ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: ქარელის მერიის სასპორტო გაერთიანება წელს მოჭიდავეებისთვის 1000 კგ ლობიოს შეძენას გეგმავს

მედია: ქარელის მერიის სასპორტო გაერთიანება წელს მოჭიდავეებისთვის 1000 კგ ლობიოს შეძენას გეგმავს
ქარელის მერიის სასპორტო გაერთიანება წელს მოჭიდავეებისთვის 1000 კგ ლობიოს შეძენას გეგმავს. ამ მიზნით ბაზრის კვლევა მიმდინარეობს.
👉 სასპორტო სკოლა ქარელიდან სოფელ ბრეთის მეურნეობაში გადადის, სადაც ახალი კომპლექსი შენდება. კომპლექსი მალე გაიხსნება. შენობაში ეწყობა ოთახებიც, სადაც შორიდან ჩამოსული მოჭიდავეები იცხოვრებენ კიდეც.
📌 ბაზრის კვლევის პროცესში მერიის ა(ა)იპ-მა გამოაქვეყნა ხილისა და ბოსტნეულის ჩამონათვალი, რომლის შეძენასაც გეგმავს. ჩამონათვალში ლობიოც შედის. ასევე მითითებულია წიწაკა და კომბოსტოც. ყველა ზემოაღნიშნული პროდუქტის მოსავალი აქვს, ამავე სოფელში, ქარელის მერს.
📌 ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ მიაწვდის ქარელელ სპორტსმენებს ლობიოს, წიწაკას, კომბოსტოს. ჩამონათვალშია ასევე ქინძი და ოხრახუშიც.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.