ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა, პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები – განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ევროკავშირში გაწევრების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის „მაგას“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ“.
„[ბრიუსელი] ღიად უპირისპირდება იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელი კურსითაც მოვიდა ბატონი ტრამპი თავის კაბინეტთან ერთად მმართველობაში და რისკენაც დგამს ყოველდღიურად ნაბიჯებს, რომ როგორღაც მშვიდობას მიაღწიოს. ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა, პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები“ – აღნიშნა კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ამომრჩეველს მივეცით დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გავანეიტრალებდით უცხოურ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და ამ დაპირებას რეალურად ვასრულებთ, უცხოური აგენტურა დღეს საქართველოში არის დასუსტებული, თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე