ვოლოდიმირ ზელენსკი – ნამდვილად, რუსეთის ომი უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს – უკრაინა პირველივე წუთიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის

ნამდვილად, რუსეთის ომი უკრაინისა და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

„ამ ომის ყოველი ახალი კვირა, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოველ ახალ წელზე, სულ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. უკრაინა პირველივე წუთიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის. ჩვენ არაერთი დიპლომატიური წინადადება წარვადგინეთ. ახლა, პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკასთან დიალოგს ვაწარმოებთ. განიხილება იდეები, რომლებიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს და რომელიც დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმით უნდა დაიწყოს. უკრაინის ენერგეტიკული სექტორი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ჩვენი სურსათის ექსპორტი რუსეთის სამიზნე აღარ უნდა იყოს და ეს ჩვენი მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს. გადაწყვეტის პოვნა შესაძლებელია. მზად ვართ, ამისთვის ვიმუშაოთ და ამას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პარტნიორებთან განვიხილავთ. არ იქნება ის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყანა იტანჯება. ახლა ომის ბუნება ისეთია, რომ აგრესორიც დაიტანჯება. ტექნოლოგია ამის შესაძლებლობას ქმნის. ქვეყნების ხელმძღვანელობას შეუძლია დეესკალაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა უზრუნველყოს“, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო, დიზელის საწვავზე კონტროლი დაკარგა და ომი უნდა დასრულდეს.

„მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან არის გამოსული. უკრაინასთან ეს უაზრო და გაუთავებელი ომი უნდა დასრულდეს“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ, ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება