სალომე სიმონია: ვიდრე ოცნება ტროტუარზე დგომისა და პოსტებისთვის ადამიანებს იჭერს, ამ დროს, ქვეყანაში ფუნქციონირებენ ისეთი კომპანიები, რომლებიც მსოფლიოში უსაშიშესი ტერორისტული ორგანიზაციების ფულის გათეთრებას და სანქციებისგან თავის არიდებას ემსახურებიან

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
აშშ-მ დაასანქცირა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია “შელბით”
ვიდრე, ოცნების წევრები ჩამომდგარან და ომის დაწყებას რუსეთის ნაცვლად, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ,
თურმე დიდ ქსელში ჩართული ამ კომპანიის მეშვეობით, ირანის რეჟიმი მილიარდობით დოლარს ათეთრებს:
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მხარდასაჭერად.
[ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის შერაცხილი.]
ამერიკის მიერ დაასანქცირებული კომპანია დარეგისტრირებულია თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მისამართზე: ხიზანიშვილი ქ. 264.
მთავრობის N 549 დადგენილებით, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის/ადმინისტრატორის უფლება 2015 წელს კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ მიენიჭა.
[17 ჰექტარი მიწა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა, 49 წლის ვადით]
2023 წლამდე „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ დირექტორი და საბჭოს წევრი გიორგი ტაბიძე იყო. რომელიც მანამდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.
ამავე მისამართზე რეგისტრირებულია Bitfury. ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანია. ის კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის ჩიპებსაც აწარმოებს.
კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბ. ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდისგან.
ამავე მისამართზე 200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც სრული საგადასახადო და სხვა შეღავათებით სარგებლობენ.
ვიდრე ოცნება ტროტუარზე დგომისა და პოსტებისთვის ადამიანებს იჭერს, ამ დროს, ქვეყანაში ფუნქციონირებენ ისეთი კომპანიები, რომლებიც მსოფლიოში უსაშიშესი ტერორისტული ორგანიზაციების ფულის გათეთრებას და სანქციებისგან თავის არიდებას ემსახურებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა