რუსეთში ბენზინის წარმოება შიდა მოხმარების მხოლოდ 70%-ს ფარავს – მედია

როგორც Reuters-ის წყაროები იტყობინებიან, აგვისტოს ბოლოს რუსეთში ბენზინის წარმოება კვლავ შემცირდა ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმების შედეგად. ამჟამად ბენზინის წარმოება შიდა მოხმარების მხოლოდ 70%-ს ფარავს.

სააგენტოს ორი ანონიმი წყაროს თქმით, მსგავსი სიტუაცია შეინიშნებოდა ივლისში, როცა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაზე დარტყმების შედეგად შიდაწვის ძრავას საწვავზე დეფიციტი წარმოიშვა და ქვეყნის მრავალ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესეს. გასული თვის ბოლოსკენ ბენზინის წარმოება ნაწილობრივ აღდგა და შეზღუდვების გაუქმება დაიწყეს, მაგრამ აგვისტოში ამას მოჰყვა საწვავის კრიზისის მეორე ტალღა. როგორც BBC იტყობინება, მხოლოდ გასულ თვეში მუშაობა შეწყვიტეს ქარხნებმა პერმში, ნიჟნი-ნოვგოროდის მახლობლად და იაროსლავლში.

დღეს Bloomberg-ი იტყობინებოდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რუსეთში ბენზინის წარმოება 20%-ით შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში.