ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება კიევში 6 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს უკავშირდება და შუაღამიდან ამოქმედდება.

„ნამდვილად, მსგავსი ინფორმაცია უკრაინული მხარისგან იქნა მიღებული. რუსეთის პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმა დღევანდელი შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში, კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა. ეს კიევში ამერიკელების კონტაქტებს უკავშირდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.