ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა – მოვუწოდებთ დიალოგისკენ, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო. „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. საბოლოო დოკუმენტი ოფიციალურ საიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვრცელდება ანგარიშის სამუშაო ვერსია.
დოკუმენტში საქართველოს საკითხზე რამდენიმე კუთხითაა საუბარი, მათ შორის, ნათქვამია, რომ „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ] ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა“. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, აუცილებელია ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას.
„მივესალმებით ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც, ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა, აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს და მოვუწოდებთ დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას“, – წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს