პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
3
წაკითხვა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება. უწყებაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ელიზბარაშვილი სამარტოო საკანში გადაიყვანეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, რადგან ბრალდებული შიმშილობს, იგი შინაგანაწესის შესაბამისად მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება. ხოლო იმის გამო, რომ ელიზბარაშვილი სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომელია, ის განთავსებულია №8 დაწესებულების შესაბამის ფლიგელში, სადაც ამ ეტაპზე სხვა არავინ შიმშილობს — სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მის გარდა სხვა არავინაა.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ბრალდებულს შესახლებისთანავე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები. გარდა ამისა, პენიტენციური სამსახური უარყოფს ადვოკატის ცნობას ვენტილატორის არქონის შესახებაც და განმარტავს, რომ საკანი უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით, ხოლო ტელევიზორით სარგებლობა ყველა ბრალდებულისთვის დადგენილი საერთო წესით, დაწესებულების მაღაზიაში მისი შეძენით არის შესაძლებელი.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ელიზბარაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანშია გადაყვანილი.საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი, როგორც მოშიმშილე, იმყოფება არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში, რასაც ითვალისწინებს პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესი.ამასთან, ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო.რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების საკითხს, ბრალდებულს, პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისთანავე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი გამოკვლევა. ამჟამადაც, როგორც მოშიმშილე, სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და, საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა სათანადო მომსახურება.ამასთან, იგი უზრუნველყოფილია ქრონიკული დაავადების სამკურნალო შესაბამისი მედიკამენტით და მიიღებს მას დანიშნულებისამებრ.გარდა ამისა, ბრალდებული საკანში უზრუნველყოფილია ჰაერის გამაგრილებლით – ე.წ. ვენტილატორით. შესაბამისად, სიცრუეა მისი უფლებადამცველის განცხადება, თითქოს ბრალდებულს დასახელებული ნივთი არ აქვს.რაც შეეხება ტელევიზორით სარგებლობის საკითხს, აღნიშნული ნივთი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა უნდა შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში, დადგენილი წესის შესაბამისად.სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ დაზუსტებული, ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია”, — წერია უწყების განცხადებაში.
მანამდე, ელიზბარაშვილის უფლებადამცველმა ია სირანიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილი სამატროო საკანში გადაიყვანეს.
“შიმშილობის გამოცხადების შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილი გადაიყვანეს სამარტოო საკანში, სადაც არაფერი არ არის, ასევე მას არ აძლევენ ქრონიკულ მედიკამენტს, დღემდე გრძელდება მასზე და ასევე ჩემზეც ძალადობა”, — განაცხადა ია სირანაშვილმა.
შეგახსენებთ, 9 სექტემბერს პატიმრობაში მყოფი ცხოველების უფლებადამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებდა და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხოველების უფლებადამცველს და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ, იარაღს ეძებდნენ. ამას კი წინ უძღოდა რესტორანში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ელიზბარაშვილსა და 7 პირს შორის. პროკურატურის ცნობით, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს.
ვრცლად თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე:
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები თამაზ ელიზბარაშვილი: “თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს” “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული “ქართული ოცნების” მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
კომენტარები
გადახედვა
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
9 წუთის წინ
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
40 წუთის წინ
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
41 წუთის წინ
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
10 საათის წინ
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
11 საათის წინ
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
14 საათის წინ
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
15 საათის წინ
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
16 საათის წინ
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
16 საათის წინ
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და “სალოცავი ოთახები” ჩაუტანეს
17 საათის წინ
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და “სალოცავი ოთახები” ჩაუტანეს
გადახედვა
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
17 საათის წინ
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
18 საათის წინ
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
18 საათის წინ
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
18 საათის წინ
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
18 საათის წინ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
გადახედვა
“გახარია საქართველოსთვის”: “თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი”
18 საათის წინ
“გახარია საქართველოსთვის”: “თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი”
გადახედვა
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
18 საათის წინ
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
18 საათის წინ
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
19 საათის წინ
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
“გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან” — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
19 საათის წინ
“გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან” — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
9 სექტემბერი, 11:41
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
კვირის ტოპ-5
“ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით” — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?355 ნახვა
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს346 ნახვა
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს239 ნახვა
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა223 ნახვა
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა215 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
საზოგადოება
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: “ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის”
ნინო წილოსანი: “ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის”
საზოგადოება
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers’ Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
გადახედვა
მედია
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
საზოგადოება
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
გადახედვა
პოლიტიკა
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
საზოგადოება
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
პოლიტიკა
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
გადახედვა
პოლიტიკა
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
კავკასია
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
9 სექტემბერი, 10:01
ილონ მასკის უფროსმა შვილმა, ვივიან უილსონმა, ესპანური მოდის ბრენდი Desigual-ის ხელოვნური ინტელექტის საწინააღმდეგო…
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს