ლევან ღამბაშიძე: რა იქნება ეს ბიძგი არ ვიცი, მაგრამ რო იქნება ეს გარდაუვალია. როგორ შეიძლება ხანგრძლივი იყოს რეჟიმი, რომლის ერთადერთი ღია მხარდამჭერი ტროლია?

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
შუაზე რო გასკდნენ, ვერასოდეს ეღირსებიან ქოცები “სიმშვიდეს”, რასაც თვითონ აღიარებას, ლეგიტიმაციას და ათას სისულელეს ეძახიან. ვერ მართავენ ისინი ამ ქვეყანას, როგორც ჩვეულებრივი მთავრობა მართავდა.
პირველ რიგში იმიტომ, რომ მმართველობითი სისტემა უკვე არაჩვეულებრივია. ვიღაცა კაცი, რომელიც არავის აურჩევია, მართავს ქვეყანას ისე, რომ არაფერზე აგებს პასუხს, ცვლის პრემიერებს, იჭერს მინისტრებს… კაცმა არ იცის რა იქნება ხილული რეჟიმის მომდევნო ნაბიჯი, ვინაიდან ნამდვილ ძალაუფლებას უხილავი კაცი ფლობს.
მეორე იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამათ ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ამას გარდა, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საკუთარი თვალით ნახა რაზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს უდიდესი ძალადობა არ არის და ვერ იქნება დავიწყებული.
და ასევე, ამათ მმართველობას არ აქვს იდეოლოგია. დღეს მემარცხენეები არიან, ხვალ მემარჯვენეები, ზეგ კონსერვატორები, იმის იქით ბაბულიკები მაგრამ მეორე დღეს რვა კაცი ერთს გაურბის პოლიციაში ჩვენების დასაწერად.
ამ ყველაფრის შედეგად, ისე დალაგდა, რომ თავმოყვარე ადამიანი, რომელიც ამათგან არანაირ სარგებელს არ იღებს, უბრალოდ ვერ უჭერს რეჟიმს ღიად მხარს. ისინიც კი, ვინც ამათ კმაყოფაზეა, რაღაც ბოდვითი ლაბირინგებით ცდილობენ საკუთარი პოზიციის გამოხატვას, ისე, რომ ძალიან მხარდაჭერაც არ დაეტყოთ.
საბოლოო ჯამში, მთელი რეჟიმის სპიკერი ორი მაღალჩინოსანი და ერთი ტროლია. ტროლი, მეგობრებო. ტროლის იმედად არიან.
ხოდა როგორც მონების პლანტაცია გამოიყურება მშვიდობიანად, მაგრამ ერთი ბიძგი სჭირდება რომ იფეთქოს, ისეა ქოცების მშვიდობაც და სტაბილურობაც. რა იქნება ეს ბიძგი არ ვიცი, მაგრამ რო იქნება ეს გარდაუვალია. როგორ შეიძლება ხანგრძლივი იყოს რეჟიმი, რომლის ერთადერთი ღია მხარდამჭერი ტროლია? ხო წარმოგიდგენიათ სამარცხვინოების რა ხარისხში არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო