ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანი - თუ რუსეთი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით

ნიკოლ ფაშინიანი - თუ რუსეთი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით

თუ რუსეთი სამხედრო ბაზის სომხეთიდან გაყვანას გადაწყვეტს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის განცხადებით, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთისთვის „სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს“.

„ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, მაგრამ თუ დარჩენის სურვილს გამოთქვამენ, ასევე, მზად ვართ ეს საკითხიც განვიხილოთ. თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ეს საკითხი დღის წესრიგში არასდროს დაგვიყენებია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის სომხეთიდან სამხედრო ბაზა გაიყვანოს, თუ ამას სომხეთი გადაწყვეტს.

„თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს", - აღნიშნა პუტინმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.