პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC - ისრაელმა 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

BBC - ისრაელმა 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა

ისრაელმა 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პალესტინელი პატიმრების ნაწილი დასავლეთ სანაპიროზე, ნაწილი კი, ღაზის სექტორში გადაიყვანეს.
მანამდე „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი, 53 წლის ოფერ კალდერონი, 34 წლის იარდენ ბიბასი და 65 წლის კიტ სიგელი, გაათავისუფლა.
ამასთან, დღეს, 2024 წლის მაისის შემდეგ პირველად, ღაზის სექტორისა და ეგვიპტის დამაკავშირებელი რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რაფაჰის გადასასვლელის გავლით ღაზიდან ეგვიპტეში 50 პალესტინელი პაციენტი გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.