ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა FP-1 ტიპის დრონებმა რუსეთში, იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსს“ დაარტყეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანია Fire Point-ი იუწყება, რომელიც აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.

უკრაინული მედია წერს, რომ იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობია.

ქარხანა აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს და რეაქტიული ძრავის საწვავს, ასევე საპოხ მასალებს, ბიტუმს, თხევად აირებს და სხვა პროდუქტებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.