რუსული ლეგიონის (ЛСР-ის) ლიდერის, მაქსიმილიან ანდრონნიკოვის მიმართვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს: პუტინმა უკვე გაანადგურა 1.5 მილიონი თავისივე მოქალაქე…

რუსული ლეგიონის (ЛСР-ის) ლიდერის, მაქსიმილიან ანდრონნიკოვის (ცეზარის) მიმართვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს:
🗣️ “ჩემო ძვირფასო მოქალაქეებო, ბოლოსდაბოლოს უნდა მიხვდეთ ერთ ჭეშმარიტებას – პუტინი არ გაჩერდება. ნებისმიერი იმედი, რომ ის გაჩერდებოდა, ამ ზაფხულს გაქრა. გაქრა გადამწვარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან და განადგურებულ Wildberries-თან ერთად. გაქრება ამ შემოდგომაზე და შემდეგ გაზაფხულზე.
ყველაფერი, რაც მას სჭირდება არის უსასრულო ომები საკუთარი ძალაუფლების მხარდაჭერისთვის. და იმისთვის, რომ მისი ოლიგარქატის წრე ომზე კიდევ უფრო გამდიდრდეს.
პუტინმა უკვე გაანადგურა 1.5 მილიონი თავისივე მოქალაქე, საჭირო გახდება კიდევ 1.5 მილიონის ჩაწვენა? ჩააწვენს ყველანაირი სინდისის ქენჯნის გარეშე. მისი ფასი თქვენ ხართ, ერთადერთი გამოსავალი არის შეგნება, რომ:
უკრაინის სტეპებსა და ტყეებში თქვენ დაიღუპებით, დაიღუპებით აუცილებლად უსახელოდ, უშვილძიროდ და ყველანაირი ხსოვნის გარეშე. გადაწყვეტთ რომ გააგზავნოთ თქვენი შვილებიც უკრაინაში? პირდაპირ გეტყვით – ნუ დაელოდებით მათ უკან, ისინიც დაიღუპებიან და სანაცვლოდ ან შავ ცელოფანს მიიღებთ, ან ცნობას რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
მე არ მოგიწოდებთ რომ ახლავე ავტომატს სტაცოთ ხელი. საწყის ეტაპზე უბრალოდ კავშირზე გამოდით. 1000 ჭრილობის ტაქტიკა მუშაა.
არჩევანი ცხადია – მოკვდეთ რეჟიმისთვის, ან მოკლათ ის, ვინც თქვენ სანგრებში გერეკებათ.”

ასევე დაგაინტერესებთ