“პირველად ვამბობ ამას, ეს არის უტყუარი ინფორმაცია” – რა განაცხადა პირდაპირ ეთერში მურმან დუმბაძემ თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით?

“მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე სა­გა­რე­ჯო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ეს არის უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია” – ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, მურ­მან დუმ­ბა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მურ­მან დუმ­ბა­ძე ამ­ბობს, ეს ინ­ფორ­მა­ცია მას თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის ნა­თე­სა­ვებ­მა მი­ა­წო­დეს.

  • ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა პირ­და­პირ ეთერ­ში ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

“მე ვიც­ნობ რიჟ­ვა­ძის ნა­თე­სა­ვებს, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ვიც­ნობ, საკ­მა­ოდ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და რიჟ­ვა­ძემ­დეც, მქონ­და მა­ში­ნაც, როცა ის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო და ვაგ­რძე­ლებ ურ­თი­ერ­თო­ბას იმ ადა­მი­ა­ნებ­თან მაშ­ნაც, როცა რიჟ­ვა­ძე გაქ­ცე­უ­ლია. ვნა­ხე 2-3 ადა­მი­ა­ნი, სა­ხელს და გვარს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ… ისი­ნი არი­ან ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი, მდი­ნა­რა­ძე რომ გა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან, რომ გა­ა­ძე­ვეს პო­ლი­ტი­კი­დან. პირ­ვე­ლად ვამ­ბობ ტე­ლე­ვი­ზი­ით ამას, იმი­ტომ არი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი, რომ ისი­ნი მე მი­დას­ტუ­რე­ბენ, რომ მდი­ნა­რა­ძემ ეს­რო­ლა თუ არა [რიჟ­ვა­ძეს] ეს არა­ვინ არ იცის, მაგ­რამ ის, რომ მდი­ნა­რა­ძე სა­გა­რე­ჯო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და რიჟ­ვა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს არის უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია, ამ ხალ­ხის­გან გა­მო­სუ­ლი…

ანუ, მე ამით იმის თქმა მინ­და, რომ ისი­ნი აღი­ა­რე­ბენ იმას, რომ მდი­ნა­რა­ძე ერთ-ერთი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე იყო რიჟ­ვა­ძის იმ ვერ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც სა­ხელ­მწი­ფომ გა­ავ­რცე­ლა.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო და ადა­მი­ა­ნებს უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეთ, რა ხდე­ბა ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში – მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა, და­კი­თხუ­ლია თუ არა, რა მოხ­და სა­გა­რე­ჯო­ში, ვინ ჩა­იყ­ვა­ნა სა­გა­რე­ჯო­ში, ვინ ეს­წრე­ბო­და იმ საქ­მის გარ­ჩე­ვას, იყო ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვი ფუ­ლის ამო­ღე­ბა თუ არა? უამ­რა­ვი შე­კი­თხვე­ბია, სად არის დღეს რიჟ­ვა­ძე?

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, რიჟ­ვა­ძე არ არის ევ­რო­პა­ში. მა­თი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბა ამა­საც. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის რუ­სეთ­შია. ასე­თი ვერ­სი­აც მო­ვის­მი­ნე მე. მე არ ვიცი რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს რუ­სეთ­ში. მე იმ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მელ­საც ვე­ლა­პა­რა­კე და რო­მე­ლიც მისი ში­ნა­უ­რი და ახ­ლო­ბე­ლია, ის ამ­ბობს, რომ რიჟ­ვა­ძე არის რუ­სეთ­ში” – გა­ნა­ცხა­და დუმ­ბა­ძემ.

ასევე დაგაინტერესებთ