პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

BBC - ვენესუელამ ექვსი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

BBC - ვენესუელამ ექვსი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

­
ვენესუელამ ექვსი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვენესუელამ ამერიკელი პატიმრები მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რიჩარდ გრენელმა ნიკოლას მადუროსთან შეხვედრაზე აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელის მოქალაქეების ვენესუელაში უპირობო დაბრუნების საკითხი განიხილა.
გრენელს გათავისუფლებული პატიმრები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მათ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადეს.
„ახლახან შემატყობინეს, რომ ვენესუელიდან ექვს მძევალს ვაბრუნებთ. მადლობა რიკ გრენელსა და ჩემს გუნდს. შესანიშნავია!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.