სალომე სიმონია: ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის უნიკალური ტყის გაჩეხვის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ბანკებმა ხომ სული ამოგვხადეს მაღალპროცენტიანი სესხებით?
ლამის მთელი საქართველოს ქონება იპოთეკით ხომ არის დატვირთული?
2026 წლის მონაცემებით, თითქმის 2 მილიონ ადამიანს ბანკის ვალი აქვს.
შედეგად, ბოლო 5 წელში ბანკების მოგება 32-ჯერ გაიზარდა.
ბანკებმა, წინა წელს რეკორდული, 3.3 მილიარდ ლარზე მეტი მოგება მიიღეს.
აქედან, საქართველოს ბანკის წმინდა მოგება 1.6 მლრდ ლარი იყო.
ეს არ ჰყოფნით და ამ გაძარცვული და გაღარიბებული ხალხის ტყეს მიადგნენ.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის კომპანიამ 7,533 წაბლის, 2,115 კოლხური ბზის და 40 უთხოვარის მოჭრა დაიწყო.
ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის უნიკალური ტყის გაჩეხვის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
აუცილებლად ნახეთ, “მთის ამბების” რეპორტაჟი ამ თემაზე