ირაკლი კობახიძე – ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას
ბოლო სიახლე
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური ულოცავს პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს.
“ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ყაზახი ხალხის კეთილდღეობას”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.