რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ და ბენზინის სიდიდით მეორე მწარმოებელმა НОРСИ-მ უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა
რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ და ბენზინის სიდიდით მეორე მწარმოებელმა НОРСИ-მ უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ, ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა – წერს Reuters წყაროებზე დაყრდნობით
წყაროების ცნობით, დრონების შეტევამ დააზიანა რამდენიმე გადამამუშავებელი დანადგარი, ბლოკთაშორისი ინფრასტრუქტურა და ქარხნის საერთო ობიექტები. მათ ვერ შეძლეს დაეზუსტებინათ, რა დრო დასჭირდება დაზიანებების აღმოფხვრასა და ქარხანაში გადამუშავების პროცესის განახლებას.
Лукойл-ის ყველა მსხვილი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამჟამად გაჩერებულია. მისი პერმის ქარხანა 21 აგვისტოს დრონით შეტევის შემდეგ გაჩერდა, ხოლო ვოლგოგრადის ქარხანამ გადამუშავება 31 ივლისს შეაჩერა.
НОРСИ-ს წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია და აწარმოებს დაახლოებით 5 მილიონ ტონა ბენზინს, 5 მილიონ ტონაზე მეტ დიზელს, 2 მილიონ ტონა მაზუთსა და 500 000 ტონამდე ბიტუმს.