მედია – უკრაინულ თვითმფრინავს, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა

უკრაინულ თვითმფრინავს, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, უკრაინული „ანტონოვის“ სატვირთო თვითმფრინავი ლაიფციგში საფრანგეთიდან ჩაფრინდა და მის ბორტზე დატვირთული საბრძოლო მასალა შემდგომი გადაზიდვისთვის მზადდებოდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინა ლაიფციგის აეროპორტს სამხედრო მასალების გადაზიდვისთვის იყენებს.

ასევე, ლაიფციგის აეროპორტს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო თვითმფრინავებიც იყენებენ.

შეგახსენებთ, ლაიფციგის აეროპორტში გუშინ უკრაინული „ანტონოვის“ სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს. დრონის აღმოჩენამ განგაში გამოიწვია და რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო. გერმანიის პოლიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობის გასანეიტრალებლად სპეციალური რობოტი განათავსა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას გერმანიის პროკურატურის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებები აწარმოებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ