Euronews – ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა

ნატო-მ ბალტიის ზღვაზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ლიეტუვაში განლაგებულ ფრანგულ სამხედრო კონტინგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, ორშაბათს, 20 აპრილს, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის თვითმფრინავები აფრინდნენ. ფრანგული Rafale თვითმფრინავების გარდა ოპერაციას ასევე შეუერთდნენ შვედეთის, ფინეთის, პოლონეთის, დანიისა და რუმინეთის თვითმფრინავები.

როგორც აღინიშნება, მიზეზი რუსული სამხედრო თვითმფრინავების ჯგუფის გამოჩენა გახდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ორი ზებგერითი ბომბდამშენი „ტუ-22მ3“ და დაახლოებით ათი „სუ-30“ და „სუ-35“ ავიაგამანადგურებელი, რომლებიც სტრატეგიული ბომბდამშენების ესკორტირებას ახდენდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია