არქივი1 თებერვალი, 2025, 12:51
BBC - „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჰამასმა“ მძევლები, 53 წლის ოფერ კალდერონი, 34 წლის იარდენ ბიბასი და 65 წლის კიტ სიგელი, გაათავისუფლა.
მძევლები „წითელმა ჯვარმა“ ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა.
ცნობისთვის, 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 15 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.