იენს სტოლტენბერგი: ბუნების კანონი არ არის, რომ ნატო სამუდამოდ იქნება, ქვაზე არ წერია, რომ ნატო მომდევნო ათი წლის განმავლობაში იარსებებს

ბუნების კანონი არ არის, რომ ნატო სამუდამოდ იქნება. ქვაზე არ წერია, რომ ნატო მომდევნო ათი წლის განმავლობაში იარსებებს, – ამის შესახებ ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა და ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დანიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ალიანსის შესანარჩუნებლად, სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ყურადღება არ უნდა გამახვილდეს ტრამპის რიტორიკაზე, არამედ რეალურ პოლიტიკაზე. ამიტომ, ის აღნიშნავს, რომ ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ შეიარაღება და მეტი პასუხისმგებლობის აღება, თუ მათ სურთ შეერთებული შტატების, როგორც ახლო მოკავშირის შენარჩუნება.

„2018 წელს დაიმუქრა შეერთებული შტატების ნატო-დან გაყვანით. მან ეს ახლაც გაიმეორა. ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რამდენად სავარაუდოა, რომ ეს მოხდება. თუმცა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როდესაც -ის პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებს”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.