პუტინმა სომხეთის დაპატიმრებულ ექს-პრეზიდენტ ქოჩარიანს დაბადების დღის მისალოცი გაუგზავნა და სიმტკიცე, ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა

პუტინმა სომხეთის დაპატიმრებულ ექს-პრეზიდენტ ქოჩარიანს დაბადების დღის მისალოცი გაუგზავნა და სიმტკიცე, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა | ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
“გისურვებთ სიმტკიცეს გამოწვევების წინაშე, რომელთა გავლაც ახლა თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს გიწევთ” – ნათქვამია პუტინის გზავნილში.
🔻 სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რობერტ ქოჩარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის 25 აგვისტოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს. რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 1998-დან 2008 წლამდე იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო