არქივი3 აგვისტო, 2026, 12:37
სალომე სიმონია: უკვე 3 წელი გავიდა. ამ ბიჭზე ხშირად მეფიქრება, იმ 33 გარდაცვლილზეც და ქალზე, რომლის ტირილის ხმა ახლაც ჩამესმის, ოჯახის 9 წევრი რომ დაკარგა

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ეს ბიჭი ძმას ეძებდა ამ ლაფში და ტალახში. იქვე მდგომებმა მითხრეს, არ გაჩერებულა, არ დაუსვენია, მთელი ღამეა ასე დადის და ეძებსო.
უკვე 3 წელი გავიდა. ამ ბიჭზე ხშირად მეფიქრება, იმ 33 გარდაცვლილზეც და ქალზე, რომლის ტირილის ხმა ახლაც ჩამესმის, ოჯახის 9 წევრი რომ დაკარგა.
შოვში ნანახის დავიწყება ძნელია, მაგრამ რამდენიმე დღის მანძილზე, რაც ვნახე, ტრაგედიაზე მეტი აღმოჩნდა. უფრო მძიმე და შემზარავი.
● ვნახე, როგორ ეჩხუბებოდა მხარის გუბერნატორი იმ კაცს, რომელმაც ძმა დაკარგა. უყვიროდა ტონი შეარჩიეო.
● ვხედავდი, ოჯახის წევრები როგორ ელოდნენ ახალ ინფორმაციას და მათთან ხშირად არ მოდიოდნენ.
● ვნახე, როგორ დადიოდნენ ოცნების ჩინოვნიკები მხოლოდ ფოტოგრაფის თანხლებით.
● ბახილებ ამოცმული ჩინოვნიკიც ვნახე, ჭირისუფალთან ასე მოსული.
● ისიც მესმოდა, დაღლილი მაშველები ერთმანეთს რომ ეკითხებოდნენ უკვე საღამოს 5 საათზე: ნეტავ, საჭმელს არ გვაჭმევენო?
● ისიც ვნახე, მაშველები მობილურით რომ ინათებდნენ გზას და მხოლოდ საკუთარი თავგანწირვით იბრძოდნენ.
● მერე 20 000 ლარად შეფასებული სიცოცხლეებიც ვნახე.
● შოვიდან სრულიად ჩამოშლილი, მოწყვლადი და უსუსური ქვეყანა გამოჩნდა საქართველო.
ქვეყანა, სადაც შოვის მერე გურიაში 3 ადამიანი დაიღუპა სტიქიის გამო. აქედან, 2 ბავშვი იყო. შემდეგ იმერეთში, ნერგეეთში - 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
მერე ოცნების პროკურატურამ, თავად წარუდგინა ბრალი მის ჩინოვნიკს - ტენდერიდან ფულის მოპარვის და შოვში ჯებირების არგაკეთებისთვის.
ამ ბიჭმა ძმა ვერ იპოვა და ვერც ჩვენ ვიპოვით ნამდვილ მშვიდობას, სანამ ეს ქვეყანა მიტაცებული ექნება კორუმპირებულებით, არაპროფესიონალებით სავსე პარტიას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.