების უპირატესობა

მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1492. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე

უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2239 - სსმ I, №54, 20.12.2005წ. მუხ.360

მუხლი 1493. კრედიტორის მიერ სამკვიდროს მიღების შედეგები

თუ მამკვიდრებელმა ქონება თავის კრედიტორს უანდერძა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორის მოთხოვნის უფლების გაქვითვად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1494. კრედიტორთა დაკმაყოფილების წესი

კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ბმული ამ მუხლზე

თავი მეცამეტე სამკვიდროს დაცვა

მუხლი 1495. ცნება

ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დასაცავად ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით იღებს სამკვიდროს დაცვისათვის აუცილებელ ზომებს, რაც გაგრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.329

მუხლი 1496. ქონების დაცვის მოვალეობა სანოტარო ორგანოს მიერ

თუ სამკვიდრო ან მისი ნაწილი სამკვიდროს გახსნის ადგილას არ იმყოფება, სანოტარო ორგანო ავალებს ქონების სამყოფელი ადგილის სანოტარო ორგანოს ზომების მიღებას ამ ქონების დასაცავად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1497. ქონების აღწერა

სანოტარო ორგანო ქონების დაცვის მიზნით აღწერს სამკვიდროს და გადასცემს შესანახად მემკვიდრეს ან სხვა პირს, ამასთან, იღებს ზომებს იმ მემკვიდრეთა მოსაძებნად, რომლებიც სამკვიდროს გახსნის ადგილზე არ იმყოფებიან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1498. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა

თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. მმართველი არ დაინიშნება, როცა თუნდაც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან თუ დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი.

ბმული ამ მუხლზე

თავი მეთოთხმეტე სამკვიდრო მოწმობა

მუხლი 1499. ცნება

1. მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.

2. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.329

მუხლი 1500. სამკვიდრო მოწმობის გაცემის ვადა

სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1501. თანხმობა სამკვიდრო მოწმობაში შეტანაზე

მემკვიდრეები, რომლებსაც სამკვიდრო არ მიუღიათ კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. თანხმობა გაცხადებულ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1502. სამკვიდრო მოწმობის მიცემა მემკვიდრის მემკვიდრეებისათვის

თუ მემკვიდრე, რომელიც მოწვეული იყო სამკვიდროს მისაღებად, გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ ვერ მოასწრო მისი მიღება დადგენილ ვადაში, მაშინ მის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიიღონ სამკვიდრო მოწმობა ქონებაზე, რომელიც დარჩა თავდაპირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1503. სამკვიდრო მოწმობის მიცემა თანამემკვიდრეებისათვის

სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.

ბმული ამ მუხლზე

სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 1504. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1505. ძალადაკარგულ კანონთა ნუსხა

1997 წლის 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

1. „საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1964 წლის 26 დეკემბრის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., №36, მუხ.662);

2. „საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1970 წლის 18 ივნისის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1970 წ., №6, მუხ.96);

3. „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ.199);

4. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 15 ივლისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9-12, მუხ.169);

5. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1993 წლის 15 ივლისის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №9-12, მუხ.170);

6. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 24 მაისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №18, მუხ.382);

7. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 მაისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №18, მუხ.383);

8. „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 19 ივნისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19, მუხ.401);

9. „მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19, მუხ.402);

10. „გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19, მუხ.423);

11. „გირავნობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 30 ივნისის დადგენილება (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №19, მუხ.424);

12. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ. №19-20);

13. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 2 მაისის კანონის 32-54-ე მუხლები (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, 1997 წ., №21-22);

14. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-7 მუხლი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ. №007).

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1506. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსს.

2. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის ან ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ჩაითვლება ძალადაკარგულად, თუ ისინი განსხვავებულად აწესრიგებენ სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1507. სამოქალაქო კოდექსის მოქმედება დროში

1. სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.

2. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.

3. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

4. სამოქალაქო კოდექსის 165-168-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან – საკუთრების უფლების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1507¹. მეურვეობისა და მზრუნველობის განმახორციელებელი ორგანო გარდამავალ პერიოდში

1. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს 2009 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულების (ორგანიზაციის), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოების ნაცვლად ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები.

2. ამ კოდექსის 1278-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წესს 2009 წლის 1 იანვრამდე ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. მისი დამტკიცება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს არა უგვიანეს 2008 წლის 15 ივნისისა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

მუხლი 1507². მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლების გავრცელება ამ კოდექსის 1191¹მუხლის ამოქმედებამდე წარმოქმნილ ურთიერთობებზე

ამ კოდექსის 1191¹ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლება ვრცელდება 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილ ურთიერთობებზედაც, კერძოდ, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისგან შობილი ბავშვის მამის გვარად მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2892 - ვებგვერდი, 2 3.12.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3422 - ვებგვერდი, 07.04.2015წ.

მუხლი 1507³. (ძალადაკარგულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4649 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.

მუხლი 1508. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონი №2114 – სსმ I, №26(33), 05.07.1999 წ., მუხ.134

მუხლი 1508¹. ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი

1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 4 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს. მანამდე იგი შეუფერხებლად განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას.

2. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ეს დაწესებულება ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს.

3. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მოთავსებულია სპეციალიზებულ დაწესებულებაში, ეს დაწესებულება ვალდებულია სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის 2015 წლის 1 აპრილიდან 4 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1508². 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან და მათ მეურვეებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი ჩაითვალოს ქმედუუნარო პირად მის ინდივიდუალურ შეფასებამდე, 2015 წლის 1 აპრილამდე მოქმედი ნორმების შინაარსის გათვალისწინებით.

2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალურ შეფასებამდე ამ პირის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.

3. თუ მოთხოვნა მომდინარეობს 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

4. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს სხვა პირს, მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება. თუ პირს ეკისრება ზიანის მიმყენებელი ქმედუუნარო პირის მეთვალყურეობა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

5. თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს, საჭიროა მეორე მეუღლის თანხმობა. ასეთი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მეორე მეუღლე არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

6. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე ვალდებულია სამეურვეო პირის გამოჯანმრთელების შემთხვევაში სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.

7. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გაათავისუფლებს მეურვეს თავისი მოვალეობისაგან და მიმართავს სასამართლოს სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისათვის.

8. თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის მეურვე მეურვეობის განხორციელებისას ანგარებით იმოქმედებს ან სამეურვეო პირს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე დატოვებს, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

9. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირისათვის დაწესებული მეურვეობა შეწყდება, თუ:

ა) სამეურვეო პირი გარდაიცვალა;

ბ) სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სამეურვეო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ.

10. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი არ შეიძლება იყოს ანდერძის მოწმე, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

11. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი სამკვიდროს იღებს თავისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

12. თუ მემკვიდრე 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1508³. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია:

ა) 2015 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლება და ამ კოდექსთან შესაბამისობა;

ბ) ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს მეურვეებისთვის და ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის ამ კოდექსის 1508¹ მუხლით დადგენილი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაფრთხილება ამ მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ;

გ) 2017 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს სტაციონარში მოთავსებული ქმედუუნარო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, აგრეთვე 2019 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს იმ ქმედუუნარო პირის, რომელიც სტაციონარში არ არის მოთავსებული, მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, თუ მეურვე, თავად ქმედუუნარო პირი ან შესაბამისი დაწესებულება არ მიმართავს სასამართლოს აღნიშნული მიზნით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 1509. კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები

1. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან:

ა) სახელმწიფო;

ბ) მუნიციპალიტეტი;

გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით;

დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად;

ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა);

ვ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია;

ზ) ამ კოდექსის 1509¹ მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირებს განეკუთვნება:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

ბ) (ამოღებულია - 14.12.2006, №3967);

გ) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

დ) კომანდიტური საზოგადოება;

ე) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;

ვ) სააქციო საზოგადოება;

ზ) კოოპერატივი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1807 – სსმ I, №6(13), 04.03.1999 წ., მუხ.24

საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1233 - სსმ I, №18, 27.04.2005წ., მუხ.110

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336

საქართველოს 2011 წლის 5 ივლისის კანონი №5034 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6989 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 1509¹. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი

1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას , დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.

3. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი.

6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის პირველი კარის მეორე თავით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 5 ივლისის კანონი №5034 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

მუხლი 1509². მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი

1. ამ მუხლის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს, შეიძლება დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. გარდაქმნის შემდეგ სუბიექტი აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით.

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში ყველა პირს დაარეგისტრირებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, თუ ისინი დააკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს, მიუხედავად „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულებების რაოდენობის შეზღუდვისა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში პირის ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ფუნქციონირების (მის მიერ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის ფლობის) შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2025 წლის 1 სექტემბრამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, გარდაქმნილი სუბიექტის ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნებისთვის.

5. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედ სისხლის დაწესებულებას (სისხლის გადასხმის დაწესებულებას/სისხლის ბანკს), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებდა, უფლება აქვს, 2026 წლის 1 ივნისამდე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დარეგისტრირდეს. სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) მიერ აღნიშნული საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში ამ დაწესებულების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, აგრეთვე მისი ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დებულებები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2399 – ვებგვერდი, 27.12.2022წ .

საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4339 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1474 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

მუხლი 1510. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336

მუხლი 1511. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1860 – სსმ I, №10(17), 01.04.1999 წ., მუხ.32

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336

მუხლი 1511¹. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1051 - სსმ I, №9, 17.03.2005 წ., მუხ.59

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336

მუხლი 1512. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები

საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიული პირები, ჩაითვალონ გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. მათ უფლებამონაცვლეებად მიჩნეულ იქნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები ამ კოდექსის 208-232-ე მუხლების მიხედვით. ამასთან, სახელმწიფოს ვალდებულებები ადრე შექმნილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წინაშე ძალაში რჩება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1513. საკუთრება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე

ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1513¹. კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდროს გახსნა

1. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან, თუკი საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის ყველა წევრი, 2019 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გარდაცვლილია.

2. თუ კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, საკომლო წიგნის საარქივო ჩანაწერებში მითითებული კომლის წევრის 2019 წლის 1 აგვისტოს შემდეგ გარდაცვალების შემთხვევაში სამკვიდრო მის წილ ქონებაზე გაიხსნება, მიუხედავად იმისა, იგი კომლის ბოლო წევრი იყო თუ არა.

3. კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ეს ქონება კომლის წევრების თანასაკუთრებაა და მასზე ვრცელდება თანასაკუთრებისთვის დადგენილი საერთო წესები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

მუხლი 1514. უძრავი ნივთების რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდში

საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოხდეს მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს სათანადო სამსახურის ჩამოყალიბება, საჯარო რეესტრის ფორმულარების მომზადება და ყველა იმ ორგანიზაციული საკითხის მოგვარება, რომლებიც დაკავშირებულია სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან წარმოშობილი უძრავი ნივთების მესაკუთრეების რეგისტრაციასთან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1515. რეგისტრაციის მონაცემების საჯაროობის უზრუნველყოფა

საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყონ საჯარო რეესტრის მონაცემების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირთათვის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1516. სამოქალაქო კოდექსის სწავლება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყოს:

ა) იუსტიციის სამინისტროში ფონდების რეგისტრაციისათვის აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა;

ბ) სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული იურიდიული პირების რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;

გ) სამოქალაქო კოდექსის სწავლება სამართალდამცავი ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, აგრეთვე მართლმსაჯულების ორგანოთა თანამშრომელთათვის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1517. საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის უზრუნველყოფა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა:

ა) ამ კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დასანერგად გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ საბანკო ანგარიშების გახსნა და შეუფერხებელი ანგარიშსწორება იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისათვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, კერძოდ, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა;

ბ) უზრუნველყოს ფიზიკური პირების მიერ საანგარიშსწორებო თუ სხვა ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებულ შეზღუდვათა გაუქმება იმ მიზნით, რომ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუფერხებლად შეეძლოს მათთვის სასურველი ანგარიშების გახსნა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა შეუფერხებელი დადება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1518. კომუნალური მომსახურების ხელშეკრულებათა დადება

აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყონ ბინის მესაკუთრეებთან და სხვა მომხმარებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგებისა და სატელეფონო მომსახურების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1519. ცნებათა ერთიანობის უზრუნველყოფა

სამოქალაქო კოდექსში გამოყენებული ცნებები და ტერმინები ადეკვატურად უნდა იქნეს გამოყენებული ყველა სხვა სამართლებრივ აქტში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 1520. სამოქალაქო კოდექსის დანერგვის ორგანიზაციული საკითხები

საქართველოს პრეზიდენტმა 1997 წლის 25 ნოემბრამდე უზრუნველყოს:

ა) იუსტიციის საბჭოს მიერ სასამართლოში კავშირების რეგისტრაციისათვის აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;

ბ) სამოქალაქო კოდექსის შემოღება სავალდებულო სასწავლო დისციპლინად ყველა ტიპის უმაღლეს იურიდიულ სასწავლებელში.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 26 ივნისი.

№786-IIს

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.