ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

The Times of Israel - „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

The Times of Israel - „ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასმა“ სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„ჰამასმა“ მძევლები, 52 წლის ელი შარაბი, 34 წლის ორ ლევი და 56 წლის ოჰად ბენ ამი, გაათავისუფლა.
„ჰამასმა“ ისრაელელი მძევლები „წითელ ჯვარს“ გადასცა.
სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 183 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
ცნობისთვის, 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 18 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან ასობით პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.