ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან ეს სერბი ხალხის არჩევანია, მაგრამ პარტნიორები უნდა ვიყოთ, რათა ვაჩვენოთ კეთილმეზობლური ურთიერთობები

ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან  ეს სერბი ხალხის არჩევანია, მაგრამ პარტნიორები უნდა ვიყოთ, რათა ვაჩვენოთ კეთილმეზობლური ურთიერთობები

ძალიან დაინტერესებული ვართ იმაში, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “კარპატული რვიანის” პირველ სამიტზე განაცხადა.

“ძალიან დაინტერესებული ვართ იმაში, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან. ეს სერიოზული სამუშაოა. რა თქმა უნდა, ეს არჩევანია სერბეთის შიგნით, სერბი ხალხის, მაგრამ ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ ნამდვილი, კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობები”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მედია აღნიშნა, რომ ზელენსკიმ და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა “კარპატული რვიანის” სამიტზე განიხილეს უკრაინისა და სერბეთის ევროინტეგრაცია, რუსეთის დარტყმების მხრივ არსებული ვითარება და ასევე, შეთანხმებები, რომლებიც ზელენსკის ბელგრადში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.