ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე სიმონია: კობახიძემ თქვა, ანწუხელიძის გმირობა ვერ გადაფარავს სააკაშვილის ღალატსო. არადა, ანწუხელიძეს არავინ და არაფერი აქვს გადასაფარი, ის თავად არის საქართველოს გამგრძელებელი

სალომე სიმონია: კობახიძემ თქვა, ანწუხელიძის გმირობა ვერ გადაფარავს სააკაშვილის ღალატსო. არადა, ანწუხელიძეს არავინ და არაფერი აქვს გადასაფარი, ის თავად არის საქართველოს გამგრძელებელი
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
დღეს კობახიძემ თქვა, ანწუხელიძის გმირობა ვერ გადაფარავს სააკაშვილის ღალატსო. არადა, ანწუხელიძეს არავინ და არაფერი აქვს გადასაფარი, ის თავად არის საქართველოს გამგრძელებელი.
Dato-ს აქვს სერია: "საქართველოს გამგრძელებლები" და შეგიძლიათ გაეცნოთ მათ დიდებულ ისტორიებს:
🇬🇪 ალექსანდრე ონიანი
🇬🇪 შმაგი სოფრომაძე
🇬🇪 ალექსანდრე თანდაშვილი
🇬🇪 რეზო ახალკაცი
🇬🇪 ასლან შაინიძე
ნამდვილი ქართველები ესენი არიან და არა ისინი, ვინც ჯარს ძარცვავს და თან მატლიან საჭმელს აჭმევს. ისინი, ვინც ბავშვებს ლუკმა-პურს აცლის პირიდან; ბაღებისა და სკოლების ასაშენებელი ფული ოქროს ზოდებად მიაქვს სახლში.
ნამდვილი ქართველი ისაა, ვინც ჩვენს გმირებს ვიღაცის პიარს შეწირულებად არ მიიჩნევს. ვინც მტრის ცნობა იცის და მოყვარეს არ გმობს. ვისთვისაც ქვეყანა უფრო ღირებულია, ვიდრე ძალაუფლება
ჩვენ შეიძლება აქ და ახლა ვერ მოვერიოთ დასადგურებულ სიბნელესა და ბოროტებას, მაგრამ თუ მას შევეწინააღმდეგებით, არასდროს გავხდებით მისი ნაწილი და ეს უკვე გამარჯვებად ჩაითვლება. გაიმარჯვებს და გაგრძელდება საქართველო!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.