6
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
,,ჰაშეკის შვეიკში ასეთი ეპიზოდია, სამხედროს ეკითხებიან, ოფიცერმა რომ გიბრძანოს ერთ კოვზ განავალს შეჭამო და ეს პასუხობს, თუ მიბრძანებენ როგორ არ შევჭამო, უბრალოდ ძალიან ზიზღიანი ვარ და თმა თუ შემყვა შეიძლება გული ამერიოსო.
რაღაც ამ დღეში არიან ქოცები. აბსოლუტური მორჩილების ყველა დეფინიციას გადააჭარბეს. ეტყვიან მოსწონთ პრემიერი, ეტყვიან აგინებენ, ეტყვიან გარეჯი საქართველოა, ეტყვიან აღარაა, ეტყვიან ევროკავშირში ორი წიხლით შედიან, ეტყვიან ირან-ჩინეთ-რუსეთის კოალიციაშიც ლამაზად იტივტივებენ, ეტყვიან პატიმარი წმინდაა და მისი კრიტიკა არ შეიძლება, ეტყვიან და ყველა პატიმარს თუ მის ოჯახის წევრს კედელ-კედელ დაათრევენ, ეტყვიან ძალადობა ცუდია, ეტვიან და ყველაზე სასტიკი მოძალადისთვის ღირსების ორდენის მიღებას ტაშს დაუკრავენ…
მაგრამ პერიოდულად, აი რაღაც გამოხტება ხოლმე, რომელზეც ასევე ეტყვიან რომ აღშფოთების დროა, დაეწყობიან მორალური ტექტსებით და ქართველობაზე, კაცობაზე, ისტორიაზე და იდენტობაზე იწყებენ ლაპარაკს.
თან ისე, რომ წესიერად ისიც არ აქვთ გაგებული სინამდვილეში რა მოხდა. ან როგორ გაიგებდნენ, როდესაც რამის გაგების, ახსნისა და გადმოცემის უნარი მთლიანად პარტიას მიანდეს სამუდამოდ.
ძალიან სასაცილო საკითხავია ყველა მათი აღშფოთება. თავადაც რომ არ სჯერათ რასაც ამბობენ. მათი აღშფოთება ისეთივე ნამდვილია, როგორც ჰაშეკის სამხედროს ზიზღიანობა.“



