არქივი1 ივლისი, 2025, 16:14
ISSA: პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა 43.3% არჩევნების უპირობო ბოიკოტის მომხრეა, 26.2% კი ამბობს, რომ პარტიებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა, თუ მანამდე, ან მასთან ერთად ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მომხრეა თბილისელების 47.4%. აქედან 29.3% უპირობოდ, ხოლო 18.1%-ის აზრით, პარტიებმა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში უნდა განიხილონ.
კვლევიდან ამონარიდი იაგო კაჭკაჭიშვილმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოკითხეს 2 000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. საველე სამუშაოები დასრულდა 30 ივნისს
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.