რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას მიმდინარე საპროტესტო აქციებისადმი – კვლევა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი უჭერს მხარს(43%), ვიდრე არ ემხრობა (35%).
საპროტესტო აქციების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%). რეგიონებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა გამოკვეთილი უმრავლესობა (75%).
ამავე კვლევის მიხედვით, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს 55%. ეს მაჩვენებელი იზრდება თბილისის მოსახლეობასა (63%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა (88%) შორის. რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 82%.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 73% მხარს უჭერს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლების მოთხოვნას. მხარდაჭერის მაჩვენებელი თბილისში 79% არის, რეგიონებში – 70%მ პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში 92%.
ამასთან, თვით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების 40% ემხრობა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას, ეწინააღმდეგება – 50%.
ISSA-ს კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (44%), ვიდრე არ ემხრობა (41%).
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას ემხრობა თბილისის მოსახლეობის 60%-მდე პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 83%, მაშინ, როცა რეგიონების მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (45%) ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა შეწყდეს. ამავე აზრს იზიარებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 90%-მდე.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კვლევის მეთოდოლოგია:
· კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
· სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
· შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
· მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
· შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
· შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
· გამოპასუხების წილი: 71%
· საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.
· კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
კვლევის განმახორციელებელი: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს