ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად. (იგივე კალიბრის ქალებისაც)
ისევე, როგორც პროპაგანდისტულ ვიდეოებში აჩვენებენ ხოლმე მეგის ქარდავას, შაშკინს, ლომაიას და სხვა ადამიანებს, რომელთა შესახებ ახალგაზრდა თაობამ ბევრი არაფერი იცის, მაგრამ ზემოთაღწერილი კონტიგენტი უეჭველი პატრიოტულ/ვაშკაცურ კონვულსიებს დაიმართებს ამ სახელების ხსენებაზე. შეიძლება კრესლოდან ჩუსტიც კი ესროლოს ტელევიზორს და თუ არ გადაუარა, ბირჟაზეც კი მოყვეს როგორ ეზიზღება ეგ ხალხი.
იმაზე საწყალ დღეში არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ასევე დაგაინტერესებთ