თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ იუბილე აღინიშნა

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის“ 10 წლის საიუბილეო ღონისძიება საერთო საჯარისო ცენტრში გაიმართა. ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცეს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და სარდლობის მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა მამუკა ქაფიანიძემ. სიტყვით გამოსვლისას მათ საბრძოლო მომზადებასა და წვრთნებსა თუ სწავლებებში მხარდამჭერი ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედროებს წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, ცენტრის პირადი შემადგენლობა ფასიანი საჩუქრებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა. წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების ჩატარებას, წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით. ცენტრი ასევე,ორგანიზებას უწევს საბრძოლო მომზადებას და მის ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას. მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ მოიცავს საწვრთნელ ბაზებს: „ალგეთი“, „ნორიო“ და „ვაზიანი“.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა