ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ISSA: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%

ISSA: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%

კვლევის მიხედვით, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ემხრობა თბილისის (63%) და პროევროპული ოპოზიციის (88%) ამომრჩეველთა უმრავლესობა.
რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველთა 82%.
შეკითხვაზე ამ შაბათს რომ იმართებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას/პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ?
· ქართული ოცნება (საქართველო: ივნისი - 35.8%; მაისი - 35.2%)
· კოალიცია ცვლილებებისთვის (საქართველო: ივნისი - 18%; მაისი - 17%)
· ერთიანობა - ენმ (საქართველო: ივნისი - 16.6%; მაისი - 14.6%)
· ძლიერი საქართველო (საქართველო: ივნისი - 9.5%; მაისი - 13.4%)
· გახარია საქართველოსთვის (საქართველო: ივნისი - 10%; მაისი - 12.4%)
კვლევის მეთოდოლოგია
· კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
· სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
· შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
· მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
· შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
· შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
· გამოპასუხების წილი: 71%
· საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.