წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ გადაცემაში „ფორმულას დღე“ განაცხადა.
„ჩვენ ბოლო ყრილობაზე გამოვაცხადეთ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი. ეს ექვსი თვე, მგონია, რომ ათვისებული იქნება ალბათ სრულად იმისთვის, რომ პარტია მოემზადოს ძირეული ცვლილებებისთვის. მე მგონია, რომ ამ თვალსაზრისით ახლა, წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა აქტიურად ვიგებ იმ მნიშვნელოვან ცნობებს და მნიშვნელოვან გენერალურ გადაწყვეტილებებშიც მაქვს ჩემი ხმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ რეფორმების გატარებასთან.“- აღნიშნავს სანიკიძე.